ხელისუფლების იმედები და "ფრეშის" რეალობა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბიზნესი : ხელისუფლების იმედები და "ფრეშის" რეალობა
ნანახია: 660

რამდენი ადამიანია დასაქმებული ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში

გაზეთის მკითხველს ემახსოვრება "ბ&ფ"-ის 228 ნომერში ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელის, მიხეილ თიგიშვილის ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებდა, რომ ამჟამად ზონაში 400-450 ადამიანია დასაქმებული და ქარხნის სრულად ამუშავების შემდეგ, იგი მნიშვნელოვნად გაიზრდება. საბოლოო ჯამში კი დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წელს 2500-ს მიაღწევს.
რამდენიმე დღის წინ კი გაზეთ "პოსტსკრიპტუმში" გამოქვეყნდა კომპანია "ფრეშის" ვიცე-პრეზიდენტის მოჰამედ რაფაატის ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებს, რომ ამჟამად ქარხანაში 60-80-მდე ქართველია დასაქმებული.
ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ბუნებრივია, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რამდენი ადამიანია დასაქმებული ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში და რა ხდება იქ.
ამ კითხვასთან დაკავშირებით მიხეილ თიგიშვილი აცხადებს, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაქმებულია 450 ადამიანი, აქედან 60-80 ადამიანი, რომელზედაც კომპანია "ფრეშის" ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ რაფაატი საუბრობს, კომპანია "ფრეშის" ქარხანაშია დასაქმებული, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკას უშვებს და ინდუსტრიული ზონის შემადგენელი ნაწილია. "რამდენიმე დღის წინ კი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ასევე კომპანია "ფრეშის" მიერ ,"ჰაიტეკის" დანადგარები შემოვიდა, რომლის დამონტაჟებაც აგვისტოში დასრულდება და დამატებით ასამდე მუშახელი დასაქმდება. "ფრეში" ასევე უახლოეს პერიოდში სამაცივრე ხაზის შემოტანას და შემდგომში მაცივრების წარმოებას გეგმავს, რომელშიც კიდევ დამატებით რამდენიმე ათეული მუშახელი დასაქმდება. მივმართავ მედიის წარმომადგენლებს, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე პასუხის გასაცემად მზად ვარ და, გთხოვთ, მასალების გადაუმოწმებლად გაშუქებისგან თავი შეიკავოთ, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", - აცხადებს თიგიშვილი.
ვეთანხმები ბატონ მიხეილს. არ შეიძლება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. დავუშვათ დასაქმებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვას გაეცა პასუხი, მაგრამ "ფრეშის" ვიცე-პრეზიდენტის მოჰამედ რაფაატის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა.
მისი თქმით, 2010 წლის ბოლოს კომპანია უკვე შეძლებს გაზქურების, გამაცხელებლების და ღუმელების, 2011 წლისთვის სარეცხი მანქანების და ვენტილატორების, ხოლო 2012 წელს ავტომატიზებული სარეცხი მანქანების და მაცივრების დამზადებას.
მაშინ როცა "ბ&ფ"-სთან მიცემულ ინტერვიუში ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი მიხეილ თიგიშვილი აცხადებდა, რომ დღეისათვის ქუთაისში უკვე იწარმოება ელექტროგამათბობლები, გაზქურები, სარეცხი მანქანები და ჭურჭლის სარეცხი მანქანები.
ნეტავ ვის უნდა დავუჯეროთ?
"ფრეშთან" დაკავშირებით თემურ შაშიაშვილის მიერ მოწოდებული ცნობის საფუძველზე "ბ&ფ" 227 ნომერშიც ავრცელებდა ინფორმაციას.
რომლის თანახმადაც, ეგვიპტურმა კომპანია "ფრეშმა" ევროკავშირის მიერ ეგვიპტისთვის ელექტროტექნიკის შეტანაზე დაწესებული ქვოტა სრულად აითვისა და ახლა მეტი პროდუქციის რეალიზაციის მიზნით საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში, ქარხნების გახსნით, აქ ვითომ პროდუქციის წარმოებით და მათზე წარწერის "დამზადებულია საქართველოში" გაკეთებით საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის რაოდენობის გაზრდას ცდილობს. შაშიაშვილის თქმით, თავისუფალ ინდუსტრიალ ზონაში ამჟამად არანაირი ელექტროტექნიკა არ იწარმოება, რასაც ქუთაისში ნებისმიერი მცხოვრები დაადასტურებს და იქ მხოლოდ ჩამოტანილი პროდუქციის ეტიკეტირება ხდება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 5 ივნისის დადგენილებით შეიქმნა და ფუნქციონირების ვადად 99 წელი განესაზღვრა. ამასთან, კომპანიას 26901427 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა. მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გასული წლის ბოლოსთვის, მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას შედეგად 2500 ადამიანის დასაქმება უნდა მოჰყოლოდა, ხოლო პროექტის მეორე ეტაპის განხორციელების შემდეგ, ანუ ამა წლის ბოლოსთვის, 12-15 ათასი ადამიანი დასაქმდებოდა.
დღეს კი ნაცვლად 2500 ადამიანისა, ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 450-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო 12-15 ათასი ადამიანის დასაქმება კი საერთოდ დავიწყებულია.
რაც შეეხება ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ თუ ჩამოტანილ და ეტიკეტირებულ ელექტროტექნიკას, როგორც "ფრეშის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი აცხადებს, პროდუქცია უკვე გავიდა აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზრებზე, თანაც საკმაოდ წარმატებითაც. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა უკრაინის, მოლდოვას და შუა აზიის ბაზრებზე. მას შემდეგ კი რაც ქარხანა სრულად ამუშავდება, რეალიზაციის ბაზარი კიდევ უფრო გაიზრდება. კითხვაზე, თუ რატომ არ ახდენს კომპანია წარმოებული პროდუქციის ქართულ ბაზარზე რეალიზაციას, ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ კომპანია ცდილობს ქართულ ეკონომიკას ზიანი არ მიაყენოს.
პასუხი სრულიად ბუნდოვანი და გაუგებარია, რადგან თუკი ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდება, რომელიც მომხმარებლებს ელექტროტექნიკას დაბალ ფასად შესთავაზებს, მხოლოდამხოლოდ კონკურენციას გაამძაფრებს, რაც ეკონომიკას არათუ ზიანს მიაყენებს, არამედ მის განვითარებას შეუწყობს ხელს.
და ბოლოს, თიზ-ის ადმინისტრატორს ჯერ კიდევ 2009 წლის 10 ივნისს "ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა" უნდა შეემუშავებინა და შესათანხმებლად წარედგინა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის, თუმცა, ეს გეგმა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა.


ქეთი სიხუაშვილი





 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48