ნანახია: 470
ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Mazda Motor Corp.-ი მსოფლიო ბაზრიდან 0,5 მილიონი ავტომობილის გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ Reuters-ი გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ საჭის ჰიდროგამაძლიერებელში არსებული დეფექტის გამო მიიღო. იაპონურმა ავტომწარმოებელმა მანამდე აშშ-ის ბაზრიდან 250 ათასი, იაპონიის ბაზრიდან კი 10 ათასი ავტომობილის გაწვევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ახლა კი კომპანია ავტომობილების გაწვევას ევროპისა და ავსტრალიიის ბაზრიდანაც გეგმავს. მთლიანობაში მსოფლიოს მასშტაბით კომპანია 514 ათას ავტომობილს გაიწვევს. ბაზრიდან იაპონიაში 2007-2008 წლებში წარმოებული ორი ბრენდის Axela და Premacy გაწვევა იგეგმება. აღნიშნული მოდელები ზოგიერთ ქვეყნებში Mazda3-ის და Mazda5-ის სახელწოდებით არის ცნობილი. აღნიშნულ ავტომობილებში ჰიდროგამაძლიერებელის პრობლემის გამო ავარიის საფრთხე იზრდება. Mazda-ს წარმომადგენლის ცნობით, აშშ-ში აღნიშნული დეფექტის გამო სამი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
|