"მთავარია, რომ პრობლემების გადაჭრაზე ყველამ იფიქროს" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : "მთავარია, რომ პრობლემების გადაჭრაზე ყველამ იფიქროს"
ნანახია: 924

ინტერვიუ საქართვლოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილთან


- ბატონო ჯემალ, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და რამდენად აისახება იგი ეკონომიკის მდგომარეობაზე?
- პოლიტიკური არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, თავის ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. თუმცა, ეს არ არის ჩვენი ეკონომიკის ერთადერთი პრობლემა. ზოგადად, პრობლემები ცოტა უფრო ადრე დაიწყო. აუცილებლად უნდა ვახსენოთ რუსეთის აგრესია, გლობალური საფინანსო კრიზისი, ადგილობრივი სირთულეები, რაც ჯამში, ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე.
- დღეს ბიზნესმენები ჩუმად არიან, ერთადერთი ფადი ასლი ლაპარაკობს ყველას მაგივრად, ეს ლიბანური წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც წლების განმავლობაში ქათმის ბარკლების, ბანანის და კვების სხვა პროდუქტების ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში, დღეს მოძღვრის როლში მოგვევლინა. რატომ ჰქონდა მას ყოველთვის აბსოლუტური ხელშეწყობის რეჟიმი? ეს ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ ახლა სხვა რამ მინდა გკითხოთ, - ნუთუ ქართველ ბიზნესმენებს არ აქვთ პრობლემები. თუ ფიქრობთ, რომ აქვთ, რა არის ეს პრობლემები სადღეისოდ?
- პრობლემებს ყველა ხედავს და მათ ყველა თავისებურად უდგება. მთავარია, ახლა ვიფიქროთ არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო საამშენებლო-დეველოპერულ და საბანკო სექტორში შექმნილი მდგომარეობა. სავაჭრო-სამრეწველო პალატა მენაშენეთა და ბანკების ასოციაციებთან ერთად ვმუშაობთ დოკუმენტზე, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ მთავრობას, რათა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთერთი მნიშვნელოვანი დარგის კრიზისიდან მინიმალური ზიანით გამოყვანა.
- ეკონომიკის გამოცოცხლებისა და სტიმულირების საკმაოდ საინტერესო ინიციატივა წამოაყენა თავის სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა. ილია მეორემ მთავრობას ფინანსური ამნისტიის გატარებისკენ მოუწოდა. ფინანსური ამნისტიის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა, ფაქტია, რომ ამ საკითხს ფრთხილი მიდგომა სჭირდება. რა აზრის ხართ ფინანსურ ამნისტიასთან დაკავშირებით?
- პატრიარქის არა მხოლოდ ეს ბოლო ეპისტოლე, არამედ მისი ყველა მოწოდება, ძალიან საყურადღებოა. ის ყოველთვის მოგვიწოდებს და ძალიან ხშირად მიმართულებასაც გვაძლევს, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტები.
რაც შეეხება ამნისტიას, ესეც არის ერთ-ერთი გამოსავალი. თუმცა, ამნისტია ხშირად გამოცხადებულა და მას შედეგი არ მოუტანია. აქ აუცილებელია ნდობის ფაქტორი, ბიზნესი უნდა ენდობოდეს მთავრობის ინიციატივებს. სწორად განხორციელებულ ფინანსური ამნისტია დადებითი შედეგის მომტანია. აგრეთვე მიმაჩნია, რომ აუცილებელია გავრცელდეს სხვა სახის საგადასახადო შეღავათები, განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესს.
- არსებობს თუ რა კანონი რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის არის გათვალისწინებული, მოქმედებს თუ არა რაიმე შეღავათი ბიზნესის ამ სეგმენტისთვის?
- ჯერჯერობით კანონი არ არსებობს, თუმცა ასეთი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად შესულია. ჯერჯერობით უმნიშვნელო შეღავათებით სარგებლობენ მხოლოდ ინდმეწარმეები. თუ ახალ კანონში არ იქნება გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რეალურ შედეგს ვერ მივიღებთ. მცირე და საშუალო ბიზნესი ყველა განვითარებულ ქვეყანაში განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენც აუცილებლად უნდა გადავდგათ ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები. მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე დიდი დამსაქმებელია და სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე, ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, დასაქმებულთა 80-90% მოდის. ჩვენთვის, როგორც აგრარული ქვეყნისთვის, სოფლის მეურნეობაში მცირე და საშუალო წარმოების კუთხით ძალიან კარგი შესაძლებლობებია. ასევე შეიძლება ითქვას გადამამუშავებელ მრეწველობაზე, ტურიზმზე და მომსახურების სფეროზე. ამ სფეროებში მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.
- ვისაუბროთ კახა ბენდუქიძეზე და მის მოღვაწეობაზე. მისი რეფორმების ძირითადი შინაარსი ეკონომიკის მაქსიმალური ლიბერალიზაცია და დერეგულაცია გახდა. სად მიგვიყვანა ამგვარმა რეფორმებმა?
- რაც კახა ბენდუქიძემ გააკეთა დერეგულირების კუთხით, ნაწილობრივ მისასალმებელია. ის, რომ ბიუროკრატიული ბარიერები შემცირდა, ესეც, რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია. ის ყოველთვის გადასახადების შემცირების მომხრეა. თუმცა, მე არ მიმაჩნია და არ ვთვლი, რომ რასაც ის გვთავაზობდა, ყველაფერი მისაღები იყო. მიმაჩნია, რომ როგორც ზედმეტი რეგულირება არის დაუშვებელი, ასევე ზედმეტი დერეგულირებაც შეიძლება იყოს საზიანოა ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის. ამის არაერთი მაგალითი მსოფლიო კრიზისის პირობებში ჩვენ უკვე ვიხილეთ. ერთ-ერთი ასეთია ისლანდია. ის აღმოჩნდა გლობალური საფინანსო კრიზისის პირველი მსხვერპლი და პრაქტიკულად ბანკროტი. ისლანდია აღიარებული იყო, როგორც ერთერთი ყველაზე ლიბერალური და დერეგულირებული ეკონომიკისა მქონე ქვეყანაა. ისლანდიის მაგალითმა გვაჩვენა, რომ რეალური ეკონომიკის (მრეწველობის) გარეშე მხოლოდ საფინანსო სექტორი სტაბილურ ეკონომიკას ვერ უზრუნველყოფს.
- ჩვენი ეკონომიკური ზრდა დაფუძნებული იყო ძირითადად საბანკო, სავაჭრო და სამშენებლო სექტორზე. ნელა ვითარდებოდა ეკონომიკის რეალური სექტორი. სესხებიდან ძალიან დიდი პროცენტი იყო სამომხმარებლო კრედიტები, რომლითაც ადამიანები ყიდულობდნენ იმპორტირებულ საყოფაცხოვრებო პროდუქციას, და ეს ფული პრაქტიკულად არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ეკონომიკაში მიდიოდა. თქვენი აზრით, დღევანდელი მწვავე სიტუაციის შექმნაში, აქვს თუ არა თავისი გავლენა იმ ოთხი წლის ვირტუალურ წარმატებებს?
- ბოლო წლებში ეკონომიკა მთლიანობაში საკმაოდ წარმატებულად ვითარდებოდა. ამავე დროს მოხდა მნიშვნელოვანი დისპროპორცია წარმოების და მომსახურების სექტორების განვითარებაში, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა აგრეთვე მუშევრობის პრობლემაზე და ცალკეული რეგიონების განვითარებაზე. რუსეთის აგრესიამ და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. არსებული კრიზის პირობებში, სერიოზული პრობლემები შეიქმნა სამშენებლო და მასთან დაკავშირებული საბანკო სექტორს. ბანკები ჯერ კრედიტს გასცემდნენ მშენებლებზე და შემდეგ მყიდველებზე. ამ პროცესში იყო ჩართული ბევრი მცირე და საშუალო მეწარმეც და ეს ყოველივე სტიმულს აძლევდა იმპორტს რაც აგრეთვე ბანკების მიერ კრედიტდებოდა. ერთის მხრივ, სამშენებლო და მეორე მხრივ საკრედიტო ბუმი, იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდის ერთერთი განმაპირობებელი. შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში ბანკებმა რეალურად შეაფასეს მდგომარეობა, გადააფასეს რისკები და შეზღუდეს კრედიტები, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა მთლიანად ბიზნესზე.
ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ჩვენი ეკონომიკის სტაბილური განვითარებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვანი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. საქართველოს ექსპორტის ძირითადი წილი მოდის სულ რამოდენიმე კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე. და თავად საექსპორტო პროდუქცია ძირითადად ნედლეულის ან ნახევარფაბრიკატის სახით არის. საჭიროა სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვა სოფლის მეურნეობაში და მრეწველობაში, რათა მოხდეს საექსპორტო პროდუქციის ზრდა, ექსპორტის დივერსიფიკაცია და იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ნაწილობრივი ჩანაცვლება. ამ ყოველივეს უდიდესი მნიშვნელობაა აქვს ქვეყანაში დასაქმების პრობლემის გადაჭრისთვის.
- ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გარკვეული შეღავათები დაგვიწესეს მათ ბაზრებზე პროდუქციის შეტანის თვალსაზრისით. რამდენად ეფექტურად არის გამოყენებული ეს შეღავათები?
- ჩვენ, პრინციპში, ცალმხრივად ყველაფერზე გავაუქმეთ საიმპორტო გადასახადი. მოქმედებს მხოლოდ დღგ-ს გადასახადი იმპორტის დროს რაც უბრუნდება იმპორტიორს. ორმხრივი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ იგივე ევროკავშირთან, ამერიკასთან ან სხვა ქვეყნებთან, პირველ რიგში, იმითაა საინტერესო, რომ გაძლევს იმ ქვეყნების ბაზარზე ბარიერების გარეშე შესვლის საშუალებას.
მაგრამ, პრობლემის არსი ისევ და ისევ საექსპორტო კონკურენტუნარიანი პროდუქციის ნაკლებობაა. იმედია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების ძალაში შესვლა დადებითად იმოქმედებს საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე და შესაბამისად მრეწველობაში ინვესტიციების მოზიდვაზე.

ესაუბრა ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48