ნანახია: 541
ქვეყანას პოსტ–საბჭოთა სივრცეზეც ერთ–ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს
ვაჭრობის სტიმულირების რეიტინგში საქართველო 37–ე ადგილზეა და რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მისი პოზიციები ასევე ერთ–ერთი ყველაზე კარგია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის: აზერბაიჯანი რეიტინგში 77–ე ადგილზე გავიდა, სომხეთი 52–ზე. რუსეთი 114–ე აღმოჩნდა, უკრაინა 81–ე, ყაზახეთი კი 88–ე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოხსენების თანახმად, ისევე როგორც შარშან, რეიტინგის ლიდერი სინგაპურია ინდექსით 6,06. მას ჰონგ–კონგი, დანია და შვედეთი მოსდევს. საუკეთესო ხუთეულის ბოლო ადგილზე კი შვეიცარიაა. ვაჭრობის სტიმულირების ინდექსი სამი სფეროს მონაცემების მიხედვით დგება. "ბაზარზე ხელმისაწვდომობის" კატეგორია აჩვენებს, რამდენად ხდება უცხოური საქონლის ბრუნვის სტიმულირება ადგილობრივ ბაზარზე. ასევე რამდენად თავისუფალია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის უცხოურ ბაზრებზე გასვლა. კვლევა ასევე ეფუძნება საზღვარზე არსებული ადმინისტრირების დონესაც – რამდენად უწყობს ხელს ამ სფეროში მოქმედი მექანიზმები საქონლის ეფექტურ გადაადგილებას. მესამე ფაქტორი ბიზნეს–გარემოა, რომელიც იმპორტისა და ექსპორტის რეგულირებას განსაზღვრავს. რაც შეეხება სატრანსპორტო ინფასტრუქტურასა და ტელეკომუნიკაციებს, ექსპერტები ამ სფეროს იმის შესაფასებლად იკვლევენ, რამდენად უწყობს ეს სექტორები ხელს საქონლის მოძრაობას ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. ვაჭრობის სტიმულირების რეიტინგში წელს 125 ქვეყანა მოხვდა. საქართველო, ისევე როგორც სერბეთი, ჩერნოგორია, ბოსტვანა დ ისლანდია რეიტინგში პირველად შევიდნენ.
|