"საქართველოში ნავთობპროდუქტების კონტროლი არ არსებობს" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ენერგეტიკა : "საქართველოში ნავთობპროდუქტების კონტროლი არ არსებობს"
ნანახია: 1090

ინტერვიუ "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და მომხმარებელთა დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილთან

- ბატონო ვანო, რატომ ხდება, რომ როცა მსოფლიო ბაზარზე ბენზინი და ზოგადად, ნავთობპროდუქტების ფასი ძვირდება, საქართველოშიც ბენზინზე, დიზელის საწვავზე და ა.შ. ფასები მყისიერად მატულობს, ხოლო როცა იაფდება, მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, ძირითადად დიდი დროის შემდეგ, ხდება ფასების შემცირება და ისიც მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირების არაადეკვატურად, მაშინ როცა გაძვირების შემთხვევაში ფასების ზრდა ადეკვატურია?
- პირველყოვლისა მინდა კატეგორიულად არ დაგეთანხმოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება აბსოლიტურად განსხვავებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველი, როდესაც საწვავზე ფასი, ასე ვთქვათ, კლებულობს, ეს ხდება მსოფლიო ბაზრის ადეკავტურად, ზოგადად ნავთობის ფასების გათვალისწინებით, რომლის გავრცელების შემდგომ ხდება ყველა სახელმწიფოში ფასების იმპორტი და დადგენა. საწვავით მოვაჭრე კომპანიები ფასს იმპორტიორების მეშვებით ადგენენ. როდესაც ფასი კლებულობს, ხშირია შემთხვევები, რომ ეს ძალიან წრაფად ხდება. ბოლო პერიოდში იყო ასეთი მაჩვენებლი, როდესაც ნავთობზე ფასები კატასტროფულად დაეცა - 150 დოლარიდან ბარელზე 3-4 თვის განმავლობაში 35-40 დოლარამდე. შესაბამისად, ასეთი სწრაფი დინამიკის ასახვა ჩვენთან ვერანაირად ვერ იქნებოდა ასახული. იმიტომ, რომ თვითონ ამ პროდუქტების ტრანსპორტირებას სჭირდება 20-25 დღე, თუ ევროპის ქვეყნებზე გვაქვს საუბარი, თუ აზერბაიჯანიდან იმპორტზე გვაქვს საუბარი, მაშინ 10 დღე მაინც არის საჭირო. ანუ პირველი ძირითადი მიზეზი არის დრო. მეორე, ფასი ერთბაშად არასდროს ვარდება, ეს მოდის დინამიკაში და კომპანიები, მნიშვნელობა არ აქვს ფასი მატულობს თუ კლებულობს, მაინც ყიდულობენ ამ პროდუქტს. მესამე, როცა ბაზარზე პროდუქცია შემოდის უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მათ აქვთ ძველი ფასით აღებული ანუ მართებთ ნაშთები, რომელიც შედარებით მაღალ ფასშია აღებული. შესაბამისად, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ვერ აისახება ეს ყველაფერი დროის ძალიან სწრაფ მონაკვეთში. ფასების ასახვა ხდება დაახლოებით თვე, თვე ნახევარში. თუმცა ყოველთვის ხდება. ამის გარანტი გახლავთ ის, რომ ჩვენ ბაზარზე რამდენიმე დიდი იმპორტიორი კომპანია არსებობს, შესაბამისად, მათ შორის არის საკმაოდ მაღალი კონკურენცია. ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია და ამიტომ მათ ინტერესებშიც არ შედის ფასების არასახვა.
დღეს რომ დავაკვირდეთ ვითარებას ბაზარზე ვნახავთ, რომ სხვადასხვა ქსელის ცნობილ ბრენდებს აქვთ სხვადასხვა ფასები. მაგალითად, ყველაზე დაბალი ფასები "ლუკოილს" აქვს, მერეა "სოკარი." ცოტა მაღალი ფასები აქვს "რომპეტროლს," "ვისოლს," ანუ შეიმჩნევა ფასების არათანაბრობა. ფასების განმსაზღვრელია სწორედ ის, რომ კონკურენცია არსებობს. მომხმარებელი არჩევანს აკეთებს ფასისგან, კომპანიისგან და ხარისხისგან გამომდინარე.
რაც შეეხება ფასის მატებას, დღევანდელი ფასებით მსოფლიოში ბარელი ნავთობი 65-69 დოლარის ფარგლებში მერყეობს. დღევანდელი ფასებით რომ შემოიტანოს კომპანიამ ნავთობი, საკმაოდ დიდი გადასახადებია და როდესაც საუბრობენ ადეკვატურ შემცირებაზე, უნდა გაითავისონ, რომ მსოფლიოში 3-ჯერ რომ შემცირდა საწვავის ფასი, იგივე საქართველოში ვერ მოხდება, რადგანაც ამ შემთხვევაში საწვავს აქვს დიდი სააქციზო გადასახადი - ტონაზე 250 ლარი.Aამას ემატება კიდევ დღგ-ეს გადასახადი, რაც, საბოლოო ჯამში, დიდ თანხებზე ადის და ეს დანამატები, სახელმწიფო საბიუჯეტო გადასახადები, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს უკვე იმას, რომ ფასები ასეთი მაღალია და არ მცირდება ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში. ამიტომ საწვავის დღევანდელი ფასი დაახლოებით 1 ლარი 20 თეთრია. აზერბაიჯანულ საწვავზე ყველაზე დაბალი ფასია, შესაბამისად, სუპერზე და პრემიუმზე ფასი უფო მაღალია. თვითონ აზრებაიჯანული საწვავი ამ ფასში იყიდება, ანუ საცალო და საბითუმოშიც მისი ფასი 1ლ და 10-15 თეთრია. ფასი დამატებული აღარ არის. რომ დაემატებინათ, კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. ანუ ეს ფაქტი გარკვეული დროს შემდეგ და ასეთ ფორმებში აისახება.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი როცა იყო ნავთობზე, ბარელი ნავთობი 40 დოლარი ღირდა, დღეს არის 65 დოლარი. მაშინ, იმ პერიოდისთვის, იაფფასიანი ბენზინის ფასი იყო 1 ლარი და 95 თეთრი, დღეს არის 1 და 15, 1 და 20 თეთრი. ანუ ამ ყველაფრის თანაფარდობით სულ გაძვირებულია 10-15 თეთრით. ეს არანაირად არ არის დიდი თანხა, უბრალოდ მომხმარებელს ეჩვენება ასე თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. თანაც გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ფასზე ასვლა მოხდა ეტაპობრივად და არა ერთბაშად. ეს იზრდებოდა 5 თეთრიანი ბიჯებით და ეს ხდებოდა იმის გამო, რომ მსოფლიოში ნავთობზე ფასი იზრდებოდა.
- დროში ამ პროცესის გაჭიმვას იმპორტიორები ადრე ნაყიდი ნავთობპროდუქტების მარაგების არსებობით ასაბუთებენ, მაშინ როცა გაიაფებისას ეს მარაგი არავის ახსოვს. ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით?
- მუდმივად არის ამ აზრის მუსირება. ეს რომ გავაანალიზოთ, საჭიროა მუდმივად გავაკონტროლოთ ეს პროცესი. ჩვენ, იმპორტიორთა კავშირი ნამდვილად ვანხორციელებთ ამ მონიტორინგს - ფასის მომატებას და კლებას. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს პროცესი მიდის იდენტურად. იგივე შემცირება - მომატება ვიღაცის ინტერესების გათვალისწინებით არ ხდება. ბოლო პერიოდში, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, დინამიურად მიმდინარეობდა ფასების ზრდა.
გარდა ამისა, კომპანიებს სულ სხვადასხვა ფასები აქვთ. ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან. "ლუკოილი," "რომპეტროლი," "სოკარი," ამ ცნობილ ბრენდებში ყველა სახის პროდუქტზე ყველაზე დაბალი ფასი აქვს "ლუკოილს", თუმცა ის საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ბრენდია მსოფლიო ბაზარზე. "სოკარი" თავის ბრენდს სხვა კომპანიებთან შედარებით იაფად ყიდის. თუმცა, აქ საუბარია იმაზე, რომ თავის პროდუქტს უფრო იაფად ყიდის და პრემიუმს და სუპერს, რომელიც მისი პროდუქტი არ არის, უფრო ძვირად. "ლუკოილი" სუპერს 1ლარსა და 35 თეთრად ყიდის, "სოკარი" 1 ლარსა და 40 თეთრში, "ვისოლი," 1 ლარსა და 45 თეთრში, "ეკო ჯორჯია", თუ არ ვცდები, 1 ლარსა და 52 თეთრში.
კონკურენციის პირობებში, რა თქმა უნდა, ვისაც დაბალი ფასი აქვს, იმას შედარებით ბევრი კლიენტი ჰყავს და ა.Dშ. თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ნავთობკომპანიების პროდუქტებზე, სადაც მოგების მარჟა საბითუმო სექტორში 5%-ია, საცალოში შეიძლება იყოს 10 - 15%.
ეს არის ყველაზე გამჭვირვალე ბიზნესსექტორი. იმიტომ, რომ ფასები მუდმივად დევს, ხელმისაწვდომია მედიასთან ურთიერთობაც. ასე რომ, დამალული არაფერია.
ანალოგიური კითხვები რატომ არ ჩნდება სხვა კომპანიებთან მიმართებაში? სხვებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი პროდუქტებია, იგივე ადამიანის ყოველდღიურად მოხმარების პროდუქტებს რაც ეხება და ა.შ.
ერთი შემიძლია გითხრათ, რომ საწვავზე არის ძალიან დაბალი პროცენტი. განსხვავებით სხვა ბიზნესსექტორებისგან. სხვაგან არის გაცილებით დიდი მოგების მარჟები, ვიდრე ნავთობპროდუქტებზე.
- ფასების ასეთი ცვლის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ იმპორტიორი ნავთობკომპანიები მმართველი პარტიისა და მთავრობისგან რეკეტს განიცდიან. სხვადასხვა კომპანიებს აფინანსებენ, რის გამოც მათ ეძლევათ ფინანსური ზარალის გარკვეულწილად ანაზღაურების საშუალება. რამდენად შეეფერება ასეთი საკმაოდ საფუძვლიანი ვერსია სინამდვილეს? ნაციონალური მომწოდებლის ფინანსურ ანგარიშშიც არის ეს მომენტი ასახული, შესაძლოა არასრულად, მაგრამ მაინც. სხვა პარტიებს კი ეს ნავთობკომპანიები არ იცნობენ. ესეც ხომ არ მეტყველებს ხელისუფლების ფარულ წილებზე ამ ბიზნესში?
რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც საუბარი გქონდათ რეკეტზე, მსგავი ინფორმაცია და ასეთი ფაქტები ჩვენ ნამდვილად არ გაგვაჩნია. დავიწყოთ იქიდან, რომ ბოლო პერიოდში კონტრაბანდისტულ საწვავს ჩაენაცვლა ლეგალური ბენზინი. მე ამას ვამბობ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. აუღრიცხავ საწვავს მანამდე საკმაოდ დიდი წილი ეკავა, ბაზრის 50%-იც კი და ამას ჩაენაცვლა ლეგალური კომპანიების საქმიანობა. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც ლეგალურად და კეთილსინდისიერად მუშაობენ, გაეზარდათ შემოსავალი, გახდნენ კონკურენტუნარიანები და ეს იყო ამ ხელისუფლების დამსახურება. მინდა გითხრათ, რომ კონტრაბანდა საკმაოდ სერიოზული დანაშაულია და მასთან ბრძოლა ძნელია. აქ დიდ შემოსავლებზე და დიდ წილებზეა საუბარი. ამ პირობებში რთული იყო ამ ყველაფრის წინააღმდეგ გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. დღეს სტრუქტურებმა დაიწყეს მუშაობა, შესაბამისად, იკლო კონტრაბანდულმა საქმიანობამ. თუმცა მინდა ისიც გითხრათ, რომ ბოლო 2 თვის მანძილზე ბაზარზე გამოჩნდა აუღრიცხავი საწვავი. ამაზე იყო კიდეც ღია საუბარი, ჩვენ აღვნიშნეთ და დავაფიქსირეთ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება არსებული საკითხისადმი.
საბიუჯეტო შენატანები 2000 წლამდე თუ იყო 70 მილიონი, შარშან 420 მილიონი იყო და ა.შ. ბევრი საკითხი ხელისუფლების მხრიდან ხელს უწყობდა მონოპოლიების შექმნას, ანუ ისინი, ვინც არიან მომპოვებლები, დიდი ფინანსური რესურსები გააჩნიათ და შესაბამისად, მათ აქვთ იმის საშუალება, რომ ამ ბერკეტების მეშვეობით ეს კომპანიები ჩაძირონ. წლების განმავლობაში არცერთი კანონი არ იქნა მიღებული, რასაც შეეძლო ხელი შეეწყო ასეთი ბუნებრივი მონოპოლიების შექმნისთვის. დღეს ის ფაქტი, რომ ბაზარზე ცნობილი ბრენდები გაცილებით კომფორტულად არიან, იმის მაჩვენებელია, რომ ეს კომპანიები დიდი რესურსს ფლობენ, თვითონ არიან მომპოვებლები, საკუთარი ქარხნები აქვთ, დიდი ფინანსური რესურსი აქვთ და ამ პირობებში სუფთა კონკურენტულ გარემოში აქვთ დიდი შემოსავალი. ეს არის კონკურენცია, რომელიც ყველგან არის მსოფლიოში. თქვენ რაც თქვით, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, არცერთ კომპანიაში მსგავსი რამ არ მომხდარა.
- კულუარებში საუბრობენ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წვერების წილებზე. ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებში ძირითადად ეს თემა დახურულია და მოწილეების საკითხი გასაიდუმლოებული. კორპორატიულობის ელემენტარული ნორმებიც კი იგნორირებულია. რეალურად რომელი კომპანია ვის ეკუთვნის და ცრუმაგიერი პირები სად, რომელი კომპანიაში უფროა დაფიქსირებული?
- პირველად ეს ინფორმაცია რამდენიმე წლის წინ გაჟღერდა, რომ თითქოსდა ერთ-ერთ ცნობილ ბრენდთან დააკავშირეს პრეზიდენტის ოჯახის წევრები. თუმცა მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ის ცნობილი ბრენდები, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილები, მაგალითად, თუ "სოკარ ჯორჯიაზეა" საუბარი, მისი გარკვეული წილის მფლობელი გახლავთ აზერბაიჯანის მოქალაქე. შესაბამისად, დამერწუნეთ, ამ კომპანიას მსგავსი გაურკვევლობის პრობლემა არ აქვს. კომპანიაში დაფიქსირებულია მფლობელების ვინაობა. კომპანიის მფლობელი რამდენიმე პიროვნებაა, რომელთაგან ქართული მოწილე ვანო ჩხარტიშვილია, რომელიც ამავდროულად კომპანიის დამფუძნებელია. ეს ღიად არის დეკლარირებული. თუ საუბარიაL"ლუკოილ ჯორჯიაზე," ეს ცნობილი რუსული კომპანიაა. აქაც დაფიქსირებულია, ვინ არიან კომპანიის მფლობელები. ეს არის როგორც ქართული მხარე, ასევე შვეიცარიული მხარის წარმომადგენლები და ეს ყველაფერი ღიად არის მოცემული. დამერწმუნეთ, ამ კომპანიებს აქვთ იმის საშუალება, რომ თავის თავი დაიცვან. ასეთ მასშტაბურ კომპანიებს აქვთ თეთრი ბიზნესი და არ სჭირდებათ რაღაცაში გარევა. ეს ყველაფერი არის პიარის თემა, რომელიც ფაქტობრივად სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის.
-მძღოლები უჩივიან ნავთობგასამართ სადგურებზე მოტყუების ფაქტებს, უსხამენ ნაკლებს და ასეა თთქმის ყველა კომპანიის გასამართ სადგურებზე. ეს რომ ასეა, ძნელი დასამტკიცებელი არ არის. ბევრ მანქანას ჩასხმული ბენზინის ზუსტი მოცულობის საზომიც უყენია. თქვენი კავშირი იმპორტიორების უფლებებს იცავს, მაგრამ თქვენ ხომ მომხმარებელთა უფლებების დაცვაც გევალებათ? ამ ფაქტზე რას იტყვით?
-ჩვენ ამ თემაზე ძალიან ბევრი განცხადებები გვაქვს გაკეთებული. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, აღინიშნება და მინდა გითხრათ, რომ ეს ხდება იმ უსახურ ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც, ვთქვათ, თბილისის გასასვლელებში არიან, არაბრენდულები მყავს მხედველობაში. ისინი საწვავს მუდმივად გაცილებით იაფად ყიდიან, ვიდრე ის იყიდება რომელიმე სადგურზე, ვინაიადან ისინი არ მონაწილეობენ არც საბითუმო სეგმენტში, არც იმპორტში. ამიტომ ასეთი სადგურები ლარ და 20 თეთრიან ბენზინს ლარ და 2 თეთრად ყიდის. უნდა დაიბადოს კითხვა: როგორ ყიდის?Mმარტივი ლოგიკაა. ის იტყვის, რომ ვმუშაობ 2 თეთრზე,Mმაგრამ საქმე ის არის, რომ 2 თეთრიც არც რჩებათ, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მათ ეკისრებათ. 2თეთრზე დასაქმებულია ოპერატორი, იჯარის თანხაა გადასახდელი, რაც ჯამში 2 თეთრზე მეტია, ამიტომ მას არ შეუძლია ამFფასში გაყიდოს საწვავი. ისმის კითხვა: მაშინ რასთან გვაქვს საქმე? პასუხი ორია: ან ყიდის კონტრაბანდისტულ საწვავს, ან ატყუებს მომხმარებელს. აკეთებს ორივეს. ხშირ შემთხვევაში,Aაკლებენ ერთ-ორ ლიტრას და საბოლოოდ გამოდის, რომ მომხმარებელი ყიდულობს საწვავს არა იაფად, არამედ გაცილებით ძვირად. დღეს უკვე დაიხვეწა ტექნოლოგიები, რაც იმაში გამოიხატება, რომ მომხმარებელს მიაქვს ჭურჭელი და ამოწმებს, მაგრამ ასეთ დროსაც კი შესაძლებელია მათი მოტყუება. იმიტომ, რომ ასეთ ბენზინგასამართ სადგურებზე აქვთ გადამყვანები, რომლის მეშვეობითაც მანქანაში აკლებენ საწვავს. ციფერბლატზე ამ დროს ჩანს იმ რაოდენობის ბენზინი, რაც რეალურად უნდა იყოს ჩასხმული, მაგრამ ამას მოყვება ჰაერი, ტრიალებს ციფრი ჰაერთან ერთად, სწორედ ამ დროს ხდება მათი მოტყუება. ჩვენ ამის შესახებ მომხმარებელს მუდამ ვაფრთხილებთ.
ახლა რაც შეეხება ბრენდულ ფირმებს. თუ ბრენდული ამას კადრულობს, ეს არის, პირველ რიგში, მისი იმიჯის შემლახავი და მისი კომპანიის სახელის გატეხვა. მათ ინტერესში ეს არ შედის, იმიტომ, რომ მათ ეს ამად არ უღირთ. თუ მომხმარებელი ასეთ ფაქტს დააფიქსირებს, ელემენტარულად აღარ ისარგებლებს ამ კომპანიის სერვისით. შესაბამისად, კომპანია ძალიან ბევრ კლიენტს დაკარგავს. ასეთ ფაქტებს, ვფიქრობ, უფრო რეგიონებსა და რაიონებში აქვს ადგილი. მოგეხსენებათ, ზოგ კომპანიას 50 გასამართი სადგური აქვს, ზოგს 30 და შეიძლება შიდა ადმინისტრატორი ატყუებს მომხმარებლებს და ცდილობს რაღაც სახის მოგების ნახვას. მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ არის კომპანიის გადაწყვეტილება, რომ მათმა კომპანიამ ამ გზით მოიტყუოს. საერთოდ კი მე საქმის კურსში ვარ და მსგავსი ფაქტები ბრენდულ ფირმებში ვიცი, რომ არ ხდება.
- მომხმარებლები ასევე უჩივიან ბენზინის ხარისხის გაუარესებას. რა არის ამის მიზეზი? სხვადასხვა ფასის და ოქტანობის ფასი ხშირად ერთი და იგივეა. ვინ უნდა გააკონტროლოს ეს და რატომ ხდება ასე. არადა "ლუკოილი," "რომპეტროლი" და სხვები ხომ საკმაოდ სახელიანი კომპანიები არიან?
- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? ერთი მომენტია ის, რომ ეს ხდება ლაპარაკის დონეზე, ანუ ინფორმაცია ჭორის დონეზეა გავრცელებული. "რომპეტროლს" რა უჭირს იმის ფასი, რომ ასე მოიქცეს? როცა თვითონ არის ყველაზე დიდი შემომტანი იმპორტიორი კომპანია, საკმაოდ ცნობილი მთელს მსოფლიოში. საქართველოში შემოსულია ძალიან სერიოზულად და სერიოზული ამბიციაც აქვს. რა უჭირს მას, რომ, ვთქვათ, პრემიუმი ან სუპერი არ ჩაასხას? დამერწმუნეთ, ასეთი რამ გამორიცხულია. ისინი ერთს არ გაასაღებენ მეორედ. იგივე შემიძლია ვთქვა "ლუკოილზე". ასეთი ფაქტები ისევ რაიონებსა და რეგიონებში არსებულ არალეგალურ გასამართ სადგურებზე შეიძლება დაფიქსირდეს.
საქართველოში არსებული ნავთობიმპორტიორი კომპანიები ძირითადად სახელმწიფო ორგანიზაციებს ემსახურებიან. მათ ტენდერები აქვთ მოგებული, ემსახურებიან პატრულს, პოლიციას, მნიშვნელოვან ორგანოებს, როგორ ფიქრობთ, ეს რომ ასე იყო, ისინი ამას არ იტყვიან? Bბრენდულს ეს არ აინტერესებს. იმისათვის, რომ სრულად და ამომწურავად გაეცეს პასუხი თქვენს მიერ დასმულ კითხვებს და გაქარწყლდეს ეჭვები, ყველამ, ვისაც აქვს მსგავსი ეჭვები და ამის სურვილი, კონტროლი უნდა აწარმოოს. თუმცა ამას სახელმწიფოში არავინ არ ასრულებს. ნავთობპროდუქტების იმპორტი როცა ხორციელდება, არ არის აუცილებელი ხარისხობრივი შემოწმება, ეს ნებაყოფილობითია. ანუ ამას განბაჟება არ ითხოვს. როცა კონტროლი არ არსებობს შიდა სამყაროში, ამით ძირითადად დაკავებულნი არიან სხვა ცნობილი ბრენდები. დანარჩენი არავინ. თუმცა მე გეთანხმებით, რომ ხარისხის კონტროლის მექანიზმები უნდა იყოს. ნავთობპროდუქტების ხარისხზე დამოკიდებულია ბევრი რამ. არა მხოლოდ მისი მანქანაში ჩასხმა, არამედ ყოველდღიური საკითხები, რომელმაც შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მიაყენოს სრულიად მოსახლეობას, ვიდრე კონკრეტული მანქანის გაფუჭებამ. ეკოლოგიური მდგომარეობა, ადამიანის ჯანმრთელობა და ა.შ. უარესდება.

ესაუბრა თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48