მილიონებიანი PR და დახურული უფასო სასადილოები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მილიონებიანი PR და დახურული უფასო სასადილოები
ნანახია: 914

ჩვენი პრეზიდენტი მთავრობის წარმომადგენლებს ხშირად მოძღვრავს: "საქმე ლაპარაკის ნაცვლადო", მაგრამ ხშირ შემთხვევაში მთავრობა სწორედ რომ ლაპარაკს და მეტადრე პიარს უთმობს დიდ დროსა და ადგილს. მოდით, დაუნახავებით ნუ ვიქნებით და ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებას სხვა თუ არაფერი, პიარი კარგად გამოსდის და ამისთვის თანხებსაც არ იშურებს. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მომსახურე პიარ-კომპანია, არც მეტი არც ნაკლები, ამერიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner-ია, რომელიც ემსახურება ისეთ გიგანტ კომპანიებს როგორებიცაა: British Airways, Coca-Cola, Microsoft, General Motors, ასევე მისი კლიენტები არიან: გერჰარდ შროდერი, ტონი ბლერი, ბილ კლინტონი და ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები.
უცნობია, ზუსტად რამდენს უხდის ქართველი ერი კომპანია Greenberg-ს, რომ შემდეგ მან ისევ ქართველი ერი "დააბოლოს", მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოს საკმაოდ ძვირი უჯდება ამ კომპანიის მომსახურება.
სწორედ Greenberg-ის მიერ სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისთვის ჩამოყალიბებული პიარ-კამპანიის ნაწილია ის პროგრამები, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქვეყანაში ხორციელდება და გულისხმობს ქვეყანაში 100 უფასო სასადილოს გახსნას, 100 ახალი სკოლისა და საავადმყოფოს აშენებას და 100 საწარმოს გახსნას. ეს ყველაფერი არის ნაწილი მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროგრამისა "საქართველო სიღარიბის გარეშე", რომელიც ქვეყანაში 2008-2012 წლებში უნდა განხორციელდეს.
უცნაურია, რომ ამ ქვეყანაში, ყველაფერი მათ შორის საავადმყოფო, სკოლაც, საწარმოც და სასადილოც 100 ერთეული გვჭირდება და არა 99 ან 101. ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას შემდეგს მივაგენით - ანალოგიური პროგრამები, "100 ახალი საავადმყოფო" და "100 ახალი სკოლა" ყაზახეთშიც ხორციელდება და ეს პროგრამები მიმდინარე წლის ბოლოს სრულდება. ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ყაზახეთში და რატომ 100 და არა მეტი, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნის ფართობსა და მოსახლეობის რაოდენობას. პასუხი მარტივია - Greenberg-ის კლიენტი, მსგავსად მიხეილ სააკაშვილისა, არის ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევიც. შესაბამისად, იქაც, ისევე როგორც ჩვენთან, სამთავრობო პიარს კომპანია Greenberg ახორციელებს. ყაზახეთში ამ პროგრამების განხორციელება 2007-2009 წლებზეა გათვლილი და როგორც ადგილობრივი მედია (სხვა საკითხია რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია) იუწყება, პროგრამები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და წლის ბოლომდე როგორც 100 ახალი საავადმყოფო, ისე 100 ახალი სკოლა გაიხსნება.
ეს ყაზახეთში. ჩვენთან კი, აი, ჩვენთან რა ხდება.

აღარ გვშია?


ჯერ კიდევ 2005 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით დედაქალაქის ყველა რაიონში ფუნქციონირება დაიწყო უფასო სასადილოებმა, რომლებიც სოციალურად დაუცველი ფენისთვის იყო განკუთვნილი. პროექტის "100 უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის" ფარგლებში 100 უფასო სასადილო უნდა გახსნილიყო, თუმცა 2008 წლამდე მხოლოდ 42 სასადილო გაიხსნა.
უფასო სასადილოების გახსნაზე პრეზიდენტი თავად დადიოდა და ღარიბთათვის განკუთვნილ ულუფასაც სიამოვნებით აგემოვნებდა.
თავდაპირველად სასადილოს მიერ შეთავაზებული კვების რაციონით ბენეფიციარები კმაყოფილები იყვნენ და შესაბამისად, პრეზიდენტიც ხშირად სტუმრობდა, მაგრამ, თანდათან სასადილოების მიერ მომზადებული საკვების ხარისხი გაუარესდა და ბოლოს, ბენეფიციართა განცხადებით, - თითო ულუფაში 3-4 ცალი ლობიო დაცურავს, არც მწვანილი აქვს და არც ცხიმი.
დიდი ხანია პრეზიდენტი არცერთი უფასო სასადილოს გახსნაზე აღარ გვინახავს. მიზეზი უცნობია. შეიძლება პრეზიდენტს უცხიმო საჭმელი აღარ მოსწონს, მაგრამ მიზეზი, ალბათ, უფრო ისაა, რომ უკვე დაგვავიწყდა ახალი სასადილო ბოლოს როდის გაიხსნა. 2009 წელს სასადილოები არათუ იხსნება, არამედ იხურება და მიშასაც მიმდინარე წელს მისთვის საყვარელი `ბორშჩი~ არ დაუგემოვნებია..
უცნაურია, მაგრამ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, უფასო სასადილოები იხურება. რაშია საქმე? აღარ გვშია?
მოსახლეობის 25% სიღარიბის ზღვარს მიღმაა და უმუშევართა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება (ოფიციალური მონაცემებით) ამ დროს კი მთავრობა უფასო სასადილოებს ხურავს. ამით მოსახლეობა, რომელიც ამ სასადილოებში იკვებებოდა, პრაქტიკულად, შიმშილისთვისაა განწირული.

უსაშველო რეფორმა


100 ახალი საავადმყოფოს პროგრამის მიზანი, თბილისსა და რეგიონებში სახლემწიფო საკუთრებაში არსებული ყველა საავადმყოფოს პირდაპირი მიყიდვის წესით კერძო მფლობელობაში გადაცემა იყო. ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში, 2008-2011 წლებში 100 ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს, რომელშიც 7800 საწოლი იქნება და აქედან 4400 თბილისზეა გათვლილი.
რეფორმა, რომელიც 2007 წელს დაიწყო, კერძო კომპანიების მიერ ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ითვალისწინებდა. თუმცა, ჯერ კიდევ მისი დაგეგმვისას იქნა მნიშვნელოვანი შეცდომები დაშვებული და შემდეგ პროგრამის მიმდინარეობისას ძალიან ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც, რეფორმა დღემდე ვერ ხორციელდება. საავადმყოფოების გასხვისება ძალიან სწრაფად მოხდა და, ამავდროულად, საზოგადოებისთვის ბუნდოვანი დარჩა, რა პრინციპით შეირჩა ინვესტორი კომპანიები და რატომ გაიყიდა მრავალმილიონიანი დაწესებულებები 1000 აშშ დოლარად. თავის დროზე ხელისუფლებამ თითქმის ყველა კლინიკური დაწესებულება გაყიდა და მათი 80%-ის მფლობელი სამი კომპანია "ავერსი", "პსპ" და "ბლოკ ჯორჯია" გახდა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ფარმაცევტული კომპანიები "პსპ" და "ავერსი" ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამას ჩამოშორდნენ და ბურთი და მოედანი ქართულ-ჩეხურ კომპანია "ბლოკ ჯორჯიას" დაუთმეს.
არსებული ინფორმაციით, კომპანიის უკან ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ლადო ჭიპაშვილი დგას. ამ კომპანიას საქარველოში 25 საავადმყოფო უნდა აეშენებინა, აქედან 3 2008 წელს, თუმცა ჯერ-ჯერობით, ახალმა მეპატრონემ მხოლოდ ის შეცვალა, რომ მომსახურების ფასები გაზარდა, ხარისხის გაუარესების ხარჯზე.
მისი მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულებების შეუსრულებლობას და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების აშკარა დარღვევას.
კომპანია არ ასრულებს მასზე კონტრაქტით დაკისრებულ ვალდებულებებს. მეტიც, მან დაარღვია კონტრაქტი და ვალდებულებების შესრულებამდე დაიწყო საავადმყოფოების მენეჯმენტში ჩარევა, ექიმების გათავისუფლება, დანიშვნა და სხვა.
არსებული მძიმე მდგომარეობით პრემიერ-მინისტრი გილაურიც შეწუხდა და აღიარა, რომ რეფორმა თავიდანვე არასწორად იყო დაგეგმილი და მინისტრ კვიტაშვილს მიმდინარე წლის აგვისტოში ორთვიანი ვადა მისცა, რომ ჰოსპიტალური განვითარების ახალი გეგმა წარმოედგინა. მას შემდეგ ორი თვეც გავიდა და სამიც, მაგრამ არანაირი ახალი გეგმა საზოგადოებას არ უნახავს.

პროგრამა, რომელმაც ქართული სოფელი უნდა გადაარჩინოს


მსგავსად "100 უფასო სასადილოს" და "100 ახალი საავადმყოფოს" პროგრამებისა, პრობლემები აქვს "100 ახალი საწარმოს" პროგრამასაც.
ამ პროგრამის მიხედვით სოფლის მეურნეობაში უნდა შექმნილიყო 100 ახალი საწარმო, რომელშიც დასაქმდებოდა 10 000-მდე ადამიანი, ხოლო მასში, ჯამში, 100 000-მდე პირი ჩაერთვებოდა. ამ პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლებასთან ერთად, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებს, გადამუშავებისა და აგრობიზნესის განვითარება, რეგიონებში ახალი სოფლის მეურნეობის საწარმოების ამუშავების გზით სამუშაო ადგილების შექმნა, შემოსავლების ზრდა და შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება იყო.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2008 წელს საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის 52% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, მაშინ როცა მათ მიერ იქმნება მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%. ამ პირობებში, სოფლად საწარმოების შექმნა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, სოფლად ახალი საწარმოები იშვიათი გამონაკლისია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 2008 წელს საქართველოში სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო გაიხსნა. ხოლო მიმდინარე წელს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პროექტი მინიმუმ 80%-ით განხორციელდეს.
პროგრამის მიმდინარეობაში არსებულ შეფერხებებს აღიარებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელიც, მისი განცხადებით მართალია 2009 წელს პროგრამის 100%-ით შესრულება ვერ მოხერხდება, მაგრამ საბოლოოდ პროექტის განხორციელება სავსებით რეალურია.

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48