USAID-ის გადაწყვეტილებები ყოველთვის დასაბუთებული არ არის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : USAID-ის გადაწყვეტილებები ყოველთვის დასაბუთებული არ არის
ნანახია: 486

დაგრანტულ არასამთავრობოთა ნაწილს ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათი ახლობლები მართავენ
საქართველოში ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობა რომ ხშირად ღრმა ეჭვებს აჩენს, ეს არახალია. განსაკუთრებით გაუგებარი და უცნაური კი ის კრიტერიუმები არის ხოლმე, რომელთა მიხედვითაც ფონდები არასამთავრობოებს გრანტებს აძლევენ ხოლმე. გარდა ამისა, ხშირად კითხვები ფონდების ობიექტურობასთან დაკავშირებითაც ჩნდება ხოლმე.
ფონდების საქმიანობას "ბ&ფ" წინა ნომრებშიც შეეხო. ახლა კი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მიერ 2009 წელს საქართველოში 8 არასამთავრობო ორგანიზაციაზე გაცემულ გრანტებს, ჯამში, 3 მილიონი აშშ დოლარის შესახებ გიამბობთ.
ამ სტატიით USAID-ის ობიექტურობაში და გულწრფელობაში ნამდვილად არ შეგვაქვს ეჭვი, თუმცა, ფაქტები, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ნამდვილად აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა კონკურსი, რომლის შედეგადაც 8 ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მსუყე გრანტი მიიღო.
2009 წლის 13 ოქტომბერს 8 NGO-თან ხელმოწერის ღონისძიებაში საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კენტ ლოგსდონმა და USAID-ის დირექტორმა ჯონ კონლმა მიიღეს მონაწილეობა.
5-მა მათგანმა გრანტი USAID-ის ვაშინგტონის განვითარების გრანტების პროგრამიდან მიიღო, რაც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სფეროს წარმომადგენელი ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა. ეს ორგანიზაციებია:
- წალენჯიხის უნარშეზღუდულ პირთა ასოციაცია;
- კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი;
- ტრენინგისა და კონსულტაციების ცენტრი;
- ველური ბუნების კონსერვაციის ქართული ცენტრი;
- ქალების ფონდი საქართველოში.
რაც შეეხება დანარჩენ 3 არასამთავრობოს, მათ მიღებული გრანტებით ხელი უნდა შეუწყოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაძლიერებას, მუშა ჯგუფების, მედიისა და სხვა არასამთავრობო ინსტიტუტების ჩართვის მეშვეობით. USAID-მა სამ სხვადასხვა ორგანიზაციას გადასცა 200000 აშშ დოლარის გრანტი, რომელიც ქართველი ხალხისთვის დაპირებული 1 მილიარდი დოლარის ნაწილია. ეს სამი ორგანიზაციაა:
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
- პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისთვის;
- თბილისის ბიზნეს-სერვის ცენტრი.
პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის. მიზნის მისაღწევად მოაზროვნე ექსპერტთა ჯგუფები, მედია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაებმებიან სხვადასხვა საკითხების გაანალიზებაში და შეხედულებების მიმოცვლაში.
საქართველოში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის არ არსებობა და თუკი ეს პროექტი ამ პრობლემის გადაჭრას ხელს შეუწყობს, ნამდვილად კარგი იქნება, თუმცა, გამომდინარე გრანტის მიმღები ორგანიზაციის გამგეობის წევრთა თანამდებობიდან, ამ შემთხვევაში როგორც USAID-ის ობიექტურობა, ისე პროექტის შედეგიანობა დიდ ეჭვს აჩენს.
"საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" გამგეობის წევრთა შორის არიან დავით რაქვიაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რეინტეგრაციის საკითხებში; გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში; თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრიეს მოადგილე ევროინტეგრაციის საკითხებში; თემურ იაკობაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში; ლევან რამიშვილი – თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.
ამ 8 არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, რომლებმაც გრანტი მიიღეს ერთ-ერთია ორგანიზაცია "ქალთა ფონდი". მსგავსად "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა" ამ ორგანიზაციისთვისაც გრანტის მიცემის პროცესთან დაკავშირებითაც გარკვეული ეჭვები ჩნდება.
გამომდინარე იქედან, რომ ამ ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი საზოგადოება "ბაგები 2000"-ის პრეზიდენტი ნუნუ ბენდუქიძეა. რომელიც კახა ბენდუქიძის დაა, ხოლო ამ პიროვნების დიდი გავლენა ქვეყანაში ყველასთვის კარგადაა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ USAID არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ს მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეულ ეკონომიკურ დახმარებაზე მსოფლიოს მასშტაბით. მის ობიექტურობაში ეჭვის შეტანა ნამდვილად ძალიან რთულია, თუმცა, ქართული ანდაზისა არ იყოს: "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს".
ამ 8 არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილის სახელი საზოგადოებას ნამდვილად არაფერს ეუბნება. დღეს მხოლოდ 2 მათგანს შევეხეთ, თუმცა, "ბ&ფ" ამ საკითხით მომავალშიც დაინტერესდება და ამერიკული ფულის ხარჯვის თუ პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვით.


გიორგი შუბლაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48