| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბიზნესი : საირმეს ლიკანის ბედი ელის |
კურორტზე არსებული კომპლექსი ორი თვის წინ დარეგისტრირებულ კომპანიას 1 ლარად გადასცეს"სანატორიუმების რესტავრაციის პროცესი უნდა დავიწყოთ, სადაც ადამიანებმა უნდა დაისვენონ", - განაცხადა პრეზიდენტმა, როცა 2010 წელს ბაღდათის რაიონში "კურორტი საირმე" დაათვალიერა. სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებსაც შეხვდა და პირადად მოისმინა, თუ რა პრობლემები არსებობს კურორტზე. ამ პრობლემების გადასაჭრელად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მარტივ ხერხს მიმართა, - კურორტი იაფად გაყიდა, ვალდებულებები კი ინვესტორს გადააბარა.
|
| |
| ბიზნესი : "ჩინოვნიკების სასახლეები კატასტროფული სისწრაფით შენდება" |
"არა" ელიტარული კორუფციის წინააღმდეგ ილაშქრებსმდიდარ ჩინოვნიკთა წინააღმდეგ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს დაიწყო, მაშინ, როდესაც მთავრობის სხდომაზე შოთა მეფარიძისა და სოსო ალავიძის ფეშენებელური სახლების სურათები ცხვირწინ უფრიალა შევარდნაძეს.
|
| |
| ბიზნესი : ბიზნესი თბილისის მერიის "იაფი კრედიტით" აღარ ინტერესდება |
 მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ როლს ასრულებს. პირველ რიგში, უზრუნველყოფს დასაქმების პრობლემას, ასევე ზრდის კონკურენტულ გარემოს და მხარს უჭერს სოციალური უთანასწორობის შერბილებას. აქედან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ინდიკატორს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ სფეროს განვითარებისთვის კი, პირველ რიგში საჭიროა, სახელმწიფოს მხარდაჭერა.
|
| |
| ბიზნესი : სადაზღვევო ბაზარზე ახალი მოთამაშე შევიდა |
შპს "უნისონმა" არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიმდინარე წლის 7 თებერვალს მიიღო. როგორც "უნისონის" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ კაკულიამ განაცხადა, კომპანია ბაზარზე აქტიურ ოპერირებას ერთ თვეში დაიწყებს.
|
| |
| ბიზნესი : სადაზღვევო ინდუსტრიის შემოსავლის ძირითადი წყარო ჯანმრთელობის დაზღვევაა |
 სადაზღვევო ბაზარზე დაზღვევის 18 სახეობას შორის, 2010 წლის იანვარ-სექტემბერში სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევის პოლისების გაყიდვით მიზიდული ჯამური პრემია ამ პერიოდში 216,776,211 ლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი ბაზრის 71,06%-ია. აღნიშნულ სექტორში მიზიდულმა ჯამურმა პრემიამ 2009 წლის ოთხივე კვარტალში 247,255,530 ლარი შეადგინა.
|
| |
| ბიზნესი : "ყველაზე მთავარი მონოპოლიის მოშლაა" |
ინტერვიუ ა/ო "საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის" თავმჯდომარესთან ზვიად კამკამაძესთან
|
| |
| ბიზნესი : ხელისუფლება ბაზრობებსა და ბაზრებზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს |
ხელისუფლება ბაზრობებსა და ბაზრებზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ბაზრებისა და ბაზრობების მოწყობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებს აწესებს.
|
| |
| ბიზნესი : ბიზნესების გამსხვილება გრძელდება |
ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივით სლოტ-კლუბები აიკრძალება
ფინანსთა სამინისტრო კანონში ცვლილებას ამზადებს, რომლის მიხედვითაც სათამაშო აპარატების სალონების ფუნქციონირება აიკრძალება. სათამაშო აპარატების გამოყენების უფლება მხოლოდ სამორინეებს ექნებათ შესაბამისი ლიცენზიის სანაცვლოდ, რომლის ღირებულებაც 5 მილიონი ლარია. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ბაზრის კონიუნქტურაზე იმოქმედებს და გარკვეულ ცვლილებას ექნება ადგილი. დამეთანხმებით, ეს ცვლილებები საერთო შედეგზე ნეგატიურად აისახება. ბუნებრივია, იგულისხმება ამ გადაწყვეტილების ეკონომიკური მხარე, რომლის შედეგადაც ბაზარზე კონკურენცია მკვეთრად შემცირდება და წილები მხოლოდ მსხვილ მოთამაშეებს შორის გადანაწილდება.
|
| |
| ბიზნესი : ბიზნესის დაწყების მსურველს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აფინანსებენ |
"რადგან საქართველოში ბანკიდან სესხის აღება გართულებულია, მომხმარებელი იძულებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართოს და ბანკთან შედარებით ბევრად მაღალი საპროცენტო განაკვეთი გადაიხადოს"ქვეყნის სტაბილურობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მეწარმეობის განვითარებაა, ხოლო წარმატებული ბიზნესის დასაწყებად, ან მის შემდგომ გასავითარებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის საბანკო სექტორთან ურთიერთობას, როგორც მომსახურების, ასევე სესხებისა და კრედიტების კუთხით, რადგან ბიზნესში კაპიტალის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ საბანკო კრედიტებია.
|
| |
| ბიზნესი : პორტაბელობის სისტემის ამოქმედებამ ფასების კლება უკვე გამოიწვია |
დღეიდან მობილური კავშირის კომპანიები პორტაბელურ სისტემაზე გადავიდნენ. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია, ნომრის შეუცვლელად ოპერატორი კომპანია შეცვალოს. ქსელის შესაცვლელად აბონენტმა სასურველი მობილური კომპანიის ოფისში განაცხადი უნდა დატოვოს. გადართვა დაყოვნებისა და ტელეფონის გათიშვის გარეშე მოხდება.
|
| |
| ბიზნესი : "საქართველოში სამოდელო ბიზნესის მიმართ მოთხოვნა იზრდება" |
"მისტერ ვალენტინი", ჯერჯერობით, მხოლოდ სანახაობაა
საქართველოში შოუ-ბიზნესის განვითარებაც ეკონომიკურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, თუმცა შედარებით წარმატებული მაინც სამოდელო ბიზნესი რჩება. აღნიშნულ სფეროში სიახლეები მეტწილად დაკავშირებულია ისეთი სილამაზის კონკურსების ჩატარებასთან, რომლებსაც, როგორც ადგილობრივ დონეზე ენიჭება მნიშვნელობა, ასევე ზოგიერთი კონკურსი საერთაშორისო სარბიელზე გასვლის კარგ ტრამპლინს იძლევა. კონკურსი "მისტერ ვალენტინიც” ახლა ცდილობს ჩამოყალიბებას და უცხოური კონტაქტების დამყარებას.
|
| |
| ბიზნესი : მონოპოლიზებული ქართული ბიზნესი |
”საჭიროა კონკურენტული გარემო და მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში”
ინტერვიუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორთან ნუგზარ თოდუასთან
|
| |
| ბიზნესი : "სახელმწიფოს აქტიური ნაბიჯები აუცილებელი და გარდაუვალია" |
კახა კოხრეიძე "მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი- ბატონო კახა, მოგეხსენებათ, მცირე და საშუალო ბიზნესი არის ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოსახლეობის ძირითადი დამსაქმებელი. საკმარისია თუ არა ის, რაც კეთდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის?- ბევრი რამე ისეთი გაკეთდა, რამაც მცირე და საშუალო ბიზნესს გაუმარტივა საქმიანობა, მაგალითად, სახელმწიფო სერვისების მიღება, ელექტრონული დეკლარირებები, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს საკმარისი არ არის. ცენტრალური თემა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფინანსები, მათ სჭირდებათ იაფი სესხი, იაფი საკრედიტო რესურსი, საშეღავათო პერიოდებით, საპროცენტო განაკვეთების რეალური მაჩვენებლით, რაც მათ გახდის უფრო კონკურენტუნარიანს.
|
| |
| ბიზნესი : რა ღირს სილამაზეზე ზრუნვა |
ბოლო დროს თბილისში სილამაზის ცენტრების, სპა სალონების, ესთეტიკური კლინიკების და სხვა გამაჯანსაღებელი ცენტრების რაოდენობა საკმაოდ მომრავლდა. ჩვენი ქალბატონები და მამაკაცებიც თანდათან იმაზე უფრო მეტ დროს უთმობენ საკუთარი თავის მოვლას, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. სწორედ ამან განაპირობა სილამაზის ცენტრების სიმრავლეც. სხეულის სილამაზისა და სიჯანსაღისთვის რა მომსახურეობას და რა ფასებში გვთავაზობენ თბილისის სილამაზის ცენტრები, ამ ინფორმაციის მისაღებად გაზეთი "ბანკები და ფინანსები" რამდენიმე ცნობილ სილამაზის ცენტრს ეწვია.
|
| |
| ბიზნესი : რატომ ღირს საწვავი საქართველოში უფრო ძვირი, ვიდრე სომხეთში |
 როგორია ფასების ზრდის დინამიკა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და რამდენად მსგავსია საწვავის ბაზარზე არსებული პროცესები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში? ამის გასარკვევად ინფორმაცია რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის რამდენიმე მოქალაქის გამოკითხვის შედეგად მომზადდა. მათი თქმით, საწვავის გაძვირება მათ ქვეყნებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს. მაგალითად, როგორც უკრაინიდან გვაცნობეს, ნოემბრის შემდეგ ბენზინის ფასმა საცალო ქსელში 6%-ით მოიმატა და 95 ტიპის საწვავი იქ ახლა 8,61 გრივნა ღირს, რაც ლარის დღევანდელი კურსით დაახლოებით 1,95 ლარია. А-92 საწვავის ღირებულება 8.2 გრივნაა (1,85 ლარი). გასათვალისწინებელია, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში ნავთობმომპოვებელი ქარხნები არსებობს, რაც საწვავის ღირებულებას ამცირებს.
|
| |
| ბიზნესი : მცირე ბიზნესის ტერორი გრძელდება |
 "ახალი ეკონომიკური კურსი ძველისგან არაფრით განსხვავდება - მცირე ბიზნესის ჩაგვრა მსხვილი ბიზნესის სასარგებლოდ" მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ხელით და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ განაცხადა და მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ქვეყნის სახმელეთო ეკონომიკური საზღვრის დაცვისა და კონტრაბანდის წინააღმდეგაა მიმართული.
|
| |
| ბიზნესი : "არამიანციც" რუსებს მიჰყიდეს |
Amtel-Properties იური ლუჟკოვის პარტნიორი კომპანიაადანიელ გუფთა - ახალი სახე ქართულ სამედიცინო ბიზნესში, წარმოშობით ინდუსი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 28 წლის უცხოეთის მოქალაქემ, ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო აუქციონზე, ზოგადი თერაპიის კლინიკაში 330 000 ლარი გადაიხადა, ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიულ კლინიკაში - 740 000 ლარი, ხოლო თვალის სნეულებათა კლინიკა - "მზერაში" - 500 000 ლარი. გუფთამ შეიძინა გინეკოლოგიური კლინიკაც. აუქციონში ზოგიერთი კლინიკის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 350 ათას ლარად შეფასებული გინეკოლოგიური კლინიკის შეძენა თანამშრომლებმა ვერ შეძლეს, გუფთამ 2-ჯერ მეტი - 820 ათასი გადაიხადა.
|
| |
| ბიზნესი : "საქართველოს ლატარიის კომპანია" მთლიანად სათამაშო ბიზნესს ეუფლება |
 2009 წლის 24 მარტს ლატარიის ბიზნესში თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა. ყველა მოქმედ კომპანიას ლიცენზია ერთდროულად შეუწყდა. ამ მნიშვნელოვანი ცვლილების საფუძველი "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონის~ ახალი ინტერპრეტაცია გახდა. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ლატარიებისა და მომენტალური გათამაშების ლიცენზიის მფლობელი მხოლოდ ერთი კომპანია უნდა გამხდარიყო. კომპანიას, რომელსაც ეს უფლება 10 წლით მიენიჭა, ფინანსთა სამინისტრომ აარჩია. ტენდერში, ერთი თვის შექმნილმა შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიამ" გაიმარჯვა.
|
| |
| ბიზნესი : ბიუჯეტში გადახდებით "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” ლიდერობს |
 "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი", "რომპეტროლ საქართველო", "ლუკოილ ჯორჯია", "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია" - 2010 წლის წარმატებული ნავთობკომპანიები
|
| |
| ბიზნესი : ვინ აკონტროლებს კვერცხის ბიზნესს |
მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ქართულ კვერცხს მოიხმარს და არც კი იცის, სინამდვილეში სად, როდის და როგორ დამზადებულ კვერცხს ყიდულობსდღეს ქართულ ბაზარს კვერცხით რამდენიმე ფირმა ამარაგებს. ესენია: „დილა“, „კუმისი“, „ალგეთი“, „კოდა“, „საგარეჯო“, „სავანეთი“, „პატარძეული“ და „ფუდექსი“. კვერცხი მიეკუთვნება მალფუჭებად პროდუქტს, თუმცა მასზე შენახვის ოპტიმალურ ვადას არცერთი კომპანია არ უთითებს. გამოშვების თარიღი მხოლოდ პლასტმასის შეფუთვას აწერია, თუმცა ყოველ ცალზე ვადა არც პლასტმასის შეფუთვაში განთავსებულ კვერცხზეა მითითებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, უნდა ეწეროს თუ არა ყოველ კვერცხს შენახვის ოპტიმალური ვადა და რატომ არ აწერენ კომპანიები კვერცხს გამოშვების თარიღს.
|
| |
| ბიზნესი : IFC ქართულ კომპანიებს ეხმარება |
 საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ წარმატებით დაასრულა კორპორაციული მართვის პროექტი საქართველოში და დღეს მისი მუშაობის შედეგები შეაჯამა. პროექტის მიზანი კორპორაციული მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში ქართული კომპანიების დახმარება იყო. პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დანერგვა კომპანიის საქმიანობაში მისი მომგებიანობის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს.
|
| |
| ბიზნესი : საწვავი კვლავ გაძვირდა |
 ნავთობპროდუქტების რეალიზატორებს ქსელში პროდუქციის გაძვირების საბაბი მიეცათ, მსოფლიოში შავ ოქროზე ფასები ისევ გაიზარდა. საქართველოს ნავთობპროდუქტების საცალო ქსელში საწვავზე ფასებმა, ბოლო 4 თვის განმავლობაში, რამდენჯერმე მოიმატა, რასაც მსოფლიო ტენდენციებს უკავშირებენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი ცვალებადია და პერიოდულად ზრდა და კლება შეინიშნება, საქართველოში მსოფლიო ტენდენციების ასახვა მხოლოდ ზრდის მიმართულებით ხდება.
|
| |
| ბიზნესი : „ტექნო-ბუმი“ ბათუმში ჰიპერმარკეტს გახსნის |
 „ტექნო-ბუმი“ მიმდინარე წელს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჰიპერმარკეტს ბათუმში გახსნის. მენეჯმენტის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
|
| |
| ბიზნესი : „მაგთის“ და „ჯეოსელის“ ტარიფები ხელოვნურად იყო გაბერილი |
 ამ დასკვნამდე კომუნიკაციების კომისია 4-თვიანი განსჯის შემდეგ მივიდა. ცნობილი გახდა ყველა მონაცემი, რის საფუძველზეც მარეგულირებელმა მობილურ ოპერატორებს ზედა ზღვრული ტარიფი დაუდგინა. როგორც ცნობილია, კომისიის მიერ დაწესებული ახალი ზღვრული ტარიფი - 24 თეთრი 1 აპრილიდან შევა ძალაში
|
| |
| ბიზნესი : ახალი ვალდებულება "ლატარიის კომპანიის“ კონკურენტებისთვის |
 კაზინოში და ტოტალიზატორებში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდები ანერვიულებულ, თვალებჩაწითლებულ ადამიანებს, რომლებიც მრავალდღიანი თამაშის შემდეგ წაგებული თანხის დაბრუნებას, მეზობელ მაგიდაზე მჯდარი ახალწვეულისგან რამდენიმე ლარის თხოვნით ცდილობენ. თამაშში ჩაძირული მოთამაშეებისთვის არსებობს ფულის შოვნისა და სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი მეთოდი – ახალი ფსონი. ის მოგების ჟინით არის შეპყრობილი და თავში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებს – როგორმე დაიბრუნოს წაგებული თანხა.
|
| |
| ბიზნესი : საქართველოში თამბაქო ძვირდება |
 “სიგარეტზე ფასების ზრდა გადასახადების გაზრდას არ უნდა უკავშირდებოდეს. სიგარეტის გაძვირება, გარკვეულ წილად შესაძლოა გაცვლით კურსს უკავშირდება. გაცვლითი კურსის პროგნოზების არარსებობის გამო იმპორტიორები ცდილობენ თადარიგი დაიჭირონ. უფრო კი, ალბათ ეს იმის ბრალია, რომ იმპორტიორებს ბაზარი განაწილებული აქვთ და ამიტომ ისინი თავისუფლები არიან თავის გადაწყვეტილებებში”, – ნოდარ ხადური.
|
| |
| ბიზნესი : კვერცხს ვარგისიანობის ვადა არ აწერია |
 დღეს ქართულ ბაზარს კვერცხით რამდენიმე ფირმა ამარაგებს. ესენია: „დილა“, „კუმისი“, „ალგეთი“, „კოდა“, „საგარეჯო“, „სავანეთი“, „პატარძეული“, და „ფუდექსი“. კვერცხი მიეკუთვნება მალფუჭებად პროდუქტს, თუმცა მასზე შენახვის ოპტიმალურ ვადას არცერთი კომპანია არ უთითებს. გამოშვების თარიღი მხოლოდ პლასტმასის შეფუთვას აწერია, თუმცა ყოველ კვერცხზე ვადა არც პლასტმასის შეფუთვაში განთავსებულ კვერცხზეა მითითებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, უნდა ეწეროს თუ არა ყოველ კვერცხს შენახვის ოპტიმალური ვადა და რატომ არ აწერენ კომპანიები კვერცხს გამოშვების თარიღს ან ვარგისიანობის ვადას.
|
| |
| ბიზნესი : "ავერსი" წლის კომპანიად დასახელდა! |
 ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ-მა" წელს დაარსების მეხუთე წლისთავი აღნიშნა და 24 დეკემბერს უკვე მეხუთედ გამართა "ოქროს პერგამენტის" გადაცემის ცერემონიალი. წლის ყველაზე წარმატებულ კომპანიებსა და ადამიანებს კომპანიამ 11 ნომინაციაში გადასცა ჯილდო. გამარჯვებულთა გამოსავლენად საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა საკონსულტაციო-კვლევითმა ჯგუფმა "ჯი-სი-ჯიმ" ჩაატარა. გამოკითხულ იქნა 2600 ადამიანი. 52 კანდიდატიდან საზოგადოებამ საუკეთესოები აირჩია.
|
| |
| ბიზნესი : "ალდაგი ბისიაის" მენეჯმენტი 2010 წელს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს უწოდებს |
 სადაზღვევო კომპანიის "ალდაგი ბისიაი" მენეჯმენტი 2010 წელს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს უწოდებს.
|
| |
| ბიზნესი : "პოპული" ქსელს აფართოებს |
სუპერმარკეტების ქსელი "პოპული" ქსელს აფართოებს. კომპანია 29 დეკემბერს თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე (N11) ორმოცდამეხუთე მაღაზიას გახსნის.
|
| |
|
|
|
|