პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტი დაიწუნა
ნანახია: 1173

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მკაცრად გააკრიტიკა და მთავრობას დაუბრუნა. მელიქიშვილის არგუმენტები ლოგიკური და დასაბუთებული იყო, თუმცა დაფიქსირებული ხარვეზები არც მთლად ნიკა გილაურის ცუდი მუშაობის შედეგია. ექსტრემალურ ვითარებაში შედგენილი ბიუჯეტი, ბუნებრივია, სერიოზული კონცეპტუალური ხასიათის ხარვეზებით ხასიათდება. ბიუჯეტი, ზურაბ მელიქიშვილის აზრით, ორიენტირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე და ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე, რაც თითქმის იგნორირებულია. მთავრობა ვალდებულია გაითვალისწინოს ხანდაზმულობის პენსიის ზრდა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარებების ოდენობა. იგნორირებულია `იაფი კრედიტის~ გაცემის საკითხიც. ზურაბ მელიქიშვილმა ნიკა გილაურს პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენა 1 ნოემბრამდე მოსთხოვა.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ფინანსთა სამინისტრომ ასე მოკლე დროში მოახერხოს ბიუჯეტის პროექტის თვისებრივი შეცვლა. ამჟამად წარმოდგენილ ვარიანტში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4%-ითაა ნავარაუდევი. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 5,383 მლრდ. ლარს შეადგენს.

რა თქმა უნდა, ბიუჯეტის პროექტში ხარვეზები არის, მაგრამ მთავარი მოტივი მაინც დონორთა 22 ოქტომბრის შეხვედრაა, სადაც საქართველოსადმი დახმარების მოცულობები გაირკვევა.

ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნა გურგენიძის მთავრობის დათხოვნის საბაბად იქცეს. თუ პარლამენტმა ბიუჯეტი არ დაამტკიცა, პრეზიდენტმა ან მთავრობა უნდა დაითხოვნოს, ან პარლამენტი. მაგრამ ეს ფანტაზიის სფერო უფროა, მთავრობის შესაცვლელად პრეზიდენტ სააკაშვილის ასეთი პროცედურული მანევრების ჩატარება არ სჭირდება. პარლამენტი ფაქტობრივად ერთპარტიულია და არანაირ პრობლემებს არ ქმნის. მთავრობის დათხოვნას კი, აბა, რაღა უნდა - თინეიჯერთა ახალი პერსპექტიული გუნდი.

ბექა სავანელი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48