უგულავა ნდობის რეიტინგში სააკაშვილს 4 %-ით უსწრებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : უგულავა ნდობის რეიტინგში სააკაშვილს 4 %-ით უსწრებს
ნანახია: 546

გაუყალბებელი რეიტინგი

ხალხის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია


როგორია პოლიტიკოსებისა და პარტიების რეიტინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, რას ფიქრობს ხალხი არჩევნებზე და ქვეყნის მომავალზე - ვაჟა ბერიძე

... დაახლოებით ორი კვირის წინ, სემინარს დავესწარი. შესვენებისას, ერთ-ერთი პარტიის ლიდერს, ჩემს ძველ ნაცნობს გავესაუბრე. ეს პარტია არჩევნებში არ იღებდა მონაწილეობას და დღეს მომავალი ბატალიებისთვის ემზადება. მე შევნიშნე, რომ ისევ არ არსებობს ქვეყანაში სათანადო მეთოდიკით ჩატარებული და შესაბამისად დაფინანსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები, არ არსებობს ან თითქმის არ არსებობს სოციოლოგიური კვლევის ობიექტური კომპანიები, ამიტომ, არ შეგვიძლია სარწმუნოდ ვისაუბროთ იმაზე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, ან რა უნდა ხალხს, რა არის მისი დაკვეთა. მითუმეტეს, როცა ათი, ანუ ყველა საერთოეროვნული ტელემაუწყებელი ხელისუფლების კონტროლირებადი პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია, ამიტომ არ იძვრის ადგილიდან პოლიტიკური პროცესი და ამიტომ გვაქვს - მეთქი კრიზისი. რას ამბობო, ბრძანა იმ გონიერმა კაცმა, ამას რა კვლევა უნდა, ხალხის მთავარი პრობლემა დასაქმებაა და ყველამ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე უნდა ვიმუშაოთო. სტუმარი გახლდით, ამიტომ გავჩუმდი და გადავირიე. როდის იყო, რომელ ქვეყანაში, რომ ოპოზიცია დასაქმების პრობლემას წყვეტდა. მითუმეტეს 1% _ რეიტინგიანი ან, გნებავთ, 10% _ რეიტინგიანი? ასეც რომ იყოს, უმუშევრობა, კერძოდ მისი მაღალი დონე, შედეგია ზოგადად პოლიტიკის, რომელიც ქვეყანაში ტარდება და კერძოდ, ეკონომიკური პოლიტიკის. თუ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, თუ ეკონომიკაში ხელისუფლებასტან შეზრდილი მაფიური კლანები პარპაშებენ, იქ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და კონკურენტული გარემო კვდება, ჩინეთშიც კი, სადაც ბოლო წლებში მშპ-ს ყველაზე დიდი ზრდაა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი რომ იზრდებოდა ეკონომიკა, 10 მილიონი კარგად ცხოვრობს, 600 მილიონს არაუშავს, ხოლო მინიმუმ 500 მილიონი პრაქტიკულად შიმშილობს და კიდევ კარგახანს იშიმშილებს. ასეთია ავტორიტარიზმის და ტოტალიტარიზმის ბუნება და შედეგი.
ჩემს მეგობრებს IPL-დან გამოკითხვის ჩატარება შევთავაზე. ჯგუფმა, ჩვეულებისამებრ, გულმოდგინედ იმუშავა და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, დასაშვები 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, საინტერესო შედეგებიც დადო. გამოკითხვის მთავარ ღირსებად მისი სანდოობა და მიუკერძოებლობა უნდა მივიჩნიოთ.
რაც მთავარია, მოხარული ვარ, რომ თბილისელები ისევ გულდინჯად და ლოგიკურად უყურებენ პრობლემებს. მათი უმრავლესობის აზრი ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში, ჩემსას არ ემთხვევა, მაგრამ პოლიტიკოსებისთვის და საზოგადოდ, ისტებლიშმენტისთვის, ვფიქრობ, ყურადსაღებია.
1000 თბილისელიდან 21,3%-ს ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადასაჭრელ ამოცანად დასაქმება მიაჩნია. 21,3%-ს და არა 61,3%-ს. მეორე ადგილზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა _ 18,7%. 12,5% ერთადერთ, ყველაზე მნიშვნელოვან გადასაჭრელ ამოცანად ეკონომიკის აღორძინებას მიიჩნევს, 6,2 % დემოკრატიული საზოგადობის ჩამოყალიბებასა და ქვეყნის მართვაში ხალხის, საზოგადოების ფართოდ ჩართვას, 8,3% _ ბიზნესის გათავისუფლებას სახელმწიფო რეკეტიდან და ხელისუფლებასთან შეზრდილი მაფიური კლანებისგან. ადამიანთა მომავალზე ხელჩაქნეული ნაწილის სამართლიანი და ერთადერთი მოთხოვნა პენსიებისა და მინიმალური ხელფასის რეალურად დათვლილ საარსებო მინიმუმთან გატოლებაა. ასეთების რაოდენობა 1000 რესპოდენტიდან 16,2%-ია.
ყველაზე საინტერესო შედეგი, რაც გამოკითხვამ აჩვენა, ნდობის რეიტინგში გიგი უგულავას ლიდერობაა. ერთ, მათთვის ყველაზე სანდო პოლიტიკოსად იგი გამოკითხულთა 15,7%-მა დაასახელა. უგულავა მთელი 4%-ით წინ უსწრებს პრეზიდენტ სააკაშვილს (11,7%). მეორე ადგილზე ირაკლი ალასანიაა - 12,2%. იმავე IPL-ის არჩევნებამდელი გამოკითხვებით, ალასანიას რეიტინგი 20-23%-ის ფარგლებში მერყეობდა. ბუნებრივია, მისი პოპულარობა არჩევნების შემდეგ და, სავარაუდოა, ეს პროცესი არჩევნებამდე 2 თვით ადრე დაიწყო, დაეცა. გიორგი თარგამაძის 9,3% და შალვა ნათელაშვილის-7,8% ლოგიკურად გამოიყურება, გუბაზ სანიკიძის -4,6% კი მოულოდნელია, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ეროვნული ფორუმის ხალხმრავალი ყრილობა გამოკითხვის შემდეგ ჩატარდა. თუ ბურჯანაძის 4% ნორმალურად გამოიყურება, ლევან გაჩეჩილაძის 3,8% კატასტროფაა. თუმცა თუ ლევან გაჩეჩილაძე `ფრანკფურტერ რუნდშაუში~ გამოქვეყნებულ 9 აპრილის საპროტესტო აქციების ორგანიზატორების ევროპაში მოკალათებულ ქართულ მაფიასთან კავშირის შესახებ ცნობებსაც ისევე გულგრილად შეხვდება და უპასუხოდ დატოვებს, როგორც ქართული მედიის ვერსიებს მისი და სააკაშვილის ფარული ანგარებიანი ალიანსის შესახებ, არამარტო მის პოლიტიკურ იმიჯს და რეიტინგს დაემუქრება საფრთხე.
თუ ნიკა ივანიშვილის 1% კარგია, კახა შარტავას 1,5% შემაშფოთებელი, მისთვისაც და ამ ნიჭიერი კაცის მომხრეებისთვისაც.
ახლა მოდაშია საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებასთან დაკავშირებული რიტორიკა, რომელსაც სათავე თბილისის მერის არჩევნებში პირწმინდად დამარცხებულმა ალასანიამ დაუდო. ამ საკითხზე, 1 წუთით 1000 თბილისელიც დაფიქრდა და მათი აზრით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხალხის წყალობა თითქმის ისეთივე იქნებოდა როგორიც რეალურად იყო 30 მაისს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 32,3% მისცემდა ხმას, ქრისტიანულ დემოკრატიულ მოძრაობას _ 13,6%. თუმცა მათ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად და კოალიციის შესაქმნელად ასეთი მხარდაჭერა მაინც არ ეყოფოდა (მივეცი ფანტაზიას გაქანება, შევკრიბე ციფრები, მივიღე 38,9% და შევიარაღდი სლოგანით _ "თბილისი საქართველოა").
ირაკლი ალასანიას "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები" მესამე ადგილზეა _ 12,55, შალვა ნათელაშვილის "ლეიბორისტული პარტია" მე-4 ადგილზე _ 7,2%, "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" (ნინო ბურჯანაძე) 5,3% უჭერს მხარს, "რესპუბლიკურ პარტიას" _ 3,3%. აშკარად არ შეესაბამება თავად ფორუმის და ტელემედიის მიერ შექმნილ განწყობას ეროვნული ფორუმის 6,2%. ძალიან დაბლა დაეშვა"დაიცავი საქართველოს" რეიტინგიც _ 5,2%. დანარჩენი არის, როგორც არის.
თბილისელების 35,5% მიიჩნევს, რომ თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები არ გაყალბებულა. ისინი, ვინც ასე ფიქრობს, სხვებზე მეტნი არიან. თუმცა გაყალბებულად არჩევნებს 24,7% თვლის, ხოლო ნაწილობრივ გაყალბებულად - 27,8%. ერთად ისინი რესპოდენტთა საერთო რაოდენობის 51,5%-ია, ანუ ნახევარზე მეტი. 41,7% მიიჩნევს, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, ხოლო 27,8% _ საწინააღმდეგო აზრისაა.
საქართველოს თავისუფალ ქვეყნად გამოკითხულთა მხოლოდ 15,2% მიიჩნევს, ნახევრად თავისუფლად 36,6%, ავტორიტარულად საკმაოდ ბევრი _ 33,8%. ეს დამაფიქრებელია.
დამაფიქრებელია მოქალაქეთა აზრი საქართველოს სასურველი ორიენტაციის თაობაზე. გამოკითხვის ავტორებმა განზრახ დაარღვიეს პროფესიული ნორმა და შეთავაზებულ ვარიანტებად ერთმანეთის მომცველი პუნქტები შესთავაზეს რესპოდენტებს. ამით, მე ვფიქრობ, პოლიტიკოსებს უფრო მეტი მასალა და არეალი მიეცათ შესაბამისი დასკვნების გასაკეთებლად. მე მხოლოდ ერთ გარემოებას გავუსვამ ხაზს - `პროდასავლური და რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის~ უპირობო მომხრეა გამოკითხულთა 33,3%. პროდასავლურის (აშშ, ევროპა), პროამერიკულის და პროევროპულის ერთად, მთლიანობაში _ 28,8%, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება პრორუსული ორიენტაციის მომხრეთა რიცხვს (10,1%).
ასე რომ, ხალხის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ქართველ ხალხს ექნება თვალსაზრისების შეჯერების საშუალება, იგი თავისი რჩეულების მეშვეობით ტერიტორიულ მთლიანობასაც აღადგენს და ამ ქვეყანასაც ააყვავებს.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოიკითხა 1000 რესპოდენტი


I. დღეს რომ პარლამენტის არჩევნები იყოს, რომელ პარტიას (პარტიულ სიას) მისცემდით ხმას. რესპოდენტებს უნდა შემოეხაზათ ჩამოთვლილთაგან ერთი რომელიმეს რიგითი ნომერი. პარტიები, გაერთიანებები, მოძრაობები სიაში მოცემული იყო პირველი სიტყვის ანბანური რიგით.




II. რომელ პოლიტიკოსს ენდობით ყველაზე მეტად. რესპოდენტებს უნდა შემოეხაზათ ერთი რომელიმე მათგანის რიგითი ნომერი. პოლიტიკოსები სიაში მოცემული იყო გვარის ანბანური რიგის მიხედვით.




III. როგორ ფიქრობთ, გაყალბდა თუ არა თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები? რესპოდენტებს უნდა შემოეხაზათ ერთი რომელიმე ვარიანტი.




IV. მიგაჩნიათ თუ არა, რომ თბილისის მერის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ხოლო მმართველი პარტიის მიერ სახელისუფლო რესურსის გამოყენებას ზეგავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე.




V. რა მიგაჩნიათ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადასაჭრელ ამოცანად. რესპოდენტებს უნდა შემოეხაზათ მოცემულთაგან ერთი რომელიმე ვარიანტი.




VI. როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია. რესპოდენტებს უნდა შემოეხაზათ მოცემულთაგან ერთი რომელიმე ვარიანტი.




VII. როგორ ფიქრობთ, ქართული საზოგადოება და სახელმწიფო არის




სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი IPL გაზეთ "ბანკები და ფინანსების" სოციოლოგიური ჯგუფი

თბილისი, 21 - 23 ივნისი 2010 წელი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48