ბანკები და ფინანსები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა

ივლისში, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთები შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, ფიზიკურ პირებზე ერთ წლამდე ვადით გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საშუალო საბაზრო განაკვეთი ბოლო ერთ თვეში, 3,1%-ით 17,4%-მდე შემცირდა. თუმცა იგივე მაჩვენებელი 2010 წლის ივლისთან შედარებით კვლავ 3,4%-ით მეტია.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაწია

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაწია სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაციის შემცირების მოლოდინის საფუძველზე დაწია
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაციის შემცირების მოლოდინის საფუძველზე შეამცირა.
ამის შესახებ განმარტებულია პრეს-რელიზში, რომელიც სებ-მა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა. კომიტეტმა 17 აგვისტოს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა და იგი 7,5%-ით განისაზღვრა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ჩვენი ეკონომიკის "ტრაგედია უგმიროდ”

ჩვენი ეკონომიკის "ტრაგედია უგმიროდ”საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები 47 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში მიკროსაფინანსო ბაზარი იზრდება. იზრდება, იმ ფონზე, როდესაც ერთის მხრივ საბანკო სისტემა იწონებს თავს საკრედიტო პოლიტიკის გააქტიურებით, მეორეს მხრივ კი მთავრობა ამაყობს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევით.
არა და, მიკროსაფინანსო სექტორის მსგავსი ზრდა ეკონომიკის და განსაკუთრებით, საბანკო სისტემის სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს.
საქმე ისაა, რომ თანამედროვე პირობებში, მიკროსაფინანსო სექტორიდან გაცემული კრედიტები, ეკონომიკას უპრეცედენტოდ ძვირი, 36%–დან 60%–მდე, უჯდება.
თუ კრიზისი დაძლეულია და საბანკო სექტორმა საკრედიტო პოლიტიკა რეალურად გაამარტივა, რატომ არის ეკონომიკაში მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კაბალურ პროდუქტებზე, ეს ფრიად გასაოცარი ფაქტია.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ბიუჯეტის დეფიციტი ისევ სახელმწიფო ვალის ხარჯზე ფინანსდება

ბიუჯეტის დეფიციტი ისევ სახელმწიფო ვალის ხარჯზე ფინანსდება საქართველოს საგარეო ვალი ერთ წელიწადში 20,7 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 4 182 276 000 აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,7%-ით მეტია. საგარეო ვალის მოცულობა 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში 3 464 795 000 აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის მაისში - 4 176 172 000 აშშ დოლარს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის 30 ივნისისთვის საქართველოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის ნაშთი 610,349 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალი 564,75 მლნ აშშ დოლარია.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს"

"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს"ინვესტიციები იზრდება, ტურისტების ნაკადი არნახულ მასშტაბებს აღწევს, ეკონომიკური ზრდა კი მაინც 3.9%-ია

გასული წლის ბოლოს ხელისუფლება 2011 წელს ეკონომიკურ ზრდას 7%-ის ფარგლებში პროგნოზირებდა. მართალია, ჯერ 2011 წელი არ დასრულებულა და წლის ბოლომდე კიდევ არის დრო დარჩენილი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მშპ-ს ზრდის არსებული ტემპებით 7%-იანი ზრდა იქნას მიღწეული.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ”საქსტატის” ახალი ზღაპარი: ინვესტიციების რაოდენობა გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2010 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს არც მეტი, არც ნაკლები, 814 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მონაცემი 2010 წლის წინასწარ მაჩვენებლებს, რომელიც ასევე საქსტატის მიერ იყო გამოქვეყნებული, მთელი 47 პროცენტით აღემატება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7,5%-მდე შეამცირა.
ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე, საბაზისო განაკვეთი კვლავ 25 პუნქტით შემცირდა. მონეტარული პოლიტიკის შერბილების მიზეზებზე სებ-ი მოგვიანებით პრეს-რელიზს გაავრცელებს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახალი ფინანსური კრიზისი დაიწყო

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახალი ფინანსური კრიზისი დაიწყომსოფლიო ბანკი ახალი ფინანსური კრიზისის შესახებ საუბრობს. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, რობერტ ზელიკის განცხადებით მსოფლიო ახალი კრიზისის წინაშეა, თუმცა მასშტაბებით იგი 2008 წლის კრიზისს ჩამოუვარდება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : აზერბაიჯანში ივლისში 8,7-პროცენტიანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა

აზერბაიჯანში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 8,7% შეადგინა.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ივლისში ქვეყნის მასშტაბით 0,8%-იანი თვიური დეფლაცია დაფიქსირდა. მათ შორის, კვების პროდუქტები 1,6%-ით გაიაფდა, -წერს სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით 1news.az-ი.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : სინგაპური და ევროპა საქართველოში ერთად ვერ იარსებებს

სინგაპური და ევროპა საქართველოში ერთად ვერ იარსებებს"ტურიზმის განვითარების პრიორიტეტებზე სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარების პარალელურად შეგვიძლია ვისაუბროთ"

ინტერვიუ ქონების მართვის ყოფილ მინისტრთან, ეკონომიკის ექსპერტთან ავთანდილ სილაგაძესთან

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "ინვესტბანკის” აქტივები, საკრედიტო და დეპოზიტების პორტფელი შემცირდა

"ინვესტბანკის” აქტივები, საკრედიტო და დეპოზიტების პორტფელი შემცირდასს "ინვესტბანკის” აქტივები, საკრედიტო და დეპოზიტების პორტფელი შემცირდა.
ბანკის ცნობით, 2011 წლის პირველი აგვისტოსთვის აქტივები 15 675 425 ლარით განისაზღვრა, ხოლო პირველი ივლისისთვის ეს მაჩვენებელი 31 044 231 ლარს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდისთვის კლიენტების დეპოზიტები 2 923 530 ლარით (01/07/11- 18 256 305 ლარი), საკრედიტო პორტფელი 3 831 623 ლარით განისაზღვრება (01/07/11-10 784 915 ლარი). უცხოური ვალუტით სესხების წილი (1 703 826 ლარი) 44,5%-ია.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "პრივატბანკი” ფილიალების ქსელს წლის ბოლომდე 40 პროცენტით გააფართოებს

"პრივატბანკი” (საქართველო) ფილიალების ქსელს წლის ბოლომდე 40%-ით გააფართოებს.
ბანკის ცნობით, ახალი განყოფილებების გახსნა იგეგმება როგორც ცენტრალურ ქალაქებში, ასევე რაიონულ ცენტრებში, პრიორიტეტია ტურისტული რეგიონები.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : American Express Card-ის აქციის მონაწილე ობიექტების რაოდენობა გაიზარდა

CASHBACK-ის განაკვეთი 2%-მდე გაიზარდა კინოთეატრებში, სპორტულ გამაჯანსაღებელ კლუბებსა და რესტორნებში, მათ შორისაა "რუსთაველი”, ”ამირანი”, ~ასტრაპარკი”, Hplidey Inn-ის საცურაო აუზი, "თაღლაურა”, "შემოიხედე გენაცვალე”.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ბანკი "რესპუბლიკას” აქტივები ივლისში 651 562 764 ლარამდე გაიზარდა

ბანკის ცნობით, პირველი ივლისისთვის აქტივების მოცულობა 646 421 370 ლარს შეადგენდა და მაჩვენებლის მიხედვით 19 ბანკს შორის მე-5 ადგილზე იმყოფებოდა.
ბანკის ცნობით, 2011 წლის პირველი აგვისტოსთვის კლიენტების დეპოზიტების მოცულობა 379 მლნ ლარით (01/07/11- 373,3 მლნ ლარი), საკრედიტო პორტფელი 440,8 მლნ ლარით (443,552 მლნ ლარი) განისაზღვრება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : Fitch Ratings-მა "პროკრედიტ ბანკის” ყველაზე მაღალი რეიტინგი დაადასტურა

Fitch Ratings-მა "პროკრედიტ ბანკის” ყველაზე მაღალი რეიტინგი დაადასტურა2011 წლის 8 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-ი "პროკრედიტ ბანკი საქართველოს” BB-” რეიტინგი პოზიტიური პერსპექტივით შეუნარჩუნა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : შემოსავლების სამსახური უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტს ნერგავს

შემოსავლების სამსახური უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტს ნერგავსშემოსავლების სამსახური უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტს ნერგავს. ამის შესახებ დღეს ბრიფინგი შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა გოგიჩაძემ გამართა.
მისი განცხადებით, საგადასახადო ოფიცრის მთავარი მოვალეობა გადასახადების გადამხდელების დახმარება და მათთვის კონსულტაციის გაწევა იქნება. საგადასახადო ოფიცრები უბნების მიხედვით იქნებიან განაწილებულები.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : აშშ-ის საფონდო ბაზარზე კვლავ ვარდნა დაფიქსირდა

აშშ-ის საფონდო ბაზარზე კვლავ ვარდნა დაფიქსირდაერთდღიანი ზრდის შემდეგ, აშშ-ის საფონდო ბაზარზე კვლავ ვარდნა დაფიქსირდა. ინდექსების გაუფასურება ამჯერად, მოსალოდნელ ევროპულ კრიზისს უკავშირდება. ინვესტორები შიშობენ, რომ კრიზისი ფრანგულ ბანკებს ჩაითრევს, რაც ამერიკულ ფინასურ სექტორზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - წერს Reuters-ი.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : გიორგი გოგუაძის "ინვესტბანკიდან" სამეთვალყურეო საბჭო მთლიანად დაითხოვეს

გიორგი გოგუაძის "ინვესტბანკიდან" სამეთვალყურეო საბჭო მთლიანად დაითხოვეს„ინვესტბანკის" აქციონერის KSN Foundation-ის (72%) მიერ ახლადდანიშნული მმართველი ჯგუფის რეკომენდაციით, ბანკის აქციონერებმა სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობა დაითხოვეს.
ბანკის ცნობით, საბჭოს წევრობის კანდიდატურების ვინაობა, რომლებმაც ლევან ხუნდაძე, სერგეი კაპანინი, გიორგი ელიავა, გიორგი ზოიძე და მერაბ ჩიხრაძე უნდა შეცვალონ, კონფიდენციალურია.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : 2010 წელს საქართველოში რუსული ინვესტიციების მოცულობა 5-ჯერ გაიზარდა

2010 წელს საქართველოში რუსული ინვესტიციების მოცულობა 5-ჯერ გაიზარდა ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს

2010 წელს, საქართველოში რუსული ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა, ამის შესახებ International Crisis Group-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია აღნიშნული.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ქონების შეფასების სამსახური და ნულოვანი აუქციონი

ქონების შეფასების სამსახური და ნულოვანი აუქციონიივლისის დასაწყისიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში. "პირWელი" ამ ცვლილებებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომრის მოადგილეს ერეკლე ღვინიანიძეს ესაუბრა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : სავალუტო ფონდის დირექტორს დაპატიმრება ელის

სავალუტო ფონდის დირექტორს დაპატიმრება ელისსაფრანგეთის სასამართლომ დაადგინა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის მიმართ გამოძიება უნდა დაიწყოს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : დოლარის "შავი დღე"

დოლარის "შავი დღე"„ბარაქ ობამას მმართველობის პერიოდში მოხდა ის, რის შესახებაც არავის წარმოდგენა არ შეეძლო: „ბარბაროსებმა“ სარეიტინგო სააგენტოდან Standard & Poor´s შეამცირეს ნდობა ამერიკული საკრედიტო დოკუმენტებისა“, – წერს ვიტორიო ზუკონი სტატიაში რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში La Repubblica.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საქართველოდან HSBC-საქართველო წავიდა

საქართველოდან HSBC-საქართველო წავიდარას ნიშნავს ეს? ჩვენი საბანკო სექტორის სისუსტესა და ბიზნეს-გარემოს ნაკლებად მიმზიდველობას ხო არა?
„სამწუხაროდ, ბრიტანული საბანკო ჯგუფი ქართულ ბაზარზე სრულფასოვნად არც შემოსულა. მას მხოლოდ კორპორაციული კლიენტები ჰყავს და აქტიურობით არ გამოირჩევა" -ასეთ კომენტარს აკეთებს „HSBC ბანკი საქართველოს" ქართული ბაზრიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე CFS საინვესტიციო ბანკის მმართველი დირექტორი ლევან სურგულაძე.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : "პროკრედიტ ბანკი საქართველო" ფილიალების ქსელს აფართოებს

"პროკრედიტ ბანკი საქართველო" ფილიალების ქსელს რეგიონებში კიდევ უფრო აფართოებს და სამტრედიასა და ახალციხეში ახალ ფილიალებს ხსნის. ქუთაისში მოქმედი სამი ფილიალიდან ერთ-ერთი ახალ შენობაში გადავა, ბათუმში მოქმედ ხუთ ფილიალს კი მეექვსე დაემატება. აღნიშნული ღონისძიებების მთავარი მიზანი რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობას დაეთმობა. პროკრედიტ ბანკი სამტრედიასა და ახალციხეში ფილიალებს პირველად ხსნის.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება სწორედ იმპორტის ხარჯზე ხორციელდება

"საქართველო პატარა ქვეყანაა და მას არა აქვს ფუფუნება, პროტექციონისტული პოლიტიკა აწარმოოს"

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო უამრავი ეკონომიკური სიძნელის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით შეძლო მოეხდინა საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია: გაუქმდა ექსპორტ-იმპორტის კვოტირება, მხოლოდ მეტად შეზღუდული ნომენკლატურის სპეციფიკურ საქონელზე იქნა შენარჩუნებული ექსპორტის ან იმპორტის აკრძალვა.
ბოლო წლების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ახორციელებს ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკას, რომელიც ხასიათდება დაბალი გადასახადებით იმპორტზე.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : თურქული ინვესტიციების "მოზღვავება" საქართველოში

თურქული ინვესტიციების "მოზღვავება" საქართველოში თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში პირველობას ინარჩუნებს

საქართველოს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს შემდეგ ქვეყნებთან: რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, თურქეთი.
2011 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 36.5% შეადგინა. კვლავ ლიდერობს თურქეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. თურქეთს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 15.3% ხვედრითი წილი უკავია 285.7 მლნ. აშშ დოლარით.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : 2011 წლის I კვარტლის მონაცემებით საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შემცირდა

2011 წლის I კვარტლის მონაცემებით საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შემცირდა2011 წლის I კვარტალში საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 355.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 58.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 140.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი შემცირდა და 683.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.8 პროცენტით ნაკლებია წინა კვარტალთან.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : კვების იაფი პროდუქტების ეპოქა დასრულდა

კვების იაფი პროდუქტების ეპოქა დასრულდარატომ გაძვირდა შაქარი და რატომ არ იაფდება პური

რამდენიმეთვიანი სტაბილურობის ფონზე, საქართველოში შაქრის ფასი გაიზარდა. ბრაზილიიდან შემოტანილი შაქრის ფასმა 40 თეთრით მოიმატა და 1,70-1,75 ლარის ნაცვლად, 2,10-2,15 ლარი ღირს. გასულ თვეში საკონდიტრო 50 კგ-იან ერთ ტომარა შაქარს 88 ლარად იძენდა, ამჟამად, საწარმოს ტომარაში 104–105 ლარის გადახდა უწევს. უცხოეთიდან შემოტანილ შაქართან ერთად გაძვირდა საქართველოში კომპანია ,,აგარას~ მიერ წარმოებული შაქარიც. აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული შაქრის ფასმა 1,65 ლარიდან 2,05 ლარამდე მოიმატა. კომპანია ,,აგარას~ შაქრის რეალიზატორი კომპანიები შაქრის ფასის მატებას ბაზარზე არსებულ შაქრის დეფიციტს უკავშირებენ. შაქრის ფასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი - `არ ვიცით~ შემოიფარგლება, ის არ ფლობს ინფორმაციას არც შაქრის გაძვირების მიზეზებზე და არც ქვეყანაში შაქრის მარაგის ოდენობაზე.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : რამდენად რეალურია წლის ბოლომდე ინფლაციის 8%-მდე შემცირება

საქართველოს ეკონომიკის 2011 წლის მთავარი გამოწვევა - ინფლაცია დაძლეულია!(?) წლის განმავლობაში იგი 8%-მდე, ხოლო შემდეგი წლის დასაწყისისთვის შესაძლოა მიზნობრივ დონესაც კი ჩამოცდეს, რომელიც 2011-2013 წლებში 6%-თაა განსაზღვრული, - ასეთი შინაარსის განცხადებებს ჩვენი ქვეყნის მთავრობა და ეროვნული ბანკი ავრცელებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (`საქსტატი~) მონაცემებით ინფლაცია ივნისის თვეში, გასულ თვესთან შედარებით, 4%-ითაა შემცირებული, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ექსპერტებმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს

ექსპერტებმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს”თავისუფალი დემოკრატები” და ახალგაზრდა ფინანსისტები ხელისუფლებისგან ევროკავშირისთვის დანაპირების შესრულებას მოითხოვენ

26 მაისს, სასტუმრო "ბეტსიში” პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატებისა” და ა/ო ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ბრიფინგი გაიმართა. ხელისუფლებისადმი მათი მიმართვის თაობაზე `მრგვალ მაგიდასთან~ ეკონომიკის ექსპერტებმა იმსჯელეს.
”თავისუფალმა დემოკრატებმა” და ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” მიმართეს ხელისუფლებას, რომ შესარულოს ევროკავშირის წინაშე აღებული დაპირება, აღადგინოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ჩამოაყალიბოს სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი ორგანო.

  სრულად ნახვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48