არის სააკაშვილი საქართველოსთვის გამოსადექი კაცი 2009 წელს? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უცხოური პრესა : არის სააკაშვილი საქართველოსთვის გამოსადექი კაცი 2009 წელს?
ნანახია: 960

არის სააკაშვილი საქართველოსთვის გამოსადექი კაცი 2009 წელს?

THE Telegraph

2009 წელი არსად არ იქნება იოლი, ყველა ქვეყანას გლობალური ვირუსის წყალობით ცხოვრება თავისებურად გაურთულდება. მაგრამ საქართველოსთვის ეს წელი კიდევ უფრო რთული და ალბათ, გადამწყვეტი გახდება.
2008 წელი ქვეყანამ ასე დაასრულა: ორ სეპარატისტულ რეგიონს ქვეყნის დედაქალაქი თბილისი კარგა ხანს ვეღარ მისწვდება, ამ ტერიტორიების ნაწილს, რომელიც საქართველოში შედიოდა, ახლა რუსული ჯარი აკონტროლებს; მოსახლეობა იმედგაცრუებულია, მისი პრეზიდენტი მნიშვნელოვნად დისკრედიტებული; უცხოურმა ინვესტიციებმა იკლო, ხოლო საკვანძო საწარმოო სექტორები: ტურიზმი, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა გადარჩენისთვის იბრძვიან.
მიუხედავად მუდმივი მოთქმისა, არსებობს იმის ნიშნები, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია, როგორც ლიდერების, ასევე რესურსების პოტენციალი საიმისოდ, რომ 2009 წელს ვითარების სტაბილიზება მოახდინოს, გლობალურ კონტექსტში საკუთარი თავის პოზიციონირება უკეთ შეძლოს.
სტაბილურობა 2009 წელს საქართველოსთვის საკვანძო სიტყვა გახდება. რეალური ეკონომიკური პროგრესისა და ტერიტორიული მთლიანობის იმედი აქ არ არსებობს. მაგრამ ორივე ამ მიმართულებით სტაბილურობის მიღწევა სავსებით შესაძლებელია - სეპარატისტულ რეგიონებს ფრთხილად უნდა მოეპყრან, ვალუტას უნდა დაეხმარონ, სამუშაო ადგილები შეიძლება შეიქმნან ინფრასტრუქტურის ორგანიზებითა და 4.5 მილიარდი დახმარებით, რომელსაც საქართველოს დაპირდნენ, თუ ამ თანხებს კარგად მოიხმარენ.
ეკონომიკური სტაბილურობისა და რუსეთთან ურთიერთობების სტაბილიზაციის გარეშე საქართველო, ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი მოქმედი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, მაგრამ რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მაინც ყველაზე პროგრესული და ლიბერალურია (რა თქმა უნდა, სამი ბალსტიისპირული რესპუბლიკის მერე), უკუსვლას დაიწყებს, რაც მისთვის დამანგრეველი იქნება.
სწორედ ამიტომ ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, როგორ შეძლებს საქართველო ასე ძვირფასი სტაბილურობის მიღწევას სააკაშვილის მსგავსი ფიცხი კაცის ხელში? პასუხი კი ასეთია: დადგა დრო, როდესაც იარლიყი "ფიცხი" უნდა გადაიხედოს. სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციებში ჩართვა საშინელი შეცდომა იყო, მაგრამ სისულელე იქნებოდა აგვისტოს მოვლენებისთვის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დადანაშაულება და რუსეთის მიერ მოწყობილი პროვიკაციების დავიწყება.
ომი ცალკე საკითხია, მაგრამ ოფისში ყოფნის ხუთი წლის მანძილზე სააკაშვილმა კონკრეტული, პოზიტიური ცვლილებები მოუტანა თავის ქვეყანას. ის შეებრძოლა რეგიონისთვის დამახასიათებელ კორუფციას. მან უცხოური ინვესტიციების შთამბეჭდავი რაოდენობა მოიზიდა. მან დაამკვიდრა მეწარმეობის სული და შექმნა სამუშაო ადგილები და შემოსავლები. 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის მიერ გაუდაბურებულ ქვეყანას, მან ალტერნატიული მომავლის იმედი მისცა.
მოცემულ მომენტში არ არსებობს მეორე ასეთი ფიგურა, ვისაც საქართველოს გაყვანა სამშვიდობოს ასე უნდოდეს ან შესაბამისი ხედვა ჰქონდეს. სახელდება მხოლოდ ორი სერიოზული კონკურენტი, ირაკლი ალასანია, გაეროს ყოფილი ელჩი, რომელიც, როგორც ლიდერი, არავის გამოუცდია და რომელსაც ზოგადად მცირე გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, მას პრეზიდენტობის სურვილი არ გამოუთქვამს. მეორე კონკურენტი ნინო ბურჯანაძეა, სააკაშვილის ყოფილი მეგობარი, რომელმაც ჯერ ვერ შეძლო თავის გარშემო გახლეჩილი ოპოზიციის გაერთიანება და ვერც ის აჩვენა, რომ ქვეყნის მართვისთვის საჭირო დინამიზმი ან იდეები რეალურად აქვს.
სააკაშვილი არასრულყოფილი და კომპრომეტირებული ლიდერია. ის ჩქარობს და მისი აშკარა რწმენა იმაში, რომ "სახელმწიფო თვითონაა" ('L'Etat, c'est Moi') ერთ რამეს განაპირობებს - ის ხშირად ძირს უთხრის დემოკრატიას, რომლისთვისაც იბრძვის.
ირონია იმაშია, რომ სწორედ ომით მოტანილმა უბედურებამ შექმნა პოტენციალი, რომელსაც შეუძლია სააკაშვილი ურყევი თვითდარწმუნებისგან იხსნას. მისი ქმედებების საშინაო და საგარეო კრიტიკამ ის იძულებული გახადა თვალი გაესწორებინა საკუთარი შეცდომებისთვის და მის ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დეფიციტისთვის.
მას შემდეგ, რაც ნატოში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს და ნატომ ღიად განაცხადა, რომ ის ელოდება პროგრესს დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, პრეზიდენტმა უამრავი ცვლილება წამოიწყო, მათ შორისაა: პრეზიდენტთან მიმართებაში პარლამენტის უფლებამოსილებების გაფართოვება, მედიისთვის უფრო მეტი თავისუფლების მინიჭება, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა და საკუთრების უფლებების განმტკიცება.
შინ ზეწოლა სააკაშვილზე გრძელდება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ზეწოლის შინაარსი ქმნის პრობლემებს. ოპოზიცია სრულიად მართალია, როდესაც პრეზიდენტს ომთან, 2007 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების ავტორიტარულ დარბევასთან, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით უსვამს კითხვებს.
მაგრამ ისინი არასწორნი არიან, როდესაც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ და როდესაც ამის დაპირებას იძლევიან. ეს არაკონსტრუქციულია. როგორც ჩანს, სააკაშვილის გადაყენება ოპოზიციის ერთადერთი მიზანია. შეიძლება ასეთი კითხვაც კი გაჩნდეს, ღვთის გულისთვის, რა უნდა ქნან, თუ ამას მართლაც მიაღწევენ.
თუ ისინი სააკაშვილით არ იქნებიან შეპყრობილნი და ამის ნაცვლად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეზე ფოკუსირდებიან, ისინი მართლაც ეფექტურ ოპოზიციურ ძალად მოგვევლინებიან, ვინც პრეზიდენტს იდეებით და პოტენციალით აიძულებს უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქმეს.
იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ, მათ არა ვადამდელი საპრეზიდენტო, არამედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა მოითხოვონ, ის, რასაც აქამდე სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე და ახლა ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ითხოვდა.
არსებულ პარლამენტს ცოცხალი დემოკრატიის ნიმუშს ძნელად უწოდებ: 134 ადგილიდან 119 პრომთავრობულ პარტიას ეკუთვნის, ხოლო 16 ოპოზიციურმა დეპუტატმა, რომელმაც ბოლო არჩევნებში ადგილები მოიპოვა უარი თქვა მათზე იმის საფუძველზე, რომ არჩევნები გაყალბებით ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მართლაც დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ თავი შეიკავეს მისი უკანონოდ გამოცხადებისგან.
უფრო დაბალანსებული პარლამენტის არჩევა მართლაც განამტკიცებს პრეზიდენტისადმი ნდობას შინაც და უცხოეთშიც, ის იქნება დასტური დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისა და ის უკეთ მოახერხებს საპარლამენტო კონტროლის დაწესებას პრეზიდენტის ავტოკრატულ მიდრეკილებებზე.
უნდა ვაღიარო, რომ სააკაშვილი გამორიცხავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მაგრამ თუ ის ასე განაგრძობს, ხოლო ოპოზიცია არჩევნების ნაცვლად სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს, მაშინ ისინი ერთად ჩაშლიან საქართველოს მშვიდობიან სვლას მღელვარე 2009-ში.

საქართველოს და რუსეთს ბრალი ედებათ "სამხედრო დანაშაულებებში"
EuropeanVoice.com

უფლებადამცველების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ დაარღვია ადამიანის უფლებები და ვერ შეძლო დანაშაულებათა გამოძიება.
Human Rights Watch -ის დღეს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, ორივე შეიარაღებულმა ძალამ, რუსულმაც და ქართულმაც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულებანი იმ კონფლიქტის დროს, რომელიც ორ ქვეყანას გასულ აგვისტოს ჰქონდა.
ანგარიშში აგრეთვე წამოჭრილია ბრალდებები სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ძალების წინააღმდეგ. სწორედ სამხრეთ ოსეთის დასაცავად ჩაერთო რუსეთი კონფლიქტში.
ამერიკულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ორივე, რუსეთიც და საქართველოც პასუხისმგებელია ძალის განურჩეველი და არაპროპორციული გამოყენების გამო. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ სივრცეებში განახორციელეს ინტენსიური შეტევა სარაკეტო სისტემის გამოყენებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოყვა. რაკეტები, გრადის დანადგარები გამოიყენა რუსულმა არმიამაც. Human Rights Watch-ის თანახმად, რუსულმა ჯარმა განურჩევლად გამოიყენა საჰაერო, საარტილერიო და სატანკო შენაერთები, რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.
ორივე ქვეყანამ ასევე გამოიყენა კასეტური იარაღი, რის შედეგადაც რამდენიმე არეალში დარჩა აუფეთქებელი ნაღმები. არც საქართველოს და არც რუსეთს არ მოუწერია ხელი კასეტური იარაღის კონვენციაზე.
ანგარიშში, რომელიც დაეფუძნა რამდენიმე თვის საველე კვლევებს და 460-ზე მეტ ინტერვიუს, ასევე წარმოდგენილია დოკუმენტები იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები გამიზნულად და სისტემატურად არბევდნენ ეთნიკური ქართველების სოფლებს სამხრეთ ოსეთში.
HRW-მა აღნიშნა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა რეგიონში. "მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ნაცვლად, რუსულმა ჯარმა ნება დართო სამხრეთ ოსეთის შენაერთებს, რომლებიც მათ უკან მიჰყვებოდნენ, ეძარცვათ, გადაეწვათ ქართველთა სახლები, დაეხოცათ, ეცემათ, გაეუპატიურებინათ და დაეშინებინათ მშვიდობიანი მოქალაქეები", - ნათქვამია რეჩელ დენბერის, ჯგუფის ევროპისა და ცენტრალური აზიის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებაში.
"ასეთი გამიზნული თავდასხმები სამხედრო დანაშაულებებს მიეკუთვნება და თუ მას ფართოდ გავრცელებული, სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ის შესაძლოა განვიხილოთ, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ", - დაასკვნა მან.
ანგარიშში ნათქვამია: "სასწრაფოდ უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველა პასუხისმგებელ პირს და იძულებით გადაადგილებულ პირებს მიეცეთ შინ უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობა".
HRW-ს მკვლევარის, გიორგი გოგიას განცხადების თანახმად, არც ერთ მხარეს არ გაუწვია ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოსაძიებლად.
როგორც ჩანს, 20 000 ეთნიკური ქართველის, რომლებმაც თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს შეაფარეს, შინ, სამხრეთ ოსეთში დაბრუნების პერსპექტივაც არ ჩანს.
ადგილზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართულ ანკლავში, ახალგორის რეგიონში, რომელსაც მოცემულ მომენტში რუსული ჯარი აკონტროლებს. `მცხოვრებლები ძალიან ღელავენ დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის დახურვის შესაძლებლობის გამო,~-განაცხადა გოგიამ. არსებობს მონაცემები, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული რაზმები ომის დასრულების შემდეგ კიდევ დიდხანს სდევნიდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.

ობამა საქართველოს ლიდერს, ალბათ, ყურადღებით დააკვირდება
Reuters

თბილისი-საქართველოს ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ლიდერთა შორისაა, რომელიც ჯორჯ ბუშის ხელისუფლებიდან წასვლის გამო უნდა წუხდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც ის სამშაბთს ადგილს დაუთმობს, იმავე გზნებით დაუჭერს მხარს თბილისს.
სააკაშვილი თავის უახლოეს დასავლელ მოკავშირეს კარგავს, ხუთ წელზე ცოტა ხანია, რაც მშვიდობიანი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის ხელისუფლებაში მოვიდა და ბუშმა სააკაშვილი მსოფლიოში მშვიდობის გავრცელების თავისი გეგმის სარეკლამო ბიჭუნად გამოაცხადა.
ამ ურთიერთობას პირადი ხასიათი ჰქონდა.
ბუში თბილისს 2005 წლის მაისში ეწვია და საქართველოს "თავისუფლების შუქურა" უწოდა. სააკაშვილმა ერთ-ერთ ქუჩას ბუშის სახელი დაარქვა და ერაყში 2000 ჯარისკაცი გააგზავნა.
მაშინ, როდესაც რუსეთთან აგვისტოს ხანმოკლე ომის შემდეგ მისმა იმიჯმა დარტყმა მიიღო და დემოკრატიისადმი მისი დამოკიდებულების გამო ის კრიტიკის ობიექტი გახდა, სააკაშვილს მოკავშირეები სჭირდება. ვაშინგტონი, თავის მხრივ, ვერ უგულვებელყოფს ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიმავალი ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტულ ტერიტორიას წარმოადგენს.
"არა მგონია, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ, საქართველო მატარებლის ქვეშ შეაგდოს, მაგრამ საქართველოზე აღარ გაკეთდება აქცენტი, როგორც გარდამავლობის მოდელზე, რომლის მსგავსის ნახვასაც ისინი სხვა ქვეყნებში ისურვებდნენ", - ამბობს ჯეფრი მანკოფი, საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკული საბჭოს თანამშრომელი.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ სააკაშვილმა ვერ უერთგულა დემოკრატიას. მან ჩაახშო მედია, სასამართლო და პოლიტიკური ოპოზიცია. ძალაუფლება კონცენტრირებულია ახლო წრეში, რომელსაც დიდწილად იმაში ადანაშაულებენ, რომ ქვეყანა რუსეთთან ომში ჩათრია.
სააკაშვილი, რომელმაც ადვოკატის განათლება აშშ-ში მიიღო, უარყოფს, რომ შეზღუდა დემოკრატიული თავისუფლებანი. მან გადადგა ნაბიჯები, რომლებიც, მისი თქმით, საპრეზიდენტო ხელისუფლებას შეზღუდავს.
ბუშის ადმინისტრაცია"დაუფიქრებლად, თვალდახუჭული უჭერდა" მხარს სააკაშვილს და მწარედ იყო იმედგაცრუებული, როდესაც საქართველომ მეამბოხე რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ გაილაშქრა, ამბობს ჯეიმს ნიქსი, ლონდონის "ჩეთმენ ჰაუსის" რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების მკვლევარი.
ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბუშმა გარკვევით ვერ გააგებინა სააკაშვილს მისი პრივილეგიების საზღვრები, რამაც მძიმე შედეგები მოიტანა. საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას განუცხადა, რომ სააკაშვილის აზრით, აშშ მხარს უჭერდა მის შეტევას სამხრეთ ოსეთზე.
ახალი ადმინისტრაციას შეუძლია სააკაშვილზე უფრო დიდი ზეწოლა განახორციელოს და რეალური რეფორმების გატარება მოსთხოვოს, მით უფრო გამოცოცხლებული ოპოზიციური მოძრაობის ფონზე, რომელიც ომში სააკაშვილს ადანაშაულებს.
ნიქსი ამბობს, რომ ცვლილება, რომელიც თეთრმა სახლმა შეიძლება განახორციელოს არის "უფრო ნიუანსირებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ".
"სააკაშვილმა დადო პირობა, რომ ის უფრო მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოიქცევა", - ამბობს ნიქსი - "მხოლოდ ამით შეიძლება მიაღწიოს წარმატებას ახალ ადმინისტრაციასთან".
პრივილიგირებული ინტერესები
აგვისტოში, საქართველოში ტანკებისა და ჯარის გაგზავნით, რუსეთი იმაზე მიანიშნებდა, რომ ის მზადაა დაიცვას "პრივილიგირებული ინტერესები" თავის პოსტსაბჭოთა სამეზობლოში, რითიც ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის, წინ აღუდგა.
ვაშინგტონი, ძირითადად მოსკოვის გასაღიზიანებლად, საქართველოს 1 მილიარდ დოლარსა და ომის შემდეგ დახმარებას დაპირდა, მან შავ ზღვაში საომარი ხომალდებით ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. რუსეთმა საპასუხოდ აშშ-ს სასაზღვრო წყლებთან უამრავი გემი სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაუშვა.
ომმა გაამძაფრა განსხვავებანი ევროპის შიგნით, ნატოს გაფართოებასა და მასში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი ობამასთვის პრიორიტეტული არ იქნება, განსაკუთრებით შეიარაღების კონტროლთან, ირანთან და ავღანეთთან შედარებით - პრობლემები, რომლებთანაც დაკავშირებით ვაშინგტონს რუსეთთან თანამშრომლობა დასჭირდება.
ბუშის პოლიტიკამ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში რუსეთთან ურთიერთობები სახიფათოდ დაძაბა-ამბობს მანკოფი.
ბუშის თეთრი სახლი აგვისტოს ომისთვის მთლიანად მოსკოვს ადანაშაულებდა. მაგრამ იმ მომენტისთვის ობამას კომენტარები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მას "იმასთან, რაც ხდებოდა, უფრო ნიუანსირებული დამოკიდებულება ჰქონდა," - მიაჩნია მანკოფს.
"აგვისტოს ომმა ერთმნიშვნელოვნად შეახსენა ყველას, რომ რუსეთის იგნორირება არ შეიძლება,"- ამბობს ის.
დასავლელმა დიპლომატებმა უარი უთხრეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციებს, რომელთაც სასტიკი დარტყმა რუსეთის დამანგრეველმა პასუხმა და სააკაშვილის გადაწყვეტილებამ მიაყენა - დაეწყო საჰაერო და ქვეითი შეტევა სამხრეთ ოსეთზე, რომელიც თბილისის კონტროლიდან 1990-იანების დასაწყისში გამოვიდა.
საქართველომ ის მცირედი კონტროლიც კი დაკარგა, რომელსაც ფლობდა სამხრეთ ოსეთსა და მეორე სეპარატისტულ რეგიონზე, აფხაზეთზე. ორივე რეგიონი მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
ათობით ათას ქართველ ლტოლვილს თვალსაწიერ მომავალში შინ დაბრუნების მცირე პერსპექტივა აქვთ, ხოლო ინვესტორებზე გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა იქონია ზეგავლენა.
რამდენიმე საკვანძო მოკავშირემ გაწყვიტა კავშირი პრეზიდენტთან, ხოლო გამოცოცხლებული ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს.
"მე ვფიქრობ, ბუშის ადმინისტრაციის წასვლა შეცვლის ქართველების შეხედულებებს სააკაშვილზე", - ამბობს მანკოფი - "ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა მისთვის იკლებს".


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48