ნანახია: 476
რუსეთმა მოლდოვური ღვინოების იმპორტი აკრძალა. შესაბამისი წერილი რუსეთის საბაჟო სამსახურმა რამდენიმე კვირაში გაავრცელა მოლდოვას პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, სადაც მან მოლდოვას შეერთებას საბჭოთა კავშირთან, ოკუპაცია უწოდა. როგორც Reutes-ი წერს, ღვინის წარმოება მოლდოვას ეკონომიკის 20%-ია და ამ სექტორში დასაქმებულია სამუშაო ძალის 25%. რუსეთი მოლდოვური ღვინის უმსხვილესი გასაღების ბაზარია. რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა აკრძალა მოლდოვაში წარმოებული ღვინის, ღვინომასალების და კონიაკის იმპორტი. ემბარგოსთან დაკავშირებით Reuters-თვის საბაჟო და რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურებში კომენტარები არ გაუკეთებიათ. მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილ გიმპუმ 28 ივლისს საბჭოთა ჯარების შესვლას მოლდოვაში ოკუპაციის დღე უწოდა. ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა კრემლში, იმის მიუხედავად, რომ მოლდოვას საკონსტუტიტუციო სასამართლომ გიმპუს დეკრეტი გააუქმა. რუსეთის დუმამ დაგმო მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება. ცოტა ხანში რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა კი განაცხადა, რომ მოლდოვური ღვინო დაბალი ხარისხისაა და მისი გამოყენება მხოლოდ შესაღებად შეიძლება. რუსეთმა მოლდოვური ღვინის იმპორტი პირველად 2006 წელს აკრძალა, ქართულ ღვინოებთან ერთად.
|