უჩვეულო და გარდაუვალი არჩევნები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : უჩვეულო და გარდაუვალი არჩევნები
ნანახია: 935

არჩევნების ისტორიიდან

დემოკრატიის ცნება ერთ-ერთი უძველესია პოლიტიკური აზრის ისტორიაში. მისი განვითარების გზა მრავალფეროვანია. ეპოქიდან ეპოქამდე დემოკრატიის შინაარსმა მრავალი ცვლილება განიცადა. იდეას ჰქონდა აღმავლობისა და დაცემის, კრიზისისა და განახლების პერიოდები.
ანტიკურ საბერძნეთში დემოკრატიას ნეგატიურად აფასებდნენ და მას "ბრბოს მმართველობას" უწოდებდნენ. ამ ფაქტორს ის განაპირობებდა, რომ ძველად ყველას არ ჰქონდა განათლების მიღების საშუალება და შესაბამისად წერა-კითხვის უცოდინარი მოსახლეობის მიერ ქვეყნის მართვა მართლაც ბრბოს ქაოსური მართვა იქნებოდა.
შედარებით მოგვიანებით მოხდა დემოკრატიის გაიდეალება და მას უკეთესი მომავლის დიდ იმედებს უკავშირებდნენ. ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, საქართველოშიც დემოკრატიის მრავალი განსაზღვრება არსებობს. მისი ყველაზე მოკლე და მარტივი განსაზღვრება კი "ხალხის ხელისუფლებაა".
იმისთვის, რომ "ხალხის ხელისუფლების" იდეა განხორციელდეს, საჭიროა არჩევნები და ხალხის ხმის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. მოსახლეობა ისახავს მიზანს, ხოლო მათ მიერ არჩეული წარმომადგენელი ირჩევს ამ მიზნის მისაღწევად, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან გზას.
არჩევნები ზრდის პოლიტიკოსების მუშაობის ხარისხს, რადგანაც თუ ისინი ვერ გაამართლებენ, შესაძლოა, შემდეგ არჩევნებზე ისინი გადაირჩიონ. ამ პრინციპით პოლიტიკოსები ხდებიან პასუხისმგებლები თავიანთ გადაწყვეტილებებზე.
დღეისთვის არჩევნები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება. დემოკრატიული წყობისთვის ეს დამახასითებელი მოვლენაა, მაგრამ დიქტატორული რეჟიმები არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის ნიღბად იყენებენ.
არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს. ეს რთული პროცესი ხშირად რამდენიმე თვით ადრე იწყება. წინასაარჩევნო პროცესის დროს კანდიდატების ქცევას, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მედიის თავისუფლების ხარისხს, ზოგადად სიტყვისა და აზრის პლურალიზმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შედეგებზე.
4 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებული არჩევნები იყო საუკეთესო მაგალითი დემოკრატიული არჩევნებისა. მსგავსი არჩევნები წარმოუდგენელი რამ იქნებოდა ჯერ კიდევ 1870 წელს, მაშინ როდესაც მიიღეს კანონი და შავკანიანებს დართეს ხმის მიცემის უფლება.
არჩევნებთან დაკავშირებით სრულიად მოულოდნელი და ერთი შეხედვით უცნაური თეორიებიც იქმნება. ზოგირთი ამგვარი თეორია არჩევნებს მისტიკურს და საიდუმლოებით მოცულს ხდის. ზოგ შემთხვევაში კი წინასწარ პროგნოზირებადიც კი ხდება.
მაგალითად, ერთ-ერთი ფრანგი თეორეტიკოსი აღნიშნავდა, რომ არჩევნების შედეგები საფრანგეთში ბევრად განისაზღვრება საარჩევნო ოლქში ნიადაგის საფარის ხასიათით: თუ ნიადაგი მდიდარი და ნაყოფიერია, მაშასადამე, იქ შეძლებული გლეხები ცხოვორობენ და მტკიცე პოზიციები აქვთ მემარჯვენე კონსერვატიულ პარტიებს. ამგვარ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, არის ლოგიკა, მაგრამ საარჩევნო არსის ამ დონეზე დაყვანა თითქმის არ ხდება რეალობაში.
აშშ-ში დიდი ხნის მანძილზე პოპულარული იყო "არჩევნების ციკლური თეორია", რომლის თანახმადაც წინასაარჩევნო ბრძოლის შედეგი დამოკიდებულია ბუნებრივ ციკლებზე_დაკავშირებულია ბუნებასთან, მთვარის ფაზებთან და ა.შ. ამ თეორიის მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ ბუნებრივი კატაკლიზმები მოქმედებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც, ამიტომ საჭიროა არა იმდენად ადამიანთა მოთხოვნილებების შესწავლა, რამდენადაც მათი განმსაზღვრელი ბუნებრივი მოთხოვნილებებისა.
არჩევნებს მისტიურობის საბურველში მეცნიერებზე მეტად ჟურნალისტები ხვევენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ თავიანთი ვარაუდებით ისინი მართლაც ახდენენ ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე. მაგალითად აშშ-ში ერთ დროს პოპულარული იყო "ნულოვანი პრეზიდენტების" თეორია. ამ თეორიის თანახმად "ნულზე დამთავრებულ" წელიწადს არჩეულ პრეზიდენტს მრავალი საფრთხე ელის. აღნიშნულის დასადასტურებლად შესაბამისი ფაქტებიც მოჰყავთ: აშშ-ის მე-9 პრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი, რომელიც 1840 წელს აირჩიეს მომდევნო წელს გარდაიცვალა; აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი, რომელიც 1860 წელს გახდა პრეზიდენტი,1865 წელს მოკლეს, ხელახალი არჩევის შემდეგ; აშშ-ის მე-20 პრეზიდენტი ჯეიმს ჰარფილდი, რომელიც 1880 წელს აირჩიეს, მომდევნო წელს მოკლეს; 1920 წელს არჩეული 29-ე პრეზიდენტი უორენ გარდინგი 1923 წელს გარდაიცვალა; პრეზიდენტი ფრანკლონ რუზველტი, რომელიც ოთხჯერ აირჩიეს და ერთ-ერთი არჩევა 1940 წელზე მოდიოდა, პრეზიდენტის პოსტზე მყოფი გარდაიცვალა;1960 წელს არჩეული 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წელს მოკლეს. მეცნიერული ღირებულება ამ თეორიას, ცხადია, არ გააჩნია, მაგრამ რიგით მოქალაქეზე შთაბეჭდილებას ნამდვილად ახდენს.
და ბოლოს, არჩევნები ხელისუფლების შეცვლის კანონიერ მექანიზმს წარმოადგენს და სანამ დემოკრატიულ წყობაზე უკეთესი მმართველობის ტიპს არ მოიგონებენ, არჩევნები მუდმივად მისი განუყოფელ ნაწილად დარჩება.



ჯონი პატარკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48