უძრავი ქონება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : ნანგრევების ლაბირინთებში

ნანგრევების ლაბირინთებში "იმელის" შენობა დასანგრევად თბილისის მერიამ გაწირა
ინვესტორები თანდათან უარს ამბობენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ეს გასაკვირი არც არის. უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში მოღვაწე ინვესტორების თავზე შავი ღრუბლები გაჩნდა. ფინანსური კრიზისი მრავალი პროექტის შეფერხების მიზეზი აღმოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი "კემპინსკია", თუმცა მისი გაჭიანურების სხვა და უფრო რეალური მიზეზებიც არსებობს.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : თბილისის ტერიტორიაზე მიწის გადასახადები გაიზარდა

თბილისის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გადასახადი თითქმის გაორმაგდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ უკვე მიიღო.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : ბნელა?!

ბნელა?! "დექსუსის" ნიღაბს ამოფარებული "ცენტრ-პოინტი" და მისი დამფუძნებლები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ატყუებენ?!


მოქანდაკე ვალერიან ჭილაშვილს 35 ლარის ღირებულების ფიცრების ქურდობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა. კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლები - ვახტანგ რჩეულიშვილი, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი არხეინად ცხოვრობენ.
კომპანია "ცენტრ-პოინტის" საქმიანობის შედეგად დღეს დაზარალებულად საქართველოს ათასობით მოქალაქე მიიჩნევს. ამ ადამიანებმა თავის დროზე უარი თქვეს ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეზე და დანაზოგით ბინის შეძენა სწორედ ამ კომპანიისგან გადაწყვიტეს. თუმცა, მათი უდიდესი უმრავლესობა დღეს საცხოვრებელი ფართის გარეშეა დარჩენილი.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : გაცრეცილი ბანერის მიღმა არსებული სიცარიელე

გაცრეცილი ბანერის მიღმა არსებული სიცარიელე სად არის ძველი უნივერმაღის ნაცვლად დაპირებული ფეშენებელური სავაჭრო ცენტრი

ყველაფერი იმდენად კარგი იყო, შეუძლებელია რეალობა ყოფილიყო


საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლების თემა, კარგა ხანია, თბილისში მიმდინარე ძვირადღირებული მშენებლობები აღარ არის. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და რუსეთ-საქართველოს ომის გამო შეჩერებული სამუშაოების განახლება და მშენებლობების დასრულება კომპანიების უმეტესობამ დღემდე ვერ მოახერხა. ერთ-ერთი ფეშენებელური პროექტი, რომლითაც თბილისი მსოფლიო დონის სავაჭრო ცენტრით იამაყებდა, დღემდე ელოდება განხორციელებას.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : ქაოსი დეველოპერულ ბაზარზე

ქაოსი დეველოპერულ ბაზარზე მოტყუებული კლიენტები სამშენებლო კომპანიებს უპირისპირდებიან

2008 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული, ფინანსური კრიზისის გამწვავებასთან ერთად, უძრავი ქონების ბაზარზე რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამშენებლო კომპანიები უძრავ ქონებაზე მაღალ ფასებს ახალი უძრავი ქონების დიდი მოცულობის შესაქმნელად იყენებდნენ, მის დასაფინანსებლად კი – პირამიდის სქემას.
პირამიდის სქემა ასე მუშაობდა: იქმნებოდა მცირე მასშტაბის ამხანაგობა, რომელიც კონკრეტული პროექტის შესრულებაზე ვალდებულებას იღებდა. მასში გაწევრიანებულ მომხმარებელს კი ამხანაგობის ანგარიშზე ფართის ღირებულების შესაბამისი თანხა უნდა შეეტანა. ამხანაგობის თავმჯდომარე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი იყო.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : “დექსუსი“ კლიენტებს დამატებითი თანხის გადახდას აიძულებს

“დექსუსი“ კლიენტებს დამატებითი თანხის გადახდას აიძულებს “ცენტრ-პოინტის“ ვალდებულებების შესრულება ”დექსუსმა” ახალი ხელშეკრულებებით სცადა, რომელიც ბინების იპოთეკაში ჩასმას, ახალ გრაფიკით დავალიანების დაფარვას და 18%-იანი დღგ-ს გადახდას აიძულებდა კლიენტებს.
”ჩემთვის გაუგებარია, რას ფიქრობდა ”ცენტრ-პოინტის” მენეჯმენტი, როცა ხელშეკრულებებში დღგ-ს არ ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოსახლეობას დღგ-ს გადახდას ამ ეტაპზე არ ვთხოვთ. კერძოდ, ჩვენ ავაშენებთ ბინებს, ჩავაბარებთ თეთრ კარკასებს, მოსახლეობას გასაღებს გადავცემთ და მათ მხოლოდ ამის შემდეგ მოუწევთ სახელმწიფოსთვის დღგ-ს გადახდა”, - განაცხადა ქანანაშვილმა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : 2010 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა

2010 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა 2010 წლის განმავლობაში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე 405 959 სარეგისტრაციო ტრანზაქცია (საშუალოდ თვეში 33 830 ერთეული) განხორციელდა. მსგავსი აქტიურობა უძრავი ქონების ბაზარზე წინა წლებში არ დაფიქსირებულა: აქამდე პიკურად მიჩნეულ 2007 წელთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 2.1%-ით, 2008 წელთან შედარებით - 17.1%-ით, ხოლო 2009 წელთან შედარებით - 22.0%-ით გაიზარდა.
2010 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობას ზრდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდის ტენდენცია ახასიათებს: იანვრის თვეში - 32.2%-ით, თებერვalSi - 11.7%-ით, მარტში - 35.8%-ით, აპრილში - 40.1%-ით, მაისში- 52.8%-ით, ივნისში - 30.9%-ით, ივლისში - 16.8%-ით, აგვისტში - 13.3%-ით, სექტემბერიში - 5.6%-ით, ოქტომბერში - 4.5%-ით, ნოემბერში - 18.4%-ით, დეკემბრის თვეში კი - 22.0%-ით. ამასთან, დეკემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 30.6%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 45 590 ერთეული (საშუალოდ დღეში 1 982 ერთეული) შეადგინა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : უძრავი ქონების სექტორი 2010 წელს

უძრავი ქონების სექტორი 2010 წელს მოტყუებული კლიენტები, კორუფციული პროექტები და შეუსრულებელი ვალდებულებები
ვალდებულებებიმსოფლიოში უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი სრულდება, საქართველოში კი გაყიდვა კრიტიკულ ზღვრამდეა შემცირებული. ბაზარზე უმეტესად ბანკებისა და მევახშეების მიერ იპოთეკით დატვირთული ქონება იყიდება, რომელთა პატრონებმა აღებული სესხი ვერ დაფარეს და ამის გამო მათი ბინები გასაყიდად აუქციონებზე გაიტანეს. 2010 წელი სამშენებლო კომპანიებისთვის მძიმე წელი აღმოჩნდა, თავის გადასარჩენად მათ არაერთ ხერხს მიმართეს, თუმცა საბოლოოდ მოტყუებული ისევ მათი კლიენტები აღმოჩნდნენ.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : მომავალ წელს უძრავ ქონებაზე ფასები არ გაიზრდება

მომავალ წელს უძრავ ქონებაზე ფასები არ გაიზრდებამშენებლებს იმედი აქვთ, რომ ახალი წლიდან უძრავ ქონებაზე ფასები 15-20%-ით გაიზრდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტი და დასრულებული სახლების სიმცირეა. თუმცა, რეალური სიტუაცია, მსგავსი ოპტიმიზმის საშუალებას არ იძლევა.
თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები მართლაც მოექცა შედარებით ზომიერ კალაპოტში. თუმცა, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა, პარქტიკულად უმნიშვნელოა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : "დექსუსი" - ახალი პირობები და ძველი მფლობელები

"დექსუსი" - ახალი პირობები და ძველი მფლობელებითითქმის 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტმა" და საინვესტიციო და სამშენებლო კომპანია "დექსუსმა" საზეიმოდ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად ამ უკანასკნელმა სამწლიან მმართველობაში გადაიბარა "ცენტრ-პოინტის" მთელი ქონება თავისი დავალიანებებითურთ. მაშინ `ცენტრ-პოინტისგან~ ახალი ბინის მომლოდინე მრავალმა ოჯახმა შვებით ამოისუნთქა, გვეშველაო, მაგრამ როგორც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, სადღეისოდ შექმნილი მდგომარეობა მოლოდინისგან ძალიან შორსაა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : "დექსუსის" განაჩენი

"დექსუსის" განაჩენიხალხის ხარჯზე გადარჩენილი "ცენტრ-პოინტის' იმიჯი

"თუკი დარჩენილ ფულს არ გადაიხდიან, თუ პიკეტირებას მოახდენენ, თუ შემოსვლის საშუალებას არ მოგვცემენ, ბინებს გავუყიდით'


ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში განსაკუთრებით ნეგატიურად სამშენებლო ბიზნესზე აისახა. შეჩერდა იპოთეკური სესხების გაცემა, რასაც დაწყებული მშენებლობების პროცესის შეფერხება მოჰყვა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სამშენებლო ბიზნესის კლიენტები დაიჩაგრა. წლის პირველ ნახევარში შეჩერებული იყო ყველა დაწყებული მშენებლობა, რადგან დეველოპერებს არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსები დაწყებული მშენებლობების დასასრულებლად (რომ აღარაფერი ვთქვათ ახლის წამოწყებაზე), მოსახლეობას კი სავსებით სამართლიანად არ ჰქონდა ნდობა დეველოპერთა მიმართ.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : ჯარიმები დედაქალაქში ნაკვეთების უნებართვოდ გამოყენებაზეც დაწესდება

თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა"კოდექსში ცვლილებები შედის.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : მოსალოდნელია თუ არა უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა

მოსალოდნელია თუ არა უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა 2010 წლის ნოემბერში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვეს-თან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 34 913 ერთეული შეადგინა.
2010 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობას ზრდა წინა წლის იმავე თვეს-თან შედარებით ცალსახად ზრდის ტენდენცია ახასიათებს: იანვრის თვეში - 32.2%-ით, თებერვლის თვე-ში - 11.7%-ით, მარტის თვეში - 35.8%-ით, აპრილის თვეში - 40.1%-ით, მაისის თვეში - 52.8%-ით, ივნი-სის თვეში - 30.9%-ით, ივლისის თვეში - 16.8%-ით, აგვისტოს თვეში - 13.3%-ით, სექტემბრის თვეში - 5.6%-ით, ოქტომბრის თვეში - 4.5%-ით, ნოემბრის თვეში - 18.4%-ით. 2010 წლის 11 თვის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდის ინდიკატორს 22.0%-ით აღემატება და შეადგენს 360 369 ერთეულს (საშუალოდ თვეში 32 761 ერთეული), რაც 27 654 ერთეულით აღემატება 2009 წლის 12 თვის ინდიკატორს და 13 725 ერთეულით - 2008 წლის 12 თვის ინდიკატორს.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - კორუფციული პროექტია

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - კორუფციული პროექტია სანამ პროექტის "ძველი თბილისი ახალი სიცოცხლე" შესახებ ჩემს მოსაზრებებს გავუზიარებდე საქართველოში ერთადერთ ეკონომიურ გაზეთს ქართულ ენაზე, პირადად მე, სულმოუთქმლი ველოდები თქვენი გაზეთის მორიგ ნომერს.
რომ არ გადაგღალოთ, მინდა ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ პროექტ "ძველი თბილისის ახალ სიცოცხლესთან" დაკავშირებით. სამ თვეზე მეტი მოუნდა თბილისის მერიიდიან (23 ივნისიდან – 8 ოქტომბრამდე) საჯარო ინფორმაციის მიღებას, რომელმა კომპანიებმა გაიმარჯვეს კონკურსში და რამდენი თანხა მიიღეს მათ მერიისგან. მე არ შევეცდები კომპანიების ჩამოთვლას, მთავარია, რა რაოდენობის თანხა გამოუყო მათ მერიამ და რა რაოდენობის (კვ.მ) მიწა გადაეცა მერიას და რამდენი გადავიდა ახალ საცხოვრებელ ბინებში. მერიიდან მიღებული პასუხით (წერილი #11/84974-7 8.10.2010წ.) მაცნობეს, რომ მერიას საკუთრებაში გადაეცა დაახლოებით 30,7 ათასი კვ.მ. მიწის ფართობი და 202 ოჯახი გადავიდა ახალ საცხოვრებელ ბინებში.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : იგებს კომპანია "არსი", იგებს ბანკი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე

იგებს კომპანია "არსი", იგებს ბანკი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე "ძველები" "ძველი თბილისის" მეშვეობით მდიდრდებიან

დეველოპერული კომპანია "არსი" "საქართველოს ბანკისგან" აღებული სესხის დასაფარად თბილისის მერიისგან თანხებს ტრანშებად მიიღებს. მუნიციპალიტეტი კომპანიას თანხებს ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში გადაურიცხავს.
მიღებული საკრედიტო ხაზით "არსმა" საცხოვრებელი კომპლექსის "ორთაჭალის ტურფა" მშენებლობა დაასრულა. თბილისის მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, 1,106 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებს, ხოლო დარჩენილ 3,284 მლნ აშშ დოლარს 2011 წლის იანვარში. თუმცა დაახლოებით ერთი კვირის წინ გიგი უგულავამ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქალაქის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში ხალხი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტიდან მოცემული თანხის გამოყოფა არავისთვის უკითხავთ. ან საერთოდ რატომ უნდა დაფინანსდეს გადასახადის გადამხდელთა მიერ კერძო სამშენებლო კომპანია?

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : რუსთავში მდებარე შენობა-ნაგებობები "რუსმეტალმა" შეიძინა

რუსთავში მდებარე შენობა-ნაგებობები "რუსმეტალმა" შეიძინა პრივატიზაციის პროცესის წარმატება ჰოსპიტალური რეფორმის ჩავარდნამ გამოიწვია.

ეკონომიკის სამინისტრო, საპრივატიზაციო გეგმის გადაჭარბების მიუხედავად, სახელმწიფო ქონების გაყიდვას ჩვეული მონდომებით აგრძელებს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ვერა ქობალიას საქმე ჰოსპიტალური რეფორმის ჩავარდნამ გაუჩინა. ბოლო პერიოდში სწორედ ის სამედიცინო და კვლევითი დაწესებულებების შენობები იყიდება, რომლებიც თავის დროზე "ბლოკ–ჯორჯიას“ დაჟინებული მეცადინეობით გაპარტახდა. ნაწილი უკვე გაიყიდა, მეორე ნაწილი კი უახლოეს მომავალში გაიყიდება.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : ბორჯომის რკინიგზის სადგურის ახალი მფლობელი დავით სააკაშვილია?

ბორჯომის რკინიგზის სადგურის ახალი მფლობელი დავით სააკაშვილია? საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, პრივატიზაციის პროცესმა აქტიური სახე მიიღო და ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო გახდა. საპრივატიზაციო გეგმის შესასრულებლად ხელისუფლება უკან არაფერზე იხევს და სტრატეგიული ობიექტების გაყიდვასაც არ ერიდება. ერთ-ერთი მათგანი "საქართველოს რკინიგზაა". ჩვენ არაერთხელ ვწერდით ამის შესახებ, მაგრამ "საქართველოს რკინიგზის" გასხვისების საკითხი დღის წესრიგში იმაზე ადრე დადგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუმცა გასხვისება ნაწილ-ნაწილ ხდება.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : თბილისში მდებარე 12 საავადმყოფო ისევ საფრთხეშია

"რაც შეეხება 100 უფასო საავადმყოფოს აშენებას, მოგვჭამა ჭირი, რადგან ძირშივე მკვდრადშობილი იყო“

დაახლოებით 5 თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 12 საავადმყოფოს პრივატიზება იგეგმებოდა, მთელი პერსონალი კი დიღმის ორ საავადმყოფოში გადაყავდათ. თანაც, უფასოდ კი არა, თითოელს ვინც ამ საავადმყოფოებში გადავიდოდა კვადრატში 250-დან 270 დოლარამდე უნდა გადაეხადათ. თუმცა, მაშინ ეს პროცესი არ განხორციელდა, რაშიც ლომის წილი ექიმთა პროფკავშირებს მიუძღვის.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : იპოთეკარების მიმართ საქართველოს კანონმდებლობა დისკრიმინაციულია

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის პრეამბულაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას წარმოადგენს საქართველოში დაამკვიდრონ: “დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო”. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა თავის მხრივ გულისხმობს: ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოს, კანონების სამართლიანობას, მხარეთა თანასწორობას და ა.შ. კონსტიტუციის პრინციპები შემდგომში წარმატებით იქნა ასახული ქვეყნის კანონმდებლობაში და დადგენილი წესის თანახმად გარიგება, ხელშეკრულება დადებული მხარეებს შორის, წარმოადგენს თავისუფალ ნების გამოვლენას, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : "მოდულის" "განსაკუთრებული შეღავათები" სამშობლოში დაბრუნებულებს!

სამშენებლო კომპანიასთან ურთიერთობაში დაზარალებული საქართველოში სამართალს ვერ პოულობს

2009 წლის დასაწყისში ომგამოვლილ საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა კვლავ სავალალო რჩებოდა. წლის პირველ ნახევარში შეჩერებული იყო ყველა დაწყებული მშენებლობა, რადგან დეველოპერებს არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსები დაწყებული მშენებლობების დასასრულებლად (რომ აღარაფერი ვთქვათ ახლის წამოწყებაზე), მოსახლეობას კი სავსებით სამართლიანად არ ჰქონდა ნდობა დეველოპერთა მიმართ. გარდა ამისა, ისინი ომისა და კრიზისის შემდეგ ყოველდღე უფრო და უფრო ელოდებოდნენ ფასების დავარდნას, ყველაფერი ეს კი საბოლოო ჯამში ქმნიდა გამოუვალ მდგომარეობას.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : "საქართველოს რკინიგზა" ნაწილ-ნაწილ იყიდება

"საქართველოს რკინიგზის" გასხვისების საკითხი დღის წესრიგში იმაზე ადრე დადგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გაყიდვის საკითხი კი, რკინიგზის ანგარიშზე არსებული ვალების მოცულობამ გახადა. შეგახსენებთ, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 360 მლნ ევრდაა შეფასებული, აქედან "საქართველოს რკინიგზა" 100-100 მლნ ევროს, 9 წლიანი კრედიტებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისA(EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) იღებს. გარდა ამისა, რკინიგზის სესხს უკვე დაემატა 25 მლნ ევროს ოდენობის ობლიგაციები, რომელიც საქართველოს მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. ეს კი კვლავ დამატებითი სესხის აღებას ნიშნავს.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : დედაქალაქში ათასობით ავარიული სახლი უყურადღებოდაა მიტოვებული



დღევანდელ თბილისში უსაფრთხოდ ცხოვრება მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გახდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ვიმყოფებით. ყოველდღიურად ჩვენს თვალწინ ათეულობით სახლი ინგრევა, ინგრევა როგორც ძველი, ასევე ახალი, როგორც დასრულებული, ასევე დაუსრულებელი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები. ინგრევა ისეთი მიზეზებით, როგორიცაა ქარი და წვიმა, წვიმა და ქარი, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ერთი სულის შებერვით". კიდევ კარგი საქართველოში ბოლო დროს, ღვთის წყალობით, მიწისძვრები არ მომხდარა, თორემ მინიმუმ ნახევარი თბილისი მიწასთან გასწორდებოდა!

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : თაღლითობა ქართულად

სამშენებლო კომპანია "მოდულის" რამდენიმეწლიანი აფიორა

ოსტაპ ბენდერი თაღლითობის 400 გზას იცნობდა. ცნობილი ლიტერატურული გმირის არსენალი გაცილებით მრავალფეროვანი იქნებოდა, მას რომ თანამედროვე საქართველოში ეცხოვრა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : გაცხადებული ლიბერალიზმის პარალელურად მთავრობა მბრძანებლური ...

უნაღდო ანგარიშსწორების დაკანონება უძრავ ქონებაზე ფასებს გააძვირებს

საქართველოს მთავრობამ "საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსებში" შესატანი ცვლილებების პაკეტი "დუინგ ბიზნესში" პოზიციების გასაუმჯობესებლად მოამზადა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : სამშენებლო კომპანია ”მოდული” ერთ ფართს რამდენჯერმე ყიდის

”რაც 13 წლის განმავლობაში ფული ვიშოვე უცხოეთში ჩემი ალალი შრომით, სრულად ჩავდე ბინის აშენებაში. ხელისუფლება კი ჩემი პრობლემის უგულებელყოფით ხელს უწყობს იმას, რომ მე არ დავბრუნდე საქართველოში”.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : დედაქალაქის საბინაო ფონდი უმძიმეს მდგომარეობაშია

ვარკეთილსა და სამგორში საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობას ჩამონგრევა ემუქრება

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : ვინც ჰაერს არ ყიდდა, ის ბანკის კრედიტებმა გააკოტრა

"ჰაერის ცნობილი გამყიდველები ვართ, მაგრამ პრინციპულად მოწინააღმდეგეები პირამიდისა"

ინტერვიუ ბიზნესმენ, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთ დამფუძნებელთან ვახტანგ რჩეულიშვილთან

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : სახელმწიფო დეველოპერთა სამსახურში

ახალი წლის დადგომის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სამშენებლო ბიზნესის კრიზისიდან გამოსაყვანად და მისი მანვითარებისთვის ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ განაცხადა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : "პარლამენტის კი არა დედაქალაქის გადატანაც შეიძლება"

ნიკო კახეთელიძე: დღევანდელი ჩვენი სტუმარია ეკონომისტი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი ბატონი ვაჟა ბერიძე. მისი საქმიანობის არეალიდან გამომდინარე, ჩვენ შევეხებით რამდენიმე თემას. პირველი თემა დედაქალაქი თბილისი, მისი დღევანდელი ფუნქცია. გისმენთ ბატონო ვაჟა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : თბილისის განაშენიანების მრუდი

არქიტექტორმა, არქიტექტორის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა კოკა ამირეჯიბმა ბოლო პერიოდში დედაქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე ისაუბრა და მათი არქიტექტურული ღირებულება შეაფასა. კოკა ამირეჯიბმა გამოყო ისეთი მსენებლობები, რომლებიც დედაქალაქის ისტორიული ისერსახისთვის სრულიად შეუსაბამოა.

  სრულად ნახვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48