მოაგვარებს თუ არა ყარაბაღის პრობლემას გიუმრი-ყარსის სარკინიგზო პროექტი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ენერგეტიკა : მოაგვარებს თუ არა ყარაბაღის პრობლემას გიუმრი-ყარსის სარკინიგზო პროექტი
ნანახია: 1120

ბოლო დროს სულ უფრო და უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბარი თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დათბობაზე. თურქეთ-სომხეთის ურთიერთობა პირდაპირ იყო მიბმული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე. თურქეთისა და აზერბაიჯანის ახლო, თითქმის ნათესაური, კავშირი ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა თურქებისა და სომხების ურთიერთობაზე. გარდა ამისა, თურქებსა და სომხებს ერთმანეთთან საკუთარი ანგარიშები აქვთ, ყველასათვის ცნობილია მეოცე საუკუნის დასაწყისში მომხდარი სერიოზული კონფლიქტის შესახებ.
ამ ფონზე თურქეთის პრემიერის რეჯიპ ტაიპ ერდოგანისა და პრეზიდენტის აბდულა გიულის თითქმის იდენტური შინაარსის განცხადებები, რომ ყარაბაღის პრობლემა წლის ბოლომდე მოგვარდება, ექსპერტებისა და ანალიტიკოსებისთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ერთადერთი პოზიტიური მომენტი თემის ამგვარად გადაწყვეტის საკითხში, სომხეთსა და თურქეთს შორის გიუმრი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის საკითხზე მუშაობის დაწყება იყო.
ბოლო დღეებში სომხურ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა ცნობა, რომ გიუმრი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა უკვე აქტიურად იწყება. ამჟამად რკინიგზაზე აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, სამუშაოები როგორც თურქეთის, ასევე სომხეთის ტერიტორიებზე ხორციელდება.
რამდენად რეალურია, რომ მოვლენები სწორედ ამ სცენარით განვითარდეს და რა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ყარაბაღის კონფლიქტი, თუნდაც თურქეთის დაინტერესების შემთხვევაში, დადებითად გადაწყდეს, ამასთან დაკავშირებით, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს საინტერესო აზრი გააჩნია. "ეჭვი მეპარება, რომ თურქეთის პრეზიდენტის ასეთ განცხადებას რეალური საფუძველი ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ თურქეთს ძალა შესწევს წლის ბოლომდე ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მკვდარი წერტილიდან დაძრას, მაგრამ კონფლიქტის საბოლოოდ გადაწყვეტას წლები სჭირდება. ეჭვი მეპარება, რომ ეს კონფლიქტი ასე მალე მოგვარდეს, ასე რომ, თურქების განცხადებები მხოლოდ ოპტიმისტურ განწყობად უნდა მივიჩნიოთ, პოლიტიკოსებს სჩვევიათ ასეთი განცხადებების გაკეთება. მე მიმაჩნია, რომ ეს განცხადება უსაფუძვლოა. ვიცნობ ამ კონფლიქტს და ეჭვი მეპარება, რომ იგი ასე უცებ გადაწყდეს. ეს განცხადება თურქეთის როლის წინ წამოწევას გამოიწვევს", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ყარაბაღის კონფლიქტის წლის ბოლომდე გადაწყვეტის შესახებ, მსგავსი შეფასებები აქვს კიდევ ერთ ქართველ პოლიტოლოგს არჩილ გეგეშიძეს. "თუ თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდება, ეს ცოტა საკამათო თემაა. ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ თურქეთისა და სომხეთის რაიმე შეთანხმებაზე და მოლაპარაკებაზე არაა დამოკიდებული. აქ, პირველ რიგში, აზერბაიჯანის პოზიციებია გასათვალისწინებელი, რომელიც დღეისათვის ისევე ურყევია, როგორც აქამდე იყო. ამიტომ ეჭვი მეპარება, რომ წლის ბოლომდე ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდეს. თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განმუხტვა შესაძლებელია, შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც, საზღვრის გახსნაც, ამის ტენდენცია ბოლო პერიოდში აშკარად გამოკვეთილია. მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა გახდეს კომპრომისის საგანი და გარკვეული შეთანხმება უნდა შედგეს, რაც ორივე მხარეს სჭირდება. ამ პროცესში პოლიტიკოსები ეძებენ გარკვეული გარანტიებსა და ფორმულებს, მაგრამ ეს არც ისე ადვილია", - ამბობს არჩილ გეგეშიძე.
თურქეთ-სომხეთის დამაკავშირებელი თუ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამან შეიძლება ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტაზე იმოქმედოს, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, ამ შემთხვევაში, რა ბედი ელის აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ რკინიგზას, რომელმაც საქართველოზე გაიაროს. ამ საკითხთან დაკავშირებით, აზრი იმავე პაატა ზაქარეიშვილმა გამოთქვა. იგი ფიქრობს, რომ გიუმრი-ყარსის პროექტის ამოქმედება, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის პროექტს მნიშვნელობას არ უკარგავს. "არა მგონია, რომ გიუმრი-თურქეთის რკინიგზის გააქტიურების საკითხმა ყარსი-ახალქალაქის მშენებლობას აზრი გამოაცალოს. ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთის მშენებლობა უკვე დაფინანსებულია და სამუშაოებიც დაწყებულია. ვფიქრობ, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა უფრო მალე შევა ძალაში და უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე გიუმრი-ყარსი. საქართველოს ავტორიტეტი, აქ ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დაბლა დასწია. ამიტომ, ყველა ცდილობს, საქართველოს გვერდი აუაროს, თუმცა, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა მაინც იმუშავებს და ეს რკინიგზა მაინც იმოქმედებს.
გიუმრი-ყარსის რკინიგზას, ყარსი-ახალქალაქის ალტერნატივად არც არჩილ გეგეშიძე განიხილავს. "გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენა არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯან-საქართველო- თურქეთის შემაერთებელი რკინიგზა აზრს დაკარგავს, რადგან გიუმრი-ყარსის რკინიგზა მხოლოდ სომხეთს და თურქეთს დააკავშირებს და მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებს გააღრმავებს. მას არ შეუერთდება აზერბაიჯანი, მანამ სანამ ყარაბაღის პრობლემა არ მოგვარდება, რაც, ჩემი აზრით, დიდ ხანს გაგრძელდება. ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზას ყოველთვის ექნება თავისი მნიშვნელობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყარაბაღის პრობლემა მოგვარდება. კავკასიური კონფლიქტების მოგვარება ამ რეგიონის ეკონომიკისთვის იმდენად დადებითი მუხტის მიმცემი იქნება, რომ ჩვენს რეგიონში აუცილებლად იქნება ყველა სარკინიგზო ხაზისთვის საკმარისი ტვირთი და მგზავრი", - ასეთი პოზიტიური განწყობით ასრულებს კომენტარს თემაზე არჩილ გეგეშიძე.

ადა ექიზაშვილი



 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48