"ნაციონალები" 2013 წელს ხელისუფლებაში დასარჩენად დღესვე იჭერენ თადარიგს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : "ნაციონალები" 2013 წელს ხელისუფლებაში დასარჩენად დღესვე იჭერენ თადარიგს
ნანახია: 499

კონსტიტუციის პროექტი მოქმედი პრეზიდენტის პრემიერად გახდომას ემსახურება, – ასეთია ექსპერტთა უმრავლესობის აზრი

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ბათუმში კონფერენცია გამართა და კოსტიტუციის საბოლოო ვარიანტის შემუშავებამდე საბაზისო დებულებები განიხილა. კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის აზრი, რომელიც შემდგომ კანონპროექტში იქნება ასახული. საკონსტიტუციო კომისია სრული შემადგენლობით უკანასკნელად შეიკრიბა, ამიერიდან მუშაობა კონსტიტუციის სარედაქციო ვარიანტზე დაიწყება, თუმცა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და ექსპერტებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას გაუმჭვირვალე უწოდეს და სახელმწიფო კომისიას არსებული ხელისუფლების ძალაუფლებაში დატოვების საკონსტიტუციო მოდელის შემუშავებაში დაადანაშაულეს.
"თავისუფალი დემოკრატები _ ჩვენი საქართველო" საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას საკანონმდებლო წინადადებას უგზავნის და ახალი კონსტიტუციის საბაზისო პროექტში შეტანას მოითხოვს. "თავისუფალი დემოკრატები" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციის საბაზისო პროექტის მე-5 და 70-ე მუხლებში შეთავაზებული წინადადებების ასახვას სთხოვენ, რომლის მიხედვითაც, არავის ექნება უფლება კონსტიტუციაში განახორციელოს ისეთი სახის ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს ძალაუფლების გახანგრძლივებას. "თავისუფალი დემოკრატები" ინიციატივით გამოდიან, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფ პირს უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ უფლება არ აქვს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კანდიდატად დასახელდეს. "თავისუფალი დემოკრატების" აზრით, ყოფილ პრეზიდენტს პრემიერად საკუთარი კანდიდატურის დასახელების უფლება პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვიდან 5 წლის ვადის გასვლის შემდგომ ექნება.
`თავისუფალი დემოკრატების~ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ავთანდილ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული კონსტიტუციის საბაზისო პროექტი არის საქართველოს გაწირვა რყევებისთვის. მისივე განცხადებით, მოცემული საკონსტიტუციო პროექტი სამთავრობო კონსტიტუციური მოდელია და არა საქართველოსთვის სასურველი საკონსტიტუციო პროექტი.
ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" თავმჯდომარის, ლია მუხაშავრიას აზრით, ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური ცვლილებების საბაზისო პროექტის განხილვა-რეკლამირება, რაც პროექტის დაუყონებლივ ამოქმედებას უნდა მოასწავებდეს. "კერძოდ, ხომ არ აპირებს ხელისუფლება, დაჩქარებული ტემპით წელსვე განახორციელოს კონსტიტუციური ცვლილებები, ხოლო მათი ამოქმედების თარიღად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი გამოაცხადოს?” – ამბობს იურისტი ლია მუხაშავრია.
ლია მუხაშავრიას შეფასებითვე, ვინაიდან წარმოდგენილი კონსტიტუციური ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო და სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების დიდ ნაწილს საერთოდ არ ეხება, ან თუ ეხება, სათანადოდ არ ჭრის, ცხადია, ეს ცვლილებები ხელისუფლების ინტერესებში შედის. მას სურს, კონსტიტუციური ცვლილებებით არამარტო შეინარჩუნოს პოლიტიკური ძალაუფლება, არამედ ეს ძალაუფლება შეუზღუდავად და უკონტროლოდ გამოიყენოს. "ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, საბოლოოდ, პარლამენტში განხილვის შემდეგ, რა სახეს მიიღებს არსებული პროექტი ან მომავალში კიდევ რა კონსტიტუციურ სიურპრიზებს შემოგვთავაზებს საპარლამენტო უმრავლესობა, მაგრამ ერთი რამ ცხადია _ წარმოდგენილი ცვლილებები საშუალებას აძლევს მმართველ პოლიტიკურ ელიტას არა მარტო შეინარჩუნოს ხელისუფლება, არამედ კვლავ ისარგებლოს შეუზღუდავი ძალაუფლებით", – ამბობს ლია მუხაშავრია.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტით აშკარად ჩნდება შესაძლებლობა მოქმედი პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელდეს. ვახტანგ ხმალაძის აზრით, მოცემული პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპის დაცვას და მიზნად ისახავს მოქმედი პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრად გახდომის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას.
ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, დაუშვებელია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მომავალ უმთავრეს კანონზე ისე მსჯელობდეს, რომ მასში მონაწილეობას არ ღებულობდნენ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრები.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დაინტერესებული არ არის კონსტიტუციის საბაზისო პროექტზე კონსულტაციები და დიალოგი გამართოს და ხელისუფლებას სურვილი აქვს კონსტიტუციის პროექტი დაჩქარებული წესით მიიღოს. "დამაფიქრებელია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო კომისიამ გამოქვეყნებული პროექტიდან მერვე თავი _ კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი რედაქცია ამოიღო, დატოვა ძველი მოქმედი წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავ ისეთივე დიდი სიხშირით შეეძლება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, როგორც დღემდე", – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
"სახელმწიფო კომისიის მხრიდან ბათუმში კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობა პარტიული განხილვის ასოციაციას იწვევს და ხელისუფლება ისე იქცევა, როგორც საბჭოეთის დროს, 1978 წლის კონსტიტუციის მიმართ იმჟამინდელი ხელისუფლება მოიქცა. მაშინაც კონსტიტუცია საზოგადოებრივ აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღეს", – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას აკრიტიკებს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი შეიმუშავა. მათი შეფასებით, დეზორიენტირებული ოპოზიციის პირობებში, ხელისუფლება დაკავებულია კონსტიტუციური ცვლილებების "გაპიარებით" და დასავლეთისთვის დემოკრატიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯად შეთავაზების გზით.
"როგორც კი შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ მმართველი გუნდი კონსტიტუციური ცვლილებების საშუალებით აპირებდა პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივებას და ძალაუფლების შენარჩუნებას. თუმცა, მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგაც მმართველ პოლიტიკურ ძალას, ახლანდელს თუ სხვას, ისევე დაქვემდებარებული ეყოლება პარლამენტი და ისეთივე შეუზღუდავი ძალაუფლება ექნება, როგორიც დღეს აქვს. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებში ვერ იპოვით. მათი მოგვარება ისევ და ისევ ხელისუფლების ,კეთილ ნებაზეა დამოკიდებული", – ნათქვამია საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის განცხადებაში.

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48