| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბიზნესი : „სოკარმა" და „ვისოლმა" წელს ბიზნესის განვითარებაში 60 მილიონი ლარი ჩადო |
ნავთობპროდუქტების სექტორში 2010 წელს მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. კავშირის ცნობით, ბაზარზე მოქმედმა ორმა ლიდერმა კომპანიამ "სოკარი" და "ვისოლი" შესაბამისად, 40 მლნ ლარი და 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
|
| |
| ბიზნესი : "გუდვილის" ქსელში საახალწლო ფასდაკლება იწყება. |
"გუდვილის" ქსელში საახალწლო აქსესუარებზე 80-პროცენტიანი ფასდაკლება იწყებ
|
| |
| ბიზნესი : "ქართული ბრენდის დღე 2010" |
 "შერატონ მეტეხი პალასში" ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების რიგით მერვე ცერემონიალი პომპეზურად აღინიშნა. "ქართული ბრენდის დღის" ავტორი და ორგანიზატორი საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილია". პროექტის მიზანია ქართული ბრენდების პოპულარიზაცია და მათი წარმოჩენა განვითარების ყველა ეტაპზე. ასევე პროექტი ხელს უწყობს კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას; ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.
|
| |
| ბიზნესი : გამოვიდა ახალი ჟურნალი მოგზაურებისთვის |
 ქართულ მედიასივრცეში გამოდის პირველი ქართული შემეცნებითი ჟურნალი მოგზაურობის შესახებ ,”მოგზაური”. ჟურნალი დააინტერესებს მოგზაურობისა და თავგადასავლების მოყვარულებს და არა მარტო მათ. მისი დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოგზაური, ჯუმბერ ლეჟავა. ჟურნალში წარმოდგენილი იქნება თავად დამფუძნებლის, ჯუმბერ ლეჟავას პირადი ჩანაწერები, მსოფლიოს გარშემო მისი საინტერესო მოგზაურობის შესახებ. ამასთან, გამოქვეყნდება ექსკლუზიური და უნიკალური ფოტომასალები, რომლებიც ცნობილ მოგზაურს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს აქვს გადაღებული.
|
| |
| ბიზნესი : სომხური კომპანია ქობულეთში მშენებლობას წყვეტს |
"ესკო კონცერი" მთავრობას სახელშეკრულებო პირობების შეცვლას სთხოვსსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას განცხადებით, დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურთ ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროების მშენებლობა დაიწყოს, საქართველოს მთავრობის სახელზე საპროექტო განაცხადის შეტანის ვადა 2011 წლის მარტამდე გაუგრძელდებათ. ხელისუფლებამ ანაკლია ქობულეთის მსგავსად სასტუმროების მშენებლობისა და ტურისტული განვითარების საუკეთესო ადგილად დაასახელა, თუმცა ქობულეთისგან განსხვავებით, ანაკლიით დაინტერესება, ჯერ-ჯერობით, ხელშესახები არ არის. ამას ცხადყოფს გამოცხადებულ ტურისტულ ზონებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მასშტაბი, თუმცა ქობულეთისგან განსხვავებით, ალბათ, ანაკლიაში სამშენებლო პროცესი ზედმეტი ვნებათაღელვის გარეშე ჩაივლის. ქობულეთში ახალი სასტუმროების მშენებლობა სწორედ იმ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც ფიჭვნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარია და მშენებლობები ისტორიულ ძეგლს განადგურებით ემუქრება.
|
| |
| ბიზნესი : ნიკა გილაური: "შემოწმებული კომპანიები მხოლოდ 10% ჯარიმდება" |
გიორგი ცხაკაია: "კომპანიების 95-98%-ს, სადაც ჩვენ მივდივართ, ვაჯარიმებთ"ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება რომ ახასიათებთ, ეს ახალი არაა, მაგრამ ზოგჯერ მათი შეფასებები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ბარონ მიუნჰაუზენასც გააკვირვებდა. ერთი ასეთი, რიგითი ფაქტი, ბოლო დღეებშიც დაფიქსირდა. გასულ კვირას ე.წ. ახალი ეკონომიკური კურსის (მასში რაიმე ახლის ნახვა ძნელია) ბიზნესმენებისთვის გაცნობისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში საგადასახადო კულტურა ჩამოყალიბდა. ამის მტკიცებულებად კი მან შემოწმებულ კომპანიებს შორის დაჯარიმებულების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი დაასახელა. "დღეს ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში საგადასახადო კულტურა ჩამოყალიბდა. ის ფაქტი, რომ შემოწმებების შედეგად მხოლოდ 10% ჯარიმდება, ეს უკვე თითქმის ევროპული ციფრია, რადგან ევროპაში მხოლოდ 7% ჯარიმდება", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
|
| |
| ბიზნესი : AZKOYEN-ი ქართულ ბაზარზე შემოდის |
 საქართველოში კიდევ ერთი საინტერესო ვაჭრობის სახეობა მკვიდრდება. ესპანური ბიზნესჯგუფი AZKOYEN ჩვენს ქვეყანაში საქმიანობას იწყებს. იგეგმება სპეციალური აპარატების დამონტაჟება, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა საკვები თუ სხვა პირველადი მოხმარების საგნების შეძენის შესაძლებლობას, გამყიდველთან კონტაქტის გარეშე აძლევს. საუბარია, ე.წ. "კოკა-კოლას" აპარატების მსგავს მოწყობილებაზე, რომელიც თავდაპირველად მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში განთავსდება.
|
| |
| ბიზნესი : სახელმწიფო ყველა მომგებიან სფეროში კერძო ბიზნესის კონკურენტი ხდება |
სახელმწიფო კერძო ბიზნესს შემოსავლების სამსახურით ანაცვლებს"ინფრასტრუქტურის შექმნამ და ახალმა "საგადასახადო კოდექსმა" განაპირობა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში საგადასახადო კულტურა ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს უკვე შეუძლია, ახალი ერა დაიწყოს და კერძო სექტორთან მიმართებაში ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს," - განაცხადა ნიკა გილაურმა მეწარმეებთან შეხვედრაზე. "ახალი კურსი" საგადასახადო კულტურის ამაღლებას, ასევე გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მთავრობამ, ამ მხრივ, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა, მათ შორის - შეიქმნა ლილოს გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი), რომელიც იმპორტიორებს პროდუქციის გაფორმებას გაუადვილებს, თუმცა გეზ-ის შექმნამ, რომელიც "სახელმწიფო საბაჟო ტერმინალის" ფუნქციას ასრულებს, კერძო ტერმინალები არაკონკურენტულ ვითარებაში ჩააყენა.
|
| |
| ბიზნესი : ონლაინ-შოპინგი სულ უფრო აქტუალური ხდება |
 საქართველოში საახალწლო ონლაინ-შოპინგის ბუმი დაიწყო. ინტერნეტ_მაღაზიების მომხმარებელთა რიცხვი შარშანდელთან შედარებით 60% გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო ქართული საზოგადოებისთვის შედარებით ახალია და ძირითადად მომხმარებელს ხელზე ყიდვა უფრო მეტად ურჩევნია, არის საზოგადოების ისეთი ნაწილიც რომლებიც ვირტუალურ ვაჭრობას ამჯობინებს. ამრიგად, უცხოური ონლაინ-მაღაზიებით სარგებლობამ საკმაოდ მოიკიდა ფეხი საქართველოშიც და ბოლო პერიოდში ამგვარი საიტები მრავლად შეიმჩნევა ჩვენს ვებ-სივრცეში.
|
| |
| ბიზნესი : გუდვილმა MobiPay-სთან ერთად ანგარიშსწორების ახალი სისტემა დანერგა |
 გუდვილმა MobiPay-სთან ერთად ანგარიშსწორების ახალი სისტემა დანერგა, რომლის ფარგლებშიც ჰიპერმარკეტის მომხმარებელს 2011 წლიდან ერთობლივ ინოვაციურ პროდუქტს შესთავაზებენ. გარდა ამისა, გუდვილი თავის მომხმარებლებს 2011 წლიდან შესთავაზებს, რომლის მეშვეობით მომხმარებელი პროდუქტის შეძენას კიდევ უფრო მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს, ხოლო ადგილზე მიტანის მომსახურებას DHL City Express-ი სრულიად საქართველოში უზრუნველყოფს. MobiPay კი, წარმოადგენს გადახდის ახალ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ჰიპერმარკეტ გუდვილის ქსელსა და ინტერნეტ-სუპერმარკეტებში მომხმარებელი მობილურის მეშვეობით მოახდენს ანგარიშწორებას.
|
| |
| ბიზნესი : "პეპსი"-ს საახალწლო აქცია - ბავშვების ახდენილი ოცნება |
'MP3 პლეიერი ყოველ 5 წუთში''პეპსი'-ს საახალწლო აქციამ - "MP3 პლეერი ყოველ 5 წუთში" ბავშვებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, აქციის წარმატება გამოიწვია პრიზმა - MP3 პლეერმა და მისი მოგების მარტივმა მექანიზმმა, რომლის დანერგვის შედეგად, ყოველ 5 წუთში გაიცემა ერთი საჩუქარი. როგორც "პეპსი'-ში აღნიშნავენ, ყველანაირ შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია, რომ კომპანიაში შემოდის ბავშვების მიერ დაწერილი მადლობის წერილები.
|
| |
| ბიზნესი : "ბორჯომი“ - ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდასაჭერად |
კომპანია "IDS ბორჯომ საქართველოსა" და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს შორის მემორანდუმი გაფორმდასასტუმრო "თბილისი მარიოტში“ კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოსა” და „საქართველოს კურორტოლოგიის ფიზიოთერაპიის რეაბილიტაციის და სამედიცინო ტურიზმის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი - თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა ნიკოლოზ სააკაშვილმა და კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ მოაწერეს ხელი.
|
| |
| ბიზნესი : მობილურით საუბარი შესაძლოა გაძვირდეს |
კომუნიკაციების კომისია 12 იანვარს მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდის საკითხს განიხილავსსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 12 იანვარს მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდის საკითხს განიხილავს. კომისიას ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მობილურმა ოპერატორებმა მიმართეს. ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდის მოთხოვნას აქციზის გადასახადის დაწესებით ხსნიან. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი 1-ელი აგვისტოდან 14,8 თეთრიდან 8 თეთრამდე შეუმცირა. ამ გადაწყვიტილებას საცალო ტარიფის შემცირება უნდა გამოეწვია. თუმცა, აქციზის გადასახადის დაწესების შემდეგ, მობილურმა ოპერატორებმა ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს.
|
| |
| ბიზნესი : რამდენად სახიფათოა მოდური ფარდა-ჟალუზები ჯანმრთელობისთვის |
ყიდიან თუ არა "დიო" და სხვა პრესტიჟული კომპანიები უხარისხო პროდუქტს ძვირად?ტექნოლოგიურმა განვითარებამ ჩვენს ცხოვრებაში ახალი მოთხოვნები გააჩინა. თუ სულ რამდენიმე წლის წინ ყველაზე მოდურად და პრაქტიკულად წაბლის ხის მასალისგან დამზადებული ფანჯრები ითვლებოდა, დღეს მეტალოპლასტმასის პროდუქცია სარგებლობს პოპულარობით, ატლასის ფარდები კი მოდურმა ჟალუზებმა ჩაანაცვლა. თანამედროვე დიზაინი და პრაქტიკული მასალისგან შექმნილი ფარდა-ჟალუზები დღეს საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, ამ პროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მოთხოვნის ზრდის პარალელურად, იზრდება ბაზარიც. დღეს ამ ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა, თუმცა, ბაზარზე წვრილი მოვაჭრეებიც მრავლად არიან.
|
| |
| ბიზნესი : კომპანია "ვისოლი ჯგუფი" სუპერმარკეტების ქსელის ბაზარზე გამოჩნდა |
 "ვისოლი" 3 წლის განმავლობაში მსხვილი ფორმატის 20 მაღაზიას გახსნის. პირველი სუპერმარკეტი მენჯმენტმა აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე სამშაბათს გახსნა. როგორც სუპერმარკეტის გახნის ცერემონიაზე "ვისოლის" დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, სამი წლის განმავლობაში კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 მსხვილ სუპერმარკეტს გახსნის, სადაც 3000 ადამიანს დაასაქმებს.
|
| |
| ბიზნესი : სავაჭრო–სამრეწველო პალატა სამშენებლო კომპანიად იქცა |
 თბილისის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, რომელიც ჯერ სინვესტიციო ფონდად, ხოლო შემდეგ სამშენებლო კომპანიად იქცა, ფიჭვნარის ტურისტულ ზონაში 3 სასტუმროს ააშენებს. თბილისის სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარის, ალექსანდრე გორგიჯანიძის განცხადებით, მათ აჭარის მთავრობის მხრიდან მიიღეს მითითება, რომ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილიყო ახალი სტრუქტურები. ამიტომაც, თბილისის სავაჭრო–სამრეწველო პალატამ შექმნა საერთაშორისო საფინანსო–საინვესტიციო კომპანია, რომლის 50% ეკუთვნის ალექსანდრე გორგიჯანიძეს.
|
| |
| ბიზნესი : საქართველოში „კლანური კაპიტალიზმია“ |
ბიზნესის განვითარება დემოკრატიის შემცირების ხარჯზე – საქართველო დღითიდღე ემსგავსება სინგაპურს
„სამთავრობო კონტრაქტი ჯილდოდ გადაეცემა და წინასწარვე სრულიად ცხადია ვინ აპირებს მის მიღებას. თუ ვინმეს არ იცნობ, შენ კონტრაქტს ვერ მიიღებ“ – ლინკოლნ მიტჩელიკორუფციასთან ბრძოლაში წარმატების შესახებ, საქართველოზე უკვე ლეგენდები დადის. ორგანიზაციის Transparency International-ის (TI) 2010 წლის გლობალური კორუფციის 2010 წლის ბარომეტრში ნათქვამია, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმადაც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ საჯარო მომსახურების სექტორში აგრესიული ანტიკორუფციული რეფორმები გაატარა, ღირშესანიშნავი ცვლილებები განხორციელდა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათლად არის მინიშნებული, რომ საქართველოში გამოკითხულთა 78% თვლის, რომ კორუფცია შემცირდა. რესპონდენტთა 77%-ის შეფასებით, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის ძალისხმევა „ეფექტურია“.
|
| |
| ბიზნესი : ვარსკვლავბიჭუნა, ტრანსპორტის მაფიის რუპორი |
მესხიშვილი „მარშრუტკების“ ბედშავ მძღოლებსაც მიადგა 
|
| |
| ბიზნესი : საწვავის ქართული ფასები გაიზარდა |
 საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის ზრდის მიზეზით ქართულმა ნავთობკომპანიებმა 10 დეკემბერს ყველა სახის საწვავზე ფასი 5 თეთრით გაზარდეს. თუმცა კომპანიებს ცოტა არ იყოს დააგვაინდათ, რადგან ნავთობის ფასმა ბოლო რამდენიმე დღეა კლება დაიწყო და ბოლო მონაცემებით ერთი ბარელი 88.83 დოლარი ღირს. თუმცა ეს არ არის მთავარი. ალბათ ყველას ახსოვს, რომ ნავთობის მსოფლიო ფასი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში 70 დოლარამდე იყო ჩამოსული, მაგრამ ნავთობის ქართულ ბაზარზე ეს ტენდენცია არ ასახულა და საწვავზე ფასი არ შემცირებულა.
|
| |
| ბიზნესი : აქცია „ბონუს დაზღვევა - ბონუს ბარათით“ |
 მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან ჰიპერმარკეტმა „გუდვილმა“, „ჯიმარტმა“ და „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ერთობლივი საახალწლო აქცია დაიწყეს. აქციის პრეზენტაცია დღეს, ჰიპერმარკეტ გუდვილში გაიმართა.
|
| |
| ბიზნესი : თბილისის ინფრასტრუქტურა მონოპოლისტი კომპანიის ინტერესებს ეწირება |
„კავკასუსის“ მიერ გადათხრილი ქუჩები საგარეო ვალით იგება"კავკასუს ონლაინმა" 5 ნოემბერს რებრენდინგის პრეზენტაცია გამართა. ახალი სერვისების პრეზენტაციის პომპეზური ცერემონია "თბილისი ივენთ ჰოლში" გაიმართა. IP ტექნოლოგიის სიკეთეებზეც 5 ნოემბრის პრეზენტაციაზე "კავკასუსის" შემქმნელის, მამია სანადირაძის ნაცვლად, კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, გია ადეიშვილმა ისაუბრა: "მიწისქვეშა ოპტიკური სადენი თითოეულ სახლთან მიდის. მომხმარებელი მიიღებს სწრაფ, ხარისხიან და სტაბილურ ინტერნეტს, ასევე IP ტელევიზიას მრავალფეროვანი ფუნქციებით და ისარგებლებენ IP ტელეფონით, რომელშიც ხმოვანი სიგნალის გადაცემა ციფრულად ხდება. მომხმარებელს მომსახურების მაქსიმალურ კომფორტს ვპირდებით", - განუმარტა ადეიშვილმა საკუთარ კლიენტებს, რომლებიც უკვე წლებია, უკმაყოფილონი არიან, "კავკასუსის" არასტაბილური ხარისხის მქონე ინტერნეტით.
|
| |
| ბიზნესი : ელიტური კორუფცია ქართულად |
"მთელი ლატარიის ბიზნესი კეზერაშვილს აქვს ხელში ჩაგდებული, ახლა კი, უნდათ, რომ შესაძლო კონკურენტებიც წინასწარვე ჩამოაშორონ“2009 წლის 24 მარტს ლატარიის ბიზნესში თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა. ყველა მოქმედ კომპანიას ლიცენზია ერთდროულად შეუწყდა. ამ მნიშვნელოვანი ცვლილების მიზეზი "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონის“ ახალი ინტერპრეტაცია გახდა. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ლატარიებისა და მომენტალური გათამაშების ლიცენზიის მფლობელი მხოლოდ ერთი კომპანია უნდა გამხდარიყო. კომპანიას, რომელსაც ეს უფლება 10 წლით მიენიჭა, ფინანსთა სამინისტრომ აარჩია. ტენდერში, ერთი თვის შექმნილმა შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ გაიმარჯვა.
|
| |
| ბიზნესი : „ნუგეში“ სოციალურად დაუცველ პირთათვის |
 „ნუგეში“ ესაა სავაჭრო ქსელი სოციალური დატვირთვით, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრიდან თბილისის ყველა უბანში ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნას გეგმავს. კომპანია ჯამში 200-მდე სავაჭრო ობიექტის გახსნას აპირებს, თუმცა საწყისი ეტაპისთვის 80-მდე ობიექტი გაიხსნება. „ნუგეშის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ პენსიონერებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებს და იმ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში არიან ჩართულნი. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით ობიექტებს პოტენციური მომხმარებელი 1 მლნ-მდე ეყოლება.
|
| |
| ბიზნესი : ტოტალიზატორებმა 230 მილიონი ლარი დამალეს |
დაჯარიმებული "ტოტალიზატორები”, შერცხვენილი ლობი და გაუჩინარებული ადამინისტრატორებიერთი კვირის წინ, შემოსავლების სამსახური თბილისის ყველა ტოტალიზატორში ერთდროულად შევიდა.მიზეზად ტოტალიზატორების მიერ შემოსავლების არასწორად აღრიცხვა, ანუ თანხების დამალვა დასახელდა. მათ დაადგინეს, რომ ტოტალიზატორებმა საერთო შემოსავლიდან, რომელიც 280 მილიონი ლარი იყო, მხოლოდ 47 მილიონი აღრიცხეს. Bსახელმწიფოს კი 230 მილიონი ლარი დაუმალეს. თბილისში მოქმედი 136 ტოტალიზატორი დაჯარიმებულია, სანქციების საერთო რაოდენობა 53 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა ბიზნესმენებმა 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ობიექტები დაიხურება და ფინანსური სანქციები გაორმაგდება.
|
| |
| ბიზნესი : შესაძლებელია თუ არა ქართული ჩაის აღორძინება |
საქართველოში იმპორტირებული ჩაის პროდუქცია, ძირითადად, ძველი და უხარისხოა
„მე მაქვს დიდი ეჭვი და არამარტო ეჭვი, რომ საქართველოში იმპორტირებული ჩაი მაინცდამაინც დიდი ხარისხით არ გამოირჩევა, კვლევებმაც დაადასტურა, რომ ზოგიერთი მათგანი ხელოვნური საღებავებითაა გაჯერებული, ზოგიერთ მათგანში არის „ობის“ სოკო, ანუ საქართველოში იმპორტირებული ჩაი, ძირითდად, ძველი პროდუქციაა,“ – აცხადებს საქართველოს ჩაის ასოციაციის ხელმძღვანელი, თენგიზ სვანიძე – „ მარიამი“, „ფინალი“ და „აზერჩაი“ აზერბაიჯანიდან შემოდის, მაგრამ ეს აზერბაიჯანული ჩაი არ არის. იქ იმდენი ჩაი არ აქვთ, რომ თვითონაც დალიონ და ჩვენც გამოგვიგზავნონ. ეს არის მესამე ქვეყნებში შეძენილი პროდუქცია, რომელსაც ბაქოში აფასოებენ. ალბათ, ჩაის ყიდულობენ ინდოეთში, შრი–ლანკაში, ამბობენ, რომ ვიეტნამშიც. ჩვენი ვარაუდით, ეს ძველი პროდუქციაა და ეს ვარაუდი ლაბორატორიული კვლევის შედეგადაც დადასტურდა.“
|
| |
| ბიზნესი : “ტექნო ბუმი” “ვირპულის” ოფიციალური დისტრიბუტორი გახდება |
 მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბრენდმა “ვირპულმა” „ტექნო ბუმს“ ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიანიჭა. „ვირპული“ საქართველოში ფართოდ განვითარებას აპირებს და ბრენდის პოპულარიზაციისათვის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ამ მიზნით, საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგად, „ვირპულის“ ხელმძღვანელობამ არჩევანი „ტექნო ბუმზე“ შეაჩერა და ამ კომპანიის სტრატეგიით დაინტერესდა.
|
| |
| ბიზნესი : “იაფი კრედიტი” მერიისგან ბიზნესს |
2011 წლის იანვრიდან თბილისის მერია ბიზნესს 6%-იანი კრედიტით უზრუნველყოფს. იაფი კრედიტით სარგებლობას შეძლებს როგორც მოქმედი ბიზნესი, აგრეთვე ის პირები, რომლებსაც ბიზნესის დაწყება სურთ. აღნიშნულის შესახებ, ორშაბათს, ბიზნესკურიერის ეთერში თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, ზვიად არჩუაძემ განაცხადა. "იაფი კრედიტის" პროექტში თბილისის მერია რამდენიმე კომერციულ ბანკთან ითანამშრომლებს. ეს ბანკებია – "საქართველოს ბანკი", "ტაო პრივატ ბანკი", "ბაზის ბანკი" და "ლიბერთი ბანკი". "ეს ბანკები ხედავენ, რომ თბილისის მერია არის საიმედო პარტნიორი, რომ ჩვენი მიზანი არის ეკონომიკის, მცირე ბიზნესის განვითარება. ფაქტიურად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მათი კლიენტები უფრო წელში გამართულნი იყვნენ და შემდგომ უფრო მაღალი პროცენტის გამო მივიდნენ მათთან”, - განმარტავს არჩუაძე.
|
| |
| ბიზნესი : საქართველოში ინვესტირებით სახელგატეხილი გერმანული ფირმა დაინტერესდა |
უგანდაში კორუფციულ სკანდალში გახვეული გერმანული ფირმა საქართველოში საჯარო რეესტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობს?!
სუვერენული სახელმწიფოები ერთმანეთთან დიპლომატიური მისიების მეშვეობით, თანამშრომლობენ. ეს შეიძლება იყოს საკონსულო, საელჩო თუ სხვა ინტერესთა სფეროს წარმომადგენელი დაწესებულება. ხშირად სახელმწიფოთა შორის ადგილი აქვს განსაკუთრებულ, ინტენსიურ ურთიერთობას, ამ შემთხვევაში უმაღლეს დიპლომატიურ მისიას ახორციელებს საელჩო და ელჩი, რომელიც, ბუნებრივია, არის საკუთარი ქვეყნის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. ელჩი როგორც წესი არ არის თავისუფალი საკუთარ მოქმედებებში, მისი ყოველი ნაბიჯი გაწერილია მკაცრი დიპლომატიური ეთიკეტით, რომლის დაცვაც იმპერატიულად სავალდებულოა რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია პოზიტიურად განვითარდეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა.
|
| |
| ბიზნესი : ახალგაზრდა ფინანსისტები ავეჯით მოვაჭრეების შევიწროებას აპროტესტებენ |
 "პრეზიდენტის სიტყვა და საქმე უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ბიზნესმენების მხარდამჭერი განცხადების მეორე დღეს სავაჭრო ცენტრ "საბას" ობიექტები დალუქეს. სხვა ვინ უნდა შეავიწროონ? აბა, "მადნეულს" და "კვარციტს" ვინ დალუქავს? პარლამენტარ კობა ნაყოფიას "სამფლობელოს" ხელს ვინ ახლებს? სულხან-საბასი არ იყოს, "თავის შვილს" ხომ არ დასჯის? პრეზიდენტი მას ბრწყინვალების ორდენით აჯილდოებს, ხოლო სავაჭრო ცენტრის გაწამებულ მეწარმეებს არბევენ. ეს კიდევ ერთი უსამართლობაა" - აცხადებს "აფბას" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.
|
| |
| ბიზნესი : კონკურენციის დაბალი ხარისხი "საქსტატის" მონაცემებითაც მტკიცდება |
კონკურენციის დაბალი ხარისხი "საქსტატის" მონაცემებითაც მტკიცდება
 საქართველოში 2010 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 324 917 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც 304 205 არის კერძო, ანუ საწესდებო კაპიტალში 50%-ზე მეტი წილი კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია.
|
| |
|
|
|
|