მთავრობა კონტროლის პალატის დახმარებით საწარმოებს ყიდის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მთავრობა კონტროლის პალატის დახმარებით საწარმოებს ყიდის
ნანახია: 739

"ზოგიერთი საწარმოს წამგებიანობაზე საუბარი პირობითია, რადგან აქ საქმე მათ აუცილებლობას ეხება"

კანონი ავალდებულებს კონტროლის პალატას, გამოავლინოს სამთავრობო უწყებებში არსებული ხარვეზები, კანონგადაცდომები, რასაც ასე მრავლად აქვს ადგილი. ამ თვალსაზრისით, კონტროლის პალატა კანონს უნდა ემორჩილებოდეს და მის კრიტიკულ დასკვნებში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს.
ამიტომ, არც იყო გასაკვირი, როდესაც 2007 წელს კონტროლის პალატამ განათლების სამინისტრო რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დაუსაბუთებლად ათვისებაში ამხილა და გაფანტული მილიონობით ლარის დამადასტურებელი ფაქტები 400 გვერდიან დასკვნაში აღწერა. ან მაშინ, როდესაც კონტროლის პალატამ ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებულ დარღვევებზე სპეციალური დასკვნა შეადგინა, რომელშიც საუბარია კორუფციაზე, ცალკეული კომპანიებისთვის მონოპოლიური გარემოს შექმნასა და ბიუჯეტისთვის დაკარგულ თანხებზე. მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სერიოზული დარღვევები იყო აღმოჩენილი.
საბოლოოდ კონტროლის პალატა გზასაც მიადგა და გზების დეპარტამენტის მიერ სამუშაოების, მომსახურების და საქონლის შესასყიდად გამართულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტები კონკრეტული სირთულის სამუშაოს წარმოების გამოუცდელობაში დაადანაშაულა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტი 1.742,7 ათასი ლარი გაიხარჯა.
როგორც კონტროლის პალატაში აცხადებენ, მათ აღმოჩენილი დარღვევების გამო, საქმე მთავარ პროკურატურას გადასცეს, მაგრამ რა აზრი აქვს დასკვნის დადებას, თუ მასზე რეაგირება არავინ მოახდინა? ეს კი არცერთ მათგანზე დღემდე არ მომხდარა. მიზეზი უცნობია.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ყველაზე გამჭვირვალედ თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროების საქმიანობაა შეფასებული, თუმცა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილს არც ის გამოჰპარვია, რომ პარლამენტი ერთ-ერთი ყველაზე მომჭირნე ორგანიზაციაა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით მთელ სახელმწიფო სტრუქტურაში.
ამჯერად კი კონტროლის პალატა სსიპ "საწარმოთა მართვის სააგენტოს~ და მასში შემავალ 1422 სახელმწიფო საწარმოს კომპლექსურად შეამოაწმებს. როგორც კონტროლის პალატიდან იუწყებიან, აღნიშნული საწარმოების მიერ სახელმწიფო ქონების აღრიცხვა-განკარგვის, შემოსავლების მიღება-გამოყენების და ფინანსური რესურსების მართლზომიერი და ეკონომიკური ხარჯვის შემოწმება განხორციელდება, რევიზია სააგენტოს 2008 წლის და 2009 წლის სამი კვარტლის საქმიანობას ჩაუტარდება.
შემოწმება, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდება, ხოლო მეორე ეტაპი თვითონ საწარმოების შემოწმებაა. მათი თქმით, პალატის დასკვნის საფუძველზე გამოვლენილი არამომგებიანი საწარმოები შესაძლოა საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდეს.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ შექმნილი 1400-ზე მეტი საწარმოდან 2008 წელს მომგებიანი მხოლოდ 317 იყო, 163 კომპანიამ კი წელი ზარალით დაასრულა, ნაწილი საერთოდ გაჩერდა.
კონტროლის პალატის მონაცემების თანახმად, ან არსებული მიდგომა უნდა შეიცვალოს და საწარმოები მომგებიანი გახდეს, ან მათი პრივატიზაცია განხორციელდეს, რათა სახელმწიფომ მათგან გარკვეული შემოსავალი ნახოს.
ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წამგებიანი საწარმოები უნდა გასხვისდეს. მათი თქმით, მთავრობამ გაკონტროლების მექანიზმი უნდა აამუშაოს, აღნიშნული საწარმოები ვალებისგან გაათავისუფლოს და შემდეგ გაყიდოს. წამგებიანი საწარმოები სახელმწიფომ არ უნდა შეინარჩუნოს, რადგან ეს ჩვეულებრივი ბიზნესია და თუ მას მოგება არ მოაქვს, სასწრაფოდ უნდა გასხვისდეს.
თუმცა ეკონომიკის ექსპერტის და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლადო პაპავას შეფასებით, თუ საწარმო წამგებიანია და ვალდებულებას ვერ ასრულებს, მაშინ მის მიმართ უნდა ამოქმედდეს კანონი გაკოტრების შესახებ, მაგრამ ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საწარმოების ფუნქციას.
"სახელმწიფო საწარმოების ერთიანად პრივატიზება დაუშვებელია და მართვის ფორმების შერჩევისას აუცილებელია მათი პროფილის გათვალისწინება. გარკვეულ შემთხვევაში შესაძლოა სახელმწიფომ შეინახოს წამგებიანი საწარმოები, თუ ისინი მათთვის მნიშვნელოვანია. უცხოეთში არსებობს მსგავსი პრაქტიკა. საქმე შეიძლება ეხებოდეს სოციალურ, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა წამგებიანობაზე საუბარი ძალიან პირობითია, რადგან აქ საქმე მათ აუცილებლობას ეხება. ამიტომ ზოგჯერ წამგებიანი საწარმოს შენახვაც საჭიროა", _ ამბობს ლადო პაპავა.
არც ის არის გამორიცხული, რომ შესაძლოა ეს მხოლოდ საბაბი იყოს მთავრობისთვის, რათა მათ ეს საწარმოები გაყიდონ. ჩვენი მთავრობა ხომ ყველაფერს ყიდის, კონტროლის პალატა კი ამ შემთხვევაში მათ ყველანაირად ხელს უწყობს.
ამ სიტუაციაში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის რეზო შავიშვილის განცხადებას მოვიშველიებ: "ასეთი ორგანო, რომელსაც კონტროლის პალატა ჰქვია, საქართველოში არ არსებობს. სიტყვა "კონტროლი" საერთოდ არ გამიგია ამ ქვეყანაში, კონტროლი ამ სახელმწიფოში საერთოდ არაფრის არ არსებობს. ის არაფერს არ აკეთებს და თუ რამეს აკეთებს, საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის, მითუმეტეს დაინტერესებულმა საზოგადოებამ".

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48