| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბანკები და ფინანსები : Forbes-ის რეიტინგში „საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის" 50-ე ადგილი დაიკავა |
Forbes-ის რეიტინგში „საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის" (The best countries for business) საქართველომ 134 ქვეყანას შორის 50-ე ადგილი დაიკავა და ამით გასული წლის პოზიცია 11 პუნქტით გაიუმჯობესა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მომავალ წელს სახელმწიფო დამატებით მილიონ ადამიანს დააზღვევს |
2012 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა შესაძლოა 1 მილიონით გაიზარდოს. სოციალურად დაუცველების, პედაგოგების და ხელოვნების შემდეგ, ხელისუფლება 5 წლამდე ბავშვების და 60 წელს ზემოთ პირების საყოველთაო დაზღვევას იწყებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : სასესხო განაკვეთები აგვისტოში 1,3 -2,3 პროცენტით გაიზარდა |
 საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სტატისტიკის თანახმად, ფიზიკური პირისთვის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული კრედიტის საშუალო წლიური განაკვეთი 25,9%-დან 27,5%-მდეა მომატებული, უცხოურ ვალუტაში 18,3%-დან 19,2%-მდე.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ჯორჯ სოროსმა უოლ სტრიტზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირა |
 ამერიკელმა მილიარდელმა და ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა მხარი დაუჭირა საპროტესტო აქციებს, რომლებიც ნიუ-იორკის საქმიან ქუჩაზე, უოლ სტრიტზე დაიწყო და შემდეგ სხვა ქალაქებზე გავრცელდა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მთავრობამ პენსიის ზრდისას აქცენტები შეჭირვებულებზე უნდა გააკეთოს |
 "მთავრობამ პენსიის მორიგი ზრდისას აქცენტები სოციალურად დაუცველ ფენებზე უნდა გააკეთოს", - ეს განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ედუარდ გარდნერმა გააკეთა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : სექტემბერში წლიური ინფლაცია 4.6%–მდე შემცირდა |
 სექტემბერში წლიური ინფლაცია 4.6%–მდე შემცირდა. აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი 7.2%–ს შეადგენდა. ინფორმაციას სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, სექტემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%–ით გაიზარდა.საწვავისა და ტრანსპორტის ფასები ინფლაციის განმსაზღვრელ მიმართულებებად რჩება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საცალო ქსელში ყველა სახის საწვავზე ფასი 5 თეთრით შემცირდა |
 სასაქონლო ბაზრებზე ბოლო პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი მცირდება, რაც საქართველოს ადგილობრივ ბაზარზეც აისახა. საცალო ქსელში ყველა სახის საწვავზე ფასი ლიტრზე 5 თეთრით შემცირდა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „საქართველოს ბანკმა” ლაგოდეხში ახალი სერვისცენტრი გახსნა |
 “საქართველოს ბანკმა” ლაგოდეხში, კოსტავას ქ. #15-ში, ახალი სერვისცენტრის გახსნა, სადაც 21 ახალი თანამშრომელი დასაქმდა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ბანკების საკრედიტო პორტფელმა აგვისტოს ბოლოს 7,1 მილიარდ ლარს გადააჭარბა |
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებების მოცულობამ, 2011 წლის პირველი სექტემბრისთვის, 7,1 მლრდ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, ბანკების ჯამური პორტფელი აგვისტოში 2%-ით არის მომატებული (01/08/11-7,005 მლრდ ლარი).
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაიზარდა |
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2011 წლის II კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 467.5 მლნ აშშ დოლარი (778.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 30.1 პროცენტით მეტია.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ლატარიის კომპანიას გადასახადი უნახევრდება |
 ლატარიის ორგანიზატორებს ბიუჯეტში გადასახადელი თანხა უნახევრდებათ.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „კონსტანტა“: 17%-იან ანაბარზე მოთხოვნა გაიზარდა |
“კონსტანტას’’ 17 პროცენტიან ანაბარზე სარეკლამო აქტივობამ მომხმარებელთა რიცხვი გაუზარდა. მომხმარებელი, რომელიც კონსტანტაში 12-დან 24 თვემდე ვადით ვადიან ან ზრდად ანაბარს გახსნის, 17-პროცენტიან სარგებელს მიიღებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მომავალ წელს სახელმწიფო დამატებით მილიონ ადამიანს დააზღვევს |
 2012 წლიდან სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა შესაძლოა 1 მილიონით გაიზარდოს. სოციალურად დაუცველების, პედაგოგების და ხელოვნების შემდეგ, ხელისუფლება 5 წლამდე ბავშვების და 60 წელს ზემოთ პირების საყოველთაო დაზღვევას იწყებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოს მაჩვენებელი "ჯინის“ კოეფიციენტის მიხედვით 40.8 პროცენტია |
"საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია ეკონომიურად ძალიან კარგ მდგომარეობაში, ხოლო უდიდესი ნაწილი ღარიბია“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საქართველოს „ჯინის“ კოეფიციენტი გამოაქვეყნა. ასე ჰქვია სტატისტიკურ ინდიკატორს, რომელიც ქვეყანაში შემოსავლების უთანაბრობას ასახავს. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს „ჯინის“ კოეფიციენტი 40 ქულით ფასდება და ის თურქეთისა და რუსეთის მაჩვენებელს უახლოვდება. საქართველოს კოეფიციენტი 40.8 პროცენტი გახლავთ და ეს, კიდევ ერთხელ, იმაზე მიუთითებს, რომ საშუალო ფენა არასაკმარისად არის ჩამოყალიბებული.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელმა 7,1 მილიარდ ლარს გადააჭარბა |
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებების მოცულობამ, 2011 წლის პირველი სექტემბრისთვის, 7,1 მლრდ ლარს გადააჭარბა. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, ბანკების ჯამური პორტფელი აგვისტოში 2%-ით არის მომატებული (01/08/11-7,005 მლრდ ლარი).
|
| |
| ბანკები და ფინანსები : “გმადლობთ, რომ გიყვართ ბუნება და იცავთ სისუფთავეს” |
 პროკრედიტ ბანკმა, დევიზით “გმადლობთ, რომ გიყვართ ბუნება და იცავთ სისუფთავეს!” ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალს ნარჩენების ჩასაყრელი 60 კონტეინერი გადასცა. ამ ინიციატივის მიზანია, ნაკრძალის ადმინისტრაციას ნაკრძალის ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვაში დაეხმაროს, ამასთანავე ნაკრძალის მნახველებს შეახსენოს გარემოს დაცვის აუცილებლობა და მოუწოდოს მათ, რომ ნაგავი საგანგებოდ განკუთვნილ კონტეინერებში ჩაყარონ. კონტეინერები თვალშისაცემი ფერისაა და ნაკრძალის მთელ ტერიტორიაზე - ცენტრში და სავალი ბილიკების გასწვრივ დაიდგმება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოში უმუშევრობა 15,5 პროცენტამდე შემცირდა |
"საარსებო მინიმუმზე უფრო მაღალი შემოსავლის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე დაძლეულია" "ბოლო 6 თვის მონაცემებით, უმუშევრობა 16,5%-ით 15,5 პროცენტამდე შემცირდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის შემცირების დიდი ზრდა მოდის მეორე კვარტალზე. პოზიტიური ტენდენცია აშკარად ჩანს. გასული წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა, ეტაპ-ეტაპ საქართველოში უმუშევრობა მცირდება, ეს იმის ფონზე, როცა საერთაშორისო ეკონომიკური სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. თუმცა, ამ სტატისტიკას ექსპერტები აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ უმუშევრობის რეალური დონე ოფიციალურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. მართალია უმუშევრობა 15,5%-ზეა, მაგრამ დასაქმებულთა წილიდან რამდენია რეალურად დასაქმებული, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "ბანკი კონსტანტა“ მიკროსაფინანსო ქსელის კონფერენციას მასპინძლობს |
 დღეს, 29 სექტემბერის სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ გაიხსნება მიკროდაფინანსების საკითხებისადმი მიძღვნილი რიგით მე–18–ე კონფერენცია თემაზე: „მიკროდაფინანსება 2020: ჩვენი ინდუსტრიის მომავლის შენება“. ღონისძიება საერთაშორისო ასოციაცია „მიკროსაფინანსო ქსელის (MFN)” ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში ტარდება და წელს, 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მას, როგორც მისი წევრი ორგანიზაცია, „ბანკი კონსტანტა“ უმასპინძლებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : უმოქმედო "საპარტნიორო ფონდის" შესახებ კანონში ცვლილებები შედის |
ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულება და ეკონომიკის განვითარება - ეს არის მთავარი მიზანი „საპარტნიორო ფონდის“ შექმნისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წელს აამოქმედა. კანონპროექტის მიხედვით, დაფინანსებისას ფონდის პრიორიტეტი აგროსფერო უნდა ყოფილიყო, ხოლო თავად ფონდი ისეთი წყაროებიდან დაფინანსდებოდა, როგორიცაა: პრივატიზაციიდან შემოსული თანხები, დივიდენდები და საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები. ფონდი ფინანსებს კომპანიებზე კაპიტალში თანამონაწილეობის სანაცვლოდ, ან კრედიტის სახით გასცემს. შესაძლოა "საპარტნიორო ფონდი" კომპანიასა და ბანკს შორის გარანტორადაც კი ჩადგეს. მისი ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს უფრო მეტი ინვესტორის დაინტერესებას ადგილობრივი პროექტებით.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : DPA უკვე რუსთავშია! |
კომპანიამ DPA თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე გამორჩეული პროექტების განხორციელებით დაიწყოაღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა საერთაშორისო კომპანიამ DPA, რომელიც Microsoft-ის ერთადერთი ოქროს პარტნიორია საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში საქმიანობა 6 თვის წინ დაიწყო. მოკლე დროის მიუხედავად, კომპანიამ შეძლო ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : უცხოეთიდან გზავნილების მიმღებმა პირებმა 994000 ლარი იზარალეს |
 მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ისევ რეცესიას განიცდის და სიტუაციის გამოსწორებას ახლო მომავალშიც არავინ ელის, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა ყოველთვიურად იზრდება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ მიუხედავად ოფიციალური მონაცემებისა, სულ უფრო მეტი ქართველი მიდის სამუშაოთ საზღვარგარეთ, რათა ოჯახს არსებობისთვის საჭირო თანხა გამოუგზავნოს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მსო-ში გაწევრიანება რუსეთუს მშპ-ს 11%-ით გაზრდის |
 რუსეთი დაუახლოვდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივას მას შემდეგ, რაც პარასკევს შეთანხმების პროექტს მიაღწია ევროკავშირთან, ყველაზე ძლიერ ბლოკთან, რომელიც რუსეთის გაწევრიანების საკითხზე დღემდე მერყეობს, განაცხადეს ევროკავშირის წყაროებმა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : შემოვლითი რკინიგზის პროექტისგან მომდინარე საფრთხეები |
 "თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს” შ.პ.ს "საქართველოს რკინიგზა" ახორციელებს, რომლის მიზანია თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლა ახალი სარკინიგზო ტრასის საშუალებით.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „მსოფლიო ეკონომიკა საშიშ ფაზაში შევიდა“ |
კრისტინ ლაგარდი: სავალუტო ფონდს მთელი ევროზონის გადასარჩენი ფული არ აქვს  ფინანსური კრიზისის გაღრმავებაზე კოლექტიური პასუხი უახლოეს კვირებში უნდა მოიძებნოს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს და განვითარებად ქვეყნებს დახმარებას სთხოვს, რადგან, ფონდის აზრით, ევროსთან ერთად ეს ქვეყნებიც დაზარალდებიან. რუსეთი დახმარებას არ აპირებს: ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა უკვე განაცხადა, რომ გლობალურ ეკონომიკას წინ დაკარგული ათწლეული ელის.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : გერმანია უარს ამბობს ევროპის გადარჩენის ფონდის გაზრდაზე |
 გერმანიის ორმა ფინანსურმა ოფიციალურმა პირმა უარი განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის გამოყენებაზე, რათა ევროზონის გადასარჩენად კრედიტის აღებით ფონდი გაეზარდათ. ამით, მათ უარყვეს აშშ-ს სახაზინო მდივანის ტიმოთი გეითნერის შემოთავაზება. ევროპის წამყვანმა ფინანსისტებმა პოლონეთში მოაწყვეს ორდღიანი შეხვედრა, სადაც მოწვეული იყო ბატონი გეითნერი, სადაც განაცხადეს, რომ 18-თვიანი ვალის კრიზისი არ იძლევა საშუალებას გადასახადები შემცირდეს ან დამატებითი ხარჯები გაიწიოს, რათა ეკონომიკა სტაგნაციისგან იხსნან.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : რატომ იბრუნებს სახელმწიფო ლატარიის კომპანიის აქციებს |
კერძო საკუთრების რენაციონალიზაცია შეერთებული შტატების ფოსტის სამსახურს რთული დღეები უდგას, ამიტომ ის მომხმარებელს მასშტაბურ ფასდაკლებებს სთავაზობს. საქართველოს საფოსტო უწყებამ ფინანსური დამოუკიდებლობისთვის სხვა გზა აირჩია: ის ლატარიას გაათამაშებს. დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო, „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა ლატარიის ჩატარების 15 წლიანი ლიცენზიის მფლობელია, აგვისტოში სახელმწიფოსთვის აქციების 70%-იანი პაკეტის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თავის მხრივ „საქართველოს ფოსტას“ კომპანიის 45-წლიანი მართვის უფლება აქვს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოსგან განსხვავებით, HSBC სომხეთის ბაზრის დატოვებას არ აპირებს |
 საქართველოსგან განსხვავებით, HSBC სომხეთის ბაზრის დატოვებას არ აპირებს და იქ ახალი ფილიალებისა და ბანკომატების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ასტრიდ კლიფორდმა ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „პროკრედიტ ბანკი“ ფერმერებზე 17 000 ლარამდე კრედიტს გირაოს გარეშე გასცემს |
 „პროკრედიტ ბანკი“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ბანკი მოსავლის აღების სეზონის წინ აცხადებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : PASHA Bank-ი: საქართველოში მსხვილ და საშუალო ბიზნესზე ვიქნებით ორიენტირებული |
"ქართული საბანკო სექტორი იმდენადაა განვითარებული, რომ სიახლეების დანერგვა შეზღუდულია"  PASHA Bank-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი commersant.ge-სთან საუბარში ბანკის მიერ ქართული ბაზრით დაინტერესების მიზეზებსა და გეგმებს განმარტავს. აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი PASHA Bank-ი საქართველოში შვილობილი ბანკის გახსნას გეგმავს. ბანკის ამოქმედება 2012 წლის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი. საუბარია PASHA Bank-ის შვილობილი ბანკის PASHA Bank Georgia-ს შექმნის შესახებ.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოს ბანკმა წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგები შეაჯამა |
ბანკის მთლიანი აქტივები მიმდინარე წლის დასაწყისიდან 4%-ით გაიზარდა და 4 მილიარდი ლარი შეადგინა
ბანკის წმინდა მოგება 135,5%-ით გაიზარდა
|
| |
|
|
|
|