DataLife Engine > ბიზნესი > ანზორ ქოქოლაძე "თი ბი სი ბანკს" აქციებში სამმაგ ფასს სთავაზობს
ანზორ ქოქოლაძე "თი ბი სი ბანკს" აქციებში სამმაგ ფასს სთავაზობს28 ივლისი 2010. : merabi |
|
ანზორ ქოქოლაძე "თიბისი ბანკს" "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების სამმაგ ფასად გამოსყიდვას სთავაზობს
ამ წინადადებით ქოქოლაძემ "თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძეს წერილობით მიმართა, რომელშიც ”ელიტ ელექტრონიქსის” აქციების 55%-ის სამმაგ ფასად გამოსყიდვას და ყველა ვალდებულების რეაბილიტაციის გეგმით დაფარვას სთავაზობს, რასაც, წერილის ავტორის თქმით, ახალი მენეჯმენტი ვერ ასრულებს. "თუ სიმართლეა, რომ "თიბისი ბანკი" მხოლოდ თავისი ვალის შემცირებით იყო დაინტერესებული და თუ "თიბისი ბანკი" მართლა მიიჩნევს, რომ "ელიტ–ელექტრონიქსის" 55% 116 ათასი ლარი ღირდა, რა ფასადაც ფარულად გადაიფორმა, მე სამჯერ მეტს ვუხდი ამ აქციების სანაცვლოდ," – აცხადებს "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი. ანზორ ქოქოლაძის შეფასებით, "თიბისი ბანკმა" "ელიტ ელექტრონიქსის" აქციები გაუმართლებელი და არაკეთილსინდისიერი გზით მიითვისა. "თიბისი ბანკი" მართლა რომ ყოფილიყო დაინტერესებული მხოლოდ საკუთარი ვალის შემცირებით, 2010 წლის იანვარში არ გამოისყიდდა არც იმ 1,300,000 დოლარს ”სახალხო ბანკისგან", რომელიც "ელიტ ელექტრონიქსს" კრედიტის სახით ქონდა მიღებული სახალხო ბანკისგან და არც "ელიტ ელექტრონიქსის" იმ აქციების 55%-ს შეისყიდდა ფარულად, რომლის ოფიციალური მმართველი ისედაც იყო," – აცხადებს ქოქოლაძე. |