თბილისის მერს გიორგი მელაძისთვის ფულის ჩუქებას ახსენებენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : თბილისის მერს გიორგი მელაძისთვის ფულის ჩუქებას ახსენებენ
ნანახია: 575

თბილისის მერს დედაქალაქის სარეზერვო ფონდიდან დეპუტატ გიორგი მელაძისთვის ფულის ჩუქებას ახსენებენ


"გასაკეთებელი კიდევ ბევრი მაქვს", – აცხადებს გიგი უგულავა და დედაქალაქელების სამსახურში ჩადგომას მერობის მეორე ვადით უფლების მოპოვებით ცდილობს. ის, ალბათ, გახდება მერი და მას მართლაც ბევრი ექნება გასაკეთებელი. ანუ, გიგი უგულავა მართალია, დედაქალაქში გასაკეთებელი ბევრია. სხვა საკითხია, რის გაკეთება უნდა ბატონ უგულავას და რა გააკეთა მან დღემდე. შეიძლება საუბარი უამრავ პროექტზე, რომელიც დედაქალაქში მისი მერობის პერიოდში განხორციელდა, თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ პროექტების ფინანსური მხარე, უფრო ზუსტად, პროექტების ფარგლებში ფულის ხარჯვის მიზანშეწონილობა და კანონიერება, უმრავლეს შემთხვევაში, სერიოზულ ეჭვებს ბადებს.
განსაკუთრებით "საინტერესოდ" მოჩანს გიგი უგულავას მერობის პერიოდში დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვა. ამ თემაზე მომზადებული მასალა პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, – სათაურით `გიგი უგულავამ მერის სარეზერვო ფონდიდან "უმწეო დეპუტატ" გიორგი მელაძეს 9 ათასი ლარის ერთჯერადი დახმარება გამოუყო".
`2008 წლის 18 სექტემბერს #965 განკარგულებით, თბილისის "კანონმორჩილმა" მერმა გიგი უგულავამ ერთჯერადი დახმარება გამოუყო ორ პიროვნებას - ერთი მათგანი მისი ამჟამინდელი მეუღლე, ლელა კილაძეა, ხოლო მეორე - საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი და ყოფილი ვიცე-მერი გიორგი მელაძე. გამოყოფილი თანხა კი 9277 ლარია", – ნათქვამია "ეროვნული ფორუმის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში, ამ ინფორმაციის სინამდვილის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
დედაქალაქის მერიის სარეზერვო ფონდი მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან დგება. ბიუჯეტისგან განსხვავებით, სარეზერვო ფონდიდან ფულის ხარჯვა არ არის წინანსწარ გაწერილი, ასევე არ არის აუცილებელი მისი ხარჯვის დროს რთული ადმინისტრაციული პროცედურების გავლა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ `ფორსმაჟორულ~ პირობებში ფულის ხარჯვა უფრო ეფექტურად და მოქნილად გახდეს შესაძლებელი.
ამ ფონზე, ძალიან რთულია მოვიპოვოთ ლოგიკური ახსნა, რა აუცილებელ და გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა ლელა კირთაძისა და გიორგი მელაძისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსური რესურსების გამოყოფა. გავიხსენოთ, რომ 2008 წლის 18 სექტემბერს ქვეყანა, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში იყო და ქვეყანაში უამრავი ადამიანი შიმშილით სიკვდილის ზღვარზე იყო. გიორგი მელაძე ამ ადამიანების რიცხვში ნამდვილად არ ყოფილა, ამაზე მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციაც მეტყველებს.
მიმოვიხილოთ მელაძისა და მისი ოჯახის წევრთა საბანკო ანგარიშები, ხელფასები, ნაღდი ფულადი თანხა, შეძენილი მანქანები, შემოსავალი და გასავალი 2007, 2008 და 2009 წლებში.
2007 წელი - ნაღდი ფულის სახით მელაძე და მისი მეუღლე - მაკა ლაჩაშვილი ერთობლივად 40 000 დოლარს ფლობენ, ხოლო მელაძის მეუღლე ცალკე დამატებით 20 000 ლარს ინახავს; ბანკში სხვადასხვა ანგარიშებზე დაგროვილი აქვთ 14 155 ლარი და 1 330 დოლარი; ამავე წელს თბილისის მერის მოადგილეობისას მელაძის შემოსავალმა 63 675 ლარი შეადგინა, მისი მეუღლის, მაკა ლაჩაშვილის შემოსავალმა - 31 906 ლარი; ამავე წელს მელაძის მეუღლემ 25 ათას ლარად გაყიდა ავტომანქანა, ხოლო ბინის რემონტზე 20 ათასი დოლარი დახარჯეს. ამავე წელს "თი-ბი-სი ბანკიდან" აიღეს ათწლიანი იპოთეკური სესხი - 60 ათასი დოლარი, რომელსაც ეტაპობრივად ისტუმრებენ.
2008 წელი (ამ წელს დაეხმარა უგულავა "უმწეო დეპუტატს") - ცოლ-ქმარი მელაძეები ერთობლივად 5 000 დოლარისა და 35 ათასი ლარის მფლობელია; საბანკო ანგარიშებზე ერიცხებათ 12 619 ლარი და 1 463 დოლარი; ამავე წელს `უმწეო დეპუტატის" ხელფასმა მერის მოადგილეობისას 18 593 ლარი, ხოლო პარლამენტის წევრობისას 34 216 ლარი შეადგინა, მისმა მეუღლემ კი ამ წელს ხელფასის სახით 26 057 ლარი აიღო; მაკა ლაჩაშვილმა ამ წელსვე შეიძინა 35 ათას დოლარიანი `მიცუბიში პაჯერო", ხოლო 11 820 დოლარი იპოთეკური სესხის დასაფარავად `თი-ბი-სი ბანკში" შეიტანეს.
2009 წელი - მელაძეებს ხელზე 25 000 ლარი და 10 ათასი დოლარი აქვთ, საბანკო ანგარიშებზე ერიცხებათ 15 284 ლარი და 1 727 დოლარი; ამავე წელს პარლამენტის წევრ მელაძის შემოსავალი ხელფასის სახით 56 676 ლარი იყო, ხოლო მისი მეუღლის – 27 177 ლარი. დაფარეს იპოთეკური სესხის ნაწილიც - `თი-ბი-სი ბანკში~ 11 785 დოლარი შეიტანეს. 2009 წელსვე მელაძეებმა 30 000 ლარად ბინა, ხოლო 4 ათას ლარად არასაცხოვრებელი ფართი იყიდეს.
მელაძეების ბინების, სახლების, ნაკვეთების და კომერციული ფართების ამბავი ცალკე ყურადღებას აშკარად იმსახურებს.
2007 წელს ისინი 3 ბინას ფლობდნენ - ვაჟა ფშაველას გამზირზე 38-ში 70 000 ლარად შეფასებული ბინა გიორგი მელაძის სახელზეა გაფორმებული, ამავე მისამართზე 40 000 ლარად შეფასებული ბინა - მისი მეუღლის, მაკა ლაჩაშვილის სახელზე, მაკა ლაჩაშვილივე საბურთალოს ქ. 40-ში მდებარე 22 ათას 500 ლარად შეფასებული ბინის 50%-ის მფლობელია.
2008 წელს უცებ აღმოჩნდა, რომ გიორგი მელაძე, თავის ცოლთან და სამ შვილთან ერთად, არსად აღარ ცხოვრობს, მის დეკლარაციაში ეს გრაფა ცარიელია, დეკლარაციაში არც ბინების გაყიდვის ან გაქირავების შესახებ ინფორმაციაა მითითებული. როგორც ჩანს, გიგი უგულავამ შეიტყო, "უბინაოდ" რომ დარჩნენ მელაძეები და თანხაც ამიტომ გამოუყო.
2009 წელი მელაძისთვის და მისი ოჯახისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ის სამი ბინა, რომელსაც 2007 წელს ფლობდნენ და რომელიც 2008 წელს სადღაც აორთქლდა, 2009-ში კვლავ მათ საკუთრებაშია. ამავე წელს მელაძის მეუღლემ აგლაძის ქუჩაზე 50%-იან მფლობელობაში შეიძინა საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი.
საინტერესოა 2009 წელს მელაძის შვილების მიერ მიღებული საჩუქრების ჩამონათვალი. საჩუქრები 18 წლის სერგის და 11 წლის ნიკოლოზს პენსიონერმა ბაბუამ გაუკეთა, რომელიც ხმას, ალბათ, მისცემს გიგი უგულავას, რომელმაც 2010 წლიდან მას პენსია 10 ლარით გაუზარდა. გიორგი მელაძის პროფესორმა მამამ სერგო მელაძემ შვილიშვილებს, ნუცუბიძის პლატოზე, გაზაფხულის ქუჩა #7-ში 562 კვ/მ საცხოვრებელი სახლი და ამავე მისამართზე არსებული 300 კვ/მ მიწის ნაკვეთი და ამავე ქუჩაზე - გაზაფხულის #1-ში 161 კვ/მ საცხოვრებელი სახლი და 208 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჩუქა.
ქვეყანაში, სადაც პროფესორები შიმშილს ებრძვიან და მათი უმეტესობა, ასაკის მიუხედავად, გარევაჭრობით, ტაქსის მძღოლობით და სხვა მძიმე სამუშაოთი ირჩენს თავს, ხოლო პენსიონერებს საკუთარი პენსია წამლის და პურის ფულად არ ჰყოფნით, როგორ "მოახერხა" გიორგი მელაძის მამამ პროფესორის ხელფასითა და პენსიით ასეთი კაპიტალის დაგროვება?!
დღეისათვის, მელაძეების ოჯახი ოფიციალურად ოთხ საცხოვრებელ ბინას, ორ საცხოვრებელ სახლს, ორ მიწის ნაკვეთს და ერთ კომერციულ ფართს ფლობენ.
და ბოლოს, იმ წელიწადს, როცა უგულავამ, თავის ყოფილ მოადგილეს, როგორც უმწეოს, მერის სარეზერვო ფონდიდან 9 277 ლარს გამოუყო, გიორგი მელაძემ და მისმა ოჯახმა დანაზოგის სახით 47 619 ლარი და 6 463 დოლარი მიიღო, ხოლო ხელფასის სახით ერთ წელიწადში 78 866 ლარი შეუვიდათ.
დეკლარაციაში არსად არის მითითებული ის დახმარება, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ ასეთ უმწეო დეპუტატს სარეზერვო ფონდიდან გამოუყო.

მიხეილ ვადაჭკორია


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48