| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბიზნესი : ბიზნეს-გარემოს გასაუმჯობესებლად თბილისში კონფერენცია მიმდინარეობს |
 ორდღიან კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა, განიხილავენ საქართველოში და სხვა ქვეყნებში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და მათ როლს კერძო სექტორის განვითარებაში. კონფერენციას ბიზნესგარემოს თემაზე, რომელიც დღეს თბილისში დაიწყო, საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირები მასპინძლობენ. ღონისძიებას 100-მდე მონაწილე, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 30 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ესწრება. შეხვედრის მიზანია რეფორმების სფეროში გამოცდილებისა და გამოწვევების გაზიარება, წარმატებული რეფორმების დაგეგმვისა და განხორციელების თავისებურებების შესწავლა. განსახილველ თემებს შორისაა "ერთი სარკმლის” პრინციპი ბიზნესის ლიცენზირებაში, ვაჭრობის ხელშეწყობა, გადასახადების ადმინისტრირება და კრედიტორთა და მსესხებელთა უფლებების გაძლიერება.
|
| |
| ბიზნესი : "იბერმითი" ხორცის ბაზრის ყველა სეგმენტის მონოპოლისტი ხდება |
ხორცის ყველა გამყიდველი მალე საარსებო წყაროს დაკარგავს ხორცის ბაზარზე "იბერმითის" გამოჩენის შემდეგ საინტერესო მოვლენები განვითარდა. ნატახტრის სასაკლაომ სახელმწიფოს აშკარა ჩარევით მოიპოვა ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა. სწორედ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, კომპანია "იბერმითი" საცალო მოვაჭრეებისთვის ხორცის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა. ამასთან, სწორედ "იბერმითის" მფლობელობაში არსებული ნატახტრის სასაკლაო ფლობს ხორცის დამუშავების ექსკლუზიურ უფლებას, ანუ "იბერმითი" ერთის მხრივ, მონოპოლისტია საქონლის მიღებისა და ხორცის დამუშავების სეგმენტში, მეორეს მხრივ კი მას მონოპოლისტური მდგომარეობა აქვს პროდუქტის დისტრიბუციის კუთხითაც.
|
| |
| ბიზნესი : "ბელუქსი" ახალ ფილიალს ხსნის |
 2011 წლის დასაწყისისთვის ავეჯის მაღაზია "ბელუქსი" ახალ ფილიალის გახსნას აპირებს, რომელიც არსებულ ობიექტებს შორის ყველაზე მაშტაბური იქნება. მენეჯმენტის ინფორმაციით, ახალი ფილიალის მშენებლობა დიღომში უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამრიგად, "ბელუქსი" თბილისში სამი ფილიალის მფლობელი გახდება.
|
| |
| ბიზნესი : "დექსუსი" კლიენტებს 18%-იანი დღგ-ს გადახდას აიძულებს |
"ფულს ჰაერში ვყრით და ახლა კიდევ უნდათ, რომ თავიანთი შეცდომების გამოსასწორებლად ფული ისევ ჩვენ გამოგვტყუონ"თბილისი (არც სხვა ქალაქებია უკეთეს დღეში) ერთ დიდ სამშენებლო პოლიგონს ჰგავს, სადაც მშენებლობები დაიწყეს და ისეთი პირი უჩანს, აღარასოდეს დაამთავრებენ. მიზეზი მარტივი და ძალიან "ეკონომიკურია" _ როცა მთელი ქვეყანა ღატაკია, შეუძლებელია, ერთი კონკრეტული დარგი წარმატებულად განვითარდეს, მით უფრო ისეთი მასშტაბური, როგორც სამშენებლო ბიზნესია. ქართული სამშენებლო ბაზრის ყველაზე დიდი ფინანსური პირამიდა მაია რჩეულიშვილმა ააგო. როცა მასშტაბური ფინანსური პირამიდის მართვა შეუძლებელი გახდა, რჩეულიშვილების ოჯახმა "ცენტრ-პოინტის" ყველა აქტივი და პასივი "რჩეულის" სასტუმროების ქსელთან ერთად სამწლიან მმართველობაში ახლადშექმნილ საინვესტიციო და დეველოპერულ კომპანია "დექსუსს" გადაულოცა და ათასობით მომხმარებელს ახალი თავსატეხი დაუტოვა. "დექსუსი" ქართული კომპანიაა, რომელიც სწორედ "ცენტრ პოინტის" მართვის მიზნით შეიქმნა, გარიგების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე.
|
| |
| ბიზნესი : "ბორჯომი" – მინერალური წყლის ბრენდი 120 წლისაა |
 ლეგენდარული "ბორჯომის" მინერალურ წყალს დღეს მთელი მსოფლიო კარგად იცნობს. ბორჯომის წყალი მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტებითა და მრავალი დაავადების წინააღმდეგ საუკეთესო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. ამბობენ, რომ სადაც ამჟამად პარკია გაშენებული, ადრე გრენადერთა პოლკი იყო დაბანაკებული. ხეების ჭრის დროს, შემთხვევით, მიწის სიღრმიდან მოჩუხჩუხე წყაროს გადაჰყრიან. უგემრიელესი წყალი უცნობი დაავადებით დატანჯულ პოლკის უფროსსაც გამოუყენებია და განკურნებულა. წყლის უნიკალურობას ახლა უკვე საერთაშორისო გამოფენებზე მოპოვებული ოქროს მედლებიც ადასტურებს.
|
| |
| ბიზნესი : "ტექნო ბუმი" ხვალიდან საახალწლო აქციას იწყებს |
"ტექნო ბუმის" მაღაზიებში 20 ნოემბრიდან "საახალწლო ბუმი" იწყება. კომპანიის ინფორმაციით, აქცია სხვადასხვა ბრენდის პროდუქციაზე 10 ლარიდან 250 ლარამდე ფასდაკლებას, მყიდველების დასაჩუქრებას და ასევე შეღავათიან საახალწლო განვადებას ითვალისწინებს.
|
| |
| ბიზნესი : "ჩვენთვის არ არსებობს ნუმერაცია, რომ ეს კარგი ბიზნესმენია და ის ცუდი" |
ინტერვიუ ბიზნესის ინტერესების დაცვის საკითხებში პრემიერ მინისტრის მთავარ მრჩევლთან გიორგი პერტაიასთანგიორგი პერტაია რამდენიმე წლის წინ ამერიკის სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა და მისი მთავარი ფუნქცია ბიზნესის ინტერესების დაცვა იყო. გარდა ამისა, ის მუშაობდა USAID-ისა და ევროკავშირის პროექტებში, რომლებიც ბიზნესკლიმატის შესწავლასთან იყო დაკავშირებული. 2009 წელს მან დაამთავრა დასავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი. ამის შემდეგ ის გარკვეული დროით მუშაობდა ვაშინგტონში კომპანია HAMILTON-ში დამოუკიდებელ ექსპერტად და მის კომპეტენციაში შედიოდა განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველო. ამა წლის გაზაფხულზე გიორგი პერტაია ბიზნესის ინტერესების დაცვის საკითხებში პრემიერ მინისტრის მთავარ მრჩევლად დაინიშნა.
|
| |
| ბიზნესი : ნავთობიმპორტიორთა კავშირმა ბენზინის გაძვირების არგუმენტირება სცადა |
საქართველოს ნავთობპროდუქტთა იმპორტიორთა კავშირმა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კავშირის განმარტებით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ბენზინის საერთაშორისო ფასი Platt's-ის მიხედვით, ტონაზე 22,1%-ით 800 აშშ დოლარამდე გაიზარდა, დიზელი 19,4%-ით 768 აშშ დოლარამდეა გაძვირებული.
|
| |
| ბიზნესი : ინტერნეტბაზრის მონოპოლისტები მომხმარებელს ფასშიც ატყუებენ და ხარისხშიც |
ინტერნეტის სიჩქარე უმეტეს შემთხვევაში იმის ნახევარიც არ არის, რაც მომხმარებელს აქვს შეძენილი მონოპოლიური ფასების პრობლემა ქართული ბიზნესის თითქმის ყველა სეგმენტში დგას. მონოპოლიური მდგომარეობა კომპანიას საშუალებას აძლევს თავად დაადგინოს პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი და ფასები. ეს ის სიტუაციაა, როდესაც ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების კანონი და ფასწარმოქმნის კლასიკური თეორიები აზრს კარგავს და ყველაფერი გამყიდველის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
|
| |
| ბიზნესი : ”იბერმითი” დაკანონებული მონოპოლიაა |
 თბილისელებს ”ევროპულად” დაკლული საქონლის 1 კილოგრამი ხორცი 5 ლარით უძვირდება
|
| |
| ბიზნესი : "გუდვილი" მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა |
 სერვისი ქართულ ბიზნესში ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემაა. მომსახურების ხარისხი განსაკუთრებით ისეთ ბიზნესდაწესებულებებშია აქტუალური, რომლებიც საცალო ვაჭრობის მიმართულებით საქმიანობენ. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესო ძვრები შეინიშნება.
|
| |
| ბიზნესი : "უნიქარდი" მომხმარებელს ახალ კატალოგს და საშობაო ტურებს სთავაზობს |
"უნიქარდის" მომხმარებელს საჩუქრების შერჩევა 12 ქულიდან შეეძლება. საჩუქრების ნუსხას ბარათის მფლობელი "უნიქარდის" ახალ ვებ-კატალოგზე (htpp://www.unicard.ge/) გაეცნობა, რომლის ბეჭდური ვერსია 15 ნოემბრამდე გამოვა. ვებ-კატალოგში სამოგზაურო ტურების განახლებული ვარიანტიც არის განთავსებული.
|
| |
| ბიზნესი : სახეების ამოცნობის ტექნოლოგია: ახლა უკვე სმარტფონზე |
მანჩესტერის უნივერსიტეტის (Univeristy of Manchester) მეცნიერებმა შექმნეს პროგრამული უზრუნველყოფა სმარტფონებზე სახეების ამოსაცნობად. საიდენტიფიკაციო პროგრამული უზრუნველყოფა თავდაპირველად პაროლის და PIN-კოდების შესაცვლელად გამოიყენებოდა, მაგრამ მიღწეული სიზუსტე და ამოცნობის სიჩქარე სხვა სფეროებშიც შეიძლება გამოდგეს. ასე მაგალითად, სმარტფონმა შეიძლება განსაზღვროს ხასიათი ან მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო მიმიკის ცვლილება სხვადასხვა ბრძანებების სახით ან თამაშების სამართავად შეიძლება გამოიყენოს.
|
| |
| ბიზნესი : არის თუ არა ბაზარზე ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტები |
 რძის პროდუქტებს ბევრი კომპანია აწარმოებს. მათ უმეტესობას საკმაოდ ორაზროვანი წარწერა ამშვენებს - დამზადებულია ნატურალური ნედლეულისგან. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ მწარმოებლები ნატურალურ რძის ფხვნილს გულისხმობენ. თუმცა ამის მკაფიოდ დაფიქსირებას ბევრი მათგანი ერიდება. მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, რისგან მზადდება პროდუქტი, რომელსაც ის იძენს. ეს ნორმა კი რატომღაც ჩვენს სინამდვილეში დაცული არ არის.
|
| |
| ბიზნესი : თავისუფალი ზონები, როგორც გლობალური ეკონომიკური პრობლემა |
 თავისუფალი ეკონომიკური ზონები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება და მისი დაინტერესების მთავარი არსი გადასახედებისგან თავის არიდებაში ან მის შემცირებაში მდგომარეობს. თუმცა ამ ფაქტორს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. მრავალი ნეგატიური მხარის მიუხედავად, თეზ-ები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში. თეზ-ებში მოთამაშე პირები, კანონის დაურღვევლად, მინიმალური დანახარჯებით ახერხებენ დიდი წარმატებების მიღწევას. თავისუფალი ეკონომიკური ზონები გამოირჩევიან სხვა დანარჩენი ტერიტორიებისგან იმით, რომ აქ მოქმედებს შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები, რაც იზიდავს სხვადასხვა ინვესტორს. ეს კი აიხსნება გადასახადის გადამხდელის გადასახადებისგან თავის არიდებითა და უცხოური კაპიტალის მოზიდვის სურვილით.
|
| |
| ბიზნესი : ვინ გადაიფორმა მამია სანადირაძის "კავკაზუს ონლაინი" |
ამ სფეროშიც მონოპოლისტი ჩამოყალიბდა? "ინთერნეიშენელ ონლაინ ნეტვორქის" 50%-ს "ნელგადო ლიმიტედი" ფლობს ვინ არიან "ნელგადო ლიმიტედის" მფლობელები, სადაური კომპანიაა იგი, სად არის დარეგისტრირებული? ამ კითხვებით ორი დღის განმავლობაში მივმართავდით "კავკაზუს ონლაინს", ამჟამად უკვე "ინთერნეიშენელ ონლაინ ნეტვორქის" უფლებამოსილებებს, რომლებიც ხან გვპასუხობდნენ და სამომავლოდ გვპირდებოდნენ ამ კითხვებზე პასუხს, ხან საერთოდ არ იღებდნენ ყურმილს. რატომ გვემალებით, კოლეგებო? აბა, რის პრეზენტაცია მოიწვიეთ, თუ ამ კითხვებზე პასუხები არ გაქვთ? თუ გულისხმობთ, რომ ისედაც ყველამ იცის, ვისია დღეს ყოფილი "კავკაზუს ონლაინი"?
|
| |
| ბიზნესი : რატომ გავიდა EBRD "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" აქციონერთა შემადგენლობიდან |
 "ვითიბიმ" "ვითიბი ჯორჯიას" 5491266 ლარის აქციები ფიქსინგით შეიძინა, 1 აქცია 1 ლარად. სადღეისოდ "ვითიბი ჯორჯიას" აქციების 96,16%-ს რუსული "ვნეშტორგბანკი", ანუ "ვითიბი" ფლობს. მანამდე იგი აქციების 87,38%-ის მფლობელი იყო. "ვითიბის" მონათესავე "ლაკარპა ენტერპრაის ლიმიტედი" აქციების 2,16%-ის მფლობელია. ბოლო დრომდე ევრობანკი, ანუ EBRD აქციების 7,58%-ის მფლობელი იყო.
|
| |
| ბიზნესი : "საქართველოს ბანკი" ბაზარზე ინოვაციურ მომსახურებას "SMS სესხს" დანერგავს |
 ქართულ საბანკო სისტემაში საკრედიტო პოლიტიკა ძირეულად იცვლება. საკრედიტო რისკების შემცირების ფონზე, ბანკები სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტებს სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომს ხდიან. დაკრედიტების გაზრდა ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს, მით უფრო, დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ბანკები ზუსტად პასუხობენ ეკონომიკაში არსებულ რეალურ მოთხოვნას და საკრედიტო პოლიტიკის განსაზღვრისას ღრმად გააზრებულ მიდგომებს იყენებენ.
|
| |
| ბიზნესი : ბიზნესის კეთების ზოგიერთი პარამეტრი მართლაც გაუმჯობესდა |
"ბ&ფ"-მა "დუინგ ბიზნესის" რეიტინგის საფუძვლიანობა გადაამოწმა  Doing Business-ის 2011 წლის რეიტინგში საქართველო, გასულ წელთან შედარებით, ერთი ნაბიჯით დაწინაურდა და მე-12 ადგილზე გადავიდა 183 ქვეყანას შორის. ამ რეიტინგს, როგორც ვიცით, მსოფლიო ბანკი ადგენს. ბიზნესის კეთების სიმარტივის განსაზღვრისთვის მსოფლიო ბანკი გარკვეულ კრიტერიუმებს იყენებს. ესენია: ბიზნესის დაწყების პროცედურები, სამშენებლო ნებართვების გაცემა, ქონების რეგისტრაციის საკითხი, კრედიტის აღების სიმარტივე, ინვესტორთა დაცვა, გადასახადების გადახდა, ვაჭრობის სიმარტივე, კონტრაქტების აღსრულების საკითხი და ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურები.
|
| |
| ბიზნესი : იაპონიასთან შედარებით საქართველოში ინტერნეტი 11-ჯერ ძვირია |
 სოციალურ ქსელ facebook-ში სპეციალური გვერდია შექმნილი, რომლის საშუალებითაც ქართველი მომხმარებელი ინტერნეტ-პროვაიდერებს ტარიფების დაწევას და ხარისხის მომატებას სთხოვს. ამ ჯგუფის წევრების რაოდენობამ უკვე 9200-ს მიაღწია.
|
| |
| ბიზნესი : კომპანია Mon group-ი mgroup-ის ბრენდის ქვეშ |
კომპანიები Mon group-ი და mgroup-ი 1 ნოემბრიდან mgroup -ის ბრენდის ქვეშ ერთიანდებიან, ამის შესახებ კომპანიების ხელმძღვანელებმა mgroup-ის დირექტორმა ზურა ცინცაძემ და Mon group-ის დირექტორმა გიორგი გიორბელიძემ განაცხადეს. გაერთიანების მიზნად ბაზრის წილის გაზრდა და აღნიშნულ სექტორში სხვადასხვა სეგმენტის ათვისება დასახელდა.
|
| |
| ბიზნესი : თავისუფალი ვაჭრობის შედეგად დაჩაგრული ქართული ექსპორტი |
ქართულმა "უხარისხო" პროდუქციამ "ხარისხიანი" თურქული საქონლის კონკურენციას ვერ გაუძლო
2006 წლის 19 დეკემბერს, ქ. ანკარაში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის პრეფერენციული ვაჭრობის შესახებ, რომელიც მხარეების ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით, წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში უნდა გადაზრდილიყო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში.
|
| |
| ბიზნესი : “აფბა” მთავრობას ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს |
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" მთავრობას ევროკავშირის მოთხოვნების დაუყონებლივ შესრულებასა და სახელისუფლებო კლანების მონოპოლისტური საქმიანობის შეზღუდვისაკენ, ანტიმონოპოლიური რეგულირების კანონმდებლობის რეანიმაციასა და ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნისკენ მოუწოდებს.
|
| |
| ბიზნესი : საქართველოში მედიკამენტებზე საშუალო ფასნამატი 102%-ს შეადგენს |
აღნიშნული მაჩვენებელი ჩეხეთში - 35%; საბერძნეთში - 46%; უნგრეთში - 27%; იტალიაში - 49%, ხოლო პოლონეთში - 32%
|
| |
| ბიზნესი : მთავრობის მორიგი "იაფი" ინიციატივა |
"ინტელის" კომპიუტერები სრულად ინტეგრირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რომელიმე ნაწილის შეცვლა შეუძლებელია
|
| |
| ბიზნესი : ბენდუქიძე ბორჯომში ორ ყველაზე დიდ შენობას ყიდულობს? |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი სამოქმედო გეგმა "დიდი პრივატიზაციაა", იყიდება ყველაფერი... ტყეები, მდინარეები, სანაპიროები, შენობა-ნაგებობები და ა.შ. ამაში თითქოს ცუდი არაფერია, ლიბერალური ეკონომიკა თუ გვინდა, კერძო საკუთრებაში უფრო მეტი ქონება უნდა იყოს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ამ ობიექტების შესყიდვა არ შეუძლია და ამ ყველაფრის მეპატრონეები მხოლოდ ერთეულები ხდებიან, ან სულაც ქართველები არ არიან. საქართველოში "დიდი პრივატიზების" შედეგად ბორჯომის რაიონში, ქალაქის ცენტრში მდებარე ყველაზე დიდი შენობა იყიდება, 3 სართულიანი #1 საშუალო სკოლა და მასთან მდებარე 9 სართულიანი ადმინისტრაციული შენობა, სადაც გამგეობის, საკრებულოს და სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებია განთავსებული.
|
| |
| ბიზნესი : ახალი საკანონმდებლო ინიციატივა “მცირე ბიზნესის შესახებ” |
დღეს,"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის” ოფისში “მცირე ბიზნესის შესახებ” კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა კოხრეიძე და აღმასრულებელი დირექტორი ლევან კალანდაძე უძღვებოდნენ. ასოციაციის წევრების განცხადებით, საქართველოში დღემდე არსებული ყველა პროექტი იყო არასწორი, რადგან კომერციული საფინანსო ინსტიტუტების გვერდის ავლით შეუძლებელი და ამავე დროს დაუშვებელია სახელმწიფომ გამოავლინოს კარგი ბიზნესპროექტი, აწონოს რისკები და დაითვალოს პოტენციური ამონაგები.
|
| |
| ბიზნესი : გასაყიდი ჯერ კიდევ ბევრია |
სულ ცოტა ხნის წინ, წამგებიანი საწარმეობის საკითხიც გადაწყდა! (ამ მთავრობას ისეთი საქმეები ”მოუყომარებია”, ეს იმათთან - ”კაკ სემიჩკი”). კერძოდ კი, ”მეწარმეთა შესახებ” კანონში ცვლილებები შევა, რომლის თანახმადაც, წამგებიანი საწარმოების გაყიდვა და მათი მართვის ოპტიმიზაცია მოხდება. აბა რა, ნატკენი თითი უნდა მოიჭრა, აბა მისი მკურნალობა ხომ ზედმეტი ხარჯია?! მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტში, წამგებიანი საწარმოები ”ერთი ქოლგის ქვეშ” მოექცევიან და ინვესტორებსაც უფრო მოიზიდავენ. ამავდროულად, ამ საწარმოების მართვაც გაადვილდება.
|
| |
| ბიზნესი : თბილისში არსებულ სავაჭრო ცენტრებში ფართის ნახევარი ცარიელია |
კომერციული ფართი დღეს ძვირად ფასობს. თუმცა მათი რაოდენობა, დღითი-დღე მაინც იზრდება. ბაზრობებისა და საკოლმეურნეო ბაზრების ადგილს უკვე თანამედროვე სავაჭრო ცენტრები იკავებენ. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მალე თბილისში ბაზრობები აღარ იქნება და მათ თანამედროვე სტილის კომპლექსური სავაჭრო ცენტრები შეცვლის.
|
| |
| ბიზნესი : "სითი პარკი" გიგი უგულავას საკუთრებაა" |
"სითი პარკი" გიგი უგულავას საკუთრებაა და პარკირების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებაც პირადად მან მიიღო"
|
| |
|
|
|
|