“ტემენოს T24” ახლა უკვე "საქართველოს ბანკში" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : “ტემენოს T24” ახლა უკვე "საქართველოს ბანკში"
ნანახია: 776

“საქართველოს ბანკმა”, დღეს, 23 სექტემბერს, ახალი ძირითადი საოპერაციო სისტემის, “ტემენოს ტ24”-ის შეძენის შესახებ განაცხადა. ხსენებული სისტემა მოიცავს: CRM-ს, საცალო და კორპორატიულ საბანკო საქმიანობას, ნაღდი ფულის, ხაზინის, სავაჭრო დაფინანსების, რისკების, ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვას და საბანკო პროგრამას საერთაშირისო დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებისთვის. სისტემის დანერგვა ნაწილია “საქართველოს ბანკის” სტრატეგიის, რომელიც გულისხმობს საოპერაციო ეფექტურობის გაზრდას მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის გზით და მომხმარებლის მომსახურების გაუმჯობესებას.
“ტემენოსი” ბანკებს მთელს მსოფლიოში აწვდის ძირითად საოპერაციო პროგრამას და ემსახურბა 700-ზე მეტ კლიენტს 120 ქვეყანაში. “ტემენოსის” პროდუქტები დამყარებულია წამყვან ტექნოლოგიაზე და აქვს ულევი ფუნქციონალური საშუალება. ბანკმა განიხილა სხვა საერთაშირისო დონის კომპანიების შეთავაზებები და საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა “ტემენოსის” “ტ24 მოდელ ბანკზე” უნივერსალური ბანკისთვის. “ტ24” საშუალებას მისცემს ბანკს მოახდინოს მისი ოპერაციების ინტეგრაცია ერთ პლატფორმაზე და ყველა ბიზნეს მიმართულების მოთხოვნილებები ერთი, ცენტრალური ადგილიდან მართოს.
ახალი საოპერაციო სისტემა საშუალებას მისცემს “საქართველოს ბანკს” მოახდინოს მისი პროცესების მოდერნიზება, გახადოს მომსახურება ბევრად სწრაფი და ასევე შეამციროს ახალი პროდუქტის დანერგვისთვის საჭირო დრო. შედეგად, მომხმარებელი მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, რომელიც უპასუხებს მის მოთხოვნილებებს.
“მოხარული ვარ, რომ ბანკის ძლიერი კაპიტალის და ლიკვიდურობის არსებობამ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქციის გაკეთების საშუალება მოგვცა. ახალი სისტემა კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას. არსებული პლატფორმიდან, ახალ, საერთაშორისოდ აღიარებულ სისტემზე გადასვლა, ჩვენს საქმიანობას კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აიყვანს. ჩვენ მიგვაჩინია, რომ “ტემენოსი” ყველაზე კარგად პასუხობს ჩვენი საოპერაციო მოთხოვნილებების სრულ სპექტრს. “ტემენოსის” პლატფორმა საშუალებას იძლევა ბაზარზე ახლი პროდუქტის გამოშვების დრო 60%-ით შევამციროთ. დამატებით, ზუსტი მონაცემების არსებობა, საშუალებას მოგვცემს უკეთ გამოვიყენოთ ჯვარედინი გაყიდვების შესაძლებლობები, რაც, ჩვენი გათვლებით დაახლოებით 30%-ით გაზრდის გაყიდვებს.
აღსანიშნავია, შეძენის განხორციელების დროც, ვინაიდან ხსენებული სისტემის დანერგვას ჩვენ მოვახდენთ შედარებით ნელი ეკონომიკური ზრდის პირობებში და მომგებიან მდგომარეობაში ავღმოჩნდებით სწრაფი ზრდის პერიოდში. ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობაზე, რომლის დანერგვა შემდეგი 16-დან 20 თვემდე გასტანს”, განაცხადა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
კით სტოუნელმა, “ტემენოსის” რეგიონალურმა დირექტორმა ჩრდილო ევროპასა და დსთ-ს რეგიონში განაცხადა: “ეს წარმატებული სვლა ადასტურებს სულ უფრო მზარდ ტენდენციას, ადგილობრივ წამყვან ბანკებს შორის, განახორციელონ დაბანდებები მსოფლიოში აღიარებულ საბანკო საოპერაციო სისტემებში და, ამგვარად, გაამყარონ მათი წამყვანი პოზიციები, მოქნილი, მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვაწვდით “საქართველოს ბანკს” უაღესად მოქნილ, თანამედროვე სისტემას, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკს გამოირჩეოდეს, ახალი, ბაზრის მოთხოვნილებებზე ორიენტირებული შეთავაზებების სწაფი დანერგვით, მთელი კომპანიის მასშტაბით”.
“ტემენოსის” შესახებ - Temenos Group AG (“ტემენოსი”) დაფუძნდა 1993 წელს და მისი აქციები ივაჭრება შვეიცარიის საფონდო ბირჟაზე (SWX: TEMN). “ტემენოსი” საცალო, კორპორატიული და მოკორესპოდენტო, უნივერსალური, კერძო, ისლამური, მიკროდაკრედიტებისა და საზოგადოებირვი საბანკო სექტორებისთვის საბანკო პროგრამული სისტემების გლობალური მიმწოდებელია. სათაო ოფისით ჟენევაში და 51 ოფისით მსოფლიოს მასშტაბით, “ტემენოსი” ემსახურება 700-ზე მეტ კლიენტს, 120-ზე მეტ ქვეყანაში. “ტემენოსის” პროგრამული უზრუნველყოფა ეს არის წამყვანი ტექნოლოგია და ულევი ფუნქციური შესაძლებლობები. მსოფლიოს მაშტაბით პროგრამის 600-ზე მეტი დანერგვის შედეგად, “ტემენოსი” მის პროდუქტებში თავს უყრის საუკეთესო გამოცდილებას. “ტემენოსის” თანამედროვე და ავტომატიზირებული მიდგომა დანერგვისადმი, რასაც უზრუნველყოფს კომპანიის ძლიერი კლიენტის მომსახურების სისტემა, განაპირობებს ძირითადი საოპერაციო პლატფორმის ეფექტურ და დაბალი რისკის შემცველ მიგრაციას. “ტემენოსი” ყოველწლიურად 20% ინვესტირებას ახდენს კვლევასა და განვითარებაში, რაც გაცილებით აღემატება კონკურენტების მაჩვენებლებს. კომპანიის ერთი მთლიანი პაკეტური და განახლებადი პროგრამული უზრუნველყოფა განაპირობებს იმას, რომ “ტემენოსის” ყველა მომხამრებელი სარგებლობს თანამედროვე ტექნოლგიებით და მუდმივი მხარდაჭერით.
“ტემენოს ტ24” - “ტ24 მოდელ ბანკი” არის პაკეტირებული ძირითადი საოპერაციო საბანკო პროგრამა, რომელიც აერთიანებს “ტემენოსის” საუკეთესო გამოცდილებას მსოფლიოს მასშტაბით საცალო, კორპორატიულ, უნივერსალურ, დაგროვილი ქონების, ისლამურ, მიკროდაფინანსებისა და საზოგადოებრივ საბანკო სექტორებში. უაღრესად ავტომატიზირებული მიდგომა, მოკლე ვადაში დანერგვის, შენახვის დაბალი ხარჯებისა და ღOI-ს გამოთვლის საშუალებას იძლევა. “ტ24” საშუალებას აძლევს ბანკებს გამოცვალონ მოძველებული სისტემები და მოახდინონ მათი პროცესების მოდერნიზება. ბანკები მთელს მსოფლიოში იყენებენ “ტ24”-ს რათა სწრაფად მიაწოდონ ბაზარს ინოვაციური, საბაზრო მოთხოვნილებებზე ორიენტირებული პროდუქტები და სერვისები და უპასუხონ მომხმარებელთა მუდმივად ცვლად მოთხოვნილებებს. “ტ24” ეხმარება ბანკებს მოახდინონ ზრდა და, ამავე დროს, მართონ რისკები და ხარჯები და უსწრებდნენ კონკურენტებს ეფექტური და ეკონომიური ბიზნეს მოდელის წყალობით.


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48