"ნაბუკოს" პროექტი სოფიის სამიტის შემდეგ გაცილებით რეალური გახდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ენერგეტიკა : "ნაბუკოს" პროექტი სოფიის სამიტის შემდეგ გაცილებით რეალური გახდა
ნანახია: 1006

"ნაბუკოს" გაზსადენის პროექტი საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობის გამოყენებისა და ჩვენი ქვეყნის მდებარეობით რეალურად სარგებლობის საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის განხორციელებას სხვადასხვა სახისა და შინაარსის პრობლემა ექმნება, იგი მაინც აქტუალურია.
დღესდღეობით ევროპის უმეტესი ნაწილი გაზს რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომისგან" იღებს. კომპანიას, რომელიც ბუნებრივი აირის რესურსებს რუსეთსა და ყაზახეთში სრულად, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში კი ნაწილობრივ აკონტროლებს, აღმოსავლეთ ევროპაში გაზის მიწოდების კუთხით მონოპოლისტური მდგომარეობა გააჩნია. პოლიტიკური ინტერესებიდან არც თუ შორს მდგომი "გაზპრომი" თავის მდგომარეობას აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, არა მხოლოდ ბიზნესწარმატებისთვის იყენებს. ბუნებრივი აირის ფასებითა და მიწოდების შეფერხებებით მანიპულირება, ბოლო პერიოდში, ევროპასთან ურთიერთობაში რუსეთის სერიოზული პოლიტიკური ბერკეტი გახდა.
ამ ფონზე, ევროპა ბუნებრივი აირის ალტერნატიულ წყაროს ეძებს. ამ კონტექსტში რამდენიმე მსხვილი პროექტი შემუშავდა. მათ შორის ყველაზე სერიოზულად ბოლო წლებში "ნაბუკოს" გაზსადენის შესახებ საუბრობენ. ეს პროექტი ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბომეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთი-ბულგარეთი-რუმინეთი-უნგრეთი-ავსტრიის მარშრუტით ითვალისწინებს. მაგისტრალის მშენებლობის დაწყება 2010 წელს იგეგმება. პროექტის რეალიზებისთვის 7-8 მილიარდი დოლარია საჭირო. "ნაბუკოსთვის" გაზის პოტენციური მიმწოდებლების სახით აზერბაიჯანს, ირანს, თურქმენეთს და ბოლო დროს ერაყს მოიაზრებენ. ერაყული გაზის ევროპაში გატანას მხარს უჭერს აშშ.
თუმცა პროექტი, რომელზე მუშაობაც 8 წლის წინ დაიწყო, ჩანასახოვან მდგომარეობას არ გასცდენია. ამას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, რეალურად არავის აქვს ნათლად წარმოდგენილი, რა რესურსებით უნდა შეივსოს ნაბუკოს გაზსადენი. როგორც უკვე ვთქვით, "გაზპრომი" აკონტროლებს თავად რუსეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის და აზერბაიჯანის რესურსებს. პროექტში ირანის ჩართვას მხარს არ დაუჭერს აშშ, რომლის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, "ნაბუკოს" რეალურობა წარმოუდგენელია. ამ ფონზე, გაზსადენისთვის ბუნებრივი აირის მოძიების ერთადერთი გზა შუა აზიის ქვეყნებში ახალი საბადოების ათვისებაა, ამას დამატებითი ფინანსური რესურსები და დიდი დრო სჭირდება.
23 მარტს ბრიუსელში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე ევროკავშირმა, ნაბუკოსთვის 200 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ ექსპერტებმა მას ერთგვარი რევერანსი უწოდეს. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ "ნაბუკო" არ შედგებოდა. სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, გასულ კვირას ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ გაზის სამიტზე. სამიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ "ნაბუკოს" პროექტს ევროკავშირი 4 მილიარდი ევროთი დააფინანსებს. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, "ევროპას სტაბილური გაზის მიმწოდებელი სჭირდება, ამიტომ ანიჭებს ის უპირატესობას ნაბუკოს" პროექტს, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულს".
მიუხედავად ამგვარი განწყობისა, სოფიაში მიღებულ დეკლარაციაში, კონკრეტულად არც ერთ პროექტზე არ არის საუბარი. "მთავარია, რომ დეკლარაცია მიღებულია, რომლის ტექსტიც დისკუსიების მიუხედავად, კონსენსუსის საფუძველზე მივიღეთ. დეკლარაციაში არც ერთ კონკრეტულ პროექტზე არ არის საუბარი. ძნელია ითქვას, რომ "ნაბუკოც" და თეთრი ნაკადიც ალტერნატიული პროექტებია. ამ მარშრუტებში უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესები. თეთრი ნაკადის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანხმობასა და დაფინანსებაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა გეორგ პირვანოვმა.
თუ "ნაბუკოსა" და თეთრი ნაკადის პროექტების მიმართ ქართულ მხარეს საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს, აღნიშნული პროექტების წარმოდგენილი სახით განხორციელება, სრულიად არ შედის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებში. ბულგარეთის დედაქალაქში, რუსეთი "ნაბუკოს" პროექტის ალტერნატივას, სამხრეთის ნაკადს აქტიურად ლობირებდა. თუმცა, ევროპა მაქსიმალურად ცდილობს თავის გაზმომარაგებაში რუსეთის როლის შემცირებას. ბულგარეთის ვიცე-პრემიერის, ივალიო კალფინის განცხადებით, ერთმანეთთან არ უნდა გაიგივდეს კავკასიის დერეფანი და სამხრეთის ნაკადი, რადგან კავკასიის დერეფანში შედის "ნაბუკოც", თეთრი ნაკადიც, თურქეთი, იტალია და საბერძნეთი.
"სამხრეთ ნაკადი კი ამ პროექტის კონკურენტია. ევროპა ამჟამად სამხრეთ ნაკადის თემის განხილვას არ გეგმავს, რადგან ეს არ არის სტრატეგიული პროექტი", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
დეკლარაციაში პრიორიტეტულ მიმართულებებად კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნები დასახელდა. რუსული მხარე, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრი სერგეი შმატკო წარმოადგენდა, იმის მიუხედავად, რომ დეკლარაციაში სამხრეთ ნაკადი არ შევიდა, სამიტში მონაწილეობით მაინც კმაყოფილია. "სამართლიანია, რომ დეკლარაციაში სამხრეთ ნაკადი არ არის ნახსენები, რადგან დოკუმენტში არც ერთი სხვა კონკრეტული პროექტი არ შესულა", - განაცხადა შმატკომ.
როგორც ვხედავთ, "ნაბუკოს" პროექტი სოფიის სამიტის შემდეგ გაცილებით პერსპექტიული გახდა, ვიდრე ის ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ ჩანდა. თუმცა, საკითხი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. ევროკავშირმა მართალია თანხმობა განაცხადა გაზსადენის მშენებლობისთვის 4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე, თუმცა "ნაბუკოს" გაზით შევსების საკითხი, ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს 8 მაისს, პრაღაში განიხილავენ.

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48