საქართველომ დსთ ოფიციალურად დატოვა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : საქართველომ დსთ ოფიციალურად დატოვა
ნანახია: 925

12 ივნისს, პარასკევს თბილისის ცენტრში გამართული აქციების გამო, ორთვიანი შეფერხების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მუშაობა განაახლა. პარასკევსვე ხმათა უმრავლესობით პლენალურ სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველო საბოლოოდ გამოდის დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეიდან. პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო.
დსთ და მისი ნორმები საქართველოში 1995 წლის 19 აპრილიდან ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა და ქართველ ექსპერტთა მოსაზრებების თანახმად დსთ-ში დარჩენა საქართველოსთვის საბჭოთა კავშირში დარჩენის ტოლფასია. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინასა და საბჭოთა კავშირის ყოფილ სხვა ქვეყნებსაც დსთ-დან გამოსვლისკენ მოუწოდა. ალიანსიდან გამოსვლა, ექსპერტთა უმრავლესობის მოსაზრებით, საქართველოსთვის უკეთესია, თუმცა ზოგიერთი მაინც ვარაუდობს, რომ ეს ეკონომიკის მხრივ, შესაძლოა, ნეგატიური აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან უკმაყოფილება კვლავ ისმის.
პროფესორ-პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ჯერ კიდევ შარშან საკმაოდ პესიმისტურად იყო განწყობილი დსთ-ს ეფექტურობასთან და საქართველოს ამ ორგანიზაციის წევრად დარჩენასთან დაკავშირებით. "ვფიქრობ, ამ ორგანიზაციის არაეფექტურობა მდგომარეობს იმაში, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებს შორის ორი ჯგუფის ქვეყნები წარმოიშვა. ერთი ჯგუფის ქვეყნები პრორუსულად არიან განწყობილნი, მეორენი კი დასავლეთისკენ იხრებიან და ცდილობენ შეამცირონ რუსეთის ზეგავლენა თავის ქვეყანაზე. როდესაც დსთ-ს ქვეყნების ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური ინტერესები და ხედვები ასე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ორგანიზაციას სერიოზული პრობლემები ექმნება და ეს ასეც არის", – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.
მთელი თავისი არსებობის მანძილზე დსთ სხვადასხვა სახის შეთანხმებების დონეზე არსებობდა, თუმცა რეალურად მათგან მხოლოდ 15% მოქმედებდა. "მიუხედავად იმისა, რომ დსთ-ს საერთო სტრუქტურა გააჩნია, მისი წევრი ქვეყნები სხვადასხვა მხარეს იყურებიან, აქედან გამომდინარე ორგანიზაციას მომავალი არ აქვს. ჩვენთვის კი ევროსაბჭო მისაღებია, რადგანაც იქ ლიდერის როლის თამაშს არავინ ცდილობს", – მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე.
რუსეთის რეაქცია საქართველოს დსთ-დან გამოსვლაზე, რასაკვირველია, უარყოფითია. დუმის წევრთა თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი ნაბიჯია აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით დასარეგულირებლად. საქართველო კი გამოსვლის მიზეზად ორ ვითარებას ასახელებს: პოლიტიკურსა და ტექნიკურს. თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ბათუ ქუთელიას თქმით, დსთ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სტრატეგიულ კურსს, ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას.
"რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, აქ რამდენიმე ფაქტია გასათვალისწინებელი. როდესაც საქართველომ ქვეყანაში ნატო-ს ჯარების შემოსვლის შეთანხმებას მოაწერა ხელი, საქართველო კვლავ ვეღარ იქნებოდა დსთ-ს წევრი, რადგანაც ნაკისრი ვალდებულებები, რომლებსაც ზემოთქმული ახალი შეთანხმება ითვალისწინებდა, ეწინააღმდეგებოდა დსთ-ს ჩარჩოებში მოქცეულ ვალდებულებებს. ამას გარდა, საქართველომ თავიდანვე გამოკვეთა არჩეული გეზი, რომლის თანახმადაც იგი არც კი მონაწილეობდა დსთ-ს სამხედრო ღონისძიებებში. ბოლო დროს საქართველომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განავითარა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, რაც უფრო მეტად ნატო-ს სტანდარტებს შეესაბამება და ტექნიკური თვალსაზრისით შორსაა დსთ-ს სტანდარტებისგან. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, ჩვენ რუსეთის ალიანსიდან გამოსვლა გადავწყვიტეთ", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ. მისივე თქმით, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სუვერენული უფლება გააჩნია გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა გარკვეულ შეთანხმებებში.
საქართველომ დსთ-დან გამოსვლა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო; ანუ ფაქტიურად რუსეთის დუმა ამისთვის სრულიად მზად იყო. პროცესი ჯერ კიდევ 2008 წლის 2 მაისს დაიწყო, აგვისტოს მოვლენებამდე, როდესაც საქართველომ უარი თქვა რუსეთის ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობაზე. დსთ-ს შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა შემდეგს: საქართველოს მოსკოვისთვის პერმანენტულად უნდა გადაეცა ინფორმაცია კავკასიაზე განხორციელებული სამხედრო-საჰაერო კონტროლის შესახებ. თუმცა ექსპერტთა თქმით, საქართველო ამას უკვე საკმაოდ კარგა ხანია აღარ ასრულებდა. ბუნებრივია, ქართველ პარლამენტართა თქმით, დსთ-ში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. განსხვავებული ხედვა აქვთ რუს პოლიტიკოსებს, მათ ეს გადაწყვეტილება აგრესიისკენ მიმართულ მორიგ ნაბიჯად ჩათვალეს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, საქართველოს მხრიდან აშკარაა აგრესია და კონფლიქტთა ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრის სურვილი.
სამხედრო ექსპერტის გიორგი თავდგირიძის აზრით, "დსთ-დან კიდევ დიდი ხნის წინ უნდა გამოვსულიყავით და მიზეზები ამისთვის საკმარისზე მეტი იყო. ეს იყო მთელი რიგი ინციდენტები და პროვოკაციები, თუნდაც რუსული ვერტმფრენების კოდორის ხეობაში შემოჭრასთან და წითელუბნის სოფლების დაბომბვასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რატომ არ მიიღო საქართველომ დსთ-დან გამოსვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ, ომის ოპერაციების დაწყებამდე?! თუ ჩვენ ამჟამად რისკზე მივდივართ, მაშინ ის თავისთავად გამართლებული უნდა იყოს. ჩვენმა შიდა პოლიტიკამ ბოლო დროს თითქმის კრახი განიცადა, რის შედეგადაც აფხაზეთის ანექსია მივიღეთ. ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშეა, მთავარია, ახლა ქვეყნის გაერთიანება და სწორი პოლიტიკის განხორციელება".
ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ "რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების განხილვა უბრალოდ თანამედროვე სტანდარტებში არ ჯდება. ამ ალიანსიდან გამოსვლა არანაირად არ ართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, რადგან ჩვენი მხარე ადრეც არ მონაწილეობდა დსთ-ს ღონისძიებებში. საქართველო, რასაკვირველია, უნდა გამოსულიყო ამ ხელშეკრულებიდან, იქ ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა გახლდათ. ჩვენი სამხედრო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა განსხვავდება დსთ-ს ქვეყანათა ტექნიკისგან. ამ კავშირთან ურთიერთობას უბრალოდ არანაირი საფუძველი არ გააჩნია".
ბევრი ანალიტიკური საიტისა თუ გამოშვების თანახმად, საქართველომ ეკონომიკურად მაინც შეიძლება იზარალოს, რადგანაც საკითხავია, მოინდომებენ თუ არა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელებას დსთ-ს წევრი სხვა ქვეყნები. თუმცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მარინა მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს დსთ-ს 8 ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივი ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს. "ბელორუსთან, ტაჯიკეთთან და ყირგიზეთთან კი შეთანხმების შესახებ პროექტებია მომზადებული და რომც არ გვქონდეს, ორმხრივი შეთანხმებები არსებობს დსთ-თან, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეუნარჩუნდება. ერთადერთი, უქმდება წარმოშობის სერთიფიკატი, რომელიც საქონელს უნდა ახლდეს, თუმცა გარდა დსთ-ს ნორმისა არსებობს საერთაშორისო ნორმებიც და შესაბამისად, ამ მექანიზმის შემუშავება მოხდება", - ამბობს მაჭავარიანი.
ასე რომ, დსთ-დან გამოსვლა საქართველოსთვის, გარკვეულწილად, ახალი პერიოდის დაწყებასთან ასოცირდება, რომელიც ახალ ხელშეკრულებებსა და პარტნიორებს დაეფუძნება.

ნინო ფარიზოვა


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48