გზა ევროპისაკენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : გზა ევროპისაკენ
ნანახია: 609

ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებში - გზა ევროპისაკენ

ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 2010 წლის თებერვლიდან ახორციელებს პროექტს: "ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებში გზა ევროპისაკენ".

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცენტრალურ კავკასიაში სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა და საქართველო ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, უკვე საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში კავკასიაში ზოგადად და სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია დაიძაბა. ერთდროულად ამოქმედდა ყველა ის შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელსაც საბჭოთა კავშირის მუდმივობა უნდა უზრუნველეყო.
საბჭოთა კავშირის დაშლა (კავკასიის შემთხვევაში კი მისი დანგრევა) სერიოზული პრობლემების ფონზე ხორციელდებოდა. საომარი მოქმედებები რეგიონის სამივე ქვეყანაში მიმდინარეობდა. შედეგად, ინტეგრაციული პროცესები (მანამდე კავკასიის ინტეგრაციის სხვადასხვა ფორმაზე საუბრობდნენ, მაგალითად, ე.წ. ამიერკავკასიის შეერთებული შტატების, კავკასიის საერთო სახლის და ა.შ.), სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით გადადო.
დღეს ცენტრალურ კავკასიაში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩნდება, რომლებიც პოლიტიკურზე მეტად ეკონომიკურ საფუძველს ეყრდნობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური კავკასიის სამივე სახელმწიფოში რეფორმების მიმდინარეობის ძირითადი მიმართულება და დეკლარირებული პრინციპები მსგავსია, მიუხედავად ტაქტიკური განსხვავებებისა. თუმცა, რასაკვირველია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური სისტემის რეფორმირება განსხვავებული გზებით ხორციელდება.
ამასთან გასათვალისწინებელია ეკონომიკური შესაძლებლობებიც, რომლებიც რეგიონის სახელმწიფოებს ერთმანეთისაგან მკვეთრად განასხვავებს.
2004 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვის შესახებ (ENP) და ამით კიდევ უფრო განმტკიცდა ამ ქვეყნების სახელშეკრულებო ურთიერთობები ევროკავშირთან, კერძოდ, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები (PCA).
სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან მიერთება ისტორიული თარიღია, რის შემდეგაც აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირთან ურთიერთობები ახალ ფაზაში შევიდა და კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. საქართველოში, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში განხორციელდა რიგი რეფორმები, თუმცა შეთანხმებებში გაწერილი ძირითადი ამოცანები ჯერ კიდევ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება კი კვლავაც რჩება ევროინტეგრაციის პროცესის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან კომპონენტად.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, პროექტის მიზნად განისაზღვრა:
- საქართველოში, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში შესწავლილ იქნეს ეკონომიკური და სოციალური რეფორმების მიმდინარეობა;
- მოხდეს ქვეყნებში არსებული სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის შედარება;
- შეფასდეს რამდენად დაუახლოვდა აღნიშნულ ქვეყნებში სოციალური სტანდარტები ევროპულს;
- და ბოლოს, შემუშავდეს რეკომენდაციები და წინადადებები სოციალური სტანდარტების გასავითარებლად.

პროექტის მიზნების უზრუნველსაყოფად კვლევაში მონაწილეობას იღებს 22 ექსპერტი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. კვლევა ხორციელდება ორ ეტაპად.
პირველ ეტაპზე საქართველოში, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში შესწავლილ იქნა შემდეგი საკითხები: ეკონომიკური სისტემა; შრომის ბაზარი და სოციალური დიალოგი; განათლება და გადამზადება; საპენსიო სისტემა; ჯანდაცვის სისტემა.
პირველი ეტაპის ფარგლებში აღნიშნულ საკითხებზე კვლევა დამოუკიდებლად განახორციელეს ადგილობრივმა ექსპერტებმა კავკასიის სამივე ქვეყანაში. პროექტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ეკონომიკური და სოციალური სტანდარტები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, რომელშიც გაანალიზდება სოციალური სტანდარტების ევროპული მოდელები და კავკასიის ქვეყნების მიღწევები ამ მიმართულებით.
ამჟამად, მიმდინარეობს კვლევის მეორე ეტაპი კვლევის შედეგების კომპილაცია, შეჯერება, დასკვნების გაკეთება და რეკომენდაციების შემუშავება.
პროექტის ფარგლებში, კვლევის შედეგები გამოიცემა წიგნად და გაიმართება რეგიონალური კონფერენცია, რომელსაც უმასპინძლებს თბილისი 2010 წლის შემოდგომაზე.

ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი მზად არის განხორციელებულ კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე გააგრძელოს მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად და გაითვალისწინოს საქმიანი შენიშვნები და წინადადებები.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი მადლობას უხდის ფრიდრიხ ებერტის ფონდს მხარდაჭერისათვის.


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48