საზოგადოება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ,,აფბა" კვლევაში ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩართავს

,,აფბა" კვლევაში ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩართავსდღეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობის სტუდენტებს და ლექტორებს შეხვდა, მრგვალი მაგიდის თემა კი საქართველოში ფიჭური კავშირგამბულობის ბაზრის სადღეისო მდგომარეობა და სატარიფო პოლიტიკის შეფასება იყო. ორგანიზაციის მხრიდან უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა „აფბას“ მიერ ჩატარებული კვლევის – „ფიჭური კავშირგამბულობის ბაზარი საქართველოში“ – ფარგლებში მომზადდა, ეს დოკუმენტი კი საფუძვლად დაედო საქართველოში მობილური ოპერატორების მიერ ურთიერთჩართვის მაღალი ტარიფის შეცვლის პროცესს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ძვირი რესურსების ეპოქა ახლოვდება

ძვირი რესურსების ეპოქა ახლოვდებაავტორიტეტული კონსალტინგური კომპანია McKinsey Global Institute (MGI)-ის აზრით, მსოფლიო მალე ძვირი რესურსების ეპოქაში შეაბიჯებს. 2030 წლისათვის საშუალო კლასის 3 მილიარდ ადამიანამდე გაზრდა ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნილებას მკვეთრად გაზრდის, ახალი ენერგიის, წყლისა და საკვების წყაროს ძიება კი ისედაც ძალიან გართულებული და ძვირადღირებული გახლავთ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : “ბორჯომისათვის” და “სარაჯიშვილისთვის” ემბარგო დასრულდება

“ბორჯომისათვის” და “სარაჯიშვილისთვის” ემბარგო დასრულდებაახალ წლამდე სულ რაღაც 2 კვირა დარჩა, მაგრამ ეს ორი კვირა “ბორჯომისთვის” და “სარაჯიშვილისთვის”, შესაძლოა, კომპანიების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფომარციით, ახალ წლამდე ორივე კომპანია, წესით და რიგით, “როსპოტრებნადზორის” თანხმობას მიიღებს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ალასანია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის მომხრეა

ალასანია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის მომხრეარუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველომ დემოკრატიით და ჯანსაღი ეკონომიკით უნდა დაიბრუნოს. ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალ Diplomatic Courier-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.რუსეთთან ურთიერთობის შესახებ კითხვაზე ალასანიამ უპასუხა, რომ სამწუხაროდ, მას რუსეთში დემოკრატიული ცვლილებების იმედი არ აქვს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ევრიკა: სარეკლამო ბაზარი მონპოლიზებულია

ევრიკა: სარეკლამო ბაზარი მონპოლიზებულიატელე და გარე რეკლამას დავით კეზერაშვილი აკონტროლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” დღეს საზოგადოებას „საქართველოს სარეკლამო ბაზის შესახებ” ახალი ანგარიში გააცნო, კვლევის მიზანი ქართულ სარეკლამო ბაზარზე არსებული ნაკლოვანებების და პრობლემების დადგენა იყო, რომელიც მედია-საშუალებებს განვითარებასა და ფინანსურ მდგრადობაში ხელს უშლის.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მეოცნებეთა პრაგმატიზმი და რეალიზმი

მეოცნებეთა პრაგმატიზმი და რეალიზმიბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრის ვაჟა ბერიძის აზრით, "ქართული ოცნების" ქმედითობა საზოგადოების მხარდაჭერასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული".

როგორც "პირWელს" ბერიძემ განუცხადა, "ქართული ოცნებაა", იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანი დაფასებულია და ელემენტარულად, არჩევნები არ ყალბდება".

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება იზრდება

მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება იზრდებაეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მთელს მსოფლიოში მოქალაქეთა შემოსავალს შორის უთანასწორობა თანდათანობით იზრდება. გლობალური ეკონომიკური ზრდა, რომელიც ასე თუ ისე შეინიშნებოდა გასული ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობის ღარიბ ფენაზე არცთუ ისე აისახა.
აღნიშნული კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ 1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებულ პერიოდში 22 ქვეყნის მაგალითზე ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება საშუალოდ, 10 პროცენტით გაიზარდა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : კერძო სექტორმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო

კერძო სექტორმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყოკერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში უმუშევრობის დაძლევაზე თავმომწონედ საუბრობენ, რეალური მდგომარეობა მთავრობის ილუზიებისგან რადიკალურად განსხვავდება. ქვეყანაში დასაქმების სტრუქტურა კვლავ არამდგრადია და კონკრეტული პროექტების პერსპექტიულობა ამ მხრივ არსებული პრობლემების მოგვარებას ეჭვქეშ აყენებს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ რეალობისგან ბევრად შორს დგას ქვეყნის პირველი პირის ამბიციური განაცხადი 4 წელიწადში უმუშევრობის 4%-იან კლებასთან დაკავშირებით, რაც, სამთავრობო გათვლით, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში დასაქმების ხარჯზე მოხდება...

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : IRI-ს კვლევის შედეგები არაადეკვატურია

არ შეიძლება “ნაციონალურ მოძრაობას” 42 პროცენტი უჭერდეს მხარს და სააკაშვილს - 75
IRI-ს კვლევის შედეგები არაადეკვატურია
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი გუშინ გახდა, არსებული რეალობის ადეკვატურად არ მიიჩნევს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : 2012 წლიდან აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვები უქმდება

2012 წლიდან აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვები უქმდებაუმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2012 წლიდან აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვები უქმდება.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ცვლილების თანახმად, 2012 წლიდან აბიტურიენტი შვიდის ნაცვლად თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს და ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : კახა ბენდუქიძე შეფურთხებისთვის მოემზადოს!

კახა ბენდუქიძე შეფურთხებისთვის მოემზადოს,,საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე იხსენებს კახა ბენდუქიძის განცხადებას: ,,თუ ვინმე იტყვის რომ 2-3 წელიწადში საქართველოს ეკონომიკას რაიმეს უშველის და ფეხზე დააყენებს, ის იქნება მატყუარა და მზად ვარ, ამ მატყუარას სახეში გულიანად შევაფურთხო”. ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ კახა ბენდუქიძე შეფურთხებისთვის თავად უნდა მომზადოს

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ებრაელმა ბიზნესმენებმა გათავისუფლებისთვის 70 მილიონი გადაიხადეს

ებრაელმა ბიზნესმენებმა გათავისუფლებისთვის 70 მილიონი გადაიხადეს კაცობრიობამ, თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში გამოიმუშავა ადამიანთა, სოციალური ჯგუფების და სახელმწიფოების ურთიერთშორის დავების მოგვარების სხვადასხვა მეთოდები. ყველაზე ადრეულ (და ამიტომ ველურ) ფორმად ომი ითვლება, ხოლო ყველაზე ცივილიზებულად და დემოკრატიულად – დემოკრატიული სასამართლო.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ქობულეთში "თევზის დღეს" აღნიშნავენ

ქობულეთში "თევზის დღეს" აღნიშნავენ ეს კვირას ხდება. არადა, საბჭოთა ”დიად” ეპოქაში თევზის დღე ხუთშაბათი იყო, როცა ყველა თევზს ჭამდა, განსაკუთრებით კაფე-სასადილოებში...

4 დეკემბერს, ქობულეთი თევზის მოყვარულებს ელის.ქობულეთში „თევზის დღე - ქობულეთი 2011"-ის აღნიშვნა იგეგმება.
ღონისძიება ქალაქის მთავარ ქუჩის, აღმაშენებლის გამზირი N732-ის მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე ჩატარდება.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : შეძლებს თუ არა ივანიშვილი სააკაშვილის დამარცხებას

თომას დე ვაალი

შეძლებს თუ არა ივანიშვილი სააკაშვილის დამარცხებასარის თუ არა ელფისებრი ქართველი მილიარდერი და ახალი პოლიტიკური ფენომენი საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაამარცხოს?

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : კვერცხები უგულავას ჯიხურში

კვერცხები უგულავას ჯიხურშიგიგი უგულავამ და მიხეილ სააკაშვილმა პრესას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს, მაგრამ ამავე დროს საკუთარი ბიზნესის გაფართოებაც არ ავიწყდებათ. “1000 ჯიხურის” პროექტის ფარგლებში უამრავი ჯიხური სწორედ იმ კომპანიებმა “დაითრიეს”, რომელთაც ხელისუფლების ნათესავები აკონტროლებენ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : სამხრეთ კავკასია, რომელმაც ბოლო 20 წელიწადში (თითქმის) მიაღწია მოწიფულობას

სამხრეთ კავკასია, რომელმაც ბოლო 20 წელიწადში (თითქმის) მიაღწია მოწიფულობას15 ქვეყანას, რომელიც საბჭოთა კავშირის ნანგრევებში დაიბადა, უკვე 20 წელი შეუსრულდა. ეს ქვეყნები ადამიანები რომ ყოფლიყვნენ, ისინი ახლა ყმაწვილკაცობიდან ზრდასრულ ასაკში გადავიდონენ (თუმცა შეერთებულ შტატებში კიდევ ერთი წელი აეკრძალებოდათ ალკოჰოლის მიღება).

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა

ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა2011 წლის ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 1 368-ით გაიზარდა და 132 149 ოჯახი შეადგინა.
თუმცა ამავე პერიოდში, შემწეობის მიმღები მოსახლეობის რიცხვი 5 532 -ით, 387 421 კაცამდე შემცირდა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მილიარდერის მსხვერპლი საქართველოს გადასარჩენად

მილიარდერის მსხვერპლი საქართველოს გადასარჩენადThe Telegraph - მილიარდერი მზად არის, საქართველოს გადარჩენას პრივატულობა შესწიროს

ბიძინა ივანიშვილი ის ქართველი მილიარდერია, რომლის სახელიც არასდროს გსმენიათ და რომლის ჰაი-ტექ სასახლე სავსეა ხელოვნების ფასდაუდებელი ნიმუშებით, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph.
თუმცა, როგორც ჟურნალისტი ენდრიუ ოსბორნი აღნიშნავს, მილიარდერი მზად არის, საქართველოს გადარჩენას პრივატულობა შესწიროს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ამ ყველაფერს ”ბეზპრედელი” ჰქვია

ამ ყველაფერს ”ბეზპრედელი” ჰქვია _ ბატონო ვაჟა, ხელისუფლება განაგრძობს ღია ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ. საპარლამენტო საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ”ქართუ ბანკში” წესრიგის დამყარებაზე დაიქადნა. ამით ”ქართუ ბანკის” გაკოტრება უნდათ თუ რასთან გვაქვს საქმე?

გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : სადაზღვევოებისთვის საავადმყოფოების მშენებლობის ვადები განისაზღვრა

სადაზღვევოებისთვის საავადმყოფოების მშენებლობის ვადები განისაზღვრარას ემსახურება ახალი რეგულაცია?

თუ ეს ნაბიჯი შეთანხმების პირობების დარღვევისგან თავის დაცვის მექანიზმია, რატომ არ ტარდება მსგავსი ღონისძიებები დეველოპერების მიმართ, რომლებმაც ათასობით მოქალაქე დააზარალეს?


მთავრობამ სადაზღვევო კომპანიებს საავადმყოფოების მშენებლობის დასრულების ვადები განუსაზღვრა.
სადაზღვევო კომპანიებისთვის ვადებს მთავრობის 25 ნოემბრის დადგენილება განსაზღვრავს. დადგენილებაში „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია, საავადმყოფოს მშენებლობა შესაბამის რაიონში დადგენილ ვადაში დაასრულოს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : იურიდიულ პირს პარტიის დაფინანსება საერთოდ აეკრძალება

იურიდიულ პირს პარტიის დაფინანსება საერთოდ აეკრძალებაპოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი იცვლება და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიისთვის უკვე გაგზავნილი აქვს. პროექტის ოფიციალური განხილვა კი მას შემდეგ იგეგმება, რაც დასკვნა გამოქვეყნდება.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მოვალეთა რეესტრის ჩანაწერები ერთ წელიწადში 40 ათასით გაიზარდა

მოვალეთა რეესტრის ჩანაწერები ერთ წელიწადში 40 ათასით გაიზარდა მოვალეთა რეესტრში ერთი წლის განმავლობაში ჩანაწერების რაოდენობა რეკორდულად – 40 ათასით გაიზარდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ამ დროისთვის რეესტრში 56 ათასზე მეტი ჩანაწერი ფიქსირდება.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : 2015 წლამდე უმუშევრობის 10%-მდე შემცირება არარეალურია

2015 წლამდე უმუშევრობის 10%-მდე შემცირება არარეალურიამიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელიფუფლებაში მოსვლისთანავე დასაქმება პრიორიტეტად გამოაცხადა, ამ მიმართულებით პოლიტიკა დღემდე არ შეუმუშავებია და არც მომავალშია დაგეგმილი სისტემური ღონისძიებები. აქამდე ადგილი ჰქონდა მხოლოდ მოკლევადიან პროგრამებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფულის ფლანგვა იყო და მეტი არაფერი.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : პრესის შევიწროებას ამჯერად მერია აგრძელებს

ზედამხედველობის სამსახურმა "პლანეტა ფორტესა" და "მაცნეს" ჯიხურების ასაღებად 2-დღიანი ვადა მისცა

პრესის შევიწროებას ამჯერად მერია აგრძელებს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა პრესის გამავრცელებელ კომპანიებს - "პლანეტა ფორტესა" და "მაცნეს" საკუთარი ჯიხურების ასაღებად 2-დღიანი ვადა მისცა . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად კომპანიების წარმომადგენლებმა განუცხადეს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელმძღვანელი გახდება

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელმძღვანელი გახდებავაჟა ბერიძე: ეჭვი არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელმძღვანელი გახდება! არ არსებობს ოპონენტი, რომელიც მას დაამარცხებს!

"სააკაშვილის მატარებელი ჩავლილია და მას ვეღარაფერი უშველის, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს შანსი, საქართველოს ისტორიაში დადებითად შევიდეს . . .”

ვესაუბრეთ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრს, ცნობილ ქართველ პოლიტოლოგსა და ანალიტიკოსს ვაჟა ბერიძეს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : კანონდამრღვევი კანონმდებლები

ქართველი პარლამენტარები და მათი ბიზნესები
კანონდამრღვევი კანონმდებლები
მმართველობის რესპუბლიკური ფორმის გაჩენის დღიდან, ხალხის რჩეულებს ისეთ ცდუნებასთან უწევთ ბრძოლა, როგორიცაა, მისცენ თუ არა კერძო ფინანსურ ინტერესებს მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის საშუალება. ამას ვერც საქართველომ აარიდა თავი.


  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : არის თუ არა ქართულ მაღაზიებში ცნობილი ბრენდების ორიგინალი პროდუქტი

არის თუ არა ქართულ მაღაზიებში ცნობილი ბრენდების ორიგინალი პროდუქტი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში არც ერთი ტანსაცმლის მაღაზია ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი არ არის და მხოლოდ მაღალი ხარისხის პატენტები იყიდება. მიზეზად, ასახელებენ ბრენდების ორიგილალი პროდუქციის მაღალ ღირებულებას და თვლიან, რომ საქართველო არ არის ისეთი ბაზარი, სადაც პოპულარულ ბრენდებს უღირთ თავიანთი პროდუქციის გავრცელება. თუმცა, ბრენდების უმრავლესობას, როგორც წესი, თავისი პროდუქცია საფასო სეგმენტებად აქვთ დაყოფილი და შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, შესაბამისად დაბალი კლასის პროდუქციას სთავაზობენ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ბორის პაიჭაძის ეროვნულმა სტადიონმა სახელწოდება შეიცვალა

ბორის პაიჭაძის ეროვნულმა სტადიონმა სახელწოდება შეიცვალაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის სახელწოდება შეიცვალა. თბილისის "დინამოს" საშინაო სტადიონს "დინამო არენა" ეწოდა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : რეგიონების შემდეგ წყლის გაძვირებაზე თბილისშიც “იმუშავებენ”

რეგიონების შემდეგ წყლის გაძვირებაზე თბილისშიც “იმუშავებენ”სემეკ-ის დადგენილებით, 1-ლი ნოემბრიდან რეგიონებში სასმელი წყლის გადასახადი გაიზარდა, ერთი ტონა სასმელი წყლის გადასახადი 50 თეთრი გახდა, აქამდე კი 27 თეთრი იყო. მოსახლეობა ეჭვობს, რომ თბილისშიც წყლის ტარიფის გაზრდა დროის საკითხია. როგორც რეგიონებში მოსახლეობას შეაგუებენ გაზრდილ გადასახადთან, იმ წუთშივე დაიწყება “ზრუნვა” დედაქალაქში ტარიფის მატებასთან დაკავშირებით.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ფეხსაცმელების ბაზარი საქართველოში

ფეხსაცმელების ბაზარი საქართველოშიარის თუ არა საქართველოში შესაძლებელი ორიგინალი ფეხსაცმელის შეძენა

ქართული ბაზარი მაღალი ხარისხის პროდუქციით ვერ დაიკვეხნის, განსაკუთრებით ეს ფეხსაცმელების ბაზაარს ეხება. თუმცა, ამას მომხმარებლის სკეპტიკური განწყობილებაც უწყობს ხელს. ძნელად თუ დააჯერებ ქართველ მყიდველს, რომ ”ნაღდ” იტალიურ ფეხსაცმელს სთავაზობ. ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღაზიები ნამდვილ ბრენდებს გვთავაზობენ, თუმცა, წინა წლების კოლექციებს. ეს მათ, საკმაოდ იაფი უჯდებათ, მაგრამ საქართველოში ძვირად ყიდიან. ამიტომაც, მომხმარებელი იმედგაცრუებული რჩება. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მაღაზიები მომხმარებლებს ცნობილი ბრენდების პატენტებს სთავაზობენ და მხოლოდ ფასები აქვთ მაღალი ხარისხის.
ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, თუ რა ხდება ფეხსაცმლის ბაზარზე თბილისში, კომენტარი შპს ”ბასიკ+”-ის მარკეტინგისა და შესყიდვების მენეჯერ თამთა მაღრაძეს ვთხოვეთ. შპს ”ბასიკ+” აერთიანებს თბილისში საკმაოდ პოპულარული ფეხსაცმელების მაღაზიების ქსელს, როგორიცაა "ფეხსაცმლის სამყარო", "ვა ბენე" და "დი ოგი".

  სრულად ნახვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48