DataLife Engine > უცხოური პრესა > BP-ი 12 მილიარდი დოლარის ღირებულების თავის წილ აქტივებს გაყიდის

BP-ი 12 მილიარდი დოლარის ღირებულების თავის წილ აქტივებს გაყიდის


26 ივლისი 2010. : merabi
ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანია BP-ი 12 მილიარდი დოლარის ღირებულების თავის წილ აქციებს გაყიდის, რათა ხარჯები დაფაროს და მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის შედეგების ლიკვიდაცია მოახდინოს.
BP-ი მისი კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ავტოგასამართი სადგურების გაყიდვასთან დაკავშირებით, თავის ამერიკელ კონკურენტ Apache Coropation-თან ექსკლუზიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. გარიგება, ასევე, გაზისა და ნავთობის საბადო Prudhoe Bay-ში, BP-ის მნიშვნელოვანი წილის გაყიდვასაც ითვალისწინებს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში უმსხვილესი ნავთობსაბადოა.
ცნობილია, რომ Apache-ემ BP-ის რამდენიმე კვირის წინ თავისი წილი აქტივების გაყიდვა შესთავაზა. BP-ის ხელმძღვანელობამ ამ იდეას მხარი იმ სირთულეების გამო დაუჭირა, რა სირთულეებსაც იგი გაჟონვის ლიკვიდაციის დროს წააწყდა. ასევე გაჟღერდა, რომ BP-ის აქტივების შესაძლო შესყიდვას ამერიკული კომპანია Exxon-იც განიხილავს, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.
ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Goldmen Sachs BP-ის შეფასებით, ხარჯებმა, რომლებსაც BP-ი გაჟონვის შედეგების ლიკვიდაციისა და კომპენსაციის გადახდისათვის გაიღებს, შეიძლება 70 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
რამდენიმე დღით ადრე აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ BP-ის კიდევ ერთი ანგარიში წარუდგინა, რომლის ოდენობაც 99,7 მილიონი დოლარია. თეთრი სახლის განცხადებით, წინა სამი ანგარიში, რომელთა საერთო მოცულობაც 122,2 მილიონი დოლარი იყო, BP-იმ მთლიანად დაფარა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში კვლავ ხაზგასმული იყო, რომ ნავთობკომპანია ვალდებულია მთლიანად თავის თავზე აიღოს ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია, მათ შორის ნავთობგაჟონვის შეჩერების ტექნიკური სამუშაოები და ყველა ამასთან დაკავშირებული ხარჯები, დაზიანებული რეგიონის ეკოლოგიის გრძელვადიანი აღდგენის ჩათვლით.
ივნისში, აშშ-ს კონგრესის ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უფროსმა, ნიკ რაჰალმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ BP-ის გაჟონვის შედეგად დაკარგული ნავთობისა და გაზის გამო როიალტის გადახდა უნდა მოსთხოვოს. მისი შეფასებით, როიალტის განაკვეთი ყოველი ჩაძირული ბარელი ნავთობის ფასის 18,75%-ს უნდა შეადგენდეს, - სულ დაახლოებით 7 მილიონი დოლარი.
20 აპრილიდან მოყოლებული, როდესაც BP-ის ბურღვის პლატფორმაზე აფეთქება მოხდა, მექსიკის ყურეში, სხვადასხვა მონაცემებით, 504 ათასიდან 800 ათასამდე ბარელი ნავთობი ჩაიღვარა.