შეუთანხმებლობა ეკონიმიკის სამინისტროში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : შეუთანხმებლობა ეკონიმიკის სამინისტროში
ნანახია: 952

"ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფოს კეთილი ნება იმისა, რათა ხელი შეეწყოს მცირე მეწარმეობის განვითარებას"


რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა. ურუზმაგ ქარქუსოვმა ქვეყნის პრეზიდენტს ეკონომიკის სამინისტროსთვის ეკონომიკური ფუნქციების გაზრდა, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი სტრუქტურის შექმნა სთხოვა. ქარქუსოვის თქმით, რაკი პრეზიდენტამდე აქამდე ვერ მიაღწია თხოვნამ აღნიშნული სამსახურის შექმნის შესახებ, იძულებული გახადა მისთვის პრესის საშუალებით მიემართა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე პრეზიდენტს სთხოვს, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ დაუშვას მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება, რადგან თუკი მომავალი წლის ბიუჯეტი აღნიშნული სტრუქტურის შექმნას არ გაითვალისწინებს, 2010 წელს საქართველოს ეკონომიკა აღარ ექნება. ქარქუსოვის ინფორმაციით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მთელს ევროპაში, სადაც მცირე ბიზნესის მხარდამჭერი სტრუქტურა არ არსებობს. ამიტომ მცირე ბიზნესი, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს, ჰაერშია გამოკიდებული. ეკონომიკის მინისტრისთვის კი საკუთარი მოადგილის ეს ნაბიჯი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ურუზმაგ ქარქუსოვს მასთან არ შეუთანხმებია და წერილის შესახებ პრესისგან შეიტყო. ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად სერიოზულად მუშაობს და 2010 წელს ქვეყნის ეკონომიკას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, პრეზიდენტთან კომუნიკაციის პრობლემა არც მინისტრებს და არც მის მოადგილეებს არ აქვთ და ამიტომ არ ესმის, რატომ დასჭირდა ქარქუსოვს განცხადების პრესით გაკეთება.
2010 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილისა და სხვა კიდევ ბევრი ადამიანის თხოვნამ, რომ ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ინტერესები 2010 წლის ბიუჯეტში გაეთვალისწინებინა, შედეგი ვერ გამოიღო. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი კვლავ მსხივილი ბიზნესის პირისპირაა დარჩენილი. მათ თხოვნას რაიმე სახის ხელშეწყობისა ან დახმარების თაობაზე კი მთავრობა უკვე რამდენიმე წელია უგულებელყოფს.
"ბ&ფ" დააინტერესდა მცირე და საშუალო ბიზნესში არსებული სიტუაციით. შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა მდგომარეობაა დღეს-დღეობით საქართველოში ამ სფეროში და რამდენად ხდება მისთვის ხელშეწყობა. მკითხველს ინფორმაციისათვის შევახსენებ, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით მცირედ ითვლება საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აჭარბებს 20 თანამშრომელს და ყოველწლიური ბრუნვა არ აღემატება 500,000 ლარს, საშუალო საწარმოში კი დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აჭარბებს 100 თანამშრომელს და ყოველწლიური ბრუნვა არ აღემატება 1,500,000 ლარს. იმის გამო, რომ მცირე ბიზნესს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური როლი გააჩნია, მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში მათ ხელს უწყობს სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც სპეციალურად მცირე ბიზნესის განვითრებისთვის არიან დაფუძნებულნი. მაშინ, როდესაც მცირე ბიზნესის დასაცავად აშშ ყოველწლიურად დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს ხარჯავს, დიდი ბრიტანეთი კი მხოლოდ იაფი კრედიტებისთვის 50 მლნ. ფუნტ სტერლინგს გამოყოფს, მათთან შედარებით საქართველოში გაცილებით რთული ვითარებაა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ამ სფეროში კანონიც კი არ არსებობს, რომელიც 2006 წელს ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროს გაუქმდა. ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულია მთლიან დასაქმებულთა 25%, მაშინ, როდესაც ინგლისში ეს მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს, გერმანიაში კი - 80%-ს. ამ მაჩვენებლების გამოსასწორებლად საქართველოშიც არსებობს გარკვეული უმნიშვნელო შეღავათები. მაგალითად, ინდ. მეწარმე, რომელიც საქმიანობას სრულიად მარტო ახორციელებს, გათავისუფლებულია სალარო აპარატისაგან, თუმცა ასეთ მეწარმეთა წილი რეალურად ძალიან მცირეა. ასევე ფირმები, რომელთა ბრუნვაც 100 000 ლარზე ნაკლებია, გათავისუფლებულნი არიან დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. დახმარებას, ეს შეღავთები კი ზღვაში წვეთია.
2009 წლის გაზაფხულზე სამოქალაქო საზოგადოება "სოლიდარობამ" პარლამენტს წარუდგინა კანონი "მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის შესახებ", რომელიც ჯერ განხილვის პროცესშია. "აღნიშნული კანონი ითვალისწინებს მცირე და საშუალო წარმოების განვითარებისთვის ყველა წელს სამოქმედო გეგმების შემუშავებას, ეროვნული პროგრამის ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურის შექმნას რეგიონებში, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ექსპორტის ზრდას და ა.შ. მართალია საპარლამენტო უმრავლესობამ და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაარღვია რეგლამენტაციის პირობები და არსებული კანონი თავის დროზე არ მიიღო მხედველობაში. თუმცა, დღეს-დღეობით იგი დღის წესრიგშია და ექვემდებარება განხილვას. მომავალში იგეგმება სამოქალაქო საზოგადოება `მცირე ბიზნესის კომიტეტის~ შექმნა, სადაც გაერთიანებული იქნებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წამომადგენლები, ჩვენ ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად და ხელს შევუწყობთ ისეთი სამოქმედო გეგმებისა და სისტემის ჩამოყალიბებას, რაც დადებითად იმოქმედებს მცირე და საშუალო წარმოების განვითარებაზე ქვეყანაში", - განაცხადა "სოლიდარობის" ხელმძღვანელმა კახა კოხრეიძემ.
დღეისათვის სახელმწიფო თუ ეხმარება, ან ხელს უწყობს რაიმე სახით ბიზნეს, ეს მხოლოდ მსხვილი ბიზნესის მიმართულებით ხდება. ხელისუფლება ისევ დიდ ყურადღებას აქცევს მსხვილი წარმოების განვითარებას და მათთვის სხვადასხვა შეღავათების დაწესებას. მაგალითად, სახელმწიფოს მიერ შეიქმნა "ოქროს სია", რომელიც მსხვილი წარმოების მქონე იმპორტიორ კომპანიებს გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ეს ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტად მსხვილი წარმოების განვითარებას, ზრდის ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის რაოდენობას, იწვევს ქვეყანაში არსებული შემოსავლების არასამართლიან გადანაწილებას და მისი უმეტესი ნაწილის ადამიანთა მცირე მასების ხელში მოხვედრას. ასევე დასაფიქსირებელია ის ფაქტი, რომ მსხივი ბიზნესმენების ფინანსთა მინისტრთან პირველივე შეხვედრისას მიღწეული იქნა შეთანხმება ნავთობიმპორტიორი კომპანიებისათვის ბუნებრივი დანაკარგების გამოკლების შესახებ. ეს მაშინ, როდესაც მცირე მეწარმეები 3 წელია ამაოდ ცდილობენ უბრალო კანონის დამტკიცებასაც კი.
აღსანიშნავია, რომ მსხვილი წარმოების უპირატეს მდგომარეობაში დაყენებაზე პირდაპირპროპორციული ზეგავლენა მოახდინა ანტიმონოპოლირი სამსახურის გაუქმებამ. მცირე წარმოებაზე კი მან მკვეთრი უარყოფითი შედეგი იქონია.
ისიმ გასარკვევად თუ რა დამოკიდებულებაა სახელისუფლებოს სტრუქტურებში მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ. იქიდან ფინანსთა, სოფლის მეურნეობის სამინისტროებსა და `თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოსთან~ გადაგვამისამართეს. სამწუხაროდ ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა კითხვებზე პასუხები არ მოგვაწოდეს. რაც შეეხება "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს", მათი განცხადებით სააგენტო პასუხისმგებელია მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს დავალებების შესრულებაზე, და რასაც ისინი ზემდგომი ორგანოებისგან იღებენ, იმას ასერულებენ.
"ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფოს კეთილი ნება იმისა, რომ შექმნას ისეთი გარემო, რაც ხელს შეუწყობს მცირე წარმოებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ექსპორტის ზრდას, შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას და ზოგადად ქვეყნის დამოუკიდებლობის ზრდას", - ასე აფასებს `საწარმოთა და ინოვაციურ განვითარების ცენტრის~ ხელმძღვანელი, ექსპერტი მცირე ბიზნესის საკითხებში თამაზ ვაშაკიძე საქართველოში მცირე ბიზნესში არსებულ სიტუაციას.
მსოფლიოს ყველა ნორმალური ქვეყნისთვის მცირე და საშუალო წარმოების განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია. რადგან იგი უზრუნველყოფს სხვა ქვეყნებისგან დამოუკიდებლობას, ექსპორტის ზრდას და იმპორტის შემცირებას, რასაც შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებისკენ მივყავართ. მცირე და საშუალო ბიზნესი ყველა განვითარებულ ქვეყანაში საზოგადოების დასაქმებას და ქვეყნის მოსახლეობაში საშუალო ფენების წილის ზრდას უწყობს ხელს. რის ნაკლებობასაც ჩვენი ქვეყანა მწვავედ განიცდის.
ცხადია, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს მკვეთრად ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკა, რაც განაპირობებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას განაპირობებდა. სწორედ მდგრადი და ძლიერი მცირე და საშუალო ბიზნესი არის საუკეთესო საშუალება, რომ კრიზისული პერიოდები შედარებით ნაკლებად აისახოს მოსახლეობის ფართო მასებზე.

ნუცა თოხაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48