ნანახია: 517
გაზის ტარიფი ჯერ არ სახელდება
შეთანხმებას ლატვიის ბუნებრივი აირის მონოპოლისტმა "ლატვია გაზმა" და რუსულმა ენერგოგიგანტმა "გაზპრომმა" მიაღწიეს. თუმცა, ლატვიური კომპანიის ხელმძღვანელი გაზის ახალ ტარიფს არ ასახელებს, მიზეზად კი იმას ასახელებს რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულებული არ არის. ადრიან დავისი ორ კვირაში მოსკოვს ეწვევა, სადაც გაზის იმპორტის გრაფიკს და სხვა დეტალებს დააზუსტებს. ლატვია–რუსეთს შორის გაზის ახალი, სამწლიანი შეთანხმება ძალაში მიმდინარე წლის ნოემბერში შევა.
|