საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისევ ბენდუქიძეა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისევ ბენდუქიძეა
ნანახია: 981

მის იდეას, ევროს შემოღებაზე და ლარის მეორად ვალუტად გადაქცევაზე, მთავრობის წარმომადგენლები უკვე ღიად ახმოვანებენ


ის საქართველოში არ იმყოფება და მოგზაურობს გაურკვეველი მიზნებით, რომელთა შესახებ მის აპარატში ინფორმაციას არ იძლევიან. თუმცა, მისი სამუშაო კაბინეტი და აპარატი ისევ სახელმწიფო კანცელარიის შენობაშია.
რაც შეეხება მის პრემიერობას, ეს დასტურდება იმით, რომ პრემიერ-მინისტრის ორი თანაშემწე (კოვზირიძე და ლეჟავა) ბენდუქიძის გუნდის წევრები არიან. მისი ხალხი სახელმწიფო უწყებებში ისევ უამრავ საკვანძო თანამდებობაზეა. და კიდევ ერთი მომენტი, ეკონომიკასთან დაკავშირებული ბოლო დროს გაჟღერებული ყველა მოსაზრების უკან ქართული წარმოშობის ეს რუსი ოლიგარქი დგას. კერძოდ, მის მიერ გაჟღერდა მოსაზრება ლარის მეორად ვალუტად გადაქცევის შესახებ. ამ მოსაზრებას ეთანხმება პრემიერ-მინისტრ გილაურის უფროსი მრჩეველი ნანა ყარალაშვილი. იგი შესაძლებლად მიიჩნევს ლარის მეორად ვალუტად გადაქცევის შესახებ, რათა შემდეგ, დროთა განმავლობაში, ლარი მიმოქცევიდან საერთოდ ამოიღონ.
ყარალაშვილი ჟურნალ "ლიბერალთან" ინტერვიუში ღიად აცხადებს, რომ ინვესტორთა მოსაზიდად აუცილებელია მათ დოლარში და ევროში ინვესტირების შესაძლებლობა მიეცეთ. მისი მტკიცებით, საქართველოს ყველაზე დიდ შედეგს მოუტანს რეფორმა, რომელიც ინვესტორებს საშუალებას მისცემს საქართველოში ინვესტიცია სასურველ ვალუტაში დააბანდონ. "ამ რისკის აცილების შედეგად, საქართველოს მიმზიდველობა გაიზრდება. ინვესტორებს არ შეეშინდებათ, რომ ვალუტის კურსის ცვალებადობის გამო, ფულს დაკარგავენ. ამით ლარს არანაირი პრობლემა არ შეექმნება, ის დარჩება მიმოქცევაში, გადაიქცევა მეორად ვალუტად და დროთა განმავლობაში შესაძლებელია საერთოდ ამოღებულიც იქნას მიმოქცევიდან. ამ რეფორმის გატარებას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ურჩევს", - დასძენს ყარალაშვილი.
ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ნოდარ ჯავახიშვილს კი არ ესმის, რა რეფორმებზე საუბრობს პრემიერის მრჩეველი და რას ნიშნავს დროთა განმავლობაში ლარის მიმოქცევიდან ამოღების შესაძლებლობა. ის, ვინც არ იზიარებს ბენდუქიძის აზრებს, მათ გადაწყვეტილებებს ქართველი მილიონერი არ იწონებს. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბენდუქიძის განცხადება, რომელშიც მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ნაცვლად ეროვნული ვალუტის კურსის აუქციონზე დადგენასთან დაკავშირებით, მიიღო. ეს გადაწყვეტილება ბენდუქიძემ გააკრიტიკა და მას სარისკო ნაბიჯი უწოდა.
თვით ევროკავშირის ქვეყნებშიც კი 7 სახელმწიფო არ არის გადასული ევროზე. იმიტომ, რომ ვერ აკმაყოფილებენ რიგ პარამეტრებს. ასეც რომ არ იყოს, ევროზე გადასვლა, მოსახლეობის ისედაც რთულ სოციალურ მდგომარეობას, კიდევ უფრო დაამძიმებს.
როგორც "ფორბსი" აღნიშნავს, ბენდუქიძე დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს.
ჩვენ თავი დაგვანებოს და საითაც უნდა იქით გაცუროს.

ირაკლი სვანიძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48