ნანახია: 740
"საქართველოს ბანკმა” ახალი სერვის ცენტრი გახსნა. სერვის ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს მომსახურებას და განთავსებულია სასტუმრო “რედისონ სას ივერია”-ში, მისამართზე: ვარდების მოედანი 1. ახალ სერვის ცენტრში ფიზიკური პირები მიიღებენ ყველა ძირითად საბანკო მომსახურებას: ფიზიკური პირების ანგარიშების გახსნა და წარმოება, ოპერაციები პლასტიკური ბარათებით, დეპოზიტის გახსნა, საკასო ოპერაციები, ბანკში არსებული ყველა ტიპის კომუნალური გადახდების მიღება, ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილის ოპერაციები და ოპერაციები სამგზავრო ჩეკებით. აღნიშნული სერვის ცენტრის გახსნით, დამატებით 5 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
|