მანუეელ სელაია გააძევეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მანუეელ სელაია გააძევეს
ნანახია: 680


2009 წ. 28 ივნისს გამთენიისას, ჰონდურასის პრეზიდენტი მანუელ სელაია სამხედრო პირებმა თანამდებობიდან გადააყენეს - ის უცერემონიოდ ჩასვეს თვითმფრინავში და ქვეყნიდან გააძევეს. მას მხოლოდ რამდენიმე წუთი მისცეს ტანსაცმლის ჩასაცმელად. ამის შემდეგ ის სწრაფად ჩასვეს სამხედრო თვითმფრინავში და კოსტა-რიკაში გაუშვეს.
დემოკრატიულად არჩეული სელაიას გადაყენება ბევრმა ქვეყანამ დაგმო, თუმცა, ამის მიუხედავად, ჰონდურასში უკვე დაინიშნა დროებითი პრეზიდენტი რობერტო მიკელეტი, რომელსაც სელაიას ვადიდან დარჩენილი ექვსი თვის განმავლობაში პრეზდენტის უფლებამოსილების შესრულება დაეკისრა. უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ მან სამხედროებს ვითარებაში ჩარევის უფლება მისცა იმისათვის, რომ თავად სელაიას არ დაერღვია კონსტიტუცია. მიკელეტიმ, რომელმაც სწრაფად გასცა ორდღიანი კომენდანტის საათის ამოქმედების ბრძანება, ქვეყნის მოსახლეობას კვირას მიმართა: "ამით სასამართლოს განაჩენი სისრულეში მოდის. საკონსტიტუციო განაჩენი უნდა დარღვეულიყო. ჩვენი ქვეყნის კანონები სამუდამოდ უნდა დარღვეულიყო და, სწორედ ამიტომ, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც მოუსმინა რესპუბლიკის სახალხო პროკურორს, უზენაეს სასამართლოს და გაიგო, რა ემართებოდა ეროვნულ კონგრესს".
სელაია აცხადებს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებას დაიბრუნებს. 29-ში მან სან-ხოსეში პრესკონფერენცია გამართა და შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

"მე ვრჩები ჰონდურასელი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტად და, ამასთან ერთად, გაცნობებთ, რომ დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში. დავბრუნდები, როგორც პრეზიდენტი და ქვეყანას ვმართავ. დღეს მათ ძალით გამაძევეს. ვვარაუდობ, რომ ის მამაცი ხალხი, ვინც აქ არის, ჩემთან ერთად წამოვა".
ჩავესმა ნიკარაგუის დედაქალაქში, მანაგუაში დაუყოვნებლივ მოიწვია მის მიერ დაარსებული ამერიკის ბოლივარელთა კავშირის შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ სელაია, ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი, ეკვადორის ლიდერი რაფაელ კორეა და ნიკარაგუას პრეზიდენტი დანიელ ორტეგა - ლათინური ამერიკის ახალი რადიკალური მემარცხენე სპექტრის წარმომადგენელი ლიდერები.
ბოლივარიელთა კავშირი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნებს შორის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ემსახურება. ალიანსში შედიან კუბის, დომიკინიკის, ანტიგუა და ბარბუდას, ბოლივიის, ეკუადორის, ნიკარაგუის, სენტ ვინსენისა და გრენადინის, და ვენესუელის რესპუბლიკები. ზემოთხსენებული ქვეყნები მზადყოფნას გამოთქვამენ 2010 წლიდან ალიანსში შემავალი რესპუბლიკების ტერიტორიებზე შემოღებულ იქნეს ერთიანი სავალუტო სისტემა.
ჩავესი აცხადებს, რომ სელაიას თანამდებობის დაბრუნებაში დაეხმარება და მიანიშნებს, რომ მის გადაყენებაში ვაშინგტონის ხელი ურევია.
კარიერით სამხედრო ოფიცერმა, უგო ჩავესმა 1992 წლის ჩაშლილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მემარცხენე მეხუთე რესპუბლიკური მოძრაობა დააფუძნა. ჩავესი პრეზიდენტად აირჩიეს 1998 წელს. მისი კამპანია ეყრდნობოდა ვენესუელის ღარიბი უმრავლესობისთვის შემწეობის გაზრდას. ამავე პლატფორმით ის ხელახლა აირჩიეს 2000 და 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ჩავესი ქვეყნის მასშტაბით ხელს უმართავს "ბოლივარიულ მისიებს", რომელთა მიზანი დაავადებებთან, გაუნათლებლობასთან, საკვების უკმარისობასთან და სიღარიბესთან ბრძოლაა, სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად. საზღვარგარეთ ჩავესი ვაშინგტონის კონსენსუსის წინააღმდეგ გამოდის და ეკონომიკური განვითარების ალტერნატიულ მოდელებს უჭერს მხარს.
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ჰონდურასის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სელაიას მიიჩნევს. პარალელურად, აშკარად ჩავესის მისამართით გამოთქმულ გაფრთხილებაში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰონდურასის საქმეებში არც ერთი უცხო ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს. ჰონდურასის ოფიციოზის გულისწყრომის მიზეზი გახდა სელაიას გეგმა, ჩატარებულიყო რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომელიც პრეზიდენტს მეორე ოთხწლიანი ვადით არჩევის უფლებას მისცემდა. ამჟამად ჰონდურასში პრეზიდენტს მხოლოდ ერთი ვადით ირჩევენ.სელაიას ოპონენტების განცხადებით, კონსტიტუცია არ უშვებს ამგვარი რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას.


ანა ციხელაშვილი




 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48