სახალხო დამცველის მოხსენება ანუ "ჩაი-პიტიე" პარლამენტში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : სახალხო დამცველის მოხსენება ანუ "ჩაი-პიტიე" პარლამენტში
ნანახია: 1042

სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა 2008 წლის ანგარიშის პირველი ნაწილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. უფლებადამცველი კომიტეტის თავმჯდომარე შევარდნაძის მთავრობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი და გაგიკვირდებათ, მაგრამ თავმჯდომარის (თან) პირველი მოადგილე, "ნაციონალებისთვის" თავგანწირული ეკა ხერხეულიძეა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოში ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება. მიუხედავად ამისა, ყოვლად გაურკვეველია, ჭარბი აგრესიულობით გამორჩეულ ქალბატონ ხერხეულიძეს ამ კომიტეტში რა ესაქმება?! სახალხო დამცველის საკმაოდ მწვავე მოხსენების შემდეგ, როგორც ყოველთვის, ხერხეულიძემ ხასიათს არ უღალატა და ჩვეული "სიმკვახით" ყველა ბრალდება "გააცამტვერა".
სახალხო დამცველმა, საქართველოში სიტყვისა და პრესის თავისუფლების, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე დეტალურად ისაუბრა. მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებულ პრობლემებსაც დაეთმო. მოხსენებაში საუბარია გასულ წელს კობა დავითაშვილის და ცინდელიანის უმოწყალოდ ცემისა და გენერალ როინ ვაშაძის წამებით მკვლელობის შესახებ. მოხსენებაში ტელეკომპანია "იმედის" დარბევა და დაყადაღება კანონდარღვევად არის შეფასებული.
უნდა ითქვას, რომ სუბარი თავის მოხსენებაში მოყვანილ ყველა დარღვევაზე კონკრეტული ფაქტებით საუბრობს და დამნაშავე თუ დაზარალებულ პირთა სახელებსა და გვარებს ასახელებს. ის აცხადებს, რომ საქართველოში მთელი რიგი უკანონო ქმედებები გამოუძიებელია, იმიტომ, რომ ამ საქმეების გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობს. სუბარის განცხადებით, საქართველოში რომ საკუთრების უფლება უხეშად არის შელახული, ამას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტიც ადასტურებს, - "ბაჩო ახალაიამ და მისმა თანამშრომლებმა ქიბარ ხალვაშს საკუთარი კომპანიის სხვის სახელზე გადაფორმება აიძულეს. ამასთან, ნიკა გვარამია იტყუება, როდესაც ის აცხადებს, რომ ხალვაშმა ოქრუაშვილის თავდებით გამოსაშვებად, გირაოს სახით, 6 მლნ დოლარი გადაიხადა".
სუბარი გოგირდის აბანოების გახმაურებულ თემასაც ეხება და აცხადებს, რომ მათი მფლობელები სახალხო დამცველის ოფისში დახმარების სათხოვნელად მივიდნენ, რადგან სახელმწიფომ მათ ქონება, ვითომ ნაჩუქრობის ხელშეკრულებით, სრულიად უკანონოდ ჩამოართვა. ამასთან დაკავშირებით სუბარი იმ პროკურორთა გვარებს ასახელებს, რომლებიც აბანოების უკანონოდ ჩამორთმევის პროცესში მონაწილეობდნენ და მზად არის, თუკი პარლამენტში ამის სურვილი იქნება, კონკრეტული პიროვნებები დაასახელოს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე სიმართლეს იტყვიან.
სახალხო დამცველის აზრით, ადამიანებს სრულიად უკანონოდ დაუნგრიეს საკუთარი ჯიხურები, რომლის იქეთ მათ არანაირი სარჩო არ გააჩნდათ.
სუბარი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში, ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონმე პირების დემონსტრაციულად დაშლა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ჩვეულებრივ ამბად იქცა. მისი აზრით, გასულ წელს, ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრთა მხრიდან, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა საყოველთაოდ ცნობილი ცემა-ტყეპა, პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითია. ამასთან დაკავშირებით სუბარი კონკრეტულ ადამიანებზე მიუთითებს, რომელთაც ოპოზიციონერთა და მედიის წინააღმდეგ უკანონო ქმედებების ჩადენით "თავი გამოიჩინეს". მისივე განცხადებით, დღეს ყველა ასეთი პიროვნება თანამდებობრივად დაწინაურებულია.
სუბარი პატარკაციშვილისა და კოდუას ცნობილ ფარულ ჩანაწერსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის ნიკა გვარამიას მიერ იყო დამონტაჟებული და ხელისუფლების მხრიდან გმირად შერაცხული კოდუას "გმირობა" ფრიად საეჭვოა.
სახალხო დამცველი არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებსაც შეეხო და ამ მხრივ, ხელისუფლებას ისეთი კანონის მიღებაში ადანაშაულებს, რომლის მიხევდით უბნებზე დამონტაჟებული კამერების ნახვა მათთვის ფაქტიურად ხელმიუწვდომელი გახდა.
სუბარმა მოხსენებისას ახალგორში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა:
"ახალგორი ვერ იღებს გაზს. სკოლები ვერ ყიდულობენ მაზუთს და ფაქტიურად, ბავშვები სკოლებში იყინებიან. როდესაც შესაბამის სტრუქტურებს ვკითხე, რატომ ხდებოდა ასეთი რამ, მათ მიპასუხეს, რომ სარემონტო სამუშაოები ტარდება. სინამდვილეში გაზის მიწოდება არ ხდება იმიტომ, რომ იქიდან თანხების ამოღება ვერ მოხერხდება. მე მესმის იმ მეწარმის, რომელსაც თავის ბიზნესინტერესები აქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ ეს თანხები თავად უნდა გაიღოს".
სუბარი პატიმრების არაჰუმანურ მოპყრობასა და მათი ჯანმრთელობის უფლების შელახვის ფაქტებზეც ამახვილებს ყურადღებას. რაც შეეხება წამების ფაქტებს, სახალხო დამცველის აზრით, მათმა რაოდენობამ იკლო, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. მისივე განცხადებით, ბევრი ამგვარი უკანონო ქმედება გამოუძიებელია. სუბარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მეგი ქარდავას ერთ-ერთი პატიმრის წამებაში Uუშუალო მონაწილედ ასახელებს.
სუბარი საუბრობს იმ ფაქტზეც, როცა დაზარალებულის ოჯახზე, გაჩუმების მიზნით, ზეწოლა ხორციელდება. ამის მაგალითად, სუბარს გენერალ როინ ვაშაძის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლა მოჰყავს. მისი თქმით, ვაშაძის ოჯახს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. თუმცა, ისინი აღნიშნულ ვალდებულებას საჭიროებისამებრ არ ასრულებენ.
მას შემდეგ, რაც 600 გვერდიანი მოხსენება სახალხო დამცველმა შეძლებისდაგვარად მოკლედ ჩამოაყალიბა, ხელისუფლების მისამართით ჩამოთვლილ ბრალდებებზე, კომიტეტში უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან, უმალ გაისმა კონტრვერსიები. თავი განსაკუთრებით, რაღა თქმა უნდა, თავისი "მინდა გითხრათი" ეკა ხერხეულიძემ გამოიჩინა, - "თქვენ საკმაოდ მწვავედ საუბრობთ აბანოების საკითხზე. მინდა გითხრათ, საკუთრების უკანონდ ჩამორთმევის შესახებ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა. რაც შეეხება "იმედს", მინდა გითხრათ, რომ მისი დაყადაღების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება არსებობდა. იქ მომხდარ გადაცდომებთან დაკავშირებით კი, მინდა გითხრათ, ადმინისტრაციული სასჯელით პოლიციის თანამშრომლები დაისაჯნენ. რაც შეეხება, გვარამიას ტყუილს, მინდა გითხრათ, რომ ხალვაშს თანხა გადახდილი აქვს და ამის "ჩეკი" არსებობს. თქვენ კოდუა-პატარკაციშვილის ჩანაწერი ახსენეთ და ნიკა გვარამიას დასწამეთ, რომ მან მონტაჟი გააკეთა. მინდა გითხრათ, რომ კოდუამ ჩემი (!) ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. რაც შეეხება, მონტაჟს, სატელევიზიო ეთერი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩანაწერი სრული ფორმით ეთერში გასულიყო. ახალგორში კი, არათუ გაზი არ არის, არამედ სახელმწიფო კონტროლიც კი ვერ ხორციელდება. ასე რომ, თქვენი მხრიდან ამ ბრალდების წამოყენება სრულიად არასერიოზულია".
ხერხეულიძე აქ არ გაჩერდა და ტელეკომპანია "იმედს" ოპოზიციის "შეთქმულების შტაბი" უწოდა, ოპოზიცია კი ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებით დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა, რაც, მისი აზრით, არ განხორციელდა იმიტომ, რომ დღეს "სახელმწიფო სახელმწიფოა". ამ განცხადებაზე, გია ცაგარეიშვილს გულმა ვერ მოუთმინა და ხერხეულიძესთან ცხარე კამათში ჩაერთო. ცაგარეიშვილმა გაიკვირვა, თუ შეთქმულების მონაწილე ვარ, ჯერ კიდევ "თავისუფლებაზე" რატომ ვარო(?!) - "ჩვენ "იმედში" შიშველი ხელებით მივდიოდით" და არანაირ ძალადობას არ ვგეგმავდით!" ამაზე გაცეცხლებულმა ხერხეულიძემ მიუგო, პირადად თქვენ არა, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლების დასამხობად კბილებამდე შეიარაღებული მოდიოდაო.
ხერხეულიძე-ცაგარეიშვილის ცხარე კამათის განსამუხტავად, საქმეში არსენიშვილი ჩაერთო და ერთობ შეწუხებულმა განაცხდა, მდიდარ ხალხზე კი არა ღარიბი ხალხის პრობლემებზე საუბრის მოსმენას უფრო ვისურვებდიო.
ხერხეულიძე-ცაგარეიშვილის კამათს, საპარლამენტო უმრავლესობის "მოარული" საგანძურის, ელდერ კვერნაძის სიტყვა მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ მართალია, საქართველო დემოკრატიის ოაზისი არ არის მაგრამ, რაღაცეები მაინც კეთდება და ყველაფერს დანახვა უნდაო. კვერნაძემ, მეტი დამაჯერებლობისთვის, სუბარს რევოლუციამდელი ბნელი და დანაშაულებრივი საქართველო გაახსენა.
კვერნაძის გამოსვლას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ახალი პრეზიდენტის თამარ ხიდაშელის განცხადება მოჰყვა, იმასთან დაკავშირებით, რომ დარბაზში სახალხო დამცველის მიმართ "ანტაგონისტური და ჩასაფრებული დამოკიდებულება შეინიშნება". რაზეც კვერნაძემ გაკვირვებით უპასუხა, რომ ასეთი შთაბეჭდილების საფუძველს ვერ ხედავს. ის კი არა, ყელჩახლეჩილ სუბარს, გამოსვლის დროს თავი რომ კომფორტულად ეგრძნო, ცხელი ჩაიც კი მიართვეს.
საბოლოო სიტყვა, მოლოდინისამებრ, კომიტეტის თავმჯდომარე არსენიშვილს დარჩა. მან ჯერ, ადამიანის უფლებათა დაცვაში ხელისუფლების მიერ მიღწეულ დამსახურებებზე ისაუბრა, სუბარს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის პირობაც მისცა. იმედია, სუბარის ანგარიშს პარლამენტში ახლა მაინც მოუსმენენ.



მარიამ შონია


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48