ნანახია: 1102
საქართველოში წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად და წყლის სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. დონორი ორგანიზაციების დახმარებით საქართველოში მოქმედი წყლის ხარისხი, რომელიც საგრძნობლად ჩამორჩება თანამედროვე სტანდარტებს, შეიცვლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით და გაუმჯობესდება წყალმომარაგების სისტემები. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წყალგამანაწილებელი კომპანიების კონსოლიდაცია და ერთ სტრუქტურად ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს მართვის გამარტივებას და ინვესტიციების მოზიდვას ამ სექტორში. ამ გაერთიანების შედეგად შეიქმნა ორი ახალი კომპანია - შპს "დასავლეთის წყალი" და შპს "აღმოსავლეთის წყალი", კერძოდ:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ "საწარმოთა მართვის სააგენტოს" 2009 წლის 22 ივნისის № 1-3/313 ბრძანების საფუძველზე შპს ”დასავლეთის წყალს” მიუერთდა: შპს ”ჭიათურის წყალკანალი”, შპს “ტყიბულყწალკანალი”, შპს “წყალტუბოს წყალკანალი”, შპს “ბაღდათის წყალკანალი”, შპს “ვანის კომუნალური მეურნეობა”, შპს “ზესტაფონწყალკანალი”, შპს “თერჯოლის წყალკანალიზაციის მეურნეობა”, შპს “წყალი” (სამტრედია), შპს “კანალი” (სამტრედია), შპს “წყალკანალი” (ხარაგაული), შპს “წყალი XXI” (ხონი), შპს “სათავე” (ხონი), შპს “ჩოხატაურის მშენებლობის, კეთილმოწყობისა და კომუნალური მომსახურეობის სამმართველოს,” შპს “წყალკანალი” (ლანჩხუთი), შპს “ოზურგეთის წყალკანალი”, შპს “ზუგდიდწყალკანალი”, შპს “ქ. წალენჯიხის წყალკანალი”, შპს “ხობის წყალკანალი”, შპს “წყარო” (ქ. სენაკი), შპს “წყალკანალი” (აბაშა), შპს “წყალ-კანალი მარტვილი”, შპს “წყალკანალი” (ჩხოროწყუ), შპს “ფოთის წყალკანალი”, შპს “მესტიის კომუნალური საწარმო წყალკანალიზაცია”, შპს “ამბროლაურის კომუნალური,” შპს “ლენტეხის წყალკანალი”, შპს “ონის წყალკანალი”, შპს “წყალმომარაგება კანალიზაცია” (ქ. ცაგერი), შპს “კომუნალური მეურნეობა”.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ ”საწარმოთა მართვის სააგენტოს” 2009 წლის 5 ივნისის № 1-3/268 ბრძანებით შპს “აღმოსავლეთის წყალს” მიუერთდა: შპს “გორის სოფლის წყალსადენების სამმართველო,” შპს “კასპის რაიონის წყალკანალი”, შპს “მერწყული”, შპს “ქარელის წყალკანალი,” შპს “დაბა აგარის წყალკანალი”, შპს “თეძამი-2000”, შპს “ხაშურ წყალი”, შპს “ხაშურ კანალი,” შპს “სურამის წყალკანალი”, შპს “წყალკანალი” (ახალციხე), შპს “ადიგენის წყალმომარაგება-კანალიზაცია”, შპს “წყალსადენ კანალიზაციისა და კომუნალური მომსახურების ერთიანი სპეციალიზირებული სამსახური” (ასპინძა), შპს “აბლარი-ახალქალაქი-წყალკანალი”, შპს “ახალქალაქის სოფლის წყალმომარაგება”, შპს “ბორჯომის წყალსადენ-კანალიზაცია”, შპს “წყალსადენისა და კანალიზაციის სამშენებლო-საექსპლუატაციო სამმართველო” (ნინოწმინდა), შპს “დუშეთის კომუნალური სამსახური”, შპს “ნაკადული” (მცხეთა), სს “თელავწყალკანალი”, შპს “სოფლის წყალსადენის საექსპლუატაციო სამმართველო, შპს “ყვარელწყალკანალი”, შპს “წყალკანალი” (გურჯაანი), შპს “ლაგოდეხის რაიონის წყალკანალი”, შპს “სიღნაღის რაიონის კომუნალური გაერთიანება”, შპს “ქალაქ “წყალკანალი” (დედოფლისწყარო), შპს “ქედების წყალკანალი”, შპს “დედოფლისწყაროს წყალკანალი”, შპს “საგარეჯოს რაიონის კომუნალური მეურნეობისა და წყალკანალიზაციის საწარმო”, შპს “ბოლნისწყალკანალი”, შპს “სართიჭალის წყალსადენი,” შპს “წყალკანალი” (დმანისი), შპს “თეთრიწყაროს წყალკანალი” და შპს “მარნეულწყალი”/
|