ნანახია: 912
ლი კუნ-ჰი ცნობილი კორეელი მილიარდელია, რომელიც უზარმაზარ კონცერნ Samsung Group-ის თავმჯდომარეობდა. ლი კუნ-ჰის კაპიტალი 3,4 მლრდ დოლარადაა შეფასებული. იგი ტოკიოს უნივერსიტეტ Wased-ში სწავლობდა, რომელიც წარმატებით დაამთავრა. შემდეგ ლი აშშ-ში დამატებითი განათლების მისაღებად გაემგზავრა, კუნ-ჰი ჯორჯ ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდა, რომელიც წარმატებით დაასრულა კიდეც. ლი კუნ-ჰი 1942 წლის 9 იანვარს, ცნობილი მეწარმის Lee Byung-chul-ის ოჯახში დაიბადა, რომელიც ოდესღაც Samsung Group-ის დამფუძნებელი გახლდათ. ლი კუნ-ჰიმ შესანიშნავი განათლება მიიღო. მისი საქმიანობა მუდამ მრავალმხრივი იყო და არა მხოლოდ ბიზნესს ეხებოდა. მაგალითად, 1996 წელს ლი კუნ-ჰი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახდა და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში. ამ დროისათვის იგი მრავალ საქმიანობას ეწევა, საუბრობს სამ ენაზე – ინგლისურად, იაპონურად და კორეულად, მან სულ ცოტა ხნის წინ დატოვა Samsung Group-ის ხელმძღვანელის თანამდებობა. ხელმძღვანელობიდან წასვლა მან სკანდალის შემდეგ გადაწყვიტა, რომელიც Samsung Group-ში მის წასვლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. კორეელი მილიარდელი დაადანაშაულეს, რომ მის ორგანიზაციაში კანონის მრავალი დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი – მოსყიდვები, ქრთამის აღება. თავდაპირველად ლი კუნ-ჰი ბრალდებას უარყოფდა, თუმცა შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო (მორალურიც და იურიდიულიც). 2008 წლის 21 აპრილს ლი კუნ-ჰი თანამდებობიდან ოფიციალურად წავიდა. როდესღაც კი, ლი კუნ-ჰიმ გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში, საწარმოში გლობალური ცვლილებები შეიტანა, რაც კომპანიის შემდგომი წარმატების საფუძველი გახდა. მაგალითად, ორგანიზაცია Samsung Group-ის ფილიალი Samsung Electronics-ის მსოფლიოში წამყვან ნახევარგამტარების მწარმოებელს წარმოადგენს და ყველაზე წარმატებულ კომპანიათა ასეულში თავისი ადგილი უჭირავს.
|