ნანახია: 561
HSBC-ი სამხრეთ აფრიკული ბანკის 70 პროცენტს 6,8 მილიარდ დოლარად ყიდულობს
უმსხვილესი ევროპული ბანკი HSBC-ი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ოპერირებადი ბანკის Nednank-ი აქციათა 70%-ის შეძენას გეგმავს, რაც ბრიტანულ ბანკს შავ კონტინენტზე პოზიციებს გაუმყარებს, - წერს Routers-ი. ორშაბათს HSBC-იმ და ბრიტანულ-სამხრეთ აფრიკულმა სადაზღვევო კომპანიამ Old Mutual-ი (Nedbank-ის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი) გაავრცელეს განცხადება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. განცხადებაში მითითებულია, რომ გარიგების ღირებულება 49,9 მლრდ. რანდია (6,8 მლრდ. აშშ დოლარი). "იმ შემთხვევაში, თუ HSBC-ი განვითარებად ბაზრებზე აკეთებს აქცენტს, სწორად იქცევა", - მიაჩნია BNP Paribas-ის ანალიტიკოსს დომინიკ ჩანს. "აფრიკასა და ჩინეთს შორის ვაჭრობის მოცულობა სწრაფად იზრდება. HSBC-ი კი აფრიკის კონტინენტზე ისე მძლავრად არ არის წარმოდგენილი, როგორც მისი კონკურენტი Standart Chartered-ი. ამიტომ ამ გარიგებას HSBC-თვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - მიაჩნია მას.
|