ნანახია: 923
რუსეთში მოღვაწე ქართველი მილიონერი სოსო ორჯონიკიძე, რა თქმა უნდა, ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კაპიტალდაბანდებების განხორციელებას იწყებს. მისი ინტერესების სფეროს შეადგენს მშობლიური ბორჯომის რაიონი და აჭარის სანაპირო. ინვესტირებას იოსებ ორჯონიკიძე სასტუმროების ბიზნესსა და სათამაშო ბიზნესში აპირებს. სოსო ორჯონიკიძე ბორჯომში დაიბადა. მუშაობდა საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მრავალი წლის განმავლობაში ის მოსკოვის მერ იური ლუჟკოვის მოადგილე იყო და კურირებდა სასტუმროებს, კაზინოებს, აგრეთვე, სამშენებლო სექტორს. ამ რამდენიმე წლის წინ მასზე მოსკოვის ცენტრში თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც ის დაიჭრა. სოსო ორჯონიკიძე რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული და გავლენიანი პირია.
"ბ&ფ"
|