"საკრედიტო ბუმი" თუ მთავრობის მორიგი პიარ-აქცია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "საკრედიტო ბუმი" თუ მთავრობის მორიგი პიარ-აქცია
ნანახია: 977

"ბევრი ბანკის პორთფელი პრობლემური სესხებით არის დატვირთული და ბიზნესის ხელმისაწვდომობა კრედიტებზე კვლავ დაბალია"


ბანკებმა სასესხო პოლიტიკის გააქტიურება დაიწყეს. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, კომერციული ფინანსური ინსტიტუტები კრედიტებს თითქმის არ გასცემდნენ. ახლა კი ერთდროულად შეამცირეს საპროცენტო განაკვეთებიც და სესხის გაცემის პირობებიც გაამარტივეს.
ამით გახარებულმა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა "საბანკო კვირეულიც" მოაწყო, ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა და უფრო მეტი გააქტიურებისკენ მოუწოდა.
აქვე ლიბერალური საკრედიტო პოლიტიკაც ახსენეს და ბევრს ის დრო გაახსენდა, როდესაც ბანკები ლამის იხვეწებოდნენ სესხის გაცემას და კრედიტებს მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზეც გასცემდნენ. ეს "საკრედიტო ბუმი" კი ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა შეაჩერა და ბანკების ნეგატიური სესხების რაოდენობამ რამდენიმე ასეულ ათასს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერი საბანკო სექტორმა პირველად 2008 წლის შემდეგ მოგებით დაასრულა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 7 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარე, კრიზისის დასრულებას პროგნოზირებს. მისი თქმით, მხოლოდ სამი მაჩვენებელიც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ კრიზისი დასრულდა.
"სექტემბერი კომერციული ბანკების მხრიდან მოგებით დასრულდა. ეს არის პირველი თვე ბოლო 13 თვის განმავლობაში, როდესაც ბანკებმა მოგება აჩვენეს. ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია სავალუტო რეზერვებმა და საბანკო სექტორში უპრეცედენტოდ მაღალი ლიკვიდობაა. მხოლოდ ეს სამი მაჩვენებელიც ადასტურებს, რომ ზედმეტია ეჭვები იმის შესახებ, დასრულდა თუ არა კრიზისი", _ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
თუმცა, აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერი საბანკო სექტორისთვის წამგებიანი იყო. ანუ, მხოლოდ ერთი თვის მაჩვენებლებით, დასკვნების გაკეთება არ შეიძლებოდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში კვლავ კრიზისია, თუ იმას, რომ, მთავრობის მტკიცების მიუხედავად, ჩვენ კრიზისიდან არ გამოვსულვართ?
როგორც ბანკები იუწყებიან, მათ მართლაც შეამცირეს საპროცენტო განაკვეთები და გაამარტივეს სესხის პირობები.
"2009 წლის მაისიდან, ადგილი აქვს კლიენტთა დეპოზიტების მნიშვნელოვან ზრდას. ასევე იზრდება მოთხოვნა სესხებზე. მიგვაჩნია, რომ ეს პოზიტიური სიგნალია ბაზრისთვის და ამის ფონზე ბანკის ჭარბი ლიკვიდობა სესხების გაცემას გვინდა მოვახმაროთ. 16 ნოემბრიდან "საქართველოს ბანკმა" შეამცირა საპროცენტო განაკვეთები რამდენიმე ტიპის სესხზე. კერძოდ, შემცირდა საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე 14,5%-მდე, სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 20%-დან დაიწყება, ხოლო ავტოსესხის საპროცენტო განაკვეთი 16% იქნება, ხოლო თანამონაწილეობა ავტოსესხის შემთხვევაში 30% გახდა", _ აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
მსგავსი ვითარებაა სხვა ბანკებშიც, მათ შორის "თიბისი ბანკში", _ "თიბისი ბანკმა" ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყო სესხების პირობების გამარტივება. ოქტომბრიდან კი ბაზართან მიმართებაში მინიმუმამდე დასწია სესხების ტარიფები და სესხებს შემდეგი პირობებით გასცემს: სამომხმარებლო სესხები: წლიური 21%-27%, ვადა _ 5 წლამდე, მაქსიმალური თანხა _ 20,000 აშშ დოლარი. იპოთეკური სესხები: წლიური 14,9%-19,9%, ვადა _ 10 წლამდე, მაქსიმალური თანხა - 150,000 აშშ დოლარი. ავტოგანვადება: ავტოსალონიდან შეძენა – წლიური 20%, მეორადი ავტომანქანები _ წლიური 20%-26%, მაქსიმალური თანხა - 30,000 აშშ დოლარი".
ბანკები ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერი მოგებით დაასრულეს, მაგრამ ინფორმაციას უკანასკნელი ორი თვის მონაცემების შესახებ, არცერთი მათგანი არ ახმაურებს. ამასთან ბანკები, მხოლოდ სესხების გამარტივებულ პირობებზე და გაზრდილ ლიმიტებზე საუბრობენ, თუმცა, რეალურად გაცემული სესხებისა და ეკონომიკაში გაშვებული ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
რაც შეეხება რეალურ ვითარებას, ბანკები პრაქტიკულად არ გასცემენ სესხებს, თუმცა ეს არც არის გასაკვირი, რადგან ისინი სწორად აფასებენ არსებულ მდგომარეობას _ ჯერ კიდევ მაღალია რისკის ფაქტორი. ასეთი დამოკიდებულებით კი უბრალოდ მხარს უბამენ მთავრობას, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კრიზისი დასრულდა.
გიორგი ქადაგიძე ამაყად აცხადებს, რომ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა საბანკო სექტორში დეპოზიტები, სავალუტო რეზერვები, ფულადი გზავნილები, ავტომანქანებისა და უძრავი ქონების გაყიდვები. ბოლო თვეების განმავლობაში კი მცირდება უმოქმედო სესხების წილი სესხების მთლიან ოდენობაში, ასევე მცირდება ვაჭრობის კლების ტემპებიც და იზრდება ფასი საქართველოს სუვერენულ ობლიგაციებზე.
თუმცა, ქადაგიძის პროგნოზს ეწინააღმდეგება საქართველოს სავალუტო ფონდის წარმომადგენელი გარნერი. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა 2010 წლის ივნისამდე რეცესიაში დარჩება. ფონდის გათვლებით, 2010 წლის საქართველოს ეკონომიკა 2-3%-ით დაეცემა. ყველაფერი კი ექსპორტ-იმპორტისა და ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებაზე იქნება დამოკიდებული.
ფონდის განმარტებით _ "კარგია, რომ განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ბანკები კრედიტების გაცემის სურვილს გამოთქვამენ, მაგრამ ბევრი ბანკის პორთფელი პრობლემური სესხებით არის დატვირთული და ბიზნესის ხელმისაწვდომობა კრედიტებზე კვლავ დაბალია".

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48