ვის ხელშია შპს "თბილისის წყალი" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : ვის ხელშია შპს "თბილისის წყალი"
ნანახია: 1228

დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკვე ორი წელია საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე დაიდო. თუმცა, ეს არ არის სრული ინფორმაცია და მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს "საიდუმლო ხელშეკრულების" მონაცემებს.
საქმე ეხება შპს "რუსთავწყალკანალის", შპს "მცხეთაწყალკანალის", შპს "საქწყალკანალისა" და შპს "თბილისის წყლის" 100 პროცენტიანი წილების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და და შპს `მალტიპლექს ენერჯი ლიმიტედს~ შორის 2008 წლის 14 მაისს დადებულ ხელშეკრულებას, რომლის საჯაროობას მოძრაობა `მწვანე ალტერნატივა~ უკვე ორი წელია უშედეგოდ ითხოვს. მოძრაობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ხელშეკრულების გასაიდუმლოება კანონის დარღვევით მოხდა და დაუშვებელია მასზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. "ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ხანგრძლივი და უშედეგო მიმოწერის შემდეგ, 2009 წლის 16 მარტს "მწვანე ალტერნატივამ" ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა ხელშეკრულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის კანონიერების საკითხის შესწავლა.
2009 წლის 2 აპრილს "მწვანე ალტერნატივას" უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რის შემდეგ ორგანიზაციამ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა", - ნათქვამია პრესრელიზში.
კიდევ ერთი ძალიან საგულისხმო დეტალი ამ დავაში, საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წამოწყების დროში გაჭიანურების მიზეზია. კერძოდ, სასამართლომ საქმის წარმოება მიმართვიდან ერთი წლის შემდეგ წამოიწყო, რადგან ვერ მოხერხდა დავის მესამე მხარის - "მალტიპლექს ენერჯი ლიმითედის" - პროცესში ჩართვა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მთავრობა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ქ. თბილისის მთავრობა არ ფლობდნენ ინფორმაციას არც კომპანიის და არც მისი რომელიმე წარმომადგენლის ადგილსამყოფელის შესახებ. ამის შემდეგ ისევ "მწვანე ალტერნატივამ" შეძლო აღნიშნული კომპანიის კოორდინატების მოპოვება და განხილვაც დაიწყო ა.წ. მაისში. ივნისში კი ხელშეკრულების ტექსტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ერთ-ერთი მოქალაქის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე საპასუხოდ, თავის ვებ-გვერდზე განათავსა. თუმცა, ხელშეკრულების დანართები და 2009 წლის დეკემბერში ხელშეკრულებაში შესული ცვლილების შესახებ შეთანხმება დღემდე საიდუმლოა. ამდენად, "მწვანე ალტერნატივა" აგრძელებს სასამართლო დავას ხელშეკრულების სრული ტექსტის განსაიდუმლეობის მოთხოვნით. სასამართლოს მორიგი სხდომა კი ა.წ. 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შედგება.
როგორც ხედავთ, ხელშეკრულების მონაცემები (ნაწილობრივ მაინც) საჯარო ყოფილა. რისი თქმის საშუალებას ის ფაქტიც იძლევა, რომ რიგითი მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე, ის მაშინვე გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე. მაშინ გაურკვეველია, რატომ ხდებოდა მთელი ამ ორი წლის განმავლობაში `მწვანე ალტერნატივას~ მრავალჯერადი მოთხოვნის იგნორირება.


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48