ნანახია: 1098
ირანისა და სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა დასრულდა. 700 მილიმეტრიანი, 206 კილომეტრი სიგრძის მილის მშენებლობა, 130 მლნ დოლარი დაჯდა. ირანსა და სომხეთს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, გაზსადენის მეშვეობით, სომხეთი წელიწადში 2,5 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიღებას შეძლებს, რის საფასურსაც ირანს ელექტროენერგიით გადაუხდის. აღნიშნული გაზსადენი, სომხეთის აღმოსავლეთ რეგიონებისა და თბოელექტროსადგურების მოსამარაგებლად არის განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ამ მილსადენით, რომელიც სომხეთის მხრიდან საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება, საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში იმპორტი შემცირდება და შესაბამისად, ჩრდილოეთიდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირებისთვის მიღებული შემოსავლები ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეულწილად დაიკლებს. მიუხედავად იმისა, რომ ირანულ-სომხურ მილსადენს, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, სატრანზიტო ფუნქცია არ გააჩნია, სომხეთი თავისი ქვეყნის გავლით ირანული გაზის ევროპაში გადატანასაც არ გამორიცხავს. საქმე ისაა, რომ სომხები ახალი, სატრანზიტო მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის დაწყებაზე საუბრობენ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ირანი ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მყიდველის მოძიებას. ირანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების ერთ-ერთ სავარაუდო ქვეყნად თურქეთიც მოიაზრება. აზერბაიჯანულ-თურქული მოკავშირეობიდან გამომდინარე, მიუხედავად აზერბაიჯანისა და სომხეთის დაძაბული ურთიერთობისა, გაზსადენმა შესაძლებელია აზერბაიჯანზეც გაიაროს. ევროპის ირანული გაზმომარაგების ამ ვერსიის მიხედვით, ლოგიკურია ენერგო რუკაზე, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის, საქართველო უფუნქციოდ დარჩეს. თუმცა, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, შოთა მალაშხია აცხადებს, რომ ამ მიმართულებით საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს: "ეს არის ქურქის ზღაპარი. თუკი ირანული გაზი სომხეთის, შემდეგ კი თურქეთი გავლით ევროპაში გავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სომხები თურქებს გენოციდს დაუვიწყებენ, აზერბაიჯანთან კი ყარაბაღის პრობლემას მოაგვარებენ. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ლოგიკურია სომხებს რუსული ბაზები თავიანთ ქვეყანაში აღარ დასჭირდებათ, ამით კი რუსეთი კავკასიაში უკანასკნელ საყრდენსაც კარგავს. ქართველი ექსპერტები მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარზე აქტიურად საუბრობენ. სინამდვილეში, ეს დემაგოგიაა. ირანის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ამგვარი დაახლოება იმაზე უფრო რთული პრობლემაა, ვიდრე რუსეთთან რაიმე პრობლემის მოგვარება. თანაც, ვიდრე მსოფლიოს ირანთან ატომური შეიარაღების საკითხები არ გაურკვევია, ირანული გაზის ევროპაში მყიდველის მოძიება საერთოდ აბსურდია. ჩვენი ქვეყანა ნაბუკოს პროექტში, რომლის გაზსაც თურქმენეთი და ყაზახეთი შეა"
მარიამ შონია
|