| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| | | | | | |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბანკები და ფინანსები : მოახლოებული საპროტესტო აქციების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე |
მოახლოებული 21 მაისის საპროტესტო აქციისა და საქართველოს ეკონომიკაზე ამ აქციის ზეგავლენის შესახებ "ბ&ფ" ეკონომიკის ექსპერტებს ნოდარ ჯავახიშვილსა და ნოდარ ხადურს ესაუბრა
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საარსებო მინიმუმმა აპრილში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია |
 საქართველოში 2011 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 28%-ით გაიზარდა. "საქსტატის” ინფორმაციით, 2011 წლის აპრილში ამ მაჩვენებელმა 163,2 ლარი შეადგინა, ერთი წლის წინათ კი 127,4 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის მარტში - 160,6 ლარს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია შეინიშნება 2010 წლის სექტემბრიდან, რაც დიდწილად განპირობებულია სასურსათო პროდუქტებზე ფასების მატებით, თუმცა ასეთი მაღალი მაჩვენებელი მანამდე ოფიციალურ სტატისტიკაში დაფიქსირებული არ ყოფილა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ქართული სოფლის მეურნეობის განვითარების რეალური სტატისტიკა |
მშპ-ის ზრდის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში მცირდებამთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია, რომელიც განსაზღვრავს კიდეც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს. მიუხედავად 2008-2009 წ.წ.-ში დაფიქსირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იანი კლებისა, მშპ (მიმდინარე ფასებში) 2005-2009 წ.წ.-ში გაიზარდა 55%-ით. (2005 წელს შეადგინა 11 621 მლნ. ლარი, ხოლო 2009 წელს გაიზარდა 17 986 მლნ. ლარამდე.) აგრეთვე ზრდის ტენდენციით ხასიათდება მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით, 2005 წელს მ.შ.პ. ერთ სულზე გაანგარიშებით შეადგენდა 2689 ლარს, ხოლო 2009 წელს გაიზარდა 4092 ლარამდე.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : რეგისტრირებულ მოვალეთა რაოდენობა 112%-ით გაიზარდა |
ადმინისტრაციული ჯარიმის 30 დღიან ვადაში გადაუხდელობის გამო, მოქალაქეებს ქონებას აუქციონზე გაუყიდიან
მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ მოვალეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 2 მაისის მდგომარეობით რეგისტრირებულ მოვალეთა რაოდენობამ 39 099-ს მიაღწია. 2010 წლის ბოლოს, ანუ მოვალეთა რეესტრის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, რეესტრში 18 442 მოვალე იყო რეგისტრირებული. 2011 წლის იანვარში კი რეგისტრირებულ მოვალეთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და 31 ათასს მიაღწია. შესაბამისად, 3 თვის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2,12-ჯერ, ანუ 112%-ით არის გაზრდილი. მოვალეთა რეესტრი არის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელშიც ხვდება ყველა ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი და ორგანიზაცია, რომელთაც ამა თუ იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ ქონებით არაუზრუნველყოფილი დავალიანება აქვთ და ამ ვალდებულებას კანონით დადგენილ ვადებში არ შეასრულებენ და ვალს ნებაყოფლობით არ გადაიხდიან.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : უნებლიე ტყუილის ეკონომიკა |
ვაგრძელებთ ჯონ კენეთ გელბრეითის ნაშრომის ბეჭდვასტერმინი "კაპიტალიზმი" მე-19 საუკუნის ბოლოს შეერთებულ შტატებში იწვევდა ოდნავ განსხვავებულ, მაგრამ მაინც უარყოფით ასოციაციებს. მისდამი მტრულად იყვნენ განწყობილები არამარტო დაქირავებულები, არამედ საზოგადოება საერთოდ. კაპიტალიზმად განიხილებოდა ფასებისა და დანახარჯების მექანიზმის გამოყენებით მიღწეული ექსპლუატაცია. ამგვარი დამოკიდებულება წარმოადგენდა პასუხს ჯონ როკფელერის მონოპოლიურ, ან, შეიძლება ითქვას, თითქმის მონოპოლიურ, საქმიანობაზე, რომელიც იყო ნავთობის მიმწოდებელი ქუჩების განათებისა და მოქალაქეთა შინამეურნეობის საჭიროებებისთვის, აგრეთვე ფოლადით მოვაჭრე კარნეგისა და თამბაქოს ბიზნესით დაკავებული დიუკის ბიზნეს-აქტივობებზე.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მომხმარებლებს საკრედიტო ხელშეკრულების ბნელ მხარეებსაც გააცნობენ |
საქართველოში საბანკო სექტორი გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა უფლებები ამ სფეროშიც ხშირად ირღვევა. დამნაშავე ხან საბანკო აგენტია, ხანაც აგენტს ბრმად მინდობილი მომხმარებელი. ხშირად საბანკო ხელშეკრულების პირობები ბუნდოვანია და მომხმარებელს უჭირს მრავალ წვრილმანში გარკვევა. ეს წვრილმანები კი შემდგომში არც ისე უმნიშვნელო პრობლემებს იწვევს. საბანკო კრედიტების რეალური ღირებულება კომერციული ბანკების მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ საპროცენტო განაკვეთებს მნიშვნელოვნად აღემატება. კრედიტების რეალური ღირებულების შესახებ მომხმარებელმა ნაკლებად უწყის და ხშირად მოტყუებული რჩება. რეკლამებიდანაც იტყუებიან, უფრო სწორად ნახევრად სიმართლეს ამბობენ, მომხმარებელი კი შეცდომაში შედის. სწორედ ამიტომ, მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობის დარეგულირებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საბანკო სექტორისთვის ეთიკის ახალი ნორმები იქმნება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : რატომ და სად გავიდა საქართველოდან 4 მილიარდი დოლარი? |
საქართველოდან 2000-2008 წლებში 4 მლრდ აშშ დოლარი უკანონოდ გავიდა - ამ მონაცემებს ამერიკული ორგანიზაცია ~გლობალური ფინანსური ერთიანობა” აქვეყნებს. ყველაზე დიდი თანხა ჩინეთიდან გავიდა - 2,18 ტრილიონი დოლარი, შემდეგ არიან რუსეთი - 427 მლრდ აშშ დოლარი, მექსიკა - 416 მილიარდი, საუდის არაბეთი - 302 მილიარდი და მალაიაზია - 291 მლრდ აშშ დოლარი. რამდენად რეალურია "გლობალური ფინანსური ერთიანობის” მიერ მომზადებული ანგარიში და როგორ ხდება ქვეყნიდან უკანონოდ ფულის გადინება?
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ვისია "მალტიპლექს სოლუშენს"-ი და როგორ მოხვდა მის ხელში "თბილისის წყალი" |
საქართველოში არაერთი პრივილეგირებული ბიზნესია, რომელთაც უშუალოდ ხელისუფლების პირველი პირები მფარველობენ. მათ შორისაა შპს "თბილისის წყალიც", რომელსაც დედაქალაქის წყლით მომარაგება ევალება. იმისათვის, რომ ბიზნესმა მფლობელებს მეტი მოგება მოუტანოს, 2011 წლის თებერვალში, წყლის გადასახადი ელექტროენერგიის კომუნალურ გადასახადს მიაბეს და ის აბონენტი, რომელიც წყლის საფასურს არ გადაიხდის, ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : გიორგი ისაკაძე კადრების ერთიანი ბაზის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს |
„ეს ბაზა “შავ სიას” დაემსგავსება“ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კომპანიებს შორის კადრების ერთიანი ბაზის აუცილებლობას ვერ ხედავს–ამ განცხადებით გიორგი ისაკაძე ცალკეული კომპანიების მიერ ერთიანი საკადრო ბაზის შექმნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მართე შენი დაზღვევა! |
 გყავთ ავტომობილი? მაშინ არც კი ღირს თქვენი დარწმუნება, რომ ისეთი `უდარდელი~ ქონება, როგორიც ტრანსპორტია, ჯობია დააზღვიოთ უსიამოვნებისგან. უსიამოვნება კი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი - სერიოზულიც და უბრალოც. გთავაზობთ სხვადასვა სადაზღვევო კომპანიების იმ პაკეტებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ის შესაძლებელი პრობლემები, რომლებიც თქვენს ავტომობილთანა დაკავშირებული.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "საბავშვო ანაბარი" - დააბანდეთ ფული თქვენი შვილების მომავლისთვის |
 გაქვთ თავისუფალი სახსრები და გსურთ ეს თანხა თქვენი შვილის მომავლის უზრუნველსაყოფად გამოიყენოთ? მაშინ `საბავშვო ანაბარი~ სწორედ თქვენთვის არის შექმნილი. საბავშვო ანაბარი ბანკების მიერ შეთავაზებულ სადეპოზიტო პროდუქტებიდან ვადიანი ანაბრის ყველაზე გრძელვადიანი და ბავშვისათვის ფულის შეგროვების საუკეთესო საშუალებაა. ამ სახის ანაბრები საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება, როგორც ფულის დაბანდება შვილების ან შვილიშვილების მომავლის უზრუნველყოფაში.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "სახელმწიფოში კონტროლის მექანიზმი არ არსებობს" |
"ევროობლიგაციების ხაჯვის შესახებ ინფორმაცია ვერსად მოიძებნა"
"ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება"
ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძესთან
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ინტერვიუ ეკონოკიმის ექსპერტთან ნოდარ ხადურთან |
"ლარი დოლართან მიმართებაში 6 პუნქტით გაუფასურდა და შემდეგ ისევ გამყარება დაიწყო. ეს ძალიან დიდ ეჭვს ბადებს"
"მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობი ერთბაშად 12 დოლარით გაიაფდა, მაგრამ ჩვენთან ამან ასახვა ჯერ ვერ ჰპოვა"
|
| |
| ბანკები და ფინანსები : 2010 წლის ინფლაციის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 184 ქვეყნიდან 165-ე ადგილზეა |
"ფულადი აგრეგატები გაცილებით უფრო წინმსწრები ტემპით იზრდებოდა, ვიდრე ეკონომიკური აქტივობა" - მერაბ კაკულია
"ინფლაციის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ საგარეო ფაქტორები არ არის. უფრო მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორებია" - დავით ნარმანია
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ვის დავუჯეროთ |
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 9,5%-იან ინფლაციას ვარაუდობს, ეროვნული ბანკი მხოლოდ 6%-ს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით, 2011 წელს საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 9,5% იქნება. აღნიშნული ციფრი მოცემულია ბანკის ანგარიშში "აზიის განვითარების პროგნოზი 2011~, რომელიც საქართველოს ეკონომიკის გარდა, სხვა ქვეყნების პერსექტივებიცაა მიმოხილული. ინფლაციის მთავარი მიზეზი საქართველოში, მეზობლებთან შედარებით, გაზრდილი ფულის მასაა. პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთი გზა არსებობს: შეწყვიტოს მთავრობამ ეკონომიკაში ფულის მასის ხელოვნური ზრდა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : უმუშევრობის მაჩვენებლები არარეალურია |
რამდენად სწორად ითვლის უმუშევრობას "საქსტატი"საქართველოს ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის დონე დღესდღეისობით, დაახლოებით, 16.9%-ია. თუმცა, ჩნდება კითხვა, - რა დგას ამ ციფრის უკან. ვინ ითვლის, როგორ ითვლის და რა კრიტერიუმებით არჩევენ დასაქმებულებსა და უმუშევრებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : „საქართველოს ბანკმა“ SOLO Family გამოუშვა |
“საქართველოს ბანკმა” ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურების SOLO–ს მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზება SOLO Family გამოუშვა. ამიერიდან, SOLO მომხმარებელს შეუძლია SOLO-ს უპირატესობები მისი ოჯახის წევრს გაუზიაროს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "ბანკები და ფინანსები" მხარდამჭერ არასამთავრობოებს შეხვდა |
 გაზეთი აგრძელებს ბრძოლას პოზიციების შენარჩუნებისთვის. მიუხედავად ერთ-ერთი გავლენიანი ეკონომიკური სახელმწიფო უწყების მიერ ორგანიზებული კამპანიისა, რომელიც "ბ&ფ"-ს განადგურებას ისახავს მიზნად, გაზეთი ჩვეული პერიოდულობით გამოდის და, როგორც ჟურნალისტებს სჯერათ, შეძლებენ მუშაობის წარმატებით გაგრძელებას.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : დონალდ ტრამპი მსოფლიო სიმდიდრეების გაკონტროლებას აპირებს |
 ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველმა, ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა ახალი სენსაციური განცხადება გააკეთა: "მთელი ერაყის ნავთობი ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : აფბა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს |
პარლამენტი ტრანსპორტის კანონში ცვლილებების შეტანით მონოპოლიებს სამარშრუტო ტაქსებზე ქვეყნის მასშტაბით აფიქსირებს
აფბა სთავაზობს პარლამენტს სიტუაციის რეგულირებას ჯანსაღი კონკურენციის წახალისებით და "მარშრუტკების" სისტემის მოსაწესრიგებლად სტანდარტების შემოღებით
რატომ აფიქსირებს ტრანსპორტის პროფკავშირები სახელისუფლებო პოზიციას
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "ბიზნეს სოფტვეარ ალიანსი" კომპიუტერულ პროგრამებზე მიზნით მუშაობას იწყებს |
"ბიზნეს სოფტვეარ ალიანსი" (BSA) საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებისა და კომპიუტერულ პროგრამებზე საავტორო უფლებების დარღვევის ხვედრითი წილის შემცირების მიზნით მოქმედებას იწყებს, რომელიც საქართველოში ისეთი კომპანიების უფლებებს დაიცავს როგორიცაა: Adobe, Apple, Microsoft, Siemens და ა.შ.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საბანკო მომსახურების გადასახადი ძალიან მაღალია |
"საკომისიოს უნდა იხდიდეს არა მომხმარებელი, არამედ ის ორგანიზაცია, რომელსაც ბანკი სერვისების განხორციელების სახით ემსახურება" - ლევან კალანდაძეკომერციული ბანკი ანაბრის მიღებისა და სესხის გაცემის გარდა, მომხმარებელს ბევრ სხვა მომსახურებას სთავაზობს, მათ შორისაა: ფულადი გზავნილები, კომუნალური გადასახადები, ვალუტის გადაცვლა და სხვა. ბანკი ფინანსური შუამავლის როლს მოსახლეობასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორისაც ასრულებს, კერძოდ კი, სხვა და სხვა ჯარიმების, საჯარო რეესტრის მომსახურების, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, პარკირების თუ სხვა გადასახდელების ბანკში გადახდის სახით. აღნიშნულ მომსახურებას კი ჩვენთან სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული რამდენიმე მსხვილი ბანკი ახორციელებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ბანკების აქტივები პირველი კვარტლის ბოლოს მშპ-ის 49,2 პროცენტია |
2011 წლის I კვარტლის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივები მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში 49,2%-ით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდიდან (46,2%) 3%-ით გაზრდილია, ამ წლის დასაწყისიდან კი 1,6%-ით არის შემცირებული.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მოქნილობა და თანხის განკარგვის თავისუფლება თქვენს ხელთაა |
შეინახეთ დანაზოგი საიმედოდ, ისარგებლეთ თანხის განკარგვის თავისუფლებით და მიიღეთ საპროცენტო სარგებელიგსურთ ფულის დაზოგვა, მაგრამ ყოველდღიური ხარჯების გამო ვერ ახერხებთ საჭირო თანხის გამოყოფას? თქვენთვის შეიქმნა შეგროვებადი ანაბარი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად, ნებისმიერი მოცულობის შენატანებით დააგროვოთ თანხა. ზრდადი და შემნახველი ანაბრის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ თანხა კონკრეტული მიზნებისთვის: მანქანისთვის, საოჯახო ტექნიკისთვის, მოგზაურობისთვის და ა.შ. ზრდადი ანაბარი წარმოადგენს ე.წ `ყულაბას~, რომელიც დაგეხმარებათ გამიზნულად შეაგროვოთ თანხა ყოველთვიური დანაზოგის სახით. ამ პროდუქტის ძირითად უპირატესობად ჩაითვლება ის, რომ გერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი მცირე თანხებსა და ვადებზე, ამასთანავე თანხის შეტანის გრაფიკი თავისუფალია.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : უცხოური ბანკების ნაწილი პირველ კვარტალს მოგებით ასრულებს |
საქართველოში მოქმედი უცხოური ბანკების ნაწილი მიმდინარე წლის პირველ კვარტალს მოგებით ასრულებს. HSBS -ბანკის მოგებამ 31 მარტის მდგომარეობით მილიონ 200 ათას ლარს გადააჭარბა, ხოლო 2010 წლის მესამე კვარტალში ბანკს 3 მილიონზე მეტის ზარალი ჰქონდა. 4 მილიონამდე მოგება მიითვალა ვითიბი ბანკ ჯორჯიამ, მაშინ როდესაც გასული წლის მესამე კვარტალში ვითიბის ზარალი 7 მილიონს აჭარბებდა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოში კერძო დაზღვევის მასშტაბები მცირეა |
საქართველოში ჯანდაცვის მომსახურება ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ამ შინაარსის განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს. გავლენიანი მსოფლიო ორგანიზაცია ამის მიზეზად ქვეყანაში კერძო დაზღვევის მასშტაბების სიმცირეს ასახელებს. ორგანიზაციის კვლევიდან ირკვევა, რომ მართალია, ღარიბი მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯანდაცვის სახელმწიფო პაკეტს ფლობს, მაგრამ სამედიცინო დაზღვევის რომელიმე ფორმით მხოლოდ მთლიანი მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი სარგებლობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაბალი სადაზღვევო დაფარვა მნიშვნელოვნად ამცირებს სამედიცინო მომსახურების ფინანსურ ხელმისაწვდომობას.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : EBRD კომპანიებისთვის სესხებს ეროვნულ ვალუტაში გასცემს |
 რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) კომპანიებისთვის სესხებს ეროვნულ ვალუტაში გასცემს. დოლარიზაციის შემცირებას ემსახურება EBRD-ის, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი პროგრამა, რომლის განხორციელებაზე მხარეებს შორის მემორანდუმი 2011 წლის 25 აპრილს გაფორმდა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ახალი პარადოქსი საბანკო სექტორში |
"ლიბერთი ბანკი" ეროვნულ ვალუტაში ანაბარზე 14%-დან 39%-მდე სარგებელს, ხოლო კრედიტს 14%-ად (ან ნაკლებად) გვთავაზობს
"ლიბერთი ბანკმა" ბაზარზე ანაბარი "პატრიოტი ქომაგი 2011" გამოიტანა, რომლის საპროცენტო განაკვეთი ბანკის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული კრედიტების ღირებულებას ბევრად აღემატება. აღნიშნული ანაბრის გახსნა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი და იგი რაგბისა და კალათბურთის ეროვნული ნაკრებების გულშემატკივრებისთვისაა განსაზღვრული. აღნიშნული აქცია "ლიბერთი ბანკმა" გასული წლის ნოემბერში დაიწყო - მოთხოვნამდე ანაბარით "პატრიოტი”, რომელიც რაგბის სპონსორობის ფარგლებში გამოიტანა და აღნიშნული პროდუქტის ფარგლებში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს წლიურ 10%-იან სარგებელს სთავაზობდა. მიმდინარე წელს კი ბანკმა "პატრიოტის" სახეცვლილი ვარიანტი "პატრიოტი ქომაგი 2011" გამოიტანა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : გაზეთ "ბანკები და ფინანსების" რედაქციას ემუქრებიან |
გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ჟურნალისტები, ხელმძღვანელები და გამომცემლები საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის სახელზე ახალ მიმართვას ავრცელებენ
|
| |
| ბანკები და ფინანსები : რაში დაიხარჯა 2008 წელს აღებული ევროობლიგაციები, კონტროლის პალატამ არ იცის |
არც ამ საკითხით დაინტერესებას აპირებს. რატომ? აბა, გამოიცანით!12 აპრილს, ძველი ვალების გადასაფარად, მთავრობამ მორიგი 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა, ამჯერად 10 წლის ვადით. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფასიანი ქაღალდებით უკვე დაინტერესდა 49 ქვეყნის 150-ზე მეტი კომპანია. საქართველოს მთავრობა ობლიგაციების გამოშვებით 500 მილიონიანი ვალის აღების მთავარ მიზნად ძველი, ხუთ წლიანი ობლიგაციებით ნასესხები 500 მილიონის გასტუმრებას ასახელებს. ევრობონდების გამოშვებით მიღებული კაპიტალის გასტუმრების ვადა 2021 წელს დგება, მანამდე კი საქართველომ ყოველწლიურად ამ თანხის 7.1 პროცენტი (როგორც ფინანსთა - მინისტრი ვარაუდობს) ან 7 პროცენტზე ნაკლები (როგორც პრემიერმა გილაურმა განაცხადა) უნდა გადაიხადოს.
|
| |
|
|
|
|