როგორი იქნება ფასები 2 კვირის შემდეგ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : როგორი იქნება ფასები 2 კვირის შემდეგ
ნანახია: 1377

როგორი იქნება ფასები 2 კვირის შემდეგ

დოლარის კურსის გამყარების საბაბით გაზრდილი ფასები ძველ ნიშნულს 2-3 კვირაში დაუბრუნდება - ასეთი ოპტიმისტური განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკისგან გაისმა. სებ-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული პროგნოზი მარტივი გასაკეთებელია, რადგან ფასების ზრდის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეროვნული ბანკის წარმომადგენლების პოზიციით, დოლარის კურსის აწევის შემდეგ ზოგიერთი მომსახურებისა და პროდუქტის (ძირითადად იმპორტირებული) გაძვირებას სპეკულაციური საფუძველი აქვს, და ამას რამდენიმე კვირაში ბაზარი თავად დაარეგულირებს. იმპორტირებული პროდუქტი არ უნდა გაძვირდეს, რადგან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ლარი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ არ შეცვლილა და ზოგიერთის მიმართ (თურქული ლირა, უკრაინული გრივნა ...) გამყარდა კიდეც. ამასთანავე, ეროვნული ბანკის დამაიმედებელი პროგნოზის ძირითადი საფუძველია მსოფლიო ბაზარზე ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე (ენერგომატარებლები, შაქარი, ფქვილი) ფასების შემცირება.
თეორიულად ყველაფერი მართალია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარება ლოგიკას იშვიათად ექვემდებარება. ეროვნული ბანკის მოსაზრებას პრაქტიკული საფუძველი არ გააჩნია. ამის თქმის საფუძველს რამდენიმე ფაქტორი გვაძლევს.
ყველაზე მთავარი, რაც ექსპერტებს ლარის კურსის ვარდნისას არ მოეწონათ, იყო ეროვნული ვალუტის ნახტომისებური ვარდნა. ლარი დოლართან მიმართებაში ერთი დღის განმავლობაში თითქმის 20 თეთრით გაუფასურდა. ამან სერიოზული პანიკა არა მარტო სავალუტო ბაზარზე გამოიწვია. 7 ნოემბერს, რომელსაც ექსპერტმა ლადო პაპავამ "მწვანე პარასკევი" უწოდა, იმპორტიორების დიდი ნაწილი გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მათ არ იცოდნენ რა მოხდებოდა ორშაბათს, როგორ გაგრძელდებოდა სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა და როგორი იქნებოდა ლარის დოლართან მიმართება. ასეთ სიტუაციაში იმპორტიორთა ერთმა ნაწილმა დოლარში შეძენილი საქონელი ბაზარზე არ გაიტანა, რითაც პროდუქტზე მოთხოვნამ ქაოსური ხასიათი მიიღო, ბუნებრივია, პროდუქტზე ფასები მყისიერად გაიზარდა. ექსპერტების აზრით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ ლარის კურსი მყისიერად დაეგდო, დიდი შეცდომა იყო. დღეს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ფასების მატებას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს, და თუ ეს მართლაც ასეა, ლარის კურსის ვარდნა თანდათანობითი რომ ყოფილიყო და პანიკა არ გამოეწვია, ფასები არც გაიზრდებოდა.
ეროვნული ბანკის არგუმენტს კიდევ ერთი გარემოებაც არყევს. სებ-ში აცხადებენ, რომ რადგან ლარი მხოლოდ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასები არ გაიზრდება. ჩვენთან ორი ტიპის იმპორტიორები საქმიანობენ. ერთი ნაწილი მსხვილი კომპანიებია, მეორე კატეგორია კი ერთეული მოვაჭრეები, რომლებსაც ქვეყანაში მცირე რაოდენობის საქონელი შემოაქვთ. მცირე მოვაჭრეების უდიდესი უმრავლესობა საქმიანობას საბანკო კრედიტების დახმარებით ახერხებს. მათ უმრავლესობას კრედიტები სწორედ დოლარში აქვთ აღებული, მსგავს სიტუაციაში არიან მსხვილი კომპანიებიც. ერთი სიტყვით, იმპორტიორების უმრავლესობას საკრედიტო ვალდებულებები გაუძვირდათ. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან პროდუქტი გააძვირონ და საბანკო ვალდებულებები სწორედ ასე გადაფარონ.
სამომხმარებლო ფასების შემცირების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებაში, ეროვნული ბანკის მთავარი არგუმენტი, ისაა, რომ ქართულ ბაზარზე კონკურენტული გარემოა და აქტორები მალე შეამცირებენ ფასებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იმპორტიორების გარკვეულ ნაწილს იმდენად მწირი შემოსავლები აქვთ, რომ ისინი ძირეულად არიან დამოკიდებულნი სხვების მიერ შემოთავაზებულ ფასებზე. თუ წვრილი იმპორტიორი არ იგრძნობს, რომ მისთვის სამომხმარებლო ფასები შემცირდა, იგი არ გააიაფებს თავის პროდუქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოქალაქე, რომელიც ამავე დროს იმპორტიორია, ვერ შეძლებს თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ყველაზე მთავარი, რაც ქართულ ბაზარზე არალოგიკურ ფასებს განაპირობებს და რაზეც, არა მარტო ბოლო დროს, ბევრს საუბრობენ, არის მონოპოლიები. ორი წლის მანძილზე, როდესაც ლარი პერმანენტულად და დიდი სისწრაფით მყარდებოდა, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები არ იკლებდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ამ პერიოდში არსებული მაღალი ინფლაციაა, მაგრამ ექსპერტების შეფასებით, მაღალი ფასები ბაზრის თითქმის ყველა სეგმენტში არსებული მონოპოლიების დამსახურებაცაა. ქართულ ბაზარზე მონოპოლიების არსებობა ერთხელ პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღიარა, გასულ წელს, როდესაც სააკაშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის გზები საბოლოოდ გაიყარა, პრეზიდენტმა ღიად ისაუბრა იმაზე, რომ ოქრუაშვილი მონოპოლისტებს მფარველობდა. მონოპოლისტობის ბრალდებით იმ დროს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის, "არტი ჯგუფის" საქმიანობა შეაჩერეს, რომლის საწყობიც მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. მონოპოლიები არსებობს ფარმაცევტულ ბაზარზე, აქ არსებულ კომპანიებს შორის კონკურენცია, მხოლოდ სატელევიზიო რეკლამებით გამოიხატება, სხვა დანარჩენი, ფასები ხარისხი და მომსახურე პერსონალის ღიმილიც კი ძირითად ფარმაცევტულ კომპანიებს ერთნაირი აქვთ. სამშენებლო ბაზარზე არსებული კომპანიების ლობისტად დღევანდელ პარლამენტში წარმომადგენელიც კი შეუშვეს. ყველაზე დიდი არგუმენტი, რომ ქართულ ბაზარზე ამინდს "ძლიერთა ამა ქვეყნისა" ხელდასმული მონოპოლიები ქმნიან და მათი საქმიანობის წარმატებასაც დიდი ინტერესით გულშემატკივრობენ, არის ის რომ დღეს ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახური არ არსებობს. ბაზრის მონოპოლიზაციას მთელ მსოფლიოში ებრძვიან. საქართველოში კი, ლიბერალური საბაზრო რეფორმების განხორციელების მიზნით, 2005 წელს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის ინიციატივით ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაც გაუქმდა და სამსახურიც. მთავრობის განცხადებით, თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკის 15-20%-იანი ზრდა გვქონდეს და მივაღწიოთ ევროპულ დონეს, გვჭირდება ყველაზე თავისუფალი ბაზარი, თანაც საქართველოს ბაზარი იმდენად პატარაა, რომ მას რეგულირება არ სჭირდება. დღესდღეობით, ეკონომიკის 15-20%-იანი ზრდის ნაცვლად, გაზრდილი ფასები და მოპარპაშე მონოპოლიები შეგვრჩა.
ქართულ ბაზარზე მონოპოლიების არსებობა მთლიანად ანგრევს ეროვნული ბანკის ლოგიკას, რომ თავისუფალ და კონკურენტულ ბაზარზე ფასები დაიწევს. ლარის კურსის გამყარების დროს მიუხედავად იმისა, რომ იმპორტული საქონლის თვითღირებულება სულ უფრო და უფრო მცირდებოდა, ადგილობრივ ბაზარზე სამომხმარებლო ფასები არ შეცვლილა, ანუ მაშინ ფასების რეგულირებისას კონკურენციიის პრინციპმა არ იმუშავა. ლარი გაიაფდა და იმპორტული საქონლის თვითღირებულება, ბუნებრივია, გაიზარდა. რა გარანტია აქვს ეროვნულ ბანკს, რომ კონკურენციის პრინციპი სწორედ ახლა ამუშავდება, ამის წარმოდგენა, განვითარებული მოვლენების ფონზე, ურთულესი საქმეა.




ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48