შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს GSP+ შეუჩეროს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს GSP+ შეუჩეროს
ნანახია: 701

“ჩვენ მივმართავთ ევროპის კომისიას, შეუჩეროს საქართველოს GSP+, რადგან პრეფერენციების ეს სისტემა დაფუძნებული უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემაზე, შრომის კოდექსი კი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ამ უფლებებს არღვევს. იგივე პრობლემების გამო, ევროკავშირმა GSP+ უკვე შეუჩერა ბელორუსს,” – ამის შესახებ ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) კონფედერალურმა მდივანმა, იოზეფ ნიემეცმა დღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ყრილობაზე განაცხადა.
“ETUC ევროკავშირის მთავრობისა და პარლამენტის, ასევე, ევროკავშირის დამსაქმებელთა ასოციაციის პარტნიორია და ჩვენ მოვახდენთ გავლენას ევროპის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში. შრომის კოდექსი არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი ფასეულობების წინააღმდეგ, იგი არის კოლექტიური მოლაპარაკებების წინააღმდეგი, ამდენად, ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ მას,” – განაცხადა იოზეფ ნიემეცმა.
მისი განცხადებით,ETUC ამისთვის გამოიყენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც ხელმოწერიალია საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ასევე სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელიც სავაჭრო პრეფერენციებს, GSP+-ს მოიცავს. ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის კონფედერალური მდივანი, ასევე, აცხადებს, რომ არანაირი დათმობა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არ იქნება.
“რამდენიმე თვის წინათ ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობასა, შეეცვალა შრომის კოდექსი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სამმხრივი ხელშეკრულება იყო პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, შეაბამისად, საერთასორისო ორგანიზაციები გააგრძელებენ აქტიურობას იმისთვის, რომ ამ დოკუმენტში ადამიანის უფლებების სრულ პატივისცემას მივაღწიოთ,” – განაცხადა იოზეფ ნიემეცმა.
ევროკავშირის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შენიშვნები საქართველოს შრომის კოდექსთან დაკავშირებით, მოკლედ, შემდეგია: საქართველოს შრომის კოდექსი არ შეესაბამება “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის” სტანდარტებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და საქართველოს მიერ 2005 წლის ივლისში რატიფიცირებულ “ევროპის სოციალური ქარტიის” სტანდარტებს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა ზედმეტი სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა, სამსახურიდან დათხოვნა, კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება და სხვა.


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48