ნანახია: 977
სს "საქართველოს ბანკში" მიმდინარე წლის ივლისში ბანკის მთლიანი კლიენტთა დეპოზიტები თითქმის 43 მილიონი ლარით გაიზარდა, მათ შორის ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდამ 26 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბანკის ისტორიაში ეს არის დეპოზიტების ზრდაზე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს სადეპოზიტო პროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს, ისეთს როგორიცაა: ვადიანი, შემნახველი, საბავშვო, მოთხოვნამდე და შეგროვებადი ანაბრები. "საქართველოს ბანკმა" პირველმა შესთავაზა მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი "საინვესტიციო დეპოზიტი", რომელიც მის მფლობელს დამატებითი მოგების საშუალებას აძლევს. მაისში ბანკმა გამოუშვა ანაბარი "მაქსიმა", რომელიც მომხმარებელს მაქსიმალურად მოქნილ პირობებს სთავაზობს. "საქართველოს ბანკი" ასევე ახორციელებს აქციას "მწვანე ანაბარი", რომლის ფარგლებშიც მეანაბრეთა სახელზე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ბანკმა უკვე 45,000 ნერგი დარგო. 2009 წლის მაისიდან, "საქართველოს ბანკი" ყოველთვიურად ათამაშებს 10 ფულად პრიზს, თითოეულს 10,000 ლარის მოცულობით, ვადიანი ანაბრის მფლობელთათვის. ბოლო გათამაშებისას, რომელიც 2010 წლის თებერვალში შედგება, 10 იღბლიანი მეანაბრე ახალ ბინას მოიგებს.
|