| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბიზნესი : დევიდ ლი: მეწარმეების აზრით, საგადასახადო სისტემა იდეალურისგან შორსაა |
ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი საქართველოში ბიზნესგარემოს შესახებ მორიგ ხმაურიან განცხადებას აკეთებს. დევიდ ლის თქმით, მეწარმეებს ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ საგადასახადო სისტემა იდეალურისგან შორსაა.
|
| |
| ბიზნესი : პროკურატურამ შპს ”ნუგეშის” დირექტორი დააკავა |
 მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა დააკავა შპს ~ნუგეშის” დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი სიბაშვილი. მას ბრალად ედება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) და საბაჟო დოკუმენტების გაყალბება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 და 214-ე მუხლის მე-2 ნაწილებით.
|
| |
| ბიზნესი : გამოკითხვა: მკითხველთა უმრავლესობას ნავთობის სექტორში მუშაობა სურს |
ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი ღვინის ბიზნესი აღმოჩნდაcommersant.ge-ს მკითხველთა ყველაზე დიდი ნაწილი მუშაობას ნავთობის ბიზნესში ისურვებდა. მიმზიდველ ბიზნეს-სექტორებს შორის აღმოჩნდა კვების პროდუქტების წარმოება და საბანკო საქმეც. ყველაზე ნაკლებად კი ჩვენს მკითხველს ღვინის ბიზნესი ხიბლავს.
|
| |
| ბიზნესი : საკუთარი უფლებების ცოდნა მომხმარებელთა დაცვის მთავარი გარანტია |
 დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობს – არის მომხმარებელი, ანუ პირი, რომელიც უკვეთავს, იძენს ან იღებს ნებისმიერი ტიპის პროდუქტს თუ მომსახურებას პირადი მოხმარებისთვის – არასამეწარმეო მიზნისთვის. არავის გაგიჭირდებათ ისეთი შემთხვევის გახსენება, როცა თქვენი, როგორც მომხარებლის უფლება უგულებელყვეს და დაარღვიეს. მნიშვნელოვანი და მომხარებელსა და მომწოდებელს შორის ურთიერთობის განმსაზღვრელი კი ასეთ დროს სწორედ თქვენი რეაქციაა.
|
| |
| ბიზნესი : კლიენტების აზრი |
საქართველოში ბევრი ორგანიზაცია აცნობიერებს კლიენტების აზრის მნიშვნელობას, ისინი ცდილობენ გაიგონ და გაითვალისწინონ მომხმარებლის აზრი. ასეთი ორგანიზაციები გაცილებით დიდ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ისინი, ვისთვისაც დღევანდელი მოგება და ფინანსურ უწყისებზე მოცემული მოგების მაჩვენებელია ყველაფერზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. ცოტა ხნის წინ ერთი ორგანიზაციის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რაღაც შეეცვალა. მათ სურდათ გამძაფრებული კონკურენციის პირობებში კლიენტები შეენარჩუნებინათ. მათი ამოცანა იყო ეს საკითხი ისე გადაეჭრათ, რომ ორგანიზაციას მინიმალური დანახარჯებით შეძლებოდა კლიენტების მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნება. ამისათვის კი საჭირო იყო ისეთი სისტემის შემუშავება და დანერგვა, რომელიც ორგანიზაციას საშუალებას მისცემდა მუდმივად ეკონტროლებინა მისი მომხმარებლების კმაყოფილება და მაქსიმალურდ სწრაფად მოეხდინა რეაგირება ყველა არასასურველ შემთხვევაზე. ამასთან, ცოდნოდა კლიენტების აზრი მის პროდუქტებთან და მომსახურებებთან დაკავშირებით. ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო იყო პროექტი. დასაწყისიდანვე გამოიკვეთა რამოდენიმე მთავარი ამოცნა. მათზე გადაწყვეტილების მიღება და პასუხის გაცემა საბოლოოდ სასურველ შედეგამდე მიიყვანდა ორგანიზაციას
|
| |
| ბიზნესი : საქართველო: ვაბარებთ ყველაფერს, რაც ბრწყინავს |
 რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი ქართული სოფლის 75 წლის მცხოვრები გაიასტან შაქარიანი სულ რაღაც რამდენიმე წუთში ცნობილი ადამიანი გახდა: ყველა მედია საშუალება იუწყებოდა იმ ქალის შესახებ, რომელმაც სპილენძის ძიებაში ნიჩბით კაბელი დააზიანა და საქართველო სომხეთთან ერთად ინტერნეტის გარეშე დატოვა. სინამდვილეში ეს ისტორია არა იმდენად ინტერნეტ-კავშირის მოშლას, რამდენადაც ნაკლებად გლამურულ და ნაკლებად მაღალტექნოლოგიურ თემას – ჯართის შეგროვებას ეხება.
|
| |
| ბიზნესი : ახალი ინიციატივა ბიზნესისთვის - მთავრობა ბიზნესზე ზრუნვას იწყებს |
 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სამი ახალი ინიციატივა გააცნეს.
|
| |
| ბიზნესი : 20 მილიონი ლარი გაქრა |
რა მიზნით გამოეყო "საქართველოს რკინიგზის" შვილობილ კომპანიას ბიუჯეტიდან თანხაცნობილი ხდება, რომ ახლად დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიას, კერძოდ კი "საქართველოს რკინიგზას, 20 მლნ ლარი გამოეყო. ეს ფაქტი გაკვირვებას იწვევს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში შპს "საქართველოს რკინიგზა" ერთ-ერთ დინამიურ და წარმატებულ სახელმწიფო კომპანიად მოიაზრება. კომპანიის მოგება ყოველწლიურად იზრდება, ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიის 2010 წლის დასაბეგრმა მოგებამ რეკორდულ 203 მლნ ლარს მიაღწია, ხოლო დეკლარირებულმა მოგების გადასახადმა - 30,5 მლნ ლარს.
|
| |
| ბიზნესი : გუნდის მართვის მარტივი ხერხი |
წარმოიდგინეთ,… ყოველ დილას, რამდენიმე მილიარდი ადამიანი სახლიდან გარეთ გამოდის და მიიჩქარის სადღაც იმისათვის, რომ აკეთოს რაღაც. თითოეულ მათგანს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მოტივები ამოძრავებს, ზოგი გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგიც ვიღაცის გადასარჩენად, ზოგი ვიღაცას ებრძვის და ზოგიც უბრალოდ ცდილობს ნანატრ მიზანს მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არანაირად არ არიან ერთმანეთზე დამოკიდებული და ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა აკეთოს, საბოლოო ჯამში, ისინი მაინც საზოგადოებას ემსახურებიან, მისთვის ღირებულ საქმეს აკეთებენ და მის განვითარებაზე ზრუნავენ. თუმცა ამას ხშირ შემთხვევაში ქვეცნობიერად, წინასწარი განზრახვის გარეშე აკეთებენ. საინტერესოა, რატომ ხდება ასე, რომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ადამიანები საერთო ინტერესების და საზოგადოების განვითარების სამსახურში დგანან? სამი მთავარი სურვილი, რომელიც ყველა ადამიანში დევს, ამოძრავებს მათ და ეხმარება იმაში, რომ ყოველდღიურად საზოგადოებას ემსახურებოდნენ და დამატებით ღირებულებას ქმნიდნენ მისთვის. ესენია:
|
| |
| ბიზნესი : საწვავის ბაზარზე საფასო პოლიტიკის გატარება კარტელური გარიგების შედეგია |
 საზოგადოებრივი მოძრაობა "პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს" უკვე ერთ წელიწადზე მეტია სწავლობს საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ სიტუაციას. ამ ხნის მანძილზე მოძრაობის წევრებმა ბაზარზე დააფიქსირეს რამდენიმე ტიპის სერიოზული გადაცდომა, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია თავისუფალი კონკურენციის პრინციპების სრული იგნორირებით.
|
| |
| ბიზნესი : საქართველოში თურქი ბიზნესმენი დააკავეს |
მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, "დორუკ ნათ ენდ ფუდ კომპანის” დირექტორი იამან ჩაღათაი დააკავა. გამოძიების მონაცემებით, ჩაღათაიმ 2008 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იაფი კრედიტის ფარგლებში მიიღო 1 მილიონ 955 ათასი ლარი ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხნის ასაშენებლად, სადაც დასაქმდებოდა საქართველოს 300-მდე მოქალაქე.
|
| |
| ბიზნესი : კერძო სექტორში სახელმწიფოს ჩარევა დაკანონდა |
ლიბერალური ეკონომიკა წარსულს ჩაბარდასაპარტნიორო ფონდი 8 აპრილიდან ამოქმედდა. კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ფონდის პრიორიტეტი აგრო-სფერო იქნება. მთავრობა და პროექტში მონაწილე ბიზნესი, მოგებას თანაბრად გაიყოფენ. საქართველოს მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი სააქციო საზოგადოების ფორმით შეიქმნება და დაფინანსდება ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა: პრივატიზაციიდან შემოსული თანხები, დივიდენდები და საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტებით.
|
| |
| ბიზნესი : ინტერვიუ ”ბილაინის” გენერალურ დირექტორთან ანდრეი პიატახინთან |
”მაგთიმ” საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ყველაზე მტკივნეული ტერიტორიული მთლიანობის თემა კომერციული მიზნებისთვის გამოიყენა
|
| |
| ბიზნესი : გილაურის ანკესზე წამოგებული ებრაელი ბიზნესმენები |
რით დააზარალებს საქართველოს ქართულ-ებრაული ურთიერთობების ჩიხი1991 წელს ებრაელი ბიზნესმენი რონი ფუქსი საქართველოში რამდენიმემილიონიანი ინვესტირებისთვის ჩამოვიდა, მთავრობის წევრებსა და "საქნავთობის" ხელმძღვანელს შეხვდა და წლისთავზე "ტრამექსმა" საქართველოში არსებულ ყველა მილსადენზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. 1996 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, საქართველოს ხელისუფლებამ "ტრამექსთან" ხელშეკრულება გაწყვიტა, რის გამოც "ტრამექსის" მეწილეებმა საქართველოს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლეს და 2010 წლის თებერვალში ჩვენს ქვეყანას 98 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა "ტრამექსის" სასარგებლოდ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოგებული თანხის გამო მოლაპარაკება ფინანსთა მინისტრის მოადგილესა და დაკავებულ პირებს შორის.
|
| |
| ბიზნესი : "მაგთი” უპირატესობის მოპოვებას არაეთიკური მეთოდებით ცდილობს |
მსოფლიოში არსებული სტანდარტებით, კონკურენტის ამგვარი დაკნინება არაეთიკურად ითვლებარეკლამის უმთავრესი მიზანია, დაარწმუნოს პოტენციური მომხმარებელი, რომ წარმოდგენილი პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვა არსებული ალტერნატივებიდან ყველაზე გონივრული არჩევანია. რეკლამის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაა. თანამედროვე მსოფლიოში კონკურენცია გაცილებით ინტენსიურია, ვინაიდან კონკურენციის მასშტაბებმა უკვე კარგა ხანია გლობალური ხასიათი მიიღო და კომპანიებს არამარტო შიდა ბაზრებზე უწევს კონკურენტულ ბრძოლაში ჩაბმა, არამედ მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, რეკლამის, როგორც მომხმარებელთა გადაბირების კონკურეტნული უპირატესობის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღის, მნიშვნელობა გაიზარდა და მისი ფორმებიც მრავალფეროვანი გახდა.
|
| |
| ბიზნესი : „მაგთიმ“ ოკუპირებული ტერიტორიები „ბილაინის“ ფერებით მონიშნა |
სამწუხაროა, როდესაც „მაგთისნაირი“ ძლიერი და დიდი კომპანია ბაზარზე ასეთი არაღირსეული ნაბიჯებით ცდილობს თამაშს“ - აცხადებს თეონა ბაღდავაძე.
|
| |
| ბიზნესი : ეკონომიკური სასწაული, რომელიც არ მოხდა |
ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას (თიზ) პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი "ცხოვრების მთავარი პროექტი" და "საქართველოს ახალი ოქროს ხანისა და ახალი ქართული ეკონომიკური სასწაულის დასაწყისი" უწოდა. 2008 წლის 15 აპრილს, როცა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომდევნო 50 თვის განმავლობაში თიზ-ში, სულ მცირე, 200 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა, 400-ზე მეტი საწარმო შეიქმნებოდა და ათიათასობით ადამიანი დასაქმდებოდა. ფოთი კი ასსართულიანი ცათამბჯენების ქალაქად იქცეოდა, ახალი ინფრასტრუქტურით, თანამედროვე აეროპორტითა და პორტით.
|
| |
| ბიზნესი : ჭუტას ღორები – მისი ბიზნესების დასასრულის დასაწყისი? |
 ქვეყანაში, სადაც შერჩევითი სამართალია, ბიზნესიც შერჩევთია და ყოველი ბიზნესის კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად „გონიერია“ ბიზნესმენი. დღეს საქართველოში, თითქმის, ყველა ბიზნესმენს ეყო „გონიერება“, რომ საკუთარი ბიზნესის დირექტორად ხელისუფლების ესა თუ ის მაღალჩინოსანი „დაენიშნა“. ასე ხდება ბიზნესში სიმშვიდის მოპოვება, მაგრამ ზოგი ამას თავიდანვე ახერხებს, ზოგიც გვიან - როცა ბიზნესი ყოფნა–არყოფნის ზღვარზე დგება.
|
| |
| ბიზნესი : ქართული კომპანიების ხელმძღვანელების მთავარი ამოცანები 2011 წელს |
 რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურია და მათ ყველას მათი საკუთარი პრობლემები, ამოცანები და პრიორიტეტები აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ბიზნეს-ორგანიზაციების დიდი უმრავლესობისთვის. ამ სტატიაში გვინდა რამოდენიმე მათგანს შევეხოთ. სწორედ ეს ამოცანები, ჩვენი აზრით, იქნება საქართველოში ბევრი მენეჯერისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები 2011 წელს.
|
| |
| ბიზნესი : ჯართის ექსპორტზე გადასახადი მთავრობის მიერ დადგინდება |
საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის საერთო რაოდენობაში შავი და ფერადი ლითონების ჯართი მესამე ადგილს იკავებს. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შემოსავლის წყაროს სწორედ ჯართის გატანა წარმოადგენს. თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ამ ბიზნესით დაკავებულ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. მთავრობამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც ჯართის ექსპორტზე ტარიფი კანონით აღარ იქნება დადგენილი და მას მთავრობა განსაზღვრავს, რაც თავისთავად გაზრდის ისედაც 68%-ით გაზრდილ უარყოფით სავაჭრო სალდოს.
|
| |
| ბიზნესი : ცნობილი "ბრენდი" საქართველოში |
საქართველოს მთავრობამ დონალდ ტრამპის სახელი და ლიცენზია შეიძინაცნობილი ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის ბრენდის სახელით თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო აშენდება. ამ მშენებლობისთვის კი, ტრამპის კერძო ინვესტიცია პირველ ეტაპზე 250 მილიონი დოლარით განისაზღვრა. ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
|
| |
| ბიზნესი : ქართული ნავთობის ბაზრის პარადოქსი |
საქართველოში, უამრავი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, დიზელი, ბენზინთან შედარებით, საშუალოდ, 5-15 თეთრით ძვირიასაქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში რომ ფასები არასაბაზრო წესით დგინდება, ეს ფაქტი დიდი ხანია მსჯელობის საგანია. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და რენტაბელური სფერო მონოპოლიზებულია და ფასები პროდუქტსა თუ მომსახურებაზე შეთანხმებულად დგინდება. ამგვარი ტენდენცია ყველაზე ნათლად ნავთობპროდუქტების ბაზარზე შეინიშნება. ამ დარგში არსებულ კარტელურ შეთანხმებებზე მიხეილ მაჭავარიანმაც კი განაცხადა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში.
|
| |
| ბიზნესი : "საქართველოში ბიზნესის უფლებების დარღვევა ხშირად ხდება” |
”მისცენ ბიზნესს წესიერი სასამართლო, არც ომბუდსმენი უნდა და აღარც დავების განხილვის საბჭო"
ინტერვიუ აუდიტორ ირაკლი შავიშვილთან
|
| |
| ბიზნესი : "ხარისხი და ფასი - "ბერტას" მთავარი პრიორიტეტია" |
მარტის ბოლოდან ბაზარზე ქართული სარეცხი და ჰიგიენური საშუალებები შემოვა
2009 წელს მცხეთის რაიონში, სოფელ წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარსდა საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელი კომპანია "ბერტა”. ქართველმა ბიზნესმენებმა უცხოერ პარტნიორებთან ერთად, 35 მილონიანი ინვესტიცია ჩადეს და 2010 წელს ააგეს ქარხანა, ხოლო წარმოება 2011 წლიდან დაიწყეს. საწარმოს მშენებლობა ლილოში იგეგმებოდა, მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა გადააწყვეტინა ინვესტორებს, პროექტი წეროვანში განეხორციელებინათ და ამით ომით დაზარალებულთა სოციალური მდგომარეობაზე დადებითი გავლენა მოეხდინათ. დღეს უკვე საწარმოში დასაქმებული 200 ადამიანიდან 100 დევნილია.
|
| |
| ბიზნესი : ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 46 პროცენტით გაიზარდა |
 საქართველოში მოქმედი ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 2010 წლის მეოთხე კვარტალში 6,58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 46%-ით მეტია ვიდრე 2009 წლის მეოთხე კვარტალში. "საქსტატის" მონაცემებით, ამ პერიოდში კომპანიებმა 3,45 მლრდ ლარის პროდუქცია აწარმოეს და ეს მაჩვენებელი 2009 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 34%-ით აჭარბებს.
|
| |
| ბიზნესი : "თურქი ბიზნესმენების საქმე" |
რეალური კორუფციული ფაქტი თუ მორიგი საეჭვო სკანდალიორი თურქი ბიზნესმენი - თურქული სამშენებლო კომპანია "აქსმშენის" გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე - შსს-მ ქრთამის მიცემის, ხოლო იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნები ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
|
| |
| ბიზნესი : უარყოფითი სავაჭრო სალდო 68%-ით გაიზარდა |
ქართული ექსპორტის ჩამონათვალში პირველ ადგილზე ავტომობილებია (?!) მეორეზე - ჯართი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2011 წლის იანვრში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 584 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებეზე 52% მეტია. ეს, ძირითადად, იმპორტის ზრდის ხარჯზე მოხდა, რაც 436 მლნ დოლარს შეადგენს, ეს მაჩვენებელი 2010 წელთან შედარებით 57%-ით მეტია. ექსპორტი კი მხოლოდ 148 მლნ დოლარით, 39%-ითაა გაზრდილი. შედეგად, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 68%-ით გაიზარდა და 288 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
|
| |
| ბიზნესი : "ტექნო ბუმში“ საგაზაფხულო ”საჩუქრების ბუმი” დაიწყო |
 კომპანია "ტექნო ბუმი“ საგაზაფხულო საჩუქრების ბუმს სპეციალურად ქალბატონებისთვის იწყებს, მამაკაცებს კი შესაძლებლობას აძლევს საყვარელ ადამიანს "ტექნო ბუმისგან“ დაწესებული საჩუქრები მიართვან. კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან ყველა მომხმარებელი, რომელიც მაღაზიათა ქსელში ვირპულის, ბოშის და კორტინგის ბრენდის სარეცხი მანქანებს და გაზქურებს ყველაზე დაბალი ფასის გარანტიით შეიძენს, საჩუქრად მტვერსასრუტებს, ფენებს, ელექტრო ტაფებს, ყავის მადუღარებს და სხვა საჩუქრებს მიიღებს.
|
| |
| ბიზნესი : საგაზაფხულო აქციები საიუველირო მაღაზიებში |
სამკაული ქალებისთვის საყვარელი ნივთია, რომელსაც მუდმივად ატარებს. თბილისში დღეისათვის სხვადასხვა სახის სამკაულის მაღაზიების მრავალფეროვანი არჩევანია. ძვირფასი თვლებით გაწყობილი ოქროს და ვერცხლის ნაკეთობების, ბიჟუტერიის, სხვადასხვა ქვეყნის წარმოების და ბრენდის. ბიჟუტერიის აქსესუარების შეძენა ბიჟუტერიის სალონებსა და საიუველირო მაღაზიებში უმჯობესია, რადგან იაფი ბიჟუტერია ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. დღეისათვის თბილისში არსებულმა საიუველირო მაღაზიებმა ქალბატონების საპატივცემულოდ, საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით სხვადასხვა აქციები დაიწყეს. თუ რა სიახლეებსა და პროდუქტს გვთავაზობენ თბილისში არსებული სამკაულებისა და აქსესუარების მაღაზიები ამ ინფორმაციის მისაღებად გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ცნობილ საიუველირო მაღაზიებს დაუკავშირდა.
|
| |
| ბიზნესი : ქართული მინერალური წყალი “ბორჯომი” “Air Baltics”-ის ბორტზეც გაიყიდება |
 2011 წლის 1 მარტიდან ქართული მინერალური წყალი “ბორჯომი” ავიაკ ომპანია “Air Baltics” –ის ბორტზე გაიყიდება. ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ კომპანია “IDS Borjomi Europe” – ის დირექტორმა ირაკლი ბოკუჩავამ 2011 წლის 25 თებერვალს მოაწერა ხელი.
|
| |
|
|
|
|