რატომ ძივირდება საკვები ზეთი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : რატომ ძივირდება საკვები ზეთი
ნანახია: 1062

მსოფლიო ბაზარზე გასული კვირის განმავლობაში მზესუმზირის ზეთზე ფასები გაიზარდა. 2009-2010 მარკეტინგულ წელში მზესუმზირის მსოფლიო წარმოებამ 31,8 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა სეზონთან შედარებით 2,7 მლნ ტონით ნაკლებია. მზესუმზირის წარმოება დაეცა რუსეთში, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში, არგენტინასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
ექსპერტების პროგნოზით, 2010 წლის იანვარ-აგვისტოში ზეთის კულტურის გადამუშავება 1,9 მილიონი ტონით შემცირდება, რაც პროდუქციის გაძვირებას განაპირობებს.
ერთი კვირაა, რაც მზესუმზირის ზეთის ფასმა საქართველოშიც მოიმატა. ამჟამად საქართველოს მზესუმზირის ბაზარზე 40-მდე ბრენდია წარმოდგენილი და საკმაოდ მაღალია კონკურენცია. საცალო სარეალიზაციო ფასები 2,7 ლარიდან 3,5 ლარამდე მერყეობს. მცენარეული ზეთის ბაზარი შემდეგ სეგმენტებად არის დაყოფილი: 1. მზესუმზირის ზეთი - 92%, 2.ზეითუნის ზეთი - 4%, 3.სიმინდის ზეთი - 3%, 4.სხვა მცენარეული ზეთები - 1%.
2008 წლისთვის საქართველოს მზესუმზირის ზეთის ბაზრის წლიური მოცულობა 26,8 მლნ ლიტრს შეადგენდა, რომელიც ძირითადად იმპორტირებული პროდუქციით ივსებოდა.
ექსპერტთა აზრით საქართველოში ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. პირველი ის, რომ ფასები მთელს მსოფლიოში ზრდის ტენდეციით ხასიათდება. საქართველო მსოფლიოს ნაწილია, თანაც ჩვენი ბაზრის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქტს უჭირავს. არის მეორე ფაქტორიც, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ პროდუქციის თვითღირებულება გაზარდა, რის გამოც მისი გასაყიდი ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მზესუმზირის ზეთის გაძვირებასთან დაკავშირებით, შპს "ლუქსი 2004" მენეჯმენტის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. შპს ზეთის იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ბაზრის წილის 10% ფლობს. "წინა კვირას მზესუმზირის ზეთზე ფასები გაიზარდა. ყუთში, რომელშიც 15 ლიტრაა, 32.5 ლარად შემოგვქონდა, დღეისთვის კი ფასი 33.5 ლარია. სამომავლოდ კვლავ მოიმატებს თუ არა ფასები, არ ვიცით. ფასის ზრდა მომწოდებელზეა დამოკიდებული," - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. შპს "ლუქსი 2004" ექსკლუზიურად ახდენს ისეთი ცნობილი ბრენდების იმპორტს, როგორიცაა ფქვილი "მაკფა", ზეთი `დივნოე~ და ზეთისხილი "ხოლივა".
საქართველოში მზესუმზირის წლევანდელი მოსავალი მცირემოსავლიანი აღმოჩნდა. მოსავლის მკვეთრ შემცირებას უამინდობამ შეუწყო ხელი.
საქართველოში მზესუმზირის ზეთის მწარმოებელი კომპანია `ბათოილის~ მენეჯმენტის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი პროდუქციის ღირებულება ჯერჯერობით უცვლელია, თუმცა თუ მსოფლიო ბაზარზე აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდა, არ არის გამორიცხული "ბათოილის" წარმოებული პროდუქციის ფასებიც გაიზარდოს.
ამ დროისთვის კომპანია სამი სახეობის ზეთს - რაფინირებულს, არარაფირირებულს და პრემიუმ კლასის რაფინირებულ ზეთს აწარმოებს. 1-ლიტრიან ბოთლში ჩამოსხმული "ბათოილის" ზეთის ფასები 2,50-2,70 ლარს შეადგენს. კომპანია თვეში 700 ლიტრი ზეთის რეალიზაციას ახორციელებს, წლის ბოლოსთვის კი მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ამ მაჩვენებელს 1 მილიონ ლიტრამდე გაზრდის. `ბათოილი~ ბაზრის დაახლოებით 40%-ს ფლობს.

ნანა კალანდაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48