მარკეტინგი გოიმებისთვის აღარ ამართლებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : მარკეტინგი გოიმებისთვის აღარ ამართლებს
ნანახია: 516

"ჯენტლმენი" და სხვატა არაჯენტლმნენური სტრატეგია

"გუშინ "ჯენტლმენში" მომიწია შესვლა. ფასები უბრალო კედებზე სამნიშნა რიცხვებით აღიწერებოდა. ერთ-ერთმა კედმა მიიქცია ჩემი ყურადღება. წინა დღის ნამყოფი ვიყავი ბაზრობაზე და ზუსტად ისეთი კედი 72 ლარად შევიძინე. არც ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა - ერთი სიტყვით ჩვეულებრივი ყოველდღიური ფეხსაცმელია. სწორედ, აი, ასეთი კედი, რომელიც ბაზრობაზე მაქსიმუმ 72 ლარის ფარგლებში ღირს, აქ ღირდა 520 ლარი, რა არის ეს: უსინდისობის ზეიმი თუ ხალხის იდიოტებად ჩათვლა? გამყიდველმა დიდი თავაზიანობით დამიწყო იმის ახსნა, რომ უცხოური საქონელია, ძალიან კარგი ხარისხის და შეიძლება ცოტა დააკლდეს ფასი" – მსგავსი განცხადება ამ ბოლოს არაერთი მომისმენია, განსაკუთრებით ეს ეხებათ ე.წ. `ბუტიკებს~ და ისეთი ტიპის მაღაზიებს, რომლებიც ძალიან მაღალი ფასებით და არც ისე მაღალი ხარისხით ან ხშირ შემთხვევაში ბაზრობის საქონლით იწონებენ თავს. მათ კატეგორიას განეკუთვნება, მაგალითად Boss, "გარდერობი", "ჯენტლმენი" და სხვა.
თუმცა მსგავსი კატეგორიის მაღაზიები, როგორც კი მყიდველების ნაკლებობას იგრძნობენ, "სეილებსაც" გვთავაზობენ, მაგრამ საზღვარგარეთის "სეილებისგან" განსხვავებით, სადაც ჩამოფასებულ საქონელს საკმაოდ ხელმისაწვდომი ღირებულება აქვს, ჩვენთან "სეილების" დროს საშუალო ფენასაც კი უჭირს ტანისამოსის შეძენა. მაგრამ ეს ხომ თბილისია, სადაც მნიშვნელობა ხშირ შემთხვევაში არა ტანისამოსის ხარისხს, არამედ მის ფასს ენიჭება და იმ მაღაზიას ექცევა ყურადღება, სადაც ის შეიძინე. აბა, ბაზრობაზე ხომ არ იყიდის ტანსაცმელს, მერე დაქალებთან ჭორაობის დროს ხომ უნდა მოიწონოს თავი ძვირადღირებულ "ბუტიკში" ნაყიდი "ზმანით" და არა ბაზრობაზე ნაყიდი ტანისამოსით?
მაგრამ როგორც ბოლო დროს აღმოჩნდა, ქართველები მსგავსი ტიპის მაღაზიების მიერ შეთავაზებული "მაღალხარისხიანი" საქონლის შეძენით აღარ "გოიმდებიან" და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ "ელიტარული მაღაზიები" დღითი-დღე მყიდველის ნაკლებობას განიცდის, "ლიკვიდაციას" აცხადებს (სადაც ფასები ისევ იგივეა) და იხურება.
ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ბრენდირებულ მაღაზიებში, როგორებიცაა - United Colors of Benneton, Zara, Puma, Mango და სხვა. "ბუტიკებისგან" განსხვავებით ეს მაღაზიები ფასის შესაბამის ხარისხსაც გვთავაზობენ. სწორედ ამიტომაა, რომ ისინი მყიდველების ნაკლებობას არ უჩივიან. მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული ვერც ამ შემთხვევაში იქნები, რადგან ჯერ კარგად უნდა გაარკვიო, არის თუ არა მაღაზია უცხოური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და არის თუ არა ტანსაცმელი შეკერილი იმ ქვეყანაში, სადაც ხდება ორიგინალური სამოსის წარმოება.
მაშ ასე, თუ "შოპინგისთვის" ემზადებით, თბილისში მართლაც ბევრი ადგილია, სადაც გარდერობის განახლება შეიძლება. მაგრამ იმისათვის, რომ არავინ "დაგაგოიმოთ", ჯერ ბაზრობებზე გადაავლეთ თვალი, რა და როგორ ფასებში იყიდება და შემდეგ ეწვიეთ "ელიტარულ მაღაზიებს", რომ ჩვენი "ელიტის" მსგავსად, რომელიც გაცილებით პრეტენზიულია და ცდილობს ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქცია "ბუტიკებში" შეიძინოს, ბაზრობის ტანისამოსით ხელდამშვენებული არ აღმოჩნდეთ.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48