"მწვანე პარასკევი" სიბრიყვისა და ბოროტი ზრახვების კომბინაციაში იშვა" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "მწვანე პარასკევი" სიბრიყვისა და ბოროტი ზრახვების კომბინაციაში იშვა"
ნანახია: 1287

"მწვანე პარასკევი" სიბრიყვისა და ბოროტი ზრახვების კომბინაციაში იშვა"

- ბატონო ლადო, თქვენ და თქვენმა ქართველმა კოლეგა ექსპერტებმა 2008 წლის 7 ნოემბერს სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებულ ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებას შემაშფოთებელი უწოდეთ და სამომხმარებლო პროდუქტების გაძვირება და ინფლაციის ზრდა ივარაუდეთ. ამ მოსაზრებას ბატონმა კახა ბენდუქიძემ არაკომპეტენტური უწოდა და განაცხადა, რომ ფასები არ გაიზრდებოდა. რა კომენტარს გააკეთებთ ბატონი ბენდუქიძის განცხადებაზე?

- ბატონი კახა სტუდენტი რომ იყოს, ის გემრიელ ორიანს მიიღებდა, მარტივი მიზეზის გამო - პირველი კურსის სტუდენტმაც უნდა იცოდეს, რომ არსებობს ინფლაციის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის ერთ-ერთია ხარჯების ზრდით გამოწვეული ინფლაცია. გაცვლითი კურსის ცვლილება, კერძოდ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომ იმპორტზე ფასებს ზრდის, ამას ეკონომისტობა არც კი უნდა, რადგან ვალუტის კურსის ცვლილების გამო იმპორტზე ფასები ანუ ხარჯები იზრდება, ეს ინფლაციის ერთ-ერთი სახეა. ჩემთვის გასაკვირი არაა, რომ ბიოლოგიის ფაკულტეტზე ეკონომიკას არ ასწავლიან, აქედან გამომდინარე, ეკონომიკის მარტივი თეორიები ბატონ კახას ნასწავლი არ აქვს. მე მას პედაგოგიური თვალსაზრისით ვურჩევდი, რომ წაიკითხოს ეკონომიკის ელემენტარული სახელმძღვანელოები და თვითგანათლებას შეუდგეს, იმიტომ რომ ქვეყნის ბედი ავალია.
რაც შეეხება ფასებს, მე უფრო კმაყოფილი დავრჩებოდი, რომ ფაქტები ბატონი კახას სასარგებლოდ მეტყველებდეს, იმიტომ, რომ მეც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემთვის, ისევე როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, სამომხმარებლო ფასების ზრდა საკმაოდ შესამჩნევია. თუმცა ერთ რამესაც უნდა გავუსვათ ხაზი, როცა ადამიანი ძალიან მდიდარია, მისთვის სამომხმარებლო ფასების ზრდა, ხშირად შეუმჩნეველია. მე მესმის, რომ ბატონი კახა სამომხმარებლო კალათაში პურის, თუ სხვა საკვები პროდუქტების გაძვირებას დიდად ვერ შეამჩნევდა.

- ვისაუბროთ ლარის კურსის ვარდნაზე, ავუხსნათ მკითხველს, რა შედეგებს მოიტანს ეს პროცესი?

- ლარის ნახტომისებურმა ვარდნამ ბაზარზე პანიკა გამოიწვია, რომელიც ხელისუფლებამ ხელოვნურად შექმნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ არაა მიღებული, ის უფრო მაღალ დონეზე დამუშავდა. ამის თქმის საფუძველს ისიც იძლევა, რომ ეროვნულ ბანკს უკვე 14 თვეა, ჯერ კიდევ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს და არა დამტკიცებული პრეზიდენტი. ეს იყო დღე, როცა ხალხი გაურბოდა ლარს და დოლარზე მოთხოვნამ პანიკური ხასიათი შეიძინა. შეიძლება ითქვას, ხელისუფლებამ ხალხს მწვანე პარასკევი მოუწყო. ასეთი პანიკის ვითარებაში, როცა სიტუაცია პროგნოზირებადი არ არის, ყველა ცდილობს დოლარი არ გაყიდოს, იმპორტიორებმა კი ისიც არ იციან, რა დააფასონ დოლარში ნაყიდი საქონელი.
მოსალოდნელია თუ არა ფასების ზრდა? რა თქმა უნდა, მოსალოდნელია. აუცილებლად გაიზრდება ენერგომატარებლების ფასები. როდესაც ლარის კურსი მყარდებოდა, ამის გამო გაზის ტარიფი ან ელექტროენერგიის ტარიფი არავის არ შეუმცირებია. Dარწმუნებული ვარ, რომ ტარიფების გაზრდის იდეა კარგა ხანია მომწიფებულია და ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არგუმენტი აბსოლიტურად მართალი იქნება, რომ თუ ლარი გაუფასურებადია დოლართან მიმართებაში, გაზს დოლარში ყიდულობენ და ამიტომ ლარში ტარიფი უნდა გაიზარდოს. ლოგიკა სწორია, მაგრამ ამ ლოგიკურ კონსტრუქციას აკლია პირველი ნაწილი, როცა დოლართან მიმართებაში ლარი მტკიცდებოდა და დოლარი უფასურდებოდა ლართან მიმართებაში, მაშინ ტარიფის შემცირება, რატომ არ მოხდა?

- რა ფაქტორებმა გამოიწვიეს ლარის კურსის ვარდნა, რა მოხდა რეალურად 7 ნოემბერს, რასაც თქვენ "მწვანე პარასკევი" უწოდეთ?


საბანკო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ქვეყანაში დოლარის შემოდინების რამდენიმე სერიოზული წყარო არსებობდა. ძირითადი იყო უცხოური ინვესტიციები და ჩვენი თანამემამულების ფულადი გზავნილები საქართველოში. მე ბევრჯერ მისაუბრია, რომ ამ დროს საქართველოს ეკონომიკა ჰოლანდიური დაავადებით იყო დაავადებული. რა არჩევანი ჰქონდა ეროვნულ ბანკს? საბირჟო ვაჭრობაში რომ არ ჩარეულიყო, მოხდებოდა ლარის ნახტომისებური გამყარება. რაც ჩვენი ეკონომიკისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.
რადგან ლარის გამყარება გარდაუვალი გახლდათ, ეროვნული ბანკი წავიდა ეროვნული ვალუტის მცოცავ რეჟიმში გამყარების პოლიტიკაზე, იგი ყიდულობდა შემოსულ დოლარებს ზრდიდა რეზერვებს და ყიდდა ლარს. მართალია, ეს პროცესი ინფლაციას უწყობდა ხელს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ინფლაცია ნაკლები ბოროტება იყო, ვიდრე ეროვნული ბანკის ჩაურევლობა და ლარის მკვეთრი გამყარება.
რა ხდება დღეს? დღეს ლარის გაუფასურება გარდაუვალია. პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგებს. ამის გამო საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა. შემცირდა საქართველოში ინვესტიციების და ჩვენი თანამოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების შემოსვლა. ამერიკაში, უკრაინაში, რუსეთში და ევროპულ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და საქმიანობენ ყველგან კრიზისული ვითარებაა. მათ წინა პერიოდთან შედარებით ნაკლები შემოსავლები აქვთ და შესაბამისად, საქართველოშიც ნაკლებ თანხებს რიცხავენ. ანუ, თუ მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინება, ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში ლარის მიმართება დოლართან, დოლარის სასარგებლოდ იქნება. საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინება აგვისტოს მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში, ინვესტორები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ საშუალება სადმე ფული ჩადონ, რატომ ჩადებენ საქართველოში, რომელიც რუსული ჩექმისგან დღესაც არ არის ბოლომდე გათავისუფლებული. ამას ემატება კატასტროფულად უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი, იმპორტი ექსპორტს ოთხჯერ და მეტად აღემატება.
ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, დოლარი გაედინება. იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში დოლარის შემოდინების შემცირების შემდეგ ლარის გაუფასურება გარდაუვალი გახდა. ეროვნული ბანკის წინაშე დადგა საკითხი, მოხდეს ლარის ნახტომისებური ვარდნა თუ თანდათანობით, ანუ მცოცავი რეჟიმით გაუფასურება. პირველ შემთხვევაში ხელისუფლებამ აბსოლუტურად სწორედ იმუშავა, როცა უზრუნველყო ლარის არა ნახტომისებური გამყარება, არამედ მცოცავი რევალვაცია, ეს იყო ობიექტური გარემოება და ბაზარზეც არანაირი პანიკა არ შექმნილა. სწორედ მაშინ დაგროვდა დოლარის რეზერვი, ზუსტად ისეთი რთული ვითარებებისათვის უნდა გამოყენებულიყო, როგორიც ახლა ჩვენ შეიქმნა. პრაქტიკულად, სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული, მთელი ოქტომბრის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი დაიჭირა. ამ პერიოდში ეროვნული ვალუტა მხოლოდ 3,5 თეთრით გაიაფდა, რაც არსებული რეზერვებიდან 300 მილიონი დოლარის დახარჯვით მოხერხდა. ასე მივედით 7 ნოემბრამდე. ამ დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბირჟაზე პრაქტიკულად ვაჭრობა და ლარის კურდის დაცვა შეწყვიტა. თუმცა ხსენებული 300 მილიონი დოლარით, ლარის კუსის თანდათანობითი და დროში გაწელილი გაუფასურების უზრუნველყოფა, თავისუფლად შეიძლებოდა. ამ შემთხვევაში კატასტროფული ნახტომი არ მოხდებოდა. ტერმინი კატასტროფული იმიტომ ვახსენე, რომ ერთ დღეში 16 თეთრი მართლა ძალიან ბევრია.
კიდევ ერთი ძალიან ცუდი ფაქტორი, რაც მოხდა იყო ის, რომ "მწვანე პარასკევი" მოხდა სწორედ პარასკევს. მოგეხსენებათ, შაბათ-კვირას ბირჟა არ მუშაობს, ამიტომ პარასკევს დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ, უქმე დღეებში, როცა სამომხმარებლო საქონლით ყველაზე აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს, საზოგადოება გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდა, არავინ იცოდა რა მოხდებოდა ორშაბათს, ამიტომ შეიქმნა პანიკა. რაც კიდევ უფრო გააძლიერა იმან, რომ პარასკევს დაფიქსირებული ფაქტის შესახებ კომენტარი არავის გაუკეთებია. მაშინ ყველაფერი ტექნიკური მიზეზებით აიხსნა, თითქოს კომპიუტერულმა ქსელმა არ იმუშავა. ყველა მიხვდა ეს ნონსენსი იყო. ყველა ბანკომატებს და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მიაწყდა და დოლარი ბაზრიდან გაქრა. ამიტომ არის მთავარი, რომ 7 ნოემბერს ამ ავბედით ,,მწვანე პარასკევს” ვინმეს ეკადრებინა და ახსნა-განმარტება გაეკეთებინა, თუკი მართლაც იყო დაგეგმილი, რომ მიზანმიმართულად ასეთი ნახტომისებური ვარდნა გაკეთებულიყო. იგივე განმეორდა შაბათს, როცა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა და უბრალოდ, გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგებს ვხედავდით.
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგს შეიძლება ეს გაცნობიერებული ჰქონდა და იმიტომ გააკეთა, რომ ხელი მოეთბო, ხოლო ზოგს კი მხოლოდ სიბრიყვემ მიაღებინა ასეთი გადაწყვეტილება. სწორედ სიბრიყვისა და ბოროტ ზრახვების კომბინაციაში ჩვენ ,,მწვანე პარასკევი” მივიღეთ.

- ბატონო ლადო, თქვენ ისაუბრეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის განწყობასა და ინფორმირებულობას, ვფიქრობ, ამ კუთხით საინტერესო იქნება თქვენი პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებით, სწორედ ხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ველოდოთ თუ არა ეროვნული ვალუტის კურსის შემდგომ კორექტირებას?

- მე პროგნოზის გაკეთება ჩვენი მთავრობის სიბრიყვისა და ბოროტ ზრახვათა გამო ნამდვილად გამიჭირდება. უფრო მიადვილდება საუბარი იმაზე, ობიექტურად რა რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ლარის დევალვაცია გარდაუვალია. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გაიზრდება საექსპერტო წარმოება და ექსპორტ-იმპორტის არსებული თანაფარდობა ექსპორტის სასარგებლოდ არ შეიცვლება, ან უწყვეტი ინვესტიციების დიდი ოდენობით შემოდინება კვლავ არ აღდგება ანაც უცხოეთიდან ფულადი გზავნილები ადრინდელ მასშტაბებს არ მიაღწევს. იქ, სადაც გამოვიყენე ან, შეიძლება, მის ნაცვლად იყოს დაც.
ამ სამი კოპმპონენტიდან ყველაზე რთული პირველი - საექსპორტო პოტენციალის ზრდაა.
უცხოური ინვესტიციების შემოსვლა გლობალური ფინანსური კრიზისის შეწყვეტაზე და საქართველოს ძველი იმიჯის დაბრუნებაზეა დამოკიდებული. უცხოეთიდან გზავნილების აღდგენა კი მხოლოდ და მხოლოდ გლობალურ ფინანსურ კრიზისზეა დამოკიდებული.
ამ სამი გარემოების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს აქვს რესურსი, რომ ძალიან მოკლევადიან პერიოდში აკონტროლოს ლარის გაცვლითი კურსი. ეს არის დოლარში გამოხატული ფულადი რესურსი, რომელიც მილიარდ ას მილიონს აღემატება. მაგრამ ამ რეზერვით მხოლოდ ლარის მცოცავი დევალვაციის უზრუნველყოფა შეიძლება და არა პირდაპირი მოთოკვა.
გარდა ამისა, უნდა ვისაუბროთ 22 ოქტომბერს ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში 4,5 მილიარდი დოლარის დახმარება შემოვა. აქედან 2 მილიარდი გრანტის კუპონია, 2,5 მილიარდი კი კრედიტი. დოლარის ამ მასის შემოდინებამ შეიძლება, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. აქედან გამომდინარე, შემიძლია განვაცხადო, რომ ლარის ნახტომისებური ვარდნის გამოსარიცხად, საქართველოში რესურსი რეალურად არის და უახლოეს მომავალში იქნება. თუმცა, კვლავ გავიმეორებ, რომ ამ ობიექტურ სიტუაციიდან რამდენად მოხდება გადახრა, ამის პროგნოზი არ შემიძლია. ხელისუფლება ,,მწვანე პარასკევს” გაიმეორებს თუ არა, ამის თქმა არ შემიძლია. აქვე მინდა განვაცხადო, რომ თუ "მწვანე პარასკევის" გამო არავინ დაისაჯა ან თუნდაც გარკვეული პირებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, მე მექნება განცდა, რომ მსგავსი ქმედების გამეორების შესაძლებლობა სულაც არ არის გამორიცხული.

- ასეა თუ ისე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში არის 1 _ 1,65-თან. თეორიულად ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება ხელს უწყობს ექსპორტს. დღევანდელ სიტუაციაში, რა პერსპექტივა აქვს ქართულ ეკონომიკას, შესაძლებელია თუ არა "მწვანე პარასკევის" შემდეგ ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე ვისაუბროთ?

- ცნობილია, რომ როდესაც ადგილობრივი ვალუტა გაუფასურდება, ხელი ეწყობა ექსპორტს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნახტომისებური გაუფასურება. ექსპორტს ხელს უწყობს მცოცავი და პროგნოზირებადი გაუფასურება. ნახტომი და მისგან გამომდინარე შოკი არაფერს უწყობს ხელს. ბაზარი უნდა იყოს მშვიდი და პროგნოზირებადი. რა არის იმისთვის საჭირო, რომ ექსპორტი განვითარდეს? დევალვაცია ამის მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მთავარია, ჩვენ გვქონდეს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქცია, შესაბამისი ხარისხითა და ფასით. სანამ ასეთ პროდუქციას არ ვაწარმოებთ, გამყარებასა და გაუფასურებას მნიშვნელობა არ ექნება.
ექსპორტის განვითარების თვალსაზრისით, აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს, პრაქტიკულად, უტარიფო ვაჭრობას, ჩვენი ეკონომიკური სივრცის ინტეგრაციას ამერიკისა და ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცესთან. ეს ნიშნავს, რომ თუ საქართველოში შემოვა უცხოელი ინვესტორი და აქ აწარმოებს პროდუქციას, ამ პროდუქციისთვის ამერიკის და ევროპის ბაზარი ღია იქნება. ამ შემთხვევაში, მცოცავი დევალვაცია ერთ-ერთი მასტიმულირებელი მექანიზმი მართლაც იქნება. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლას, აქ ორი განსხვავებული მდგომარეობაა. აშშ-სთან მხოლოდ მოლაპარაკების საწყის ეტაპზე ვართ, ხოლო ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე საუბარი კარგა ხანია მიმდინარეობს, თუმცა რეალურად ჩიხშია შესული.

- ანალიტიკოსების ერთი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ლარის ასეთი ნახტომისებური ვარდნით ვიღაცეებმა საკმაოდ ბევრი ფული იშოვეს. ლარის კურსის გამყარება-გაუფასურებას ხშირად უკავშირებენ ხოლმე მონოპოლისტების ინტერესებს. თქვენი აზრით, რამდენად მონოპოლიზებულია დღეს ქართული ბაზარი და ვინ იშოვა ფული "მწვანე პარასკევით"?

- ვალუტის მყისიერი ცვლილებების დროს ფულის გაკეთება ყოველთვის შეიძლება. სხვა თემაა მონოპოლიები და მონოპოლიური ფასები. მონოპოლიზება ქართული ეკონომიკის სერიოზული სენია. პრაქტიკულად, არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებაზე იზრუნებს არ არსებობს. ესეც დღევანდელი მთავრობის დამსახურებაა, რომელმაც რევოლუციის ქოლგის ქვეშ ანტიმონოპოლიური რეგულირება გააუქმა. ეკონომიკა არის მონოპოლიზებური და მონოპოლისტებიც შეთანხმებულად ადგენენ ფასებს. თუმცა ფასების დინამიკაში ჩვენ ერთი ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი, განსაკუთრებით, მსხვილი კომპანიები ხელისუფლების მიერ სერიოზული ტერორის ქვეშ იმყოფებიან. მათ იძულებით აფინანსებინებენ გარკვეულ ღონისძიებებს, მაგალითად წინასაარჩევნო კამპანიებს და ასე შემდეგ, კომპენსაციად კი ამ კომპანიებს ფასების შეუსაბამოდ გაზრდის საშუალებას აძლევენ. ეს დღეს ტაბუდადებული თემაა და ამაზე საუბრის უფლებას პრაქტიკულად არც ერთ ბიზნესმენს არ აძლევენ.

- იმ განცხადებაში, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ბატონმა ბენდუქიძემ ინფლაციაზე საუბრისას თქვა, რომ სამომხმარებლო ფასების რეგულირებისას გამოყენებული იქნება თარგეთირების მეთოდი. რას ნიშნავს ეს ტერმინი და როგორ შეიძლება იმიშაოს ამ მეთოდმა?

- ეს არის ძალიან მარტივი რამ, როცა კანონში ჩაიდება ზღვრული ინფლაცია. თარგეთირებაზე საუბრის შემთხვევაში, საქმე გვაქვს უბრალოდ უცხოური ტერმინის გამოყენებასთან, რომ გარკვეულმა პირებმა თავიანთი განსწავლულობა დაამტკიცონ. კანონში უკვე არის ჩადებული, რომ ინფლაციის ზღვრული მაჩვენებელი 12 პროცენტია და თუ ამაზე მეტი ინფლაცია დაფიქსირდება, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამ მეთოდის მთავარი დატვირთვა ისაა, რომ ეროვნული ბანკის ფუნქციები ძალიან დავიწროვდა. იგი მხოლოდ ეროვნული ბანკის დანგრევისა და მისი ინსტიტუციური გავლენის შემცირებისათვის ჩაიდო კანონში.
ინფლაცია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ის ქვეყნის ეკონომიკის ერთადერთი პრობლემა არ გახლავთ, ეს ბოლო მოვლენებმაც აჩვენა. დღეს მწარედ დგას გაცვლითი კურსის საკითხი, მანამდე კიდევ უფრო მწვავედ იდგა საბანკო კრიზისის საფრთხე. ამ ყველაფერზე ზრუნვა საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქცია უნდა იყოს.
ამასთან ერთად, უნდა ითქვას, რომ ინფლაციის თარგეთირება ცოტა ღიმილის მომგვრელია. ვინ და როდის დაითვალა რეალური ინფლაცია? ჩვენი სტატისკტიკის დეპარტამენტის პირობებში ინფლაციასთან ბრძოლის მეთოდებზე საუბარი უადგილოა. მას არავინ ითვლის და როცა არც კი ვიცით რამდენია ინფლაციის რეალური მაჩვენებელი, როგორ უნდა იბრძოლო მასთან, წარმოუდგენელია.
ესაუბრა ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48